საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 10.05.2013
ძალის დაკარგვა 01.01.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016138
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/05/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 01.01.2017
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №13
2013 წლის 10 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის დებულება.
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2013 წლის 4 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
1.
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის (შემდგომში-სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2.
სამსახური არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
მუხლი 2🔗
სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, სხვა საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
მუხლი 3🔗
სამსახური თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
თავი II
სამსახურის ფუნქციები და ამოცანები
მუხლი 4🔗
1.
სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა)
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა;
ბ)
ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი განხორციელებისათვის გამიზნულ სამუშაოთა შესრულების კოორდინაცია;
გ)
ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების კონცეფციების, ინდიკატორული გეგმების პროექტებისა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;
დ)
ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ორგანიზებაში მონაწილეობა;
ე)
ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულების ორგანიზება;
ვ)
ატმოსფერული ჰაერის ხარისხობრივი მდგომარეობისა და მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების რაოდენობრივი მნიშვნელობების სახელმწიფო აღრიცხვის, ანგარიშგებისა და შეფასების მაჩვენებელთა (ინდიკატორთა) შემუშავებაში მონაწილეობა;
ზ)
კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო აქტების პროექტებისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;
თ)
ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში ეკონომიკური მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობა;
ი)
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის, მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების ნორმირების, სახელმწიფო აღრიცხვის ანგარიშგებისა და შეფასების მეთოდოლოგიური საფუძვლების შემუშავებაში მონაწილეობა;
კ)
ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევებზე რეგულირებას დაქვემდებარებული, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტების ჩამონათვალის მომზადება;
ლ)
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის და ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტების განხილვა და შეთანხმება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
მ)
ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის მონაცემთა შეგროვება, დამუშავება და ანალიზი;
ნ)
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედევლობის დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურების მიერ დაბინძურების სტაციონარული ობიექტების აღრიცხვისა და მავნე ნივთიერებათა წლიური გაფრქვევების ფაქტობრივი მაჩვენებლების სისწორის შემოწმების მეთოდური ხელმძღვანელობა;
ო)
ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების საინფორმაციო საცნობარო მონაცემთა ბანკის შექმნა და დაინტერესებულ მხარეთათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
პ)
გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის მომზადებაში მონაწილეობა;
ჟ)
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების განხილვაში მონაწილეობის მიღება;
რ)
ეკოლოგიური ექსპერტიზის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ს)
საქართველოს ტერიტორიაზე ოზონდამშლელ ნივთიერებათა რეგულირების წესის განსაზღვრა;
ტ)
კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში საერთაშორისო წყაროებით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის შესახებ არსებული კითხვარის შესაბამისად ინფორმაციის მიწოდება;
უ)
სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში მიმდინარე პროექტების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ შეტყობინება;
ფ)
კომპეტენციის ფარგლებში გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების და საერთაშორისო ორგანიზაციების/პროცესების ეგიდით საქართველოში მიმდინარე ქმედებების შესახებ ინფორმაციის, ასევე შესაბამის სამდივნოებში წარდგენილი ეროვნული ანგარიშების ასლების პერიოდულად მიწოდება;
ქ)
კომპეტენციის ფარგლებში დაინტერესებული მხარისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევა;
ღ)
მინისტრის ბრძანებებით და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება.
2.
სამსახური კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:
ა)
სახელმწიფო დაწესებულებებისა და სხვა პირებისგან (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს სათანადო ინფორმაცია და დოკუმენტები სამსახურის კომპეტენციით განსაზღვრულ საკითხებზე;
ბ)
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისაგან მოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტები სამსახურის კომპეტენციით განსაზღვრულ საკითხებზე;
გ)
განიხილოს და შეითანხმოს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში და ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტი;
დ)
მოამზადოს წინადადებები ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში არსებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციისთვის;
ე)
კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში;
ვ)
განახორციელოს მინისტრის ბრძანებებით და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებები.
თავი III
სამსახურის ხელმძღვანელობა, სტრუქტურა და მოსამსახურეები
მუხლი 5🔗
1.
სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2.
სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 6🔗
1.
სამსახურის უფროსი:
ა)
აწარმოებს სამსახურის მუშაობის საერთო ხელმძღვანელობას და ახორციელებს კონტროლს მათ საქმიანობაზე;
ბ)
ადგენს სამსახურის სამუშაო გეგმას და პასუხისმგებელია მის შესრულებაზე;
გ)
ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
დ)
უზრუნველყოფს სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ე)
ითანხმებს ,,ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკურ ანგარიშებს”, ,,ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტებს” და ხელს აწერს ზემომითითებული დოკუმენტაციის შეთანხმებასთან დაკავშირებულ თანმხლებ წერილებს;
ვ)
წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას სამსახურის საქმიანობის ანგარიშებს დადგენილ ვადებში;
ზ)
ასრულებს მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ კონკრეტულ დავალებებს;
თ)
პასუხისმგებელია სამუშაო გეგმების, მინისტრის ბრძანებების და დავალებების შესრულებაზე;
ი)
კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ორგანიზების მიმდინარეობას;
კ)
წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, სამსახურის თანამშრომლების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხიმგებლობის დაკისრების შესახებ;
ლ)
ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
2.
სამსახურის უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში სამსახურის უფროსის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთ საჯარო მოსამსახურეს.
თავი IV
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 7🔗
1.
სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2.
სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ძირითადი უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით, სამინისტროს შინაგანაწესითა და საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 8🔗
სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.