⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2017)
გაუქმებულია:

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კლიმატის ცვლილების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.05.2013
ძალის დაკარგვა 01.01.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016148
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/05/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 810 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.05.2013 მიღება
01.01.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კლიმატის ცვლილების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №23 2013 წლის 10 მაისი ქ. თბილისი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კლიმატის ცვლილების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კლიმატის ცვლილების სამსახურის  დებულება. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2013 წლის 4 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კლიმატის ცვლილების სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების  დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) კლიმატის ცვლილების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. სამსახური არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი. მუხლი 2🔗 სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, სხვა საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტების შესაბამისად.  მუხლი 3🔗 სამსახური თავისი ამოცანებისა და უფლებამოსილების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. თავი II სამსახურის ფუნქციები და ამოცანები მუხლი 4🔗 სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) კლიმატის ცვლილების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებასა და  განხორციელებაში მონაწილეობა; ბ) ეკონომიკის სექტორებსა და ეკოსისტემებზე კლიმატის ცვლილების გავლენისა და რისკების შეფასება და მათი განვითარების პროგნოზი; გ) კლიმატის ცვლილების პროცესის შერბილების  ეროვნული გეგმის შემუშავების ორგანიზება და კოორდინაცია, მისი დანერგვისა და განხორციელების ხელშეწყობა; „დაბალემისიანი  განვითარების სტრატეგიის“ მომზადების ორგანიზება; დ) კლიმატის ცვლილებისადმი მოწყვლადი ეკოსისტემებისა და ეკონომიკის სექტორების ადაპტაციის ეროვნული გეგმის შემუშავების ორგანიზება და კოორდინაცია, მისი დანერგვისა და განხორციელების ხელშეწყობა; კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის მიმდინარე პროექტების მონიტორინგი; ე) კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციისა და სათბურის გაზების ემისიების შემარბილებელი ტექნოლოგიების მოკვლევა/მოძიება და ანალიზი  მათი საჭიროების შეფასებისა და დანერგვის მიზნით; ვ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისადმი (შემდგომში „კონვენცია“) საქართველოს ეროვნული შეტყობინებების მომზადების კოორდინაცია, შესაბამის დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობით; ზ) სათბურის გაზების ეროვნული ინვენტარიზაციის პერიოდული შესრულება და ანგარიშის  კონვენციის სამდივნოსათვის წარდგენა; თ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის კიოტოს ოქმით (შემდგომში „ოქმით“) განსაზღვრული პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა, სუფთა განვითარების მექანიზმის (სგმ) ხელშეწყობა და დაინტერესებულ მხარეთა კოორდინაცია; ი) კონვენციის გადაწყვეტილებების ანალიზი, ქვეყნის პოზიციის შემუშავება და კონვენციის მხარეთა კონფერენციებზე და კონვენციის დამხმარე ორგანოებში მოლაპარაკებებზე მისი წარდგენა-დაცვა; კ) კონვენციის ორგანოებში და ექსპერტთა სამუშაო ჯგუფებში, ასევე კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაში საქართველოს აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა/ხელშეწყობა; ლ) კლიმატის ცვლილების პრობლემატიკასთან დაკავშირებულ საკითხებში საზოგადოების სხვადასხვა ფენებისა და დაინტერესებული მხარეების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება; მ) სამინისტროს წარმომადგენლობის განხორციელება ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში; ნ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის კლიმატის ცვლილების სფეროში საერთაშორისო წყაროებით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის შესახებ არსებული კითხვარის შესაბამისად ინფორმაციის მიწოდება;  ო) სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის კლიმატის ცვლილების სფეროში მიმდინარე პროექტების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ შეტყობინება; პ) კომპეტენციის ფარგლებში  გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის კლიმატის ცვლილების სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების  განხორციელების  და საერთაშორისო ორგანიზაციების/პროცესების ეგიდით საქართველოში მიმდინარე ქმედებების შესახებ ინფორმაციის, ასევე, შესაბამის სამდივნოებში წარდგენილი ეროვნული ანგარიშების ასლების პერიოდულად მიწოდება;  ჟ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. თავი III სამსახურის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები მუხლი 5🔗 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. მუხლი 6🔗 1. სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს სამსახურს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს; დ) აკონტროლებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; ე) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირებას; ვ) წელიწადში ერთხელ მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ზ) ორგანიზებას უწევს დებულებით სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით; თ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ი) შუამდგომლობს სამსახურისათვის იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; კ) სამსახურის სახელით ამზადებს დასკვნებს; ლ) შუამდგომლობს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; მ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. 2. სამსახურის უფროსის მიერ სამსახურებრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, სამსახურის უფროსის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე. მუხლი 7🔗 1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ძირითადი უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით, სამინისტროს შინაგანაწესითა და საქართველოს კანონმდებლობით. თავი IV დასკვნითი დებულებანი მუხლი 8🔗 სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.