საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 10.05.2013
ძალის დაკარგვა 26.02.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016141
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/05/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 06.10.2017
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 01.09.2011
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №16
2013 წლის 10 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულება.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 1 სექტემბრის № 42 ბრძანება.
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2013 წლის 4 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს
გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
1.
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2.
დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
მუხლი 2🔗
დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთასორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, სხვა საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
თავი II
დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები
მუხლი 4🔗
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა)
გარემოსდაცვითი სახელმწიფო პროგრამების პროექტების მომზადების კოორდინაცია და ამ პროგრამების შესრულების მონიტორინგი;
ბ)
ქვეყანაში მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა;
გ)
გარემოს დაცვის ეფექტიანი სისტემის დაგეგმვის მიზნით გარემოსდაცვით ღონისძიებათა პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა და მათი განხორციელების ორგანიზება;
დ)
გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის შემუშავების პროცესის კოორდინირება და ორგანიზება;
ე)
გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადების კოორდინირება და ორგანიზება;
ვ)
შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ცალკეული გარემოსდაცვითი თემატური მიმართულების მიხედვით შესამუშავებელი კონცეფციების, პროგრამების და მოქმედებათა გეგმების მომზადების პროცესში თანამშრომლობა და ამ დოკუმენტების შემუშავების პროცესში სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მონაწილეობის უზრუნველყოფა;
ზ)
გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამით, რეგიონული და ადგილობრივი გარემოს დაცვის მოქმედებათა გეგმებით, ასევე დარგობრივი გარემოსდაცვითი გეგმებით გათვალისწინებული საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ ანგარიშების მოსმენის ორგანიზება და პროგრამებისა და გეგმების შესრულების მდგომარეობის მონიტორინგი;
თ)
გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის სახელმწიფო რეგულირების სფეროში ეკონომიკური მექანიზმებისა და ნორმატივების შემუშავებასა და სრულყოფაში მონაწილეობა;
ი)
გარემოს დაცვის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრაში მონაწილეობა და საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების კოორდინირება და მონიტორინგი;
კ)
კომპეტენციის ფარგლებში ურთიერთობა საერთაშორისო ინსტიტუტებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფო, არასამთავრობო, აკადემიურ და სხვა სახის ორგანიზაციებთან, საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების და საერთაშორისო პროცესების სამდივნოებთან;
ლ)
კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების ეროვნული პასუხისმგებელი/ საკონტაქტო პირების საქმიანობის კოორდინაცია;
მ)
საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების გაფორმების ინიციირება და პროცედურულ ღონისძიებათა ორგანიზებაში მონაწილეობა;
ნ)
სამინისტროს სისტემაში საერთაშორისო წყაროების დაფინანსებით მიმდინარე პროექტების განხორციელების და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაციის მოძიების კოორდინაცია;
ო)
კომპეტენციის ფარგლებში პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებში მონაწილეობა;
პ)
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, სტრუქტურა და მოსამსახურეები
მუხლი 5🔗
1.
დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2.
დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 6🔗
1.
დეპარტამენტის უფროსი:
ა)
ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ)
წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ)
ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;
დ)
აკონტროლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
ე)
ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირებას;
ვ)
წელიწადში ერთხელ მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ზ)
ორგანიზებას უწევს დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
თ)
სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი)
შუამდგომლობს დეპარტამენტისათვის იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
კ)
დეპარტამენტის სახელით ამზადებს დასკვნებს;
ლ)
პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ერთეულების უფროსების და დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
მ)
შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
ნ)
ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
2.
დეპარტამენტის უფროსის მიერ სამსახურებრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
მუხლი 7🔗
1.
დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
2.
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა)
კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს დეპარატმენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
ბ)
აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარატმენტის უფროსის დავალებების შესრულებას;
გ)
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე;
მუხლი 8🔗
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა)
გარემოსდაცვითი პოლიტიკის სამმართველო;
ბ)
საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო.
მუხლი 9🔗
გარემოსდაცვითი პოლიტიკის სამმართველო:
ა)
კოორდინირებას და ორგანიზებას უწევს გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის შემუშავების პროცესს;
ბ)
საჭიროების შემთხვევაში კოორდინირებას და ორგანიზებას უწევს სამინისტროს გარემოსდაცვითი გეგმების შემუშავების პროცესს;
გ)
კოორდინირებას უწევს სამინისტროს საშუალოვადიანი დაგეგმვის დოკუმენტის მომზადებას;
დ)
კოორდინირებას და ორგანიზებას უწევს გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადებას;
ე)
თანამშრომლობს შესაბამის უწყებებთან ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების, ასევე გარემოსდაცვითი ცალკეული თემატური მიმართულების მიხედვით შესამუშავებელი კონცეფციების, პროგრამების და მოქმედებათა გეგმების შემუშავების პროცესში. ხელს უწყობს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მონაწილეობას ამ დოკუმენტების მომზადებაში;
ვ)
კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, ამზადებს სამოქმედო გეგმებსა და მათი განხორციელების ანგარიშებს;
ზ)
კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს საქართველოს მთავრობისათვის სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებას;
თ)
მონაწილეობს საერთაშორისო და რეგიონული მასშტაბის გარემოსდაცვითი სტრატეგიების, გეგმებისა და პროგრამების მომზადებაში. შეიმუშავებს რეკომენდაციებს მათი განხორციელების თაობაზე;
ი)
ორგანიზებას უწევს გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამით, რეგიონული და ადგილობრივი გარემოს დაცვის მოქმედებათა გეგმებით, ასევე დარგობრივი გარემოსდაცვითი გეგმებით გათვალისწინებული საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ ანგარიშების მომზადებას. ახორციელებს ამ პროგრამების და გეგმების შესრულების მდგომარეობის მონიტორინგს;
კ)
კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ბიზნეს სექტორთან, სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან, გარემოს დაცვის სფეროში ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელების მიზნით;
ლ)
მონაწილეობს ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში. კომპეტენციის ფარგლებში წარადგენს წინადადებებს გარემოს დაცვის სფეროში ახალი ნორმატიული აქტების შემუშავების შესახებ;
მ)
შეიმუშავებს გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის სახელმწიფო რეგულირების სფეროში ეკონომიკურ მექანიზმებსა და ნორმატივებს;
ნ)
უზრუნველყოფს ეკოსისტემების მომსახურების, გარემოსდაცვითი ქმედებების, საერთაშორისო ხელშეკრულებებთან მიერთების და სხვა ქმედებების ეკონომიკური შეფასების სისტემის შემუშავებას, ქვეყანაში მდგრადი განვითარებისა და მწვანე ეკონომიკის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით;
ო)
ახორციელებს საერთაშორისო გარემოსდაცვითი ინდიკატორების საფუძველზე ეროვნული გარემოსდაცვითი ინდიკატორების დანერგვის ხელშეწყობას და კოორდინაციას;
პ)
ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 10🔗
საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო:
ა)
განსაზღვრავს გარემოს დაცვის სფეროში საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს;
ბ)
ახდენს გარემოს დაცვის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების ინიციირებას და მონაწილეობს შესაბამისი პროცედურული ღონისძიებების განხორციელებაში;
გ)
კომპეტენციის ფარგლებში კოორდინირებასა და მონიტორინგს უწევს საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულებას;
დ)
საერთაშორისო გარემოსდაცვით პროცესებში მონაწილეობისა და საერთაშორისო გარემოსდაცვითი ვალდებულებების განხორციელების მიზნით, თანამშრომლობს საერთაშორისო ინსტიტუტებთან, სახელმწიფო, არასამთავრობო, აკადემიურ და სხვა სახის ორგანიზაციებთან როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე, დიპლომატიურ კორპუსთან, საერთაშორისო და რეგიონული გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების და საერთაშორისო პროცესების სამდივნოებთან;
ე)
საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის კოორდინაციისა და მონიტორინგის მიზნით, საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების ეროვნული პასუხისმგებელი და საკონტაქტო პირებისაგან პერიოდულად იღებს ანგარიშებს და საჭიროების შემთხვევაში ორგანიზებას უწევს მათი ანგარიშების განხილვას;
ვ)
სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს საერთაშორისო გარემოსდაცვით ხელშეკრულებებზე და პროცესებზე ეროვნული პასუხისმგებელი და საკონტაქტო პირების, მათ შორის, საერთაშორისო გარემოსდაცვით ორგანიზაციებთან საკონტაქტო პირების, დანიშვნის თაობაზე და არსებული დიპლომატიური არხების საშუალებით, უზრუნველყოფს დანიშნული პირების შესახებ შესაბამისი სამდივნოებისათვის ინფორმაციის მიწოდებას;
ზ)
კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საერთაშორისო ხელშეკრულებების, პროცესების და საერთაშორისო ორგანიზაციების ფონდებში წლიური საწევრო შენატანების შესახებ ინფორმაციის მომზადებას;
თ)
შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებიდან პერიოდულად იღებს ინფორმაციას სამინისტროს სისტემაში საერთაშორისო წყაროების დაფინანსებით მიმდინარე პროექტების განხორციელების და დაგეგმილი პროექტების შესახებ;
ი)
მიღებული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებს ამავე მუხლის ”თ” ქვეპუნქტში მითითებული პროექტების ელექტრონული ბაზის მუდმივ განახლებას;
კ)
საჭიროებისამებრ, პროექტების ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების საფუძველზე ამზადებს ინფორმაციას;
ლ)
კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს პროტოკოლით გათვალისწინებულ შესაბამის საქმიანობაში;
მ)
ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 11🔗
1.
სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2.
სამმართველოს უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა)
წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ)
სამმართველოს თანამშრომლებზე ანაწილებს საქმეებს, დავალებებს;
გ)
ახორციელებს ზედამხედველობას სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ შრომითი დისციპლინის დაცვას;
დ)
აკონტროლებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ სამმართველოზე გაცემული დავალებების შესრულებას;
ე)
დადგენილი პერიოდულობით ამზადებს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ;
ვ)
ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3.
სამმართველოს უფროსი სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.
თავი IV
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 12🔗
1.
დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2.
დეპარტამენტის მოსამსახურეთა ძირითადი უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით, სამინისტროს შინაგანაწესითა და საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 13🔗
დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.