საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიული მომსახურების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება მოქმედი სახელმწიფო მმართველობა
მიღების თარიღი 04.06.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 010240040.45.050.016003
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/06/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.06.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| გენერალური დირექტორი პრომეთე შევარდნაძე | გენერალური დირექტორი |
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიული მომსახურების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის
ბრძანება №3
2013 წლის 4 ივნისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიული მომსახურების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №1-1/1570 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დებულების“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ და ,,ვ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიული მომსახურების ცენტრის დებულება.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გენერალური დირექტორიპრომეთე შევარდნაძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიული მომსახურების ცენტრის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ლაბორატორიული მომსახურების ცენტრი (შემდგომში - ცენტრი) წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) სტრუქტურულ ერთეულს.
2. ცენტრი საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №1-1/1570 ბრძანებისა და წინამდებარე დებულებისშესაბამისად.
მუხლი 2🔗.
ცენტრის მიზნები და ამოცანები
1. ცენტრის მიზნებია:
ა) რეგიონალური მომსახურების ცენტრების საქმიანობაზე ზედამხედველობა;
ბ) მეწარმეებსა და სხვა დაინტერესებულ პირებთან ეფექტური და გამჭვირვალე საქმიანი ურთიერთობის დამყარება;
გ) რეგიონებში დაინტერესებული პირებისათვის მეტროლოგიური მომსახურების გაწევა;
დ) სააგენტოსა და რეგიონულ მომსახურების ცენტრებს შორის კომპეტენციის გამიჯვნისა და უფლებამოსილებების გადანაწილების უზრუნველყოფა.
2. ცენტრის ამოცანებია:
ა) უფლებამოსილების ფარგლებში სხვადასხვა ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, აგრეთვე საერთაშორისო/რეგიონალურორგანიზაციებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება, ინფორმაციის გაცვლა, სამეცნიერო და პრაქტიკული კონფერენციების, სემინარების ორგანიზება და მათში მონაწილეობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში ხელშეკრულების პროექტების მომზადება სახელმწიფო ორგანიზაციებთან, ცალკეულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან მეტროლოგიური მომსახურების და გაზომვის საშუალებების შეკეთების სამუშაოების შესასრულებლად, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) დადგენილი წესით, მეტროლოგიური საშუალებების, ნაკეთობების, მასალების და ნივთიერებების, ლაბორატორიული კვლევების და კომპლექსური გამოცდების ჩატარება;
დ) მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
მუხლი 3🔗.
ცენტრის ხელმძღვანელობა და მართვა
1. ცენტრს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს გენერალური დირექტორი.
2.ცენტრის უფროსი:
ა) წარმართავს და კოორდინაციას უწევს ცენტრის საქმიანობას;
ბ) ზედამხედველობს ცენტრის სტრუქტურული ერთეულების მუშაობას;
გ) ანაწილებს ფუნქციებს ცენტრის თანამშრომლებს შორის;
დ) შეიმუშავებს წინადადებებს ცენტრის სტრუქტურის თაობაზე და დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს გენერალურ დირექტორს;
ე) წარუდგენს სააგენტოს გენერალურ დირექტორს ცენტრის თანამშრომლების კანდიდატურებს;
ვ) ახორციელებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. ცენტრის უფროსი ანგარიშვალდებულია სააგენტოს გენერალური დირექტორის წინაშე.
4. ცენტრის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს ერთ-ერთი რეგიონალური მომსახურების ცენტრის უფროსი, ცენტრის უფროსის წარდგინებით.
მუხლი 4🔗.
ცენტრის სტრუქტურა
1. ცენტრი შედგება რეგიონალური მომსახურების ცენტრებისაგან, რომლებიც წარმოადგენენ მის სტრუქტურული ერთეულებს.
2. ცენტრის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ბათუმის მომსახურების ცენტრი;
ბ) გორის მომსახურების ცენტრი;
გ) ქუთაისის მომსახურების ცენტრი;
დ) ზუგდიდის მომსახურების ცენტრი;
ე) ფოთის მომსახურების ცენტრი;
ვ) თელავის მომსახურების ცენტრი;
ზ) რუსთავის მომსახურების ცენტრი.
3. რეგიონალური მომსახურების ცენტრებს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ცენტრის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს გენერალური დირექტორი.
4. რეგიონალური მომსახურების ცენტრების უფროსები ანგარიშვალდებულნი არიან ცენტრის უფროსისა და სააგენტოს გენერალური დირექტორის წინაშე.
მუხლი 5🔗.
ცენტრის საქმიანობის კონტროლი და ზედამხედველობა
ცენტრის საქმიანობის კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტოს გენერალური დირექტორი.
მუხლი 6🔗.
დებულებაში ცვლილების შეტანის წესი
დეპარტამენტის დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე.