საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წყლის რესურსების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.05.2013
ძალის დაკარგვა 01.01.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016132
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/05/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,053 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.05.2013 მიღება
01.01.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წყლის რესურსების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №7 2013 წლის 10 მაისი ქ. თბილისი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წყლის რესურსების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის  საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წყლის რესურსების მართვის სამსახურის დებულება. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2013 წლის 4 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის  სამინისტროს წყლის რესურსების მართვის სამსახურის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) წყლის რესურსების მართვის სამსახურის (შემდგომში - სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. სამსახური არის  სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი. მუხლი 2🔗 სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, სხვა საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს გარემოსა და  ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტების შესაბამისად. მუხლი 3🔗 სამსახური თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. თავი II სამსახურის ფუნქციები და ამოცანები მუხლი 4🔗 1. სამსახურის ფუნქციები და ამოცანებია: ა) ზედაპირული (მათ შორის, შავი ზღვის)  წყლის რესურსების მართვის სფეროში პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა, მისი რეალიზაციის უზრუნველყოფა; ბ) ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების კონცეფციების, სამოქმედო გეგმების, პროექტებისა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში და განხორციელებაში მონაწილეობა; გ) წყლის რესურსების დაცვისა და მართვის სფეროში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; დ) ზედაპირული წყლის რესურსების მართვის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ორგანიზება და კოორდინაცია; ე) წყლის რესურსების მართვასთან და შავი ზღვის დაცვასთან დაკავშირებული ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან ჰარმონიზაციის ხელშეწყობა; ვ) ზედაპირული წყლის რესურსების ჰიდროლოგიური და ხარისხობრივი მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ორგანიზებაში მონაწილეობა; ზ) ზედაპირული წყლის რესურსების ხარისხობრივი მდგომარეობისა და  წყლის ობიექტებში ჩაშვებების რაოდენობრივი მნიშვნელობების სახელმწიფო აღრიცხვის, ანგარიშგებისა და შეფასების მაჩვენებელთა (ინდიკატორთა) შემუშავებაში მონაწილეობა; თ) ზედაპირული წყლის რესურსების დაცვისა და მართვის კუთხით ეკონომიკური მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობა; ი) ზედაპირული წყლის ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმების პროექტების განხილვა და შეთანხმება; კ) კომპეტენციის ფარგლებში გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების განხილვასა და ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაში მონაწილეობა; ლ) ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტების პროექტების განხილვა და შეთანხმება; მ) წყლის გამოყენების სახელმწიფო სტატისტიკური აღრიცხვის ორგანიზება, წყალსარგებლობის ანგარიშგების მონაცემების ანალიზი და პროგრამული დამუშავება, კომპიუტერული მონაცემთა ბაზის შექმნა და ოპერირება; ნ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედევლობის დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურების მიერ წყლის გამოყენების სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმის შევსების სისწორის შემოწმების  მეთოდური ხელმძღვანელობა; ო) წყლის რესურსების მართვის სფეროში მიმდინარე საერთაშორისო პროექტების განხორციელების კოორდინაცია, მათ შორის, ტექნიკური დავალებების და ანგარიშების განხილვა, პროექტების სამეთვალყურეო საბჭოების მუშაობაში მონაწილეობა; პ) კომპეტენციის ფარგლებში ურთიერთობა საერთაშორისო ინსტიტუტებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფო, არასამთავრობო, აკადემიურ და სხვა სახის ორგანიზაციებთან, საერთაშორისო და რეგიონული გარემოსდაცვითი კონვენციების სამდივნოებთან; ჟ) მდინარეთა სააუზო მართვის გეგმების შემუშავების ორგანიზება, აღნიშნული გეგმების პროექტების განხილვა და დასამტკიცებლად წარდგენა, კანონმდებლობით დადგენილი წესით; რ) „შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვის“ კონვენციის მრჩეველთა და სამუშაო ჯგუფებში კანდიდატურების წარდგენა და მათი მუშაობის კოორდინაცია; ს) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედევლობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახურის საქმიანობის გეგმების შედგენაში მონაწილეობა; ტ) კომპეტენციის ფარგლებში ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მიღებული განცხადებების განხილვა; უ) იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის წყლის რესურსების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამართლებრივი დახმარების გაწევა; ფ) გარემოსდაცვითი განათლების ერთიანი სახელმწიფო სისტემის, კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემის ორგანიზებაში მონაწილეობა; ქ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის მომზადებაში მონაწილეობა; ღ) კომპეტენციის ფარგლებში,  სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის წყლის რესურსების მართვის სფეროში საერთაშორისო წყაროებით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის შესახებ არსებული კითხვარის შესაბამისად ინფორმაციის მიწოდება;  ყ) სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის  წყლის რესურსების მართვის სფეროში მიმდინარე პროექტების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ შეტყობინება; შ) კომპეტენციის ფარგლებში,  გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის წყლის რესურსების მართვის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების  განხორციელების და საერთაშორისო ორგანიზაციების/პროცესების ეგიდით საქართველოში მიმდინარე ქმედებების შესახებ ინფორმაციის, ასევე, შესაბამის სამდივნოებში წარდგენილი ეროვნული ანგარიშების ასლების პერიოდულად მიწოდება; ჩ) სხვა უფლებამოსილების განხორციელება. 2. სამსახური კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებებისა და სხვა იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სათანადო ინფორმაცია და დოკუმენტები სამსახურის კომპეტენციით განსაზღვრულ საკითხებზე; ბ) კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედევლობის დეპარტამენტის გაწეული მუშაობის ანგარიშები, სათანადო ინფორმაცია და დოკუმენტები; გ) განიხილოს და შეითანხმოს ზედაპირული წყლის ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმები და ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტები; დ) მოამზადოს წინადადებები სამსახურის სტრუქტურული ცვლილებების შესახებ და წარუდგინოს მინისტრს; ე) კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით, განახორციელოს სხვა უფლებამოსილებანი. თავი III სამსახურის ხელმძღვანელობა, სტრუქტურა და მოსამსახურეები მუხლი 5🔗 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. მუხლი 6🔗 1. სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს სამსახურს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს; დ) აკონტროლებს სამსახურის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; პერიოდულად ისმენს სამსახურში შემავალ მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ე) მინისტრს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ვ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით; ზ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, სამსახურის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხიმგებლობის დაკისრების შესახებ; თ) სამსახურის სახელით ამზადებს დასკვნებს, ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს და კომპეტენციის ფარგლებში ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებულ დოკუმენტებს; ი) ითანხმებს ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტების პროექტებს და  ხელს აწერს ზემომითითებული დოკუმენტაციის  შეთანხმებასთან დაკავშირებულ თანმხლებ წერილებს; კ) კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ორგანიზების მიმდინარეობას; ლ) ასრულებს მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ კონკრეტულ დავალებებს; მ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. 2. სამსახურის უფროსის მიერ სამსახურებრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, სამსახურის უფროსის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით, მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთ საჯარო მოსამსახურე. თავი IV დასკვნითი დებულებანი მუხლი 7🔗 1. სამსახურის მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ძირითადი უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით, სამინისტროს შინაგანაწესითა და საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 8🔗 სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.