სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2010 წლის 1 იანვრამდე გაცემულ სესხებზე წარმოშობილი ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის და ადმინისტრირების მიზნით საქართველოს ფინანსთა მინისტრისათვის მიმართვის და მის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 15.05.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №138
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.016538
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/05/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.05.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური | ფინანსთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
კანონი (1)
- საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი 18.12.2009
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
- საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი საქართველოს კანონი „ამ ნაწილით გათვალისწინებულ საკითხზე საქართველოს ფინანსთა მინისტრისათვის მიმართვისა და მის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით"
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2010 წლის 1 იანვრამდე გაცემულ სესხებზე წარმოშობილი ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის და ადმინისტრირების მიზნით საქართველოს ფინანსთა მინისტრისათვის მიმართვის და მის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება
№138
2013 წლის 15 მაისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2010 წლის 1 იანვრამდე გაცემულ სესხებზე წარმოშობილი ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის და ადმინისტრირების მიზნით საქართველოს ფინანსთა მინისტრისათვის მიმართვის და მის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 1131 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2010 წლის 1 იანვრამდე გაცემულ სესხებზე წარმოშობილი ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის ადმინისტრირების მიზნით საქართველოს ფინანსთა მინისტრისათვის მიმართვისა და მის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი“ თანდართული რედაქციით.
მუხლი 2🔗
იმ სესხებზე, რომლებზედაც ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანება წარმოიქმნა ამ ბრძანების ამოქმედებამდე და უკვე გასულია ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადა, მიმართვა წარდგენილ უნდა იქნეს ამ ბრძანების ამოქმედებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში.
მუხლი 3🔗
საქართველოს ფინანსთა მინისტრისათვის ამ ბრძანების ამოქმედებამდე მიმართვის შემთხვევაში, მიმართვა განიხილება ამ ბრძანებით დადგენილი წესით, რომლის განხილვის ვადა აითვლება ამ ბრძანების გამოქვეყნების დღიდან.
მუხლი 4🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური
სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2010 წლის 1 იანვრამდე გაცემულ სესხებზე წარმოშობილი ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის ადმინისტრირების მიზნით საქართველოს ფინანსთა მინისტრისათვის მიმართვისა და მის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2010 წლის 1 იანვრამდე გაცემულ სესხებზე წარმოშობილი ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის ადმინისტრირების მიზნით საქართველოს ფინანსთა მინისტრისათვის მიმართვისა და მის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი (შემდგომში - წესი) შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 1131 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე და განსაზღვრავს ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის ადმინისტრირების მიზნით საქართველოს ფინანსთა მინისტრისათვის (შემდგომში - მინისტრი) მიმართვისა და შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის, მათი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურისათვის (შემდგომში - შემოსავლების სამსახური) საქმის გადაცემის წესს.
2.
წესი ეხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2010 წლის 1 იანვრამდე გაცემულ იმ სესხებს, რომლებზეც დადებული შესაბამისი ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალებას არც ერთი ფორმით.
მუხლი 2🔗.
სესხები, რომლებიც ექვემდებარება მინისტრისათვის განსახილველად წარდგენას
1.
წარდგენას ექვემდებარება ის სესხები, რომლებზეც წარმოიშვა ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანება და დავალიანების წარმოშობის თარიღიდან გასულია 60 (სამოცი) დღე და ის სესხები, რომლებზეც დადებული ხელშეკრულების ამ ბრძანების ამოქმედების დროისათვის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს სასესხო დავალიანების არსებობის განსაზღვრულ პერიოდს - ამ პერიოდის გასვლისას.
2.
წარდგენას არ ექვემდებარება სესხები, რომლებზეც წარმოქმნილი:
ა)
ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის შესახებ საქმის განხილვა მიმდინარეობს სასამართლოში;
ბ)
ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის შესახებ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება.
3.
ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის ადმინისტრირების მიზნით შემოსავლების სამსახურზე საქმის გადაცემის საკითხის განხილვა ჩერდება, თუ სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის, პატიების, მესამე პირისათვის გადაკისრების ან დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის მიზნით შესაბამისი დოკუმენტები წარდგენილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილ ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიისათვის და გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.
მუხლი 3🔗.
სესხის განსახილველად წარდგენა
1.
ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის ადმინისტრირების საკითხი განსახილველად წარედგინება მინისტრს.
2.
მიმართვა წარდგენილი უნდა იქნეს ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების წარმოქმნიდან 60 (სამოცი) დღის გასვლის შემდეგ 10 (ათი) დღის განმავლობაში, ხოლო იმ სესხებზე, რომლებზეც დადებული ხელშეკრულების ამ ბრძანების ამოქმედების დროისათვის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს სასესხო დავალიანების არსებობის განსაზღვრულ პერიოდს ამ პერიოდის გასვლიდან 10 (ათი) დღის განმავლობაში. მიმართვის წარდგენის თარიღად ითვლება საქართველოს ფინანსთა სამინისტროში მიმართვის რეგისტრაციის თარიღი.
3.
მიმართვის წარდგენის ვალდებულება ეკისრება სესხის გამცემს. იმ შემთხვევაში, თუ სესხს მართავს არა სესხის გამცემი, არამედ სხვა სამინისტრო (უწყება, საწარმო, ორგანიზაცია და სხვა), მაშინ მიმართვის წარდგენის ვალდებულება ეკისრება მას, ვისაც სესხი გადაცემული აქვს სამართვად.
4.
მიმართვაში მოცემული უნდა იყოს წარდგენილი სესხი (სესხები), აგრეთვე იმ პირების სია, რომელთა განხილვაში მონაწილების მიღება მიზანშეწონილად მიაჩნია მიმართვის წარმდგენს.
5.
მიმართვას თან უნდა დაერთოს სესხის გაცემასთან, დაბრუნებასთან და სასესხო დავალიანების წარმოქმნასთან დაკავშირებული ინფორმაცია და შემდეგი დოკუმენტები:
ა)
სესხის გაცემის საფუძველი;
ბ)
სესხის ხელშეკრულება;
გ)
სესხის და მასზე დარიცხული პროცენტის დაფარვის გრაფიკი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ)
სასესხო ვალდებულების შესრულების მიზნით სესხის მიმღების მიერ გადახდილი თანხების, სასესხო დავალიანებისა და ვადადაუმდგარი სასესხო ვალდებულებების ამსახველი ცხრილი. ცხრილს თან უნდა ერთოდეს სასესხო ვალდებულების შესრულების მიზნით თანხების გადახდის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამადასტურებელი დოკუმენტები და სასესხო დავალიანების დეტალური გაანგარიშება.
6.
მიმართვას შეიძლება დაერთოს სხვა დოკუმენტებიც, თუ მიმართვის წარმდგენი მიიჩნევს, რომ მათი არსებობა აუცილებელია საკითხის სრულყოფილი განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.
მუხლი 4🔗.
საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება
1.
მიმართვისა და შესაბამისი დოკუმენტების საქართველოს ფინანსთა სამინისტროში სრულად წარდგენიდან (რეგისტრაციიდან) არაუგვიანეს 2 თვისა, მინისტრი იხილავს და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის ადმინისტრირების მიზნით შემოსავლების სამსახურზე საქმის გადაცემის ან გადაცემაზე უარის თქმის თაობაზე. სახელმწიფო ინტერესებად ჩაითვლება საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე, საწარმოებზე (რომელთა აქციების ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო) და სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე იურიდიულ/ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები, აგრეთვე სხვა გარემოებები, რომლებსაც მინისტრი მიიჩნევს მიზანშეწონილად.
2.
განხილვაში მონაწილეობის მისაღებად, მინისტრის გადაწყვეტილებით შეიძლება მოწვეული იქნენ სესხის გამცემი, სესხის მიმღები, აგრეთვე სხვა პირები თუ მათ კავშირი აქვთ სესხის გამოყენებასთან (ათვისებასთან) და დაბრუნებასთან. მინისტრი უფლებამოსილია აგრეთვე მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია შესაბამისი პირებისგან.
3.
ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის ადმინისტრირების მიზნით შემოსავლების სამსახურზე საქმის გადაცემაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მინისტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინიტრაციულ-სამართლებრივ აქტს (შემდგომში-აქტი), ხოლო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე წერილობით ეცნობება მიმართვის წარმდგენს.
4.
ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის ადმინისტრირების მიზნით შემოსავლების სამსახურზე საქმის გადაცემაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მიმართვის წარმდგენს უფლება აქვს იმავე საკითხზე განმეორებით მიმართოს მინისტრს, უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის გასვლის შემდეგ ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული 10-დღიანი ვადის გათვალისწინებით.
მუხლი 5🔗.
შემოსავლების სამსახურისთვის საქმის გადაცემა
1.
შემოსავლების სამსახურისათვის საქმის გადაცემის საფუძველია აქტი.
2.
გადასაცემ დოკუმენტებს ამზადებს და გადასცემს მიმართვის წარმდგენი, თუ აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3.
სესხები, რომლებზედაც წარმოქმნილი სასესხო დავალიანება სრულად დაიფარება დოკუმენტაციის წარდგენიდან აქტის მიღებამდე, შემოსავლების სამსახურს აღარ გადაეცემა. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია და სასესხო დავალიანების დაფარვის დამადასტურებელი დოკუმენტები, დაფარვიდან 3 (სამი) დღის განმავლობაში წარედგინება მინისტრს.