საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბუნებრივი და ანთროპოგენული საფრთხეების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 10.05.2013
ძალის დაკარგვა 01.01.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016134
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/05/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბუნებრივი და ანთროპოგენული საფრთხეების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №9
2013 წლის 10 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბუნებრივი და ანთროპოგენული საფრთხეების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუქტის ,,თ” ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბუნებრივი და ანთროპოგენული საფრთხეების მართვის სამსახურის დებულება.
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2013 წლის 4 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბუნებრივი და ანთროპოგენული საფრთხეების მართვის სამსახურის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
1.
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ბუნებრივი და ანთროპოგენული საფრთხეების მართვის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2.
სამსახური არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
მუხლი 2🔗
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, სხვა საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
მუხლი 3🔗
თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
თავი II
სამსახურის ფუნქციები და ამოცანები
მუხლი 4🔗
სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) ბუნებრივი და ანთროპოგენული საფრთხეების შემცირების სფეროში სახელმწიფო სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავების კოორდინაციასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში ბუნებრივი და ანთროპოგენული საფრთხეების შემცირების ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების კოორდინაცია;
გ) კომპეტენციის ფარგლებში ბუნებრივი და ანთროპოგენული საფრთხეების შემცირების სფეროში სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა;
დ) ბუნებრივი და ანთროპოგენული საფრთხეების შემცირების სფეროში სამართლებრივი აქტების პროექტების და შესაბამისი სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავება;
ე) უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან ერთად ბუნებრივი და ანთროპოგენული საფრთხეების შეფასების და კლასიფიცირების სისტემის შემუშავება და დანერგვა თანამედროვე მეთოდოლოგიების და მიდგომების გათვალისწინებით;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით განსაზღვრული განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობისას, ასევე საჭიროების შემთხვევაში გარემოზე ზემოქმედების ნებართვას დაქვემდებარებული საქმიანობის ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცესში მონაწილეობა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში მაღალი რისკის მქონე საქმიანობის განმახორციელებლისთვის გარემოზე ზემოქმედების ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიღებამდე სამართლებრივი დახმარების გაწევა;
თ) გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოვლენილი მაღალი საფრთხის მქონე ტერიტორიებზე გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა და კოორდინირება;
ი) ადრეული შეტყობინების სისტემის ინსტიტუციური შესაძლებლობების სრულყოფის ხელშეწყობა;
კ) ბუნებრივი და ანთროპოგენული საფრთხეების შემცირების ღონისძიებების შესახებ საინფორმაციო რეესტრის წარმოება და საფრთხეების რუკების შედგენის ხელშეწყობა;
ლ) სახიფათო ნივთიერებებთან დაკავშირებული ანთროპოგენული კატასტროფების თავიდან აცილების მიზნით მეთოდოლოგიების დანერგვა;
მ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად ისტორიული დაბინძურების წყაროების გაუვნებელყოფის ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა;
ნ) ბუნებრივი და ანთროპოგენული საფრთხეების შემცირების სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და კონვენციებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი;
ო) ბუნებრივი და ანთროპოგენული საფრთხეების შემცირების მიზნით სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისათვის ცნობიერების ამაღლების პროგრამებში მონაწილოება;
პ) ბუნებრივი და ანთროპოგენული საფრთხეების შემცირების სფეროსთან დაკავშირებული საერთაშორისო პროექტების ინიციირება, განხორციელების ხელშეწყობა და მონიტორინგი;
ჟ) ბუნებრივი და ანთროპოგენული საფრთხეების შემცირების ეროვნული პლატფორმის ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე;
რ) ბუნებრივი და ანთროპოგენული საფრთხეების შემცირების სფეროში დაინტერესებული მხარეების (სამთავრობო, არასამთავრობო, სამეცნიერო, რეგიონული, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანოები) შეხვედრების ორგანიზება და კატასტროფების რისკის შემცირების სფეროში ქვეყანაში არსებული დაინტერესებული მხარეების საქმიანობის შესახებ მონაცემთა ელექტრონული ბაზის მართვა;
ს) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის ბუნებრივი და ანთროპოგენული საფრთხეების შემცირების სფეროში საერთაშორისო წყაროებით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის შესახებ არსებული კითხვარის შესაბამისად ინფორმაციის მიწოდება;
ტ) სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის ბუნებრივი და ანთროპოგენული საფრთხეების შემცირების სფეროში მიმდინარე პროექტების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ შეტყობინება;
უ) კომპეტენციის ფარგლებში გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის ბუნებრივი და ანთროპოგენული საფრთხეების შემცირების სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების და საერთაშორისო ორგანიზაციების/პროცესების ეგიდით საქართველოში მიმდინარე ქმედებების შესახებ ინფორმაციის, ასევე, შესაბამის სამდივნოებში წარდგენილი ეროვნული ანგარიშების ასლების პერიოდულად მიწოდება;
ფ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
თავი III
სამსახურის ხელმძღვანელობა, სტრუქტურა და მოსამსახურეები
მუხლი 5🔗
1.
სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2.
სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 6🔗
1.
სამსახურის უფროსი:
ა)
ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ)
წარმოადგენს სამსახურს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ)
ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;
დ)
აკონტროლებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
ე)
ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირებას;
ვ)
წელიწადში ერთხელ მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ზ)
ორგანიზებას უწევს დებულებით სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
თ)
სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი)
შუამდგომლობს სამსახურისათვის იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
კ)
სამსახურის სახელით ამზადებს დასკვნებს;
ლ)
შუამდგომლობს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
მ)
ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
2.
სამსახურის უფროსის მიერ სამსახურებრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, სამსახურის უფროსის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
თავი IV
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 7🔗
1.
სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2.
სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით და საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 8🔗
სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით.