📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

წალკი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.05.2013
ძალის დაკარგვა 13.10.2014
გამომცემი ორგანო წალკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.155.016105
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/05/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,414 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.05.2013 მიღება
13.10.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაჩიტიძე წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

წალკი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 2013 წლის 10 მაისი ქ. წალკა წალკის  მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ    „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის  შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო                                               ა დ გ ე ნ ს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამა, თანდართული დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს  წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 20 იანვრის „წალკის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ №5 დადგენილება (ვებგვერდი, 26/01/2012, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.155.016071). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაჩიტიძე დანართი  წალკის  მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამა დებულება   ეს წესი განსაზღვრავს წალკის მუნიციპალიტეტში (შემდგომში - მუნიციპალიტეტი) რეგისტრირებული მოსახლეობისათვის აგრეთვე, წალკის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს. თავი I სოციალური დახმარების სახეები მუხლი 1🔗. სოციალური დახმარების სახეებია: 1. ფულადი სოციალური დახმარება; 2. არაფულადი სოციალური დახმარება. მუხლი 2🔗. ფულადი სოციალური დახმარების სახეები 1. ფულადი სოციალური დახმარების სახეები, რომლებიც წალკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაცემას ექვემდებარება, შემდეგია: ა) დედ-მამით ობოლი ბავშვებისადმი დახმარება; ბ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების, საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებისადმი დახმარება; გ) 2008 წელს საომარი მოქმედებების შედეგად იძულებით გადაადგილებული ოჯახების სოციალური დახმარება; დ) ხანდაზმულ (100 და მეტი წლის ასაკის) პირთა ფულადი დახმარება; ე) ეკონომიურად გაჭირვებულ ოჯახებზე  დახმარება; ვ) სტიქიური მოვლენების შედეგად ან/და უსახლკაროდ და მძიმე საცხოვრებელ პირობებში დარჩენილი ოჯახებისადმი  დახმარება; ზ) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება; თ) მარჩენალდაკარგული ოჯახების დახმარება; ი) მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება; კ) სადღესასწაულო ფულადი საჩუქრის გაცემა;       ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი სოციალური დახმარების სახეები ერთჯერადი ხასიათისაა და მათი გაცემა ერთჯერადად ხდება. მუხლი 3🔗. არაფულადი სოციალური დახმარების სახეები 1.  წალკის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია შემდეგი სახის არაფულადი სოციალური დახმარებები: ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ გაჭირვებულ პირებზე სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, რომლებიც არ ფინანსდებიან სახელმწიფო პროგრამით ან/და სამედიცინო პოლისით; ბ) სოციალურად დაუცველთა ოჯახის წევრების გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, რომელიც სრულად არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით და სამედიცინო პოლისით, აგრეთვე, მშობიარეთა თანადაფინანსება (საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში უფასო მომსახურების ძალაში შესვლამდე). თავი II ერთჯერადი ფულადი დახმარების ბენეფიციართა კატეგორიები და მათ მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია მუხლი 4🔗. დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება დედ-მამით ობოლ 18 წლამდე ასაკის ბავშვებს  დახმარება გაეწევა ერთჯერადად - 100 ლარის ოდენობით. დედ-მამით ობოლი ბავშვის მეურვემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) ცნობა მეურვედ დანიშვნის შესახებ; გ) მეურვის პირადობის მოწმობის ასლი; დ) ბავშვის დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი; ე) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან ბავშვის და მისი მეურვის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ; ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი. მუხლი 5🔗. მეორე მსოფლიო ომის  ვეტერანებისა  და საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული   მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებისადმი დახმარება მეორე მსოფლიო ომის  ვეტერანების, საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებისადმი სოციალური დახმარება გაიცემა ერთჯერადად - 100 ლარის ოდენობით. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარსადგენი  დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დ) საბანკო ანგარიშის ნომერი; ე) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან. მუხლი 6🔗. 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად იძულებით გადაადგილებული ოჯახების  დახმარება 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად იძულებით გადაადგილებული ოჯახებისათვის სოციალური  დახმარება გაიცემა ერთჯერადად - 100 ლარის ოდენობით. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან ოჯახის შემადგენლობის მითითებით; დ) დევნილობის დამადასტურებელი საბუთი; ე) საბანკო ანგარიშის ნომერი. მუხლი 7🔗. ხანდაზმული (100 და მეტი წლის ასაკის) პირთა  დახმარება ხანდაზმულ (100 წლის და მეტი) მოქალაქეებზე  სოციალური დახმარება გაიცემა ერთჯერადად - 100 ლარის ოდენობით. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარსადგენი  დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან; დ)  საბანკო ანგარიშის ნომერი. მუხლი 8🔗. ეკონომიურად გაჭირვებული ოჯახების დახმარება ეკონომიურად გაჭირვებულ ოჯახს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, 100 ლარის ოდენობით. ეკონომიურად გაჭირვებულმა ოჯახმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) წალკის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის რწმუნებულის შუამდგომლობა ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ; დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.   3. დახმარება პირველ რიგში გაეწევათ პირებს, რომლებიც არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მარტოხელა პირები, მარტოხელა პენსიონერები, შრომისუნარმოკლებული და უკიდურესად შეჭირვებული ოჯახები. მუხლი 9🔗. სტიქიური მოვლენების ან/და ხანძრის შედეგად უსახლკაროდ და მძიმე საცხოვრებელ პირობებში დარჩენილი ოჯახებისადმი ერთჯერადი დახმარება; სტიქიური მოვლენების ან/და ხანძრის შედეგად უსახლკაროდ და მძიმე საცხოვრებელ პირობებში დარჩენილი ოჯახებისადმი ერთჯერადი დახმარება განისაზღვროს არაუმეტეს 1000 ლარისა. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) საბანკო ანგარიშის ნომერი; დ) გამგეობის შესაბამისი სამსახურის ან კომისიის დასკვნა საცხოვრებელი პირობების მდგომარეობის შესახებ; ე) ცნობა სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან  ( ხანძრის შემთხვევაში); ვ) წალკის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის რწმუნებულის შუამდგომლობა ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ. მუხლი 10🔗. მრავალშვილიანი ოჯახების   დახმარება  მრავალშვილიან დედებს, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი შვილები 18  წლამდე ასაკის, დახმარება გაიცემა ერთჯერადად - 100 ლარის ოდენობით.  წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა)  წერილობითი განცხადება; ბ)  მშობლის  პირადობის მოწმობის ასლი; გ)  ცნობა ტერიტორიული ორგანოდან, ოჯახის შემადგენლობის მითითებით; დ) ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები; ე) საბანკო ანგარიშის ნომერი. მუხლი 11🔗. მარჩენალდაკარგული ოჯახების სოციალური დახმარება მარჩენალდაკარგულ ოჯახებზე სოციალური დახმარება გაიცემა ერთჯერადად - 100 ლარის ოდენობით.  წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში  წარსადგენი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ)  ცნობა ტერიტორიული ორგანოდან, ოჯახის შემადგენლობის მითითებით; დ) ცნობა სოციალური სუბსიდიების სააგენტოდან; ე) საბანკო ანგარიშის ნომერი. მუხლი 12🔗. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება  სარიტუალო მომსახურებაზე დახმარება გაიცემა: ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე მეომრისა ან/და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის ოჯახის სრულწლოვან წევრზე გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 300 (სამასი) ლარის ოდენობით; ბ) წალკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველი პირების  დაკრძალვის ხარჯებისათვის  ოჯახის სრულწლოვან წევრზე გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 300 (სამასი) ლარის ოდენობით; გ) წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის  ოჯახის სრულწლოვან წევრზე გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 300 (სამასი) ლარის ოდენობით; დ) წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარტოხელა პენსიონერებისა და უპატრონო მიცვალებულების  დაკრძალვის ხარჯი გაიცემა ერთჯერადად სოციალური დახმარება 300 (სამასი) ლარის ოდენობით. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან; დ) გარდაცვლილის გარდაცვალების მოწმობის ასლი; ე) საბანკო ანგარიშის ნომერი.      თუ გარდაცვლილს არ ჰყავს ახლო ნათესავი, ამ შემთხვევაში საჭიროა    ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის  მოხსენებითი ბარათი გარდაცვლილი  პირის დაკრძალვის ხარჯების შესახებ. მუხლი 13🔗. სადღესასწაულო ფულადი საჩუქრის გაცემა   გარდა ერთჯერადი სოციალური დახმარებისა, დამატებით ფულადი საჩუქარი გაიცემა დღესასწაულებთან დაკავშირებით შემდეგ კატეგორიებზე: ა) 9 მაისს - მეორე მსოფლიო ომის  ვეტერანებზე -  100 ლარის ოდენობით; ბ) 26 მაისს -  საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით - 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირებზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ვეტერანებზე და  დაღუპულთა ოჯახის წევრებზე -  100 ლარის ოდენობით; გ) საახალწლოდ - მეორე მსოფლიო ომის  ვეტერანებზე, 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირებზე, ხანდაზმულ პენსიონერებზე, მარტოხელა პენსიონერებზე, პირველი ჯგუფის ინვალიდებზე, მრავალშვილიან დედებზე (4 და მეტი შვილები 18 წლამდე ასაკის) – 100 ლარის ოდენობით. მუხლი 14🔗. დახმარების გაცემის წესი     ამ თავის მე-12 მუხლში მითითებული სოციალური დახმარებები გაიცემა ერთჯერადად. მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტის (ბრძანების) შესაბამისად, დანარჩენ შემთხვევაში კი სოციალური დახმარებების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის საფუძველზე და მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტის (ბრძანების) შესაბამისად. თავი III არაფულადი სოციალური დახმარების ბენეფიციართა კატეგორიები და მათ მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია მუხლი 15🔗. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, რომლებიც არ ფინანსდებიან სახელმწიფო პროგრამით და სამედიცინო პოლისით 1. წალკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების, აგრეთვე აფხაზეთიდან და  2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად იძულებით    გადაადგილებულ ოჯახების სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, რომლებიც არ ფინანსდებიან სახელმწიფო პროგრამით და სამედიცინო პოლისით განისაზღვროს: ა) 500 ლარამდე - 100 %-ით; ბ) 2000 ლარამდე - 50 %-ით; გ) 2000 -ზე ზევით - 1300 ლარით; 1.1. მშობიარეთა თანადაფინანსება 250 ლარის ოდენობით. 1.2. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრთა გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, რომელიც სრულად არ არის გათვალისწინებული სადაზღვევო პაკეტით, პაკეტ ზემოთ სრული ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა;     2. დახმარების მისაღებად სოციალური დახმარების გამცემ კომისიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ფორმა №100 და ანგარიშ-ფაქტურა (კალკულაცია); დ) წალკის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის რწმუნებულის შუამდგომლობა ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ; გ) ცნობა სარეიტინგო ქულების შესახებ.    3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე. მუხლი 16🔗. დახმარების გაცემის წესი  ამ თავის მე-15 მუხლში მითითებული სოციალური დახმარებები გაიცემა სოციალური დახმარების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის საფუძველზე მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) შესაბამისად. თავი IV გარდამავალი დებულება მუხლი 17🔗. სოციალური დახმარების გაცემის განსაკუთრებული პირობები: 1. გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია წინამდებარე პროგრამით გათვალისწინებულ ბენეფიციართათვის გადაუდებელი სამედიცინო და სამედიცინო სტაციონალური მომსახურების თანადაფინანსება და როდესაც დაყოვნება შეიძლება სიცოცხლისათვის სავალალო შედეგები გამოიწვიოს დახმარება შეიძლება გაიცეს კომისიის დასკვნის გარეშეც წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით). 2. ხანძრის ან/და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთა დახმარება, რომელიც აღემატება 1000 (ერთიათასი) ლარს  ან/და სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანი სამედიცინო მომსახურების დაფინანსება რომელიც აღემატება 1300 (ერთი ათას სამას) ლარს 3000 (სამი ათასი) ლარის ჩათვლით (მუნიციპალიტეტში სოციალური დახმარების ზედა ზღვრული ოდენობა) შეიძლება გაიცეს სოციალური დახმარებების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის საფუძველზე, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტის შესაბამისად.