⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2017)
გაუქმებულია:

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.05.2013
ძალაში შესვლა 14.05.2013
ძალის დაკარგვა 01.01.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 390010000.22.023.016150
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/05/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 5,218 სიტყვა · ~26 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.05.2013 მიღება
14.05.2013 ძალაში შესვლა
01.01.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №25 2013 წლის 10 მაისი ქ. თბილისი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-15 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის, ,,ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის და ,,საქართველოს გარემოსა  და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის  საფუძველზე,  ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულება“. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 14 მაისიდან.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ეროვნული სატყეო სააგენტო (შემდგომში - სააგენტო) არის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის  სამინისტროს (შემდეგომში - სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. სააგენტო დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, გააჩნია თავისი შემოსავლები და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. 3. სააგენტოს გააჩნია დამოუკიდებელი ბალანსი, კანონმდებლობის საფუძველზე გადაცემული ქონება, ანგარიში ხაზინაში და ანგარიშწორების ანგარიში ბანკში, სატიტულო ფურცელი (ბლანკი) და ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, სხვა შესაბამისი ბეჭდები და შტამპები, სააგენტოს ლოგო და ასევე იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები. 4. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, განკარგულებებით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) ბრძანებებით, ამ დებულებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადამინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 5. სააგენტოს ლოგოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სააგენტოს უფროსი. 6. სააგენტოს იურიდიული მისამართია ქ. თბილისი, გულუას ქუჩა №6. მუხლი 2🔗. სააგენტოს მიზნები და ამოცანები 1. სააგენტოს ძირითადი მიზნებია: ა) ტყის მოვლა და აღდგენა; ბ) ტყის ფონდის ტერიტორიაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების კომპონენტების მდგრადი გამოყენება. 2. სააგენტოს ძირითადი ამოცანებია: ა) ტყის ფონდის მართვა; ბ) ტყის მოვლის და აღდგენის ღონისძიებების განხორციელება; გ) ტყითსარგებლობის რეგულირება; დ) ტყის ფონდის ტერიტორიაზე კონტროლის (გარდა სალიცენზიო პირობებისა) განხორციელება; ე) ტყის აღრიცხვის განხორციელება. მუხლი 3🔗. სააგენტოს უფლება-მოვალეობები სააგენტოს უფლება-მოვალეობებია: ა) ტყის მოვლა და აღდგენა; ბ) ტყის ფონდის მონიტორინგის განხორციელება და მიღებულ მონაცემთა დამუშავება; გ) ტყის ფონდის აღრიცხვა და დაგეგმვა; დ) ტყის ფონდის დაყოფა სატყეო უბნებად; ე) უკანონო ტყითსარგებლობისგან ტყის დაცვის ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება; ვ) ტყის ფონდის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა; ზ) ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვა, ხოლო ხანძრის საფრთხის შემთხვევაში, მის სალიკვიდაციოდ, შესაბამისი ზომების მიღება და საფრთხის შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდება შესაბამისი ორგანოებისთვის; თ)  კომპეტენციის ფარგლებში ტყის ფონდის ტერიტორიაზე ჩადენილი საქართველოს სამართალდარღვევათა კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე, 51​2, 51​5, 53-ე, 53​2, 63-ე, 64-ე, 65-ე, 66-ე (გარდა ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის პირობების დარღვევისა), 66​1 და 67-ე მუხლებით, 68-ე და 71-ე მუხლების პირველი ნაწილებით, 72​1, 73-ე, 74-ე, 75-ე, 76-ე, 84-ე, 84​1 მუხლებით, 86-ე  მუხლის პირველი, მე-3, მე-7, მე-8 და მე-9 ნაწილებით და 128​2 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა და შემდგომი რეაგირების  მიზნით, ასევე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, საქმის მასალების შესაბამის ორგანოებში გადაგზავნა; ი) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევის საქმეებზე კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრა (გამოანგარიშება) და სახელმწიფოსთვის ზიანის ანაზღაურების მიზნით, ზიანის ანაზღაურების  მოთხოვნის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმთან ერთად  ან შესაბამისი სარჩელის სასამართლოში წარდგენა; კ) დადგენილი წესით, ხე-ტყის დამზადება; ლ) დადგენილი წესით, ხე-ტყის დამზადების ბილეთისა და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების გაცემა; მ) დადგენილი წესით ტყის ფონდის სარგებლობაში გაცემა და ამ მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება; ნ) დადგენილი წესით,  ტყეკაფის მონიშვნა ან/და გამოყოფა; ო)  კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ურთიერთობებში მონაწილეობა; პ) თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან; ჟ) სატყეო სექტორის შემდგომი განვითარებისათვის სამართლებრივი, ნორმატიულ-მეთოდური და ეკონომიკური ბაზის შექმნაში მონაწილეობა; რ) მიზნობრივი პროგრამების შემუშავება; ს) კომპეტენციის ფარგლებში, კადრების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა; ტ) კომპეტენციის ფარგლებში, კონტროლს დაქვემდებარებული შესაბამისი ტყითმოსარგებლის მიერ ჩადენილი დარღვევის აღმოსაფხვრელად სავალდებულო ღონისძიებების გატარების ან რაიმე ქმედებებისაგან თავის შეკავების მიზნით, ადმინისტრაციული მიწერილობის გამოცემა და შესაბამისი ტყითმოსარგებლისთვის წარდგენა, რომლითაც ეცნობება მას, მითითებულ გონივრულ ვადაში აღმოფხვრას დარღვევები ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედებებისაგან; უ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის საერთაშორისო წყაროებით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის, პროექტების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების, საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების და საერთაშორისო ორგანიზაციების/პროცესების ეგიდით საქართველოში მიმდინარე ქმედებების შესახებ ინფორმაციის, ასევე შესაბამის სამდივნოებში წარდგენილი ეროვნული ანგარიშების ასლების მიწოდება.   ფ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 4🔗. სააგენტოს ხელმძღვანელობა და მართვა 1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელიც წარმოადგენს სააგენტოს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საერთაშორისო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას. 2. სააგენტოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  მინისტრი. 3. სააგენტოს უფროსი სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. 4. სააგენტოს უფროსი: ა) წარმართავს სააგენტოს საქმიანობას, ახორციელებს კონტროლს დასახული ამოცანების შესრულებაზე; ბ) წარმოადგენს სააგენტოს ან ანიჭებს სააგენტოს თანამშრომლებს უფლებამოსილებას სააგენტოს  წარმომადგენლობაზე, მათ შორის სასამართლოში; გ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სააგენტოს საქმიანობის სრულყოფის შესახებ; დ) კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს  თანამშრომლებს; ე) განსაზღვრავს სააგენტოს თანამშრომელთა შესაბამის უფლება-მოვალეობებს; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ასევე მეთოდურ მითითებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა სააგენტოს თანამშრომლებისთვის, ასევე ზედამხედველობს მის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების შესრულებას; ზ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე სააგენტოს თანამშრომლებს ანიჭებს შესაბამის უფლებამოსილებებს, მათ შორის, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენისა და შესაბამისი ქმედებების განხორციელების უფლებამოსილებებს; თ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს; ი) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სააგენტოს თანამშრომელთა წახალისებას, ასევე, დადგენილი წესით, მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას; კ) დადგენილი წესით, განსაზღვრავს სააგენტოს საშტატო ნუსხას და სახელფასო ფონდს ამასთან, სააგენტოს საკუთარი შემოსულობების ფარგლებში, ამტკიცებს სააგენტოს შემოსულობების, გადასახდელების და ნაშთის ცვლილების წლიურ გეგმას; ლ) კანონმდებლობით  დადგენილი წესით, განკარგავს სააგენტოს ფულად სახსრებს და სააგენტოს შემოსავლებს. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პასუხისმგებელია სააგენტოს საქმიანობის სწორად წარმართვასა და სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური  ბაზის  შენახვის, ფულადი სახსრებისა და ქონების მიზნობრივად და კანონიერად ხარჯვაზე; მ) დადგენილი წესის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს სისტემაში სტაჟიორთა მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებზე; ნ) დადგენილი წესის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს თანამშრომლების სამსახურებრივი მივლინების შესახებ; ო) საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაავალოს სააგენტოს ცენტრალური აპარატის ან ტერიტორიული ორგანოს თანამშრომელ(ებ)ს შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელება მისი სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებს (მუდმივი სამსახურის ადგილს) გარეთ; პ) ხელს აწერს სააგენტოს კომპეტენციის შესაბამისად გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელებს; ჟ) კომპეტენციის ფარგლებში დებს ხელშეკრულებებს სააგენტოს საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებზე და  გასცემს შესაბამის დოკუმენტებს; რ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს კონტროლს დაქვემდებარებული შესაბამისი ტყითმოსარგებლის მიერ ჩადენილი დარღვევის აღმოფხვრის მიზნით, უფლებამოსილია გამოსცეს ადმინისტრაციული მიწერილობა, რომლითაც ეცნობება შესაბამის პირებს, მითითებულ გონივრულ ვადაში აღმოფხვრას დარღვევები ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედებებისაგან; ს) უზრუნველყოფს ტყის მართვისა და ტყითსარგებლობის გეგმების განხილვის მიზნით  სამუშაო ჯგუფის (კომისიის) შექმნას; ტ) სააგენტოს საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს კანონმდებლობით მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა უფლებამოსილებებს. 5. სააგენტოს უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომელთა რაოდენობაც განისაზღვრება სააგენტოს საშტატო ნუსხით. 6. სააგენტოს უფროსის მოადგილეებს დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი. 7. სააგენტოს უფროსი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტით განსაზღვრავს სააგენტოს უფროსის მოადგილეების უფლებამოსილებებს, ასევე კოორდინაციას უწევს მათ მუშაობას. 8. სააგენტოს უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სააგენტოს უფროსის მიერ განსაზღვრული სააგენტოს უფროსის მოადგილე. 9. სატყეო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელების მიზნით სააგენტოში საშტატო ნუსხის შესაბამისად განისაზღვრება ,,მთავარი მეტყევის”, ხოლო ტერიტორიულ ორგანოებში ,,უფროსი მეტყევის” თანამდებობები. 10. ,,მთავარ მეტყევეს” სააგენტოს უფროსის წარდგინებით დადგენილი წესით  თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  მინისტრი, ხოლო ,,უფროს მეტყევეს“, ,,მთავარი მეტყევის“ წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  სააგენტოს უფროსი. 11. ,,მთავარი მეტყევის” უფლებამოსილებებია: ა) ტყის მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ბ) სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების (ტყის აღრიცხვა, ტყითსარგებლობა და ტყის მოვლა-აღდგენა) განსაზღვრა; გ) ტყის მოვლა-აღდგენის, მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების მიზნით გადაწყვეტილების მისაღებად შემუშავებული წინადადებების განხილვა; დ) სოციალური ჭრის ტყეკაფების გამოყოფის სამუშაოების კოორდინაცია; ე) ტყის ფონდის ფართობების დაზუსტებისა და კორექტირების სამუშაოების კოორდინაცია; ვ) ტყის მართვისა და ტყითსარგებლობის გეგმების განხილვის მიზნით  სამუშაო ჯგუფის (კომისიის) ხელმძღვანელობა, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების ორგანიზება და წარდგენა; ზ) ტყის ფონდის მოვლის, დაცვის, აღდგენისა და  სარგებლობის სფეროში სამართლებრივი აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, ინსტრუქციების და სახელმძღვანელო რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება. სატყეო კანონმდებლობის სრულყოფისათვის წინადადებების მომზადება; თ) უფროსი მეტყევეების საქმიანობის კოორდინაცია; ი) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს თანამშრომლებისათვის დავალებების მიცემა; კ) საქართველოს კანონმდებლობით ან/და სააგენტოს უფროსის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. 12. სააგენტოს უფროსის მიერ სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განსაზღვრის სფეროში გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ ,,მთავარი მეტყევის” თანხობით. მთავარი მეტყევის მითითებები და დავალებები, რომლებიც უკავშირდება მის უფლებამოსილებებს, სავალდებულოა შესასრულებლად სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა  და  ტერიტორიული ორგანოებისათვის. სააგენტოს ხელმძღვანელობა, დადგენილი წესით, უზრუნველყოფს ,,მთავარი მეტყევის” მითითებებისა და დავალებების პრაქტიკაში განხორციელებას. მუხლი 5🔗. სააგენტოს სისტემა და სტრუქტურა 1. სააგენტო თავის საქმიანობას ახორციელებს სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა  და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით. 2. სააგენტოს ცენტრალური აპარატი შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან: ა) ტყის აღრიცხვის დეპარტამენტი; ბ) ტყითსარგებლობის დეპარტამენტი; გ) ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტი; დ) ფინანსური დეპარტამენტი; ე) იურიდიული დეპარტამენტი; ვ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; ზ) ანალიტიკური დეპარტამენტი. 3. სააგენტოს ტერიტორიული ორგანოებია: ა) კახეთის სატყეო სამსახური; ბ) ქვემო ქართლის  სატყეო სამსახური; გ) მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახური; დ) შიდა ქართლის სატყეო სამსახური; ე) სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახური; ვ) იმერეთის სატყეო სამსახური; ზ) გურიის სატყეო სამსახური; თ) რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახური; ი) სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახური. 4. სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ დებულების №1 დანართის  შესაბამისად. 5. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების სტრუქტურული ერთეულები და მათი რაოდენობა შეიძლება განისაზღვროს სააგენტოს საშტატო ნუსხით. მუხლი 6🔗. ტყის აღრიცხვის დეპარტამენტის უფლებამოსილებები ტყის აღრიცხვის დეპარტამენტის უფლებამოსილებებია: ა) ტყის ფონდის საზღვრების დაზუსტების ან/და კორექტირების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება; ბ) დადგენილი წესით, საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადება; გ) ტყის ფონდის სატყეო უბნებად დაყოფის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; დ) ტყის ფონდის მონიტორინგის ორგანიზება; ე) ტყის ფონდთან დაკავშირებულ გეოინფორმაციული სისტემის ფუნქციონირების ორგანიზება; ვ) სარგებლობის უფლებით გასაცემი სხვა ობიექტის მომზადების ხელშეწყობა; ზ) ტყის ფონდის აღრიცხვის ორგანიზება; თ) ტყის მართვის გეგმების შედგენის ორგანიზება; ი) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. მუხლი 7🔗. ტყითსარგებლობის დეპარტამენტის უფლებამოსილებები ტყითსარგებლობის დეპარტამენტის უფლებამოსილებებია: ა) ტყითსარგებლობის გეგმების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება; ბ) ტყითსარგებლობის დაგეგმვა; გ) ტყის რესურსით და მერქნული რესურსებით სარგებლობის ორგანიზება; დ) სარგებლობის უფლებით გასაცემი ობიექტის შესახებ დოკუმენტაციის მომზადება; ე) ტყითსარგებლობის ხელშეკრულების პროექტების მომზადება; ვ) ტყითსარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების ორგანიზება. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლის მიზნით განხორციელებულ შემოწმებაში მონაწილეობის მიღება. კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა და შემდგომი რეაგირება; ზ) დადგენილი წესით, სატყეო-სამეურნეო დანიშნულების გზების დაგეგმვა და შეთანხმება; თ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. მუხლი 8🔗. ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფლებამოსილებები ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფლებამოსილებებია: ა) ტყის მოვლისა და აღდგენის მიმართულებით წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება, მიზნობრივი პროგრამების შემუშავება; ბ) ტყის მოვლის ღონისძიებების დაგეგმვის, განხორციელების და  მონიტორინგის ორგანიზება; გ) ტყის აღდგენისა და გაშენების ღონისძიებების დაგეგმვის, განხორციელების და მონიტორინგის ორგანიზება; დ) ტყის აღდგენისა და გაშენების პროექტების მომზადება; ე) სააგენტოში წარმოდგენილი ტყის აღდგენისა და გაშენების პროექტების შეთანხმება და დასამტკიცებლად მომზადება; ვ) სააგენტოს ტერიტორიული ორგანოებისათვის ტყეების მოვლისა და აღდგენა/გაშენების სფეროში მეთოდური დახმარების გაწევა; ზ) ტყის მოვლის, აღდგენისა და გაშენების ღონისძიებების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; თ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. მუხლი 9🔗. ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფლებამოსილებები ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფლებამოსილებებია: ა) სააგენტოს საკანცელარიო საქმიანობის ორგანიზება და საერთო კოორდინაცია, შემოსული და გასული კორესპონდენციების რეგისტრაცია, საქმისწარმოებისას კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვა და კონტროლი. სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტების დადგენილი წესით რეგისტრაცია; ბ) სააგენტოს ხელმძღვანელობის დავალებების და სააგენტოს უფროსის ინდივიდიუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულების ვადების კონტროლი და შესრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა-შენახვის უზრუნველყოფა; გ) საარქივო საქმიანობის წარმოების უზრუნველყოფა; დ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საკადრო საქმიანობის წარმოება; ე) სააგენტოს თანამშრომელთა შერჩევის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების ორგანიზება. სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლების, დისციპლინური პასუხიმგებლობისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, ასევე სააგენტოს თანამშრომელთა საზღვრებს გარეთ მივლინების ორგანიზება; ზ)  სააგენტოს შრომის შინაგანაწესის შემუშავება, შრომის დისციპლინის კონტროლი; თ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საერთაშორისო ურთიერობების წარმართვა და კოორდინაცია; ი) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, საზოგადოებასთან, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა, სააგენტოს ხელმძღვანელ პირთა შეხვედრების ორგანიზება; კ) სააგენტოს ვებგვერდის მართვა; ლ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ამ მიზნით დეპარტამენტი უფლებამოსილია მოითხოვოს და დაუყოვნებლივ მიიღოს სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან ტერიტორიული ორგანოებიდან საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია; მ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. მუხლი 10🔗. ფინანსური დეპარტამენტის უფლებამოსილებები ფინანსური დეპარტამენტის ძირითადი უფლებამოსილებებია: ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ნაწილში სააგენტოს ბიუჯეტის პროექტის მომზადება და სამინისტროში წარდგენის უზრუნველყოფა; ბ) სააგენტოს უფროსისათვის საკუთარი შემოსულობების ფარგლებში შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების წლიურ გეგმის დასამტკიცებლად წარდგენა; გ) სააგენტოს საფინანსო, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობის კოორდინაცია და წარმართვა (ორგანიზება) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; დ) სააგენტოს წლიური, კორექტირებული სახელმწიფო შესყიდვების გეგმის და  სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ანგარიშების, დადგენილი წესით, წარდგენის უზრუნველყოფა შესაბამის ორგანოში; ე) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება; ვ) სახელმწიფო  შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და საჭიროების შემთხვევაში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების მომზადება; ზ) სააგენტოს მცირეფასიანი, არაფინანსური აქტივების და სხვა მატერიალური ფასეულობების (საკანცელარიო, სამეურნეო და ა.შ. საქონელი) დადგენილი წესით მიღება, განაწილება და მათ გამოყენებაზე კონტროლის უზრუნველყოფა (გარდა სხვა მატერიალური ფასეულობებისა). სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული სათანადო ღონისძიებების განხორციელება; თ) სააგენტოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის აღრიცხვის, შენახვისა და გაცემის ორგანიზება; ი) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება; კ) ტყითმოსარგებლეთა მიერ ტყითსარგებლობის ხელშეკრულებებით ნაკისრი ფინანსური ვალდებულებების შესრულების კონტროლი; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. მუხლი 11🔗. ანალიტიკური დეპარტამენტის უფლებამოსილებები ანალიტიკური დეპარტამენეტის უფლებამოსილებებია: ა) სააგენტოს ეფექტური და გამართული ფუნქციონირების მიზნით ელექტრონული საინფორმაციო სისტემის შემუშავების ორგანიზება; ბ) მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის განვითარებისათვის, ასევე ახალი პროგრამული მოდულების შემუშავებისა და/ან ცვლილებების შეტანისათვის წინადადებების მომზადება; გ) ელექტრონულ საინფორმაციო სისტემებში მომხმარებელთა დაშვებების უზრუნველყოფა ინფორმაციასთან წვდომის იერარქიული დონეების გათვალისწინებით, სისტემის მომხმარებელთათვის პრაქტიკული და მეთოდური დახმარებების გაწევა; დ) ელექტრონულ საინფორმაციო სისტემებში კონსოლიდირებულ მონაცემთა საფუძველზე საცნობარო და/ან ანალიტიკური ანგარიშების შემუშავება და მართვა; ე) სააგენტოს კომპეტენციას განკუთვნილი სხვა მონაცემების, მათ შორის, ტყის მდგომარეობის ამსახველი მონაცემების სისტემატიზაცია. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსების ორგანიზება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევათა შესახებ ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია. კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვის ერთიანი საინფორმაციო ბანკში კომპეტენციის ფარგლებში გამოვლენილი სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის  წარდგენისა და/ან გამოთხოვის ორგანიზება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ელექტრონული საინფორმაციო სისტემების მართვის, ასევე სააგენტოს კომპეტენციას განკუთვნილი მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების მიზნით, ტერიტორიული ორგანოების (ანალიტიკოსების) საქმიანობის კოორდინაცია; თ) სამოქმედო გეგმის შემუშავების ორგანიზება და მისი განხორციელების მონიტორინგი; ი) ტყითსარგებლობის სფეროში რისკების მართვის მეთოდოლოგიის შემუშავებისა და რისკების მართვის პროგრამის ადმინისტრირების უზრუნველყოფა; კ) სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადების უზრუნველყოფა; ლ) რეგულარული (მათ შორის, ოპერატიული) საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მომზადება; მ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის შექმნა, მისი საიმედო, ეფექტური ფუნქციონირებისა და განვითარების უზრუნველყოფა; ნ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. მუხლი 12🔗. იურიდიული დეპარტამენტის უფლებამოსილებები იურიდიული დეპარტამენტის უფლებამოსილებებია: ა) სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფა; ბ) სააგენტოს ძირითადი საქმიანობის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, ასევე კომპეტენციის ფარგლებში სხვა სამართლებრივი პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; გ) სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტების პროექტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის კუთხით შეთანხმება – ვიზირება; დ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი მინდობილობის (რწმუნებულების) საფუძველზე სააგენტოს ინტერესების წარმომადგენლობა სასამართლო და სხვა სახის დავებში; ე) კომპეტენციის ფარგლებში, გარემოსათვის მიყენებული ზიანის შემთხვევაში შესაბამისი სამოქალაქო სარჩელის მომზადება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების უზრუნველყოფა, საჩივრის განხილვის შედეგებზე შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტის მომზადება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების ანალიზი; თ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სახელით დასადები ხელშეკრულებების პროექტების მომზადება (გარდა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა) ან/და ვიზირება; ი) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. მუხლი 13🔗. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის მართვა 1. სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფს - დეპარტამენტს ხელძღვანელობს შესაბამისად, დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი. 2. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელია სტრუქტურულ ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე და საქმიანობის სწორად წარმართვაზე. კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელია სტრუქტურულ ქვედანაყოფისთვის გადაცემული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვაზე და კანონიერად გამოყენებაზე; გ) თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. ანაწილებს მოვალეობებს სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს. ახორციელებს შრომის დისციპლინის კონტროლს; დ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას; ე) წარუდგენს სააგენტოს უფროსს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ვ) შუამდგომლობს სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანების შესასრულებლად საჭირო სახსრებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე; ზ) აბარებს სააგენტოს უფროსს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის ანგარიშს; თ) ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურული ერთეულების (მათი არსებობის შემთხვევაში) საქმიანობის კოორდინაციას; ი) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამაცანების შესრულების მიზნით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. 3. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს ჰყავს საშტატო ნუსხით განსაზღვრული რაოდენობის მოადგილე. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) მასზე დაკისრებული მოვალეობების შესაბამისად, უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის ორგანიზაციას; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსთან კოორდინაციით ანაწილებს მოვალეობებს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; დ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას; ე) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის სხვა დავალებებსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით, სტრუქტურულ ქვედანაყოფზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულია სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის წინაშე. 5. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე. მუხლი 14🔗. სააგენტოს თანამშრომლები, მათი  მუშაობის პირობები 1. სააგენტოს შესაბამის თანამშრომელს აქვს სპეციალური ტანსაცმელი (უნიფორმა) განმასხვავებელი ნიშნებით, სამსახურებრივი პირადობის მოწმობა და ლუქი. სააგენტოს  ის თანამშრომლები, რომლებიც ვალდებულნი არიან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას იმყოფებოდნენ სპეციალურ ტანსაცმელში (უნიფორმაში), განისაზღვრება სააგენტოს შინაგანაწესით. 2. სააგენტოს თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას იყენებენ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნიშნები (მათ შორის, სააგენტოს ლოგო). 3. სააგენტოს შესაბამის თანამშრომელს უფლება აქვს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, სპეციალური საშუალებები. 4. სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომელი, მისი უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად, მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. მუხლი 15🔗. სააგენტოს ქონება სააგენტოს თავისი მიზნების განსახორციელებლად და ფუნქციების შესასრულებლად აქვს ქონება. სააგენტოს ქონების შექმნის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 16🔗. სააგენტოს დაფინანსება 1. სააგენტოს დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) მიზნობრივი გრანტები; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული (შესასრულებელი) სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურების საფასური და ტყითსარგებლობის წლიური საფასური (აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი); ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები სრულად ხმარდება სააგენტოს მიზნების განხორციელებას და ფუნქციების შესრულებას. მუხლი 17🔗. სააგენტოს საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას 1. სააგენტომ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი მოქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა,  სააგენტოს საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებების მიღება სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 3. სააგენტოს, სამინისტროს თანხმობით, უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს/გაასხვისოს სხვა პირზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. სააგენტოს ბიუჯეტის პროექტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი ასევე საჭიროებს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებას. მუხლი 18🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. 2. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება. მუხლი 19🔗. საბუღალტრო ანგარიშგება 1. სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. 2. სააგენტოს წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. მუხლი 20🔗. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია სააგენტოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 21🔗. სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანის წესი სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დანართი 1 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ეროვნული სატყეო სააგენტოს  ტერიტორიული ორგანოების - სატყეო სამსახურების ტიპური დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. სატყეო სამსახური არის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის  სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ეროვნული სატყეო სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) ტერიტორიული ორგანო. 2. სატყეო სამსახური თავისი ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სააგენტოს. 3. სატყეო სამსახურს აქვს სატიტულო ფურცელი (ბლანკი) და ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდებით, ასევე სხვა შესაბამისი ბეჭდები და შტამპები, საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით. 4. სატყეო სამსახური ანგარიშვალდებულია სააგენტოს უფროსის წინაშე, რომელიც ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 2🔗. სატყეო სამსახურები, მათი სამოქმედო ტერიტორიები და იურიდიული მისამართები სამსახურების სამოქმედო ტერიტორიები და იურიდიული მისამართებია: ა) კახეთის სატყეო სამსახურის - სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. ყვარელი, დავით აღმაშენებლის ქ. IV. ჩიხი №6; ბ) ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის - სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. ბოლნისი, დავით აღმაშენებლის ქ.№5; გ) შიდა ქართლის სატყეო სამსახურის - სამოქმედო ტერიტორია მოიცავს გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. ხაშური, სტალინის ქ.№14; დ)  მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის - სამოქმედო ტერიტორია მოიცავს დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. დუშეთი, სტალინის ქ.№47; ე) სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის - სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. ახალციხე, ასპინძის ქ.№32; ვ) იმერეთის სატყეო სამსახურის  - სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. წყალტუბო, სოფ. გუმბრა; ზ) გურიის სატყეო სამსახურის - სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. ოზურგეთი, გ. გიორგაძის ქ.№5; თ) რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის - სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. ამბროლაური, სოფ. სადმელი; ი) სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის  - სამოქმედო ტერიტორია მოიცავს აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ფოთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. წალენჯიხა, რუსთაველის ქ. №9; მუხლი 3🔗. სატყეო სამსახურის  უფლებამოსილებები სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით სატყეო სამსახურის უფლებამოსილებებია: ა) ტყის ფონდის საზღვრების დაზუსტების ხელშეწყობა; ბ) ტყის ფონდის სატყეო უბნებად დაყოფის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება; გ) დადგენილი წესით, ტყის ფონდის მონიტორინგის განხორციელება, მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება, სისტემატიზაცია და ანალიზი; დ) ტყის მოვლისა და აღდგენის განსახორციელებლად შესაბამისი ტერიტორიის გამოვლენა; ე) დადგენილი წესით, ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების განხორციელება; ვ) ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების კონტროლის განხორციელება; ზ) ტყის ფონდთან დაკავშირებულ გეოინფორმაციული სისტემის ფუნქციონირების ორგანიზების ხელშეწყობა; თ) კომპეტენციის ფარგლებში, ტყის ფონდში სარგებლობის უფლებით გასაცემი ობიექტის შესახებ შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება; ი) კომპეტენციის ფარგლებში, ტყის ფონდის აღრიცხვისა და დაგეგმვის განხორციელების ხელშეწყობა; კ) შესაბამისი საინფორმაციო ელექტრონული სისტემების წარმოება; ლ) ტყითსარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე კონტროლის  განხორციელება; მ) კომპეტენციის ფარგლებში, ტყითსარგებლობის გეგმის დამტკიცებასთან  დაკავშირებით შესაბამისი წინადადებების მომზადება და განხილვაში მონაწილეობა; ნ) ტყითსარგებლობის დაგეგმვასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; ო) ტყის რესურსების კვლავწარმოების, სახეობრივი შემადგენლობის გაუმჯობესების, აღდგენა-განახლების, ხანძრების პრევენციის, მავნებელ-დაავადებებისაგან დაცვის მიზნით წინადადებების შემუშავებაში მონაწილეობა; პ) ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებაში მონაწილეობა. ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვაზე კონტროლი, ხოლო ხანძრის საფრთხის შემთხვევაში - მის სალიკვიდაციოდ შესაბამისი ზომების მიღება და საფრთხის შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდება სათანადო ორგანოებისთვის; ჟ) ტყის ფონდის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა; რ) უკანონო ტყითსარგებლობისგან ტყის დაცვის შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება; ს) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მკაცრი აღრიცხვის შესაბამისი დოკუმენტებისა და ხე-ტყის დამზადების ბილეთის დადგენილი წესით გაცემა; ტ) ტყეკაფის მონიშვნასა და გამოყოფასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, ტყითმოსარგებლის მიერ წარდგენილი ტყეკაფის მონიშვნის მასალების კამერალური შემოწმებისას შეუსაბამობის ან საქართვე­ლოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევების აღმოჩენის შემთხვე­ვა­ში გამოყოფილი ტყეკაფის შემოწმება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი  წე­სით, ხოლო შემოწმების შედეგად ლიცენზიის მფლობელის მიერ გამოყოფილ ტყეკაფში დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში რეაგირების მიზნით საქმის მასალების გადაგზავნა სალიცენზიო პირობების კონტროლის განმახორციელებელ შესაბამის ადმინისტრაციული ორგანოსთვის; უ) კომპეტენციის ფარგლებში, ტყის ფონდის ტერიტორიაზე ჩადენილი საქართველოს სამართალდარღვევათა კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე, 51​2, 51​5, 53-ე, 53​2, 63-ე, 64-ე, 65-ე, 66-ე (გარდა ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის პირობების დარღვევისა), 66​1 და 67-ე მუხლებით, 68-ე მუხლის პირველი ნაწილით, 71-ე მუხლის პირველი ნაწილით, 72​1, 73-ე, 74-ე, 75-ე, 76-ე, 84-ე, 84​1 მუხლებით,  86-ე  მუხლის პირველი, მე-3, მე-7, მე-8, მე-9 ნაწილებით და 128​2 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა და შემდგომი რეაგირების  მიზნით,  ასევე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, საქმის მასალების შესაბამისი ორგანოებში გადაგზავნა; ფ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევის საქმეებზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრა (გამოანგარიშება) და სახელმწიფოსთვის ზიანის ანაზღაურების მიზნით, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმთან ერთად  ან შესაბამისი სარჩელის სასამართლოში წარდგენა; ქ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე, ადმინისტრაციული დაკავების, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების, შესაბამისი ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის განხორციელება, ასევე, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ობიექტის, დანადგარის, აგრეგატის და/ან თევზსაჭერი მოწყობილობის დალუქვა; ღ) გამოვლენილი სამართალდარღვევების აღრიცხვა, სისტემატიზაცია, ანალიზი; ყ) სამსახურის საქმისწარმოება და კონტროლის განხორციელება სააგენტოს ხელმძღვანელობის დავალებების შესრულებაზე; შ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის გაცემა “საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” მოთხოვნათა შესაბამისად; ჩ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს ხელმძღვანელობის სხვა დავალებების, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. მუხლი 4🔗. სამსახურის ორგანიზაცია და მართვა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი. 2. სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას; ბ) პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე და საქმიანობის სწორად წარმართვაზე; გ) კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელია სამსახურისთვის გადაცემული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვასა და კანონიერად გამოყენებაზე; დ) წარმოადგენს სამსახურს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, სასამართლოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას. ასევე, ანიჭებს სამსახურის თანამშრომლებს უფლებამოსილებას წარმომადგენლობაზე (მათ შორის, სასამართლო ორგანოებში); ე) თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს შრომის დისციპლინის კონტროლს; ვ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს, გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელებს; თ) წარუდგენს სააგენტოს უფროსს წინადადებებს სამსახურის თანამშრომლების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;  ი) ახორციელებს სამსახურისთვის გადაცემული ბეჭდების, შტამპებისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და შენახვის კონტროლს; კ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამსახურის ამოცანების შესასრულებლად; ლ) აბარებს სააგენტოს უფროსს სამსახურის საქმიანობის ანგარიშს; მ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. 3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ,,უფროსი მეტყევე”. 4. უფროსი მეტყევის უფლებამოსილებებია: ა) სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების (ტყის აღრიცხვა, ტყითსარგებლობა, ტყის მოვლა-აღდგენა) განსაზღვრის მიზნით შესაბამისი წინადადებების შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ბ) ტყეკაფების გამოყოფის კოორდინირება, ტყეკაფების მონიშვნის მასალების დოკუმენტური შემოწმებისა და გამოყოფილი ტყეკაფების ათვისების კონტროლის ორგანიზება; გ) ლიცენზიის მფლობელის ან სხვა შესაბამისი ტყითმოსარგებლის მიერ წარდგენილი ტყეკაფის მონიშვნის მასალების დადგენილი წესით შემოწმების ორგანიზება. შეუსაბამობის ან საქართვე­ლოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევების აღმოჩენის შემთხვე­ვა­ში ტყეკაფის გადამოწმების ორგანიზება; დ) ტყის მართვის გეგმის შედგენაში მონაწილეობა; ე) ტყითსარგებლობის გეგმების განხილვაში მონაწილეობა, შესაბამისი წინადადებების შემუშავება; ვ) ტყის მართვის სფეროში სამართლებრივი აქტების, ინსტრუქციების და სახელმძღვანელო რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება. სატყეო კანონმდებლობის სრულყოფისათვის წინადადებების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ზ) ტყითსარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და მოთხოვნების კონტროლის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება; თ) ,,მთავარი მეტყევის” დავალების შემთხვევაში კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მომზადება და მიწოდება; ი) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის თანამშრომლებისთვის მითითებებისა და დავალებების მიცემა; კ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით ან/და სააგენტოს ხელმძღვანელობის  მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 5. სამსახურის უფროსის მიერ სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განხორციელების სფეროში გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ ,,უფროსი მეტყევის” თანხმობით. ,,უფროსი მეტყევის” მითითებები და  დავალებები, რომლებიც უკავშირდება მის უფლებამოსილებებს, სავალდებულოა შესასრულებლად სატყეო სამსახურის თანამშრომლებისთვის. სატყეო სამსახურის უფროსი დადგენილი წესით უზრუნველყოფს ,,უფროსი მეტყევის”  მითითებებისა და დავალებების პრაქტიკაში განხორციელებას. 6. ,,უფროსი მეტყევე” დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე  ანგარიშვალდებულია სატყეო სამსახურის უფროსისა და ,,მთავარი მეტყევის”  წინაშე.   მუხლი 5🔗. სატყეო სამსახურის შემადგენლობა, სააგენტოს თანამშრომლები 1. სატყეო სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს სააგენტოს საშტატო ნუსხით განსაზღვრული სატყეო სამსახურის თანამშრომელთა მეშვეობით. 2. სატყეო სამსახურის მართვას დაქვემდებარებული ტერიტორია დადგენილი წესით იყოფა სატყეო უბნებად. სატყეო უბანს ხელმძღვანელობს სატყეო უბნის უფროსი. სატყეო უბნის უფროსის დაქვემდებარებაში არიან სამსახურის სპეციალისტები (ტყის მცველები). 3. სატყეო უბნის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს დაქვემდებარებული სპეციალისტების (ტყის მცველების) საქმიანობას,  აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; ბ) თვალყურს ადევნებს სპეციალისტების (ტყის მცველების) სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; გ) სატყეო სამსახურის უფროსს წარუდგენს ინფორმაციას გაწეული მუშაობის შესახებ; დ) წარუდგენს სატყეო სამსახურის უფროსს წინადადებებს სპეციალისტების (ტყის მცველების) წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ე) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სატყეო უბანში განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად; ვ) პასუხისმგებელია დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ზ) სატყეო უბნის ტერიტორიაზე ახორციელებს უკანონო სარგებლობის ფაქტების გამოვლენასა და აღკვეთას. სატყეო სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. ასევე, უფლებამოსილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე, განახორციელოს ადმინისტრაციული დაკავება, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების, შესაბამისი ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა, ასევე, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში სატრანსპორტო საშუალების, ობიექტის, დანადგარის, აგრეგატის და/ან თევზსაჭერი მოწყობილობის დალუქვა; თ) უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცეს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები ან/და განახორციელოს მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშებით მარკირება; ი) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სატყეო სამსახურის უფროსის, ,,უფროსი მეტყევის” სხვა დავალებებსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებს. 4. სატყეო სამსახურში სააგენტოს საშტატო ნუსხით განისაზღვრება შესაბამისი რაოდენობის მთავარი სპეციალისტი (იურისტი),  უფროსი სპეციალისტი (ანალიტიკოსი) და სპეციალისტი (საქმისმწარმოებელი). 5. მთავარი სპეციალისტის (იურისტის) კომპეტენციაა: ა) სატყეო სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებისა და ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე წინადადებების მომზადება; გ) შესაბამისი მინდობილობის (რწმუნებულების) საფუძველზე, სააგენტოს ან სატყეო სამსახურის ინტერესების წარმომადგენლობა სასამართლო და სხვა სახის დავებში;  დ) გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, სასამართლოში წარსადგენად შესაბამისი სარჩელის პროექტების მომზადება; ე) კომპეტენციის ფარგლებში, სატყეო სამსახურის უფროსის დავალებებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 6. მთავარი სპეციალისტის (მეტყევე) კომპეტენციაა: ა) მერქნული და ტყის სხვა რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება; ბ) ტყის მართვის გეგმების შედგენაში მონაწილეობის მიღება; გ) საჭიროების შემთხვევაში სპეციალური გამოკვლევის განხორციელება; დ) ტყეკაფის მონიშვნის განხორციელება; ე) ტყის მოვლის, აღდგენისა და გაშენების ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;  ვ) სარგებლობის უფლებით გასაცემი ობიექტის შესახებ დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა; ზ) სატყეო სამსახურის უფროსის დავალების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ან/და მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშებით მარკირება; თ) სატყეო სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა; ი) კომპეტენციის ფარგლებში, სატყეო სამსახურის უფროსის, ,,უფროსი მეტყევის” სხვა დავალებებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 7. უფროსი სპეციალისტის (ანალიტიკოსის) კომპეტენციაა: ა) კომპეტენციის ფარგლებში, სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში, საინფორმაციო ელექტრონულ სისტემაში მონაცემების შეტანა და შესაბამისი დოკუმენტების მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში ატვირთვა; ბ) შესაბამისი წინადადებების მომზადება ელექტრონული საინფორმაციო სისტემის მოდულების შემუშავებისა და/ან მოქმედ სისტემაში ცვლილებების შეტანის სრულყოფისათვის; გ) სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში გარე მომხმარებლების მიერ ასახულ მონაცემებში უზუსტობების აღმოჩენის შემთხვევაში ხელმძღვანელი პირების ინფორმირების უზრუნველყოფა; დ) სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში სატყეო სამსახურის მიერ გამოვლენილი სამართალდარღვევების აღრიცხვა, სისტემატიზაცია და სამართალდარღვევათა შესახებ ინფორმაციის დადგენილი წესით გადამუშავებული სახით მიწოდების უზრუნველყოფა; ე) სატყეო სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის მომზადების ორგანიზება; ვ) დადგენილი წესით ხე-ტყით წარმოშობის დოკუმენტების უფლებამოსილ პირებზე გაცემის აღრიცხვა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სატყეო სამსახურის უფროსის სხვა დავალებებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 8. სპეციალისტის (საქმისმწარმოებლის) კომპეტენციაა: ა)  სატყეო სამსახურში შემოსული კორესპოდენციებისა და გასული დოკუმენტების აღრიცხვის განხორციელება; ბ) იმ ბეჭდების, შტამპებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ფორმების აღრიცხვა, რომლებიც გამოიყენება სამსახურის საქმისწარმოებისათვის; გ) სააგენტოს უფროსის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და სხვა დავალებების  შემსრულებლებისათვის დროული გადაცემის უზრუნველყოფა; დ) კომპეტენციის ფარგლებში, სატყეო  სამსახურის უფროსის სხვა დავალებებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 9. სპეციალისტის (ტყის მცველის) კომპეტენციაა: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების გაცემა ან/და მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშებით მარკირება; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ტყის ფონდის ტერიტორიაზე უკანონო სარგებლობის ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა. სატყეო სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე,  ადმინისტრაციული დაკავების განხორციელება, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე, სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების, შესაბამისი ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა, ასევე კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში სატრანსპორტო საშუალების, ობიექტის, დანადგარის, აგრეგატის და/ან თევზსაჭერი მოწყობილობის დალუქვა; გ) დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვაზე კონტროლი, ხოლო ხანძრის საფრთხის შემთხვევაში მის სალიკვიდაციოდ შესაბამისი ზომების მიღება და საფრთხის შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდება შესაბამისი ორგანოებისათვის; დ) ტყის ფონდის ტერიტორაზე სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა; ე) კომპეტენციის ფარგლებში, სატყეო სამსახურის უფროსის, ,,უფროსი მეტყევისა” და სატყეო უბნის უფროსის სხვა დავალებების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.  10. სატყეო სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული სხვა თანამშრომლის უფლებამოსილებანი განისაზღვრება სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ასევე, სატყეო სამსახურისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში, სატყეო სამსახურის უფროსის დავალებების შესაბამისად. 11. სატყეო სამსახურის სპეციალისტის (ტყის მცველის) სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 12. სატყეო სამსახურის შესაბამის თანამშრომელს აქვს სპეციალური ტანსაცმელი (უნიფორმა) განმასხვავებელი ნიშნებით, სამსახურებრივი პირადობის მოწმობა და ლუქი. სატყეო სამსახურის ის თანამშრომლები, რომლებიც ვალდებულნი არიან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას იმყოფებოდნენ სპეციალურ ტანსაცმელში (უნიფორმაში), განისაზღვრება სააგენტოს შინაგანაწესით. 13. სატყეო სამსახურის  თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას იყენებს სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნიშნები (მათ შორის, სააგენტოს ლოგო). 14. სატყეო სამსახურის შესაბამის თანამშრომელს უფლება აქვს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, სპეციალური საშუალებები. მუხლი 6🔗. სატყეო სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. სატყეო სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით. 2. სატყეო სამსახურის რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.