საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 10.05.2013
ძალის დაკარგვა 09.10.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.023.016142
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/05/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 06.10.2017
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 21.07.2011
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №17
2013 წლის 10 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულება.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის № 32 ბრძანება.
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2013 წლის 4 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული
დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
1.
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) იურიდიული დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2.
დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
მუხლი 2🔗
დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, სხვა საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
თავი II
დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები
მუხლი 4🔗
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა)
სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ბ)
კანონშემოქმედებით სფეროში პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობა და საქმიანობის უზრუნველყოფა;
გ)
კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტების ვიზირება და საქართველოს მთავრობაში მათი წარდგენის პროცედურების კოორდინაცია;
დ)
სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საკანონმდებლო, აღმასრულებელ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, სასამართლოებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში;
ე)
კომპეტენციის ფარგლებში დაინტერესებულ პირთათვის სამართლებრივი დახმარების გაწევა;
ვ)
სამინისტროს უფლებამოსილებათა განხორციელებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების ანალიზი და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ზ)
სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში შესრულების კოორდინაცია, ასევე ამ პროცესის თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვა;
თ)
სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან სამინისტროში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირება;
ი)
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებთან დაკავშირებით სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
კ)
გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან ჰარმონიზაციის პროცესის კოორდინაცია, შესაბამისი ნორმატიული აქტების შემუშავებაში მონაწილეობა;
ლ)
კომპეტენციის ფარგლებში განცხადებების, საჩივრებისა და წერილების განხილვა;
მ)
კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებთან მიმოწერის წარმოება;
ნ)
სამინისტროში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების ან სამინისტროში განსახილველად (შესათანხმებლად) შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა, მათზე დასკვნების (შენიშვნების) მომზადების ან /და მათი შეთანხმების მიზნით;
ო)
სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების სამართლებრივი უზრუნველყოფა;
პ)
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განახორციელება.
თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, სტრუქტურა, მოსამსახურეები
მუხლი 5🔗
1.
დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2.
დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 6🔗
1.
დეპარტამენტის უფროსი:
ა)
ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საერთო საქმიანობას;
ბ)
წარმოადგენს დეპარტამენტს და ანგარიშვალდებულია დეპარტამენტზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებაზე;
გ)
ანაწილებს დავალებებს და აძლევს მითითებებს დეპარტამენტის სამმართველოების უფროსებსა და დეპარატმენტის საჯარო მოსამსახურეებს;
დ)
აკონტროლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
ე)
კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, ასევე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ შემუშავებული შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ვ)
წელიწადში ერთხელ, მინისტრს და კურატორი მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ზ)
უზრუნველყოფს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულების ორგანიზებას, ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით მინისტრს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს;
თ)
მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების პრემირების, წახალისების, კვალიფიკაციის ამაღლების ან მათთვის დისციპლინური პასუხიმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი)
შუამდგომლობს იმ დამატებითი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების უკეთესად შესრულებისათვის;
კ)
პერიოდულად იბარებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ლ)
საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სასამართლო პროცესზე სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და, ცალკეულ შემთხვევებში, სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების წარმომადგენლების დასწრების აუცილებლობის შესახებ;
მ)
ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
2.
დეპარტამენტის უფროსის მიერ სამსახურებრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
მუხლი 7🔗
1.
დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
2.
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა)
კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს დეპარატმენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
ბ)
აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარატმენტის უფროსის დავალებების შესრულებას;
გ)
კომპეტენციის ფარგლებში ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებული შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს;
დ)
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
მუხლი 8🔗
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა)
სასამართლოებთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;
ბ)
პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლშემოქმედებითი სამმართველო.
მუხლი 9🔗
სასამართლოებთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო:
ა)
ახორციელებს სამინისტროს წარმომადგენლობას საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, სასამართლოებში, სამართალდამცავ ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში;
ბ)
ამზადებს განცხადებებს, სასარჩელო განცხადებებს, კერძო საჩივრებს, შესაგებლებს, შეგებებულ სარჩელებს, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებსა და შესაგებლებს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საარბიტრაჟო ან სასამართლო საპროცესო დოკუმენტაციას;
გ)
ახორციელებს სამინისტროში შემოსული განცხადებების, ადმინისტრაციული საჩივრებისა და წერილების განხილვას;
დ)
ახორციელებს სამინისტროში შემოსული ადმინისტრაციული საჩივრებისა და სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების ანალიზს და მის საფუძველზე ამზადებს წინადადებებს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
ე)
დეპარატმენტის უფროსის დავალებით განსაზღვრულ შემთხვევებში ახორციელებს სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას;
ვ)
ახორციელებს სასამართლო წარმომადგენლობას სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ შედგენილ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის ან გარემოზე ზემოქმედების ნებართვის პირობების დარღვევების, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე საქმიანობის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე, ასევე ამ დარღვევებთან დაკავშირებულ გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სამოქალაქო საქმეებზე;
ზ)
ახორციელებს წარმომადგენლობას სამინისტროს საქმიანობისას წარმოშობილ ქონებრივ დავებზე;
თ)
ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 10🔗
პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლშემოქმედებითი სამმართველო ახორციელებს:
ა)
სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
ბ)
სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას;
გ)
კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
დ)
ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებას, ასევე ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანის შესახებ წინადადებების მომზადებას;
ე)
კანონშემოქმედებით სფეროში პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაციას და სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელების უზრუნველყოფას;
ვ)
კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ მომზადებული საკანონმდებლო აქტების პროექტების ვიზირებასა და საქართველოს მთავრობაში მათი წარდგენის პროცედურების კოორდინაციას;
ზ)
სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში შესრულების კოორდინაციას;
თ)
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებისაგან სამინისტროში კანონშემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვას;
ი)
გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან ჰარმონიზაციის პროცესის კოორდინაციას, შესაბამისი ნორმატიული აქტების შემუშავებაში მონაწილეობას;
კ)
საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამართლებრივი აქტების შესრულებასთან დაკავშირებულ შეხვედრებში, კონსულტაციებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობას;
ლ)
შესაბამის საერთაშორისო სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით წერილობითი ინფორმაციისა და ანგარიშების გამოთხოვას შესაბამისი ეროვნული პასუხისმგებელი და საკონტაქტო პირებისაგან;
მ)
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 11🔗
1.
სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2.
სამმართველოს უფროსი კომპეტენციის ფარგლებში:
ა)
ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ)
განიხილავს და ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;
გ)
ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას;
დ)
აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას;
ე)
ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებებს;
ვ)
ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
3.
სამმართველოს უფროსი სამმართველოს და მის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
თავი IV
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 12🔗
1.
დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2.
დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა ძირითადი უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით, სამინისტროს შინაგანაწესითა და საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 13🔗
დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.