საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიწის რესურსების დაცვისა და წიაღის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 10.05.2013
ძალის დაკარგვა 01.01.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016140
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/05/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 01.01.2017
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიწის რესურსების დაცვისა და წიაღის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №15
2013 წლის 10 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიწის რესურსების დაცვისა და წიაღის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიწის რესურსების დაცვისა და წიაღის სამსახურის დებულება.
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2013 წლის 4 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიწის რესურსების დაცვისა და წიაღის სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
1.
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) მიწის რესურსების დაცვისა და წიაღის სამსახურის (შემდგომში-სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2.
სამსახური არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
მუხლი 2🔗
სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, სხვა საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
მუხლი 3🔗
სამსახური თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
თავი II
სამსახურის ფუნქციები და ამოცანები
მუხლი 4🔗
სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა)
მიწის რესურსებისა და წიაღის მდგრადი მართვის და მიზნობრივი გამოყენების სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
ბ)
გაუდაბნოების, მიწის დეგრადაციის პროცესის შერბილების ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების კოორდინაცია;
გ)
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „გარემოს ეროვნული სააგენტოსაგან“ მიიღოს და გააანალიზოს ნიადაგების ქიმიურ მელიორაციაზე, რეკულტივაციაზე, ეროზიისაგან დაცვის კომპლექსურ ღონისძიებებზე, ნიადაგებში საკვებ ელემენტთა შემცველობაზე, ნიადაგების დაბინძურებაზე, ხარისხობრივ მაჩვენებლებზე, ნიადაგებზე გვალვის, ეროზიისა და სხვა ექსტრემალური მოვლენების გავლენებზე დაკვირვების შედეგები, მოამზადოს შესაბამისი წინადადები;
დ)
საშიში ნივთიერებებითა და ნარჩენებით დაბინძურებული მიწების მონაცემთა ბაზის შექმნა;
ე)
კომპეტენციის ფარგლებში შეითანხმოს ნიადაგების რადიონუკლიდებით, მძიმე მეტალებითა და ტოქსიკური ელემენტებით, ენტომოლოგიური, ჰელმინთოლოგიური, ბაქტერიული და ვირუსული დაბინძურება და მისი საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების ეფექტიანობის შემოწმება;
ვ)
სახელმწიფო დაწესებულებებისა და სხვა პირებისგან (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს სათანადო ინფორმაცია და დოკუმენტები სამსახურის კომპეტენციით განსაზღვრულ საკითხებზე;
ზ)
ნიადაგის დეგრადაციისა და დაბინძურების შეფასების სისტემების ჩამოყალიბება, კომპეტენციის ფარგლებში ნიადაგების ნაყოფიერების მდგომარეობაზე დაკვირვებისა და სათანადო გამოკვლევების საფუძველზე ყოველწლიური და პერსპექტიული სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;
თ)
კომპეტენციის ფარგლებში გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვასა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მომზადებაში მონაწილეობა; ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნასა და სანებართვო პირობებში სათანადო სამშენებლო ორგანიზაციების მიერ რკინიგზების, საავტომობილო მაგისტრალებისა და სხვა სამშენებლო ნაგებობათა მიმდებარე ტერიტორიების ნიადაგების ყველა კომპონენტზე დაკვირვების რეჟიმის პირობების განსაზღვრა, სამინისტროსათვის წარმოსადგენი შესამუშავებელი და განსახორციელებელი ღონისძიებების შეთანხმება;
ი)
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „გარემოს ეროვნული სააგენტოსაგან“ მიღებული ინფორმაციის საუძველზე დამუშავებული, ამოწურული და მიტოვებული წიაღის კარიერების შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნა;
კ)
წიაღის მარაგების სახელმწიფო უწყებათშორისო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება;
ლ)
სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ურთიერთობა საერთაშორისო ინსტიტუტებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფო, არასამთავრობო, აკადემიურ და სხვა სახის ორგანიზაციებთან, საერთაშორისო და რეგიონული გარემოსდაცვითი კონვენციების სამდივნოებთან;
მ)
კომპეტენციის ფარგლებში გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის მომზადებაში მონაწილეობა;
ნ)
კომპეტენციის ფარგლებში წიაღისეულის ჯგუფების განსაზღვრაში მონაწილეობა;
ო)
თავისი კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო და ნორმატიულ-მეთოდური დოკუმენტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;
პ)
მიწის რესურსების მართვის სფეროში მიმდინარე საერთაშორისო პროექტების ინიციირება;
ჟ)
კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის მიწის რესურსებისა და წიაღის მდგრადი მართვის და მიზნობრივი გამოყენების სფეროში საერთაშორისო წყაროებით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის შესახებ არსებული კითხვარის შესაბამისად ინფორმაციის მიწოდება;
რ)
სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის მიწის რესურსებისა და წიაღის მდგრადი მართვის და მიზნობრივი გამოყენების სფეროში მიმდინარე პროექტების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ შეტყობინება;
ს)
კომპეტენციის ფარგლებში, გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის მიწის რესურსებისა და წიაღის მდგრადი მართვის და მიზნობრივი გამოყენების სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების და საერთაშორისო ორგანიზაციების/პროცესების ეგიდით საქართველოში მიმდინარე ქმედებების შესახებ ინფორმაციის, ასევე, შესაბამის სამდივნოებში წარდგენილი ეროვნული ანგარიშების ასლების პერიოდულად მიწოდება;
ტ)
კომპეტენციის ფარგლებში სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურიერთობაში სამინისტროს წარმომადგენლობის გაწევა;
უ)
წიაღის ფონდის მიწების საკუთრების უფლებით, იჯარით ან სხვა ფორმით გაცემის შეთანხმება;
ფ)
მინისტრის ბრძანებებით და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება.
თავი III
სამსახურის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები
მუხლი 5🔗
1.
სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2.
სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 6🔗
1.
სამსახურის უფროსი:
ა)
ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ)
წარმოადგენს სამსახურს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ)
ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;
დ)
აკონტროლებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
ე)
ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირებას;
ვ)
წელიწადში ერთხელ მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ზ)
ორგანიზებას უწევს დებულებით სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
თ)
სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, სამსახურის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი)
შუამდგომლობს სამსახურისათვის იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
კ)
სამსახურის სახელით ამზადებს დასკვნებს;
ლ)
შუამდგომლობს სამსახურის საჯარო მოსამსახურეების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
მ)
ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
2.
სამსახურის უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში სამსახურის უფროსის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთ საჯარო მოსამსახურეს.
თავი IV
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 7🔗
1.
სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2.
სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ძირითადი უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით, სამინისტროს შინაგანაწესითა და საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 8🔗
სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.