„საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№468
სარეგისტრაციო კოდი
010.190.040.05.001.003.310
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 30, 07/11/2008

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

              მუხლი 1. „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 201) მე-18 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული პარლამენტის წევრი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს. ამ მოქმედებათა ჩატარების შესახებ წინადადება პარლამენტში შეაქვს საქართველოს იუსტიციის მინისტრს. წინადადების განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წესი დადგენილია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით.

2. პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა შეუძლია მხოლოდ საქართველოს იუსტიციის მინისტრს, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს პარლამენტს.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პარლამენტის ყოფილი წევრის (რომელიც სრული საპარლამენტო ვადის არანაკლებ ექვსი თვისა იყო პარლამენტის წევრი და რომლის უფლებამოსილების ვადა არ შეწყვეტილა ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საფუძვლებით) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა შეუძლია მხოლოდ საქართველოს იუსტიციის მინისტრს. პარლამენტის ყოფილი წევრი ამ უფლებით სარგებლობს ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ვადით.“.

           მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                  

. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 1 ნოემბერი.

№468–რს