საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 10.05.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016145
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/05/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.05.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №20
2013 წლის 10 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის დებულება.
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2013 წლის 4 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს
ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
1.
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში _ სამინისტრო) ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის (შემდგომში - სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლება-მოვალეობებს (კომპეტენციებს), ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებსა და ურთიერთობებს.
2.
სამსახური არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
მუხლი 2🔗
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, სხვა საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
მუხლი 3🔗
სამსახური თავისი ამოცანებისა და უფლებამოსილების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
თავი II
სამსახურის საქმიანობის სფერო, ამოცანები და უფლებამოსილება
მუხლი 4🔗
1.
სამსახურის ფუნქციები და ამოცანებია:
ა)
კომპეტენციის ფარგლებში ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ბ)
ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;
გ)
ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების კონცეფციების, სამოქმედო გეგმების, პროექტებისა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში და განხორციელებაში მონაწილეობა;
დ)
ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია;
ე)
კომპეტენციის ფარგლებში, ნარჩენების და ქიმიური ნივთიერებების რეგულირება, სახელმწიფო აღრიცხვა, მონაცემთა ბაზის წარმოების ორგანიზება;
ვ)
კომპეტენციის ფარგლებში, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ორგანიზება და კოორდინაცია, შესაბამისი ანგარიშების მომზადება და წარდგენა;
ზ)
ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში გარემოსდაცვითი ღონისძიებების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი შესრულების კოორდინაცია;
თ)
კომპეტენციის ფარგლებში, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მათი შესრულების კოორდინაცია;
ი)
ნარჩენებთან და ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული საქმიანობების შესახებ შემოსული კორესპონდენციების განხილვა და შესაბამისი წინადადებებისა და დასკვნების მომზადება;
კ)
ნარჩენებისა და ქიმიურ ნივთიერებათა მართვის სფეროში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების ხელშეწყობა-ორგანიზება;
ლ)
მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების შესახებ ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების კოორდინაცია;
მ)
ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით თვითმმართველ ერთეულებთან (მათ შორის, მუნიციპალიტეტებთან) და კერძო სექტორთან თანამშრომლობა (კონსულტაციები, სწავლებები, მეთოდოლიგიური და სამართლებრივი აქტების მიწოდება, ნარჩენების მართვის რეგიონალური და მუნიციპალური გეგმების შემუშავება, ახალი ნაგავსაყრელების მოწყობის და ძველი ნაგავსაყრელების დახურვის, ნარჩენების რეციკლირების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა და სხვა);
ნ)
რეგიონალური ნაგავსაყრელების განთავსების ადგილების განსაზღვრაში, მათი მოწყობის სამუშაოთა ორგანიზებასა და კოორდინაციაში მონაწილეობა;
ო)
სახიფათო ნარჩენების მართვის კოორდინაცია;
პ)
POPs ნარჩენების მართვის განხორციელება;
ჟ)
სპეციფიკური ნარჩენების (ზეთები, აზბესტი, ბატარეები, საბურავები, ელექტრონული ნარჩენები და სხვა) მართვის კოორდინაცია;
რ)
ვერცხლისწყლისა და მისი ნაერთების მართვის კოორდინაცია;
ს)
შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის რეგულირებაში მონაწილეობა;
ტ)
ქიმიური ნივთიერებების მართვის საერთაშორისო მიდგომების (SAICM) დანერგვის ხელშეწყობა;
უ)
კომპეტენციის ფარგლებში, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების განხილვაში და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ფ)
ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვაზე შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;
ქ)
გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის მომზადებაში მონაწილეობა;
ღ)
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაციისა და გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო კატალოგების შედგენაში მონაწილეობის მიღება;
ყ)
კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში საერთაშორისო წყაროებით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის შესახებ არსებული კითხვარის შესაბამისად ინფორმაციის მიწოდება;
შ)
სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში მიმდინარე პროექტების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ შეტყობინება;
ჩ)
კომპეტენციის ფარგლებში, გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების და საერთაშორისო ორგანიზაციების/პროცესების ეგიდით საქართველოში მიმდინარე ქმედებების შესახებ ინფორმაციის, ასევე, შესაბამის სამდივნოებში წარდგენილი ეროვნული ანგარიშების ასლების პერიოდულად მიწოდება;
ც)
სამინისტროს წარმომადგენლობის განხორციელება ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში;
ძ)
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2.
სამსახური უფლებამოსილია:
ა)
სახელმწიფო დაწესებულებებისა და სხვა იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად), მათ შორის, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებისაგან, სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისაგან, ასევე სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისაგან გამოითხოვოს სათანადო ინფორმაცია და მასალები ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვასათან დაკავშირებით;
ბ)
წარუდგინოს სამინისტროს ხელმძღვანელობას თავის კომპეტენციის ფარგლებში შემუშავებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტები;
გ)
განიხილოს და შეითანხმოს თვითმმართველი ერთეულების (მათ შორის, მუნიციპალიტეტების) და საწარმოების ნარჩენების მართვის გეგმები;
დ)
განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.
თავი III
სამსახურის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები
მუხლი 5🔗
1.
სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2.
სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 6🔗
1.
სამსახურის უფროსი:
ა)
ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ)
წარმოადგენს სამსახურს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ)
ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;
დ)
აკონტროლებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; პერიოდულად ისმენს სამსახურში შემავალ საჯარო მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ე)
მინისტრს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ვ)
ორგანიზებას უწევს ამ დებულებით სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
ზ)
წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, სამსახურის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხიმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ)
კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის სახელით წარადგენს დასკვნებს, ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;
ი)
კომპეტენციის ფარგლებში, კოორდინაციას უწევს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას;
კ)
ასრულებს მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის კონკრეტულ დავალებებს;
ლ)
კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში;
მ)
ზედამხედველობას უწევს სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ნარჩენებისა და ქიმიურ ნივთიერებათა მართვას;
ნ)
კოორდნაციას უწევს ნარჩენების და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელებას.
2.
სამსახურის უფროსის მიერ სამსახურებრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, სამსახურის უფროსის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით, მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
მუხლი 7🔗
1.
სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2.
სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ძირითადი უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით, სამინისტროს შინაგანაწესითა და საქართველოს კანონმდებლობით.
თავი IV
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 8🔗
სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.