საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 10.05.2013
ძალის დაკარგვა 10.10.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016144
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/05/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 06.10.2017
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 25.05.2011
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №19
2013 წლის 10 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულება.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 25 მაისის №18 ბრძანება.
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2013 წლის 4 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
1.
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2.
სამსახური არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
მუხლი 2🔗
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, სხვა საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
მუხლი 3🔗
სამსახური თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
თავი II
სამსახურის ფუნქციები და ამოცანები
მუხლი 4🔗
1.
სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა)
საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა;
ბ)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საზოგადოებისათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გამჭვირვალობის და ამ სფეროში საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;
გ)
საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, გარემოსდაცვითი ღონისძიებებისა და კამპანიების დაგეგმვა და ორგანიზება;
დ)
საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს საქმიანობისა და გარემოსდაცვით სფეროში მისაღები გადაწყვეტილებების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში დაინტერესებულ პირებთან შესაბამისი შეხვედრების ორგანიზება;
ე)
საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე საზოგადოებრივი აზრის კვლევა;
ვ)
სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიისა და წლიური სამოქმედო გეგმის აგრეთვე შემუშავება;
ზ)
კომპეტენციის ფარგლებში გარემოს დაცვის სფეროში ადგილობრივი და საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზების ხელშეწყობა;
თ)
სამინისტროს ვებგვერდისა და სოციალური ქსელების ადმინისტრირება;
ი)
სამინისტროში მიმდინარე პროცესებზე პრესკონფერენციების, მედიაბრიფინგების, ჟურნალისტებთან შეხვედრების, ინტერვიუების ორგანიზება, საინფორმაციო მასალების მომზადება და პრესრელიზების გავრცელება;
კ)
მედიამონიტორინგი (საინფორმაციო საშუალებების ზოგადი ანალიზი, პრესდაიჯესტების მომზადება და მათი გავრცელება, მედიაგაშუქების არქივაცია) და მისი შედეგების შესახებ სამინისტროს თანამშრომლების ინფორმირება;
ლ)
მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული უახლოესი გარემოსდაცვითი ინფორმაციის მოპოვება, საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს პოზიციის გამოხატვა და ახსნა-განმარტების მომზადება;
მ)
ჟურნალისტთა აკრედიტაციის ჩატარება და მათთვის ინფორმაციული ხელშეწყობა;
ნ)
სარეკლამო, პრომო მასალების დამზადებისა და შესაბამისი სარეკლამო კამპანიის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ო)
დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ სამინისტროს საჯარო მოსამსახურეებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების თანამშრომელთა ინფორმირება;
პ)
კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის საზოგადოებისათვის გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, საზოგადოების გარემოსდაცვითი განათლებისა და გადაწყვეტილებების მიღებისას საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფის სფეროში საერთაშორისო წყაროებით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის შესახებ არსებული კითხვარის შესაბამისად ინფორმაციის მიწოდება;
ჟ)
სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის საზოგადოებისათვის გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, საზოგადოების გარემოსდაცვითი განათლებისა და გადაწყვეტილებების მიღებისას საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფის სფეროში მიმდინარე პროექტების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ შეტყობინება;
რ)
კომპეტენციის ფარგლებში, გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის საზოგადოებისათვის გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, საზოგადოების გარემოსდაცვითი განათლებისა და გადაწყვეტილებების მიღებისას საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების და საერთაშორისო ორგანიზაციების/პროცესების ეგიდით საქართველოში მიმდინარე ქმედებების შესახებ ინფორმაციის, ასევე, შესაბამის სამდივნოებში წარდგენილი ეროვნული ანგარიშების ასლების პერიოდულად მიწოდება.
2.
დაკისრებული ფუნქციების და ამოცანების შესრულებისას სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:
ა)
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, ასევე სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით გამოითხოვოს შესაბამისი მონაცემები სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან, სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისაგან;
ბ)
სახელმწიფო უწყებებიდან, დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია გარემოს დაცვის სფეროში მათ მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;
გ)
კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, განახორციელოს სხვა უფლებამოსილებანი.
თავი III
სამსახურის ხელმძღვანელობა, სტრუქტურა და მოსამსახურეები
მუხლი 5🔗
1.
სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2.
სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 6🔗
1.
სამსახურის უფროსი:
ა)
ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ)
წარმოადგენს სამსახურს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ)
ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;
დ)
აკონტროლებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; პერიოდულად ისმენს სამსახურში შემავალ საჯარო მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ე)
მინისტრს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ვ)
ორგანიზებას უწევს ამ დებულებით სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
ზ)
წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხიმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ)
შუამდგომლობს სამსახურისათვის იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
ი)
სამსახურის სახელით ამზადებს დასკვნებს, ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს და კომპეტენციის ფარგლებში ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებულ დოკუმენტებს;
კ)
მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიასა და წლიურ სამოქმედო გეგმას;
ლ)
ასრულებს მინისტრის და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ სხვა კონკრეტულ დავალებებს;
მ)
ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
2.
სამსახურის უფროსის მიერ სამსახურებრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში სამსახურის უფროსის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
თავი IV
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 7🔗
1.
სამსახურის მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2.
სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ძირითადი უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით, სამინისტროს შინაგანაწესითა და საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 8🔗
სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.