⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (06.10.2017)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის დებულების დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.05.2013
ძალის დაკარგვა 06.10.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.023.016149
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/05/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,449 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.05.2013 მიღება
06.10.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის დებულების დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №24 2013 წლის 10 მაისი ქ. თბილისი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის და ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის  დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზისა და ინსპექტირების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის № 22 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2013 წლის 4 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი. მუხლი 2🔗 დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, სხვა საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტების შესაბამისად. მუხლი 3🔗 დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. თავი II დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები მუხლი 4🔗 დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გარემოზე ზემოქმედების ნებართვის (შემდგომში – ნებართვა) გაცემა, ეკოლოგიური ექსპერტიზის განხორციელების ორგანიზება, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შედგენა; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ნებართვის მაძიებლის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიღების მსურველი პირის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება; გ) საპროექტო დოკუმენტაციის ირგვლივ შემოსული შენიშვნებისა და წინადადებების ანალიზი; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებართვის მაძიებლის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიღების მსურველი პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით შენახვა; ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტების მიღება, აღრიცხვა, დამუშავება, მომზადება და ამ დოკუმენტების სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა ან/და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დაგზავნა სათანადო განხილვის, შეთანხმების, დასკვნის მომზადებისა და დეპარტამენტში წარმოდგენისათვის; ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მინისტრისათვის რეკომენდაციისა და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენა; ზ) ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სანებართვო მოწმობების გამოყენება და აღრიცხვა; თ) სანებართვო მოწმობების გაცემა; ი) ნებართვებში ცვლილებების შეტანის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება; კ) უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოება; ლ) კომპეტენციის ფარგლებში ნებართვებთან/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დამტკიცებასთან დაკავშირებული საჩივრისა და სარჩელის ადმინისტრაციული და სასამართლო წესით განხილვის პროცესში მონაწილეობის მიღება; მ)  კომპეტენციების ფარგლებში ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მიღებული განცხადებების განხილვა; ნ) დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის წარმოება, შესაბამისი მონაცემთა ბაზის შექმნა, დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრში პირთა დარეგისტრირებისა და რეგისტრაციიდან გამოყვანის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ო) საჭიროების შემთხვევაში გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის პროცედურაში მონაწილეობის მიღება; პ) რეგულირების ობიექტების მონაცემთა ბაზის შექმნა, რეგულირების ობიექტების მიერ წარმოდგენილი ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების შესრულების ანგარიშგების ანალიზი; ჟ) გარემოზე ზემოქმედების  ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მქონე  ორგანიზაციების მონაცემთა ბაზის შემუშავება; რ) გარემოზე ზემოქმედების ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი პირობების შესრულების მიზნით, სამინისტროში შესათანხმებლად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ვადების მონიტორინგი, ანალიზი და კოორდინაცია; ს) რეგულირების ობიექტების მიერ გარემოზე ზემოქმედების ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება  სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოსათვის; ტ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმიანობის განმახორციელებლის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის შემდგომ, სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის გონივრული ვადის განსაზღვრა; უ)  კომპეტენციის ფარგლებში დაინტერესებული მხარისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევა; ფ) კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ქ) კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა; ღ) გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ყ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ნებართვის გაუქმების თაობაზე დასაბუთებული დასკვნის მომზადება და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მინისტრისათვის წარდგენა; შ) კომპეტენციის ფარგლებში,  სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის ეკოლოგიური ექსპერტიზის განხორციელებისა და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის სფეროში საერთაშორისო წყაროებით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის შესახებ არსებული კითხვარის შესაბამისად ინფორმაციის მიწოდება;  ჩ) კომპეტენციის ფარგლებში,  სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის  ეკოლოგიური ექსპერტიზის განხორციელებისა და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის სფეროში მიმდინარე პროექტების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ შეტყობინება; ც) კომპეტენციის ფარგლებში,  გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის ეკოლოგიური ექსპერტიზის განხორციელებისა და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების  განხორციელების  და საერთაშორისო ორგანიზაციების/პროცესების ეგიდით საქართველოში მიმდინარე ქმედებების შესახებ   ინფორმაციის,  ასევე, შესაბამის სამდივნოებში წარდგენილი ეროვნული ანგარიშების ასლების პერიოდულად მიწოდება; ძ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. თავი III დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, სტრუქტურა და მოსამსახურეები მუხლი 5🔗 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. მუხლი 6🔗 1. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას; გ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; დ) ხელს აწერს სანებართვო მოწმობას, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას; ე) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებულ სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირებას; ვ) წელიწადში ერთხელ, მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ზ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულების ორგანიზებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით; თ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების შესახებ; ი) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მოწყობილობების გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; კ) შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; ლ) ახორციელებს დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და დავალებებს. 2. დეპარტამენტის უფროსის მიერ სამსახურებრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში  დეპარტამენტის უფროსის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით მის მოვალეობას ასრულებს  დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი. მუხლი 7🔗 დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ნებართვების სამმართველო; ბ) ანალიტიკური სამმართველო. მუხლი 8🔗 ნებართვების სამმართველო ახორციელებს: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემას, ეკოლოგიური ექსპერტიზის განხორციელების ორგანიზებას, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შედგენას; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ნებართვის მაძიებლის/ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიღების მსურველი პირის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას; გ) საპროექტო დოკუმენტაციის ირგვლივ შემოსული შენიშვნებისა და წინადადებების ანალიზს; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებართვის/ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიღების მსურველი პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით შენახვას; ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტების მიღებას, აღრიცხვას, დამუშავებას, მომზადებას და ამ დოკუმენტების სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა ან/და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დაგზავნას სათანადო განხილვის, შეთანხმების, დასკვნის მომზადებისა და დეპარტამენტში წარმოდგენისათვის; ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებართვის/ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მინისტრისათვის რეკომენდაციისა და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენას; ზ) ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სანებართვო მოწმობების გამოყენებას და აღრიცხვას; თ) ნებართვებში ცვლილებების შეტანის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებას; ი) უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოებას; კ) ნებართვის გაცემის, მასში ცვლილებების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ მონაცემთა კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებას; ლ)  ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მიღებული განცხადებების განხილვას; მ) დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის წარმოებას, შესაბამის მონაცემთა ბაზის შექმნას, დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრში პირთა დარეგისტრირებისა და რეგისტრაციიდან გამოყვანის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას; ნ) კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ნებართვის გაცემის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას; ო) საჭიროების შემთხვევაში გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის პროცედურაში მონაწილეობის მიღებას; პ) გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას; ჟ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 9🔗 ანალიტიკური სამმართველო ახორციელებს: ა) რეგულირების ობიექტების მონაცემთა ბაზის შექმნას, რეგულირების ობიექტების მიერ წარმოდგენილი ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების შესრულების ანგარიშგების ანალიზს; ბ) გარემოზე ზემოქმედების  ნებართვის /ეკოლოგიურ ექსპერტიზის დასკვნის მქონე  ორგანიზაციების მონაცემთა ბაზის შემუშავებას; გ) გარემოზე ზემოქმედების ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი პირობებით შესრულების მიზნით, სამინისტროში შესათანხმებლად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ვადების მონიტორინგს, ანალიზსა და კოორდინაციას; დ) რეგულირების ობიექტების მიერ გარემოზე ზემოქმედების ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას  სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოსათვის; ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმიანობის განმახორციელებლის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის შემდგომ, სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის გონივრული ვადის განსაზღვრას; ვ) კანონმდებლობით  გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 10🔗 1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; ბ) განიხილავს და ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას; გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას; დ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას; ე) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებებს; ვ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. 3. სამმართველოს უფროსი სამმართველოს და მის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის  და  დეპარტამენტის უფროსის წინაშე. თავი IV დასკვნითი დებულებები მუხლი 11🔗 1. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა ძირითადი უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით, სამინისტროს შინაგანაწესითა და საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 12🔗 დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.