საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 10.05.2013
ძალის დაკარგვა 05.12.2013
გამომცემი ორგანო საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 240120100.35.165.016092
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/05/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე ილია ჭიაურელი | საკრებულოს თავმჯდომარე |
დოკუმენტის ტექსტი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №19
2013 წლის 10 მაისი
ქ. საგარეჯო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ო’’ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ „ქვეპუნქტის’’ და „რეკლამის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 პუნქტის, V და VI თავების შესაბამისად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესი (დანართი №1).
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების გაცემის პირობები (დანართი №2).
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმა (დანართი №3).
მუხლი 5🔗
დამტკიცდეს ნებართვის გამცემის მიერ სანებართვო მოწმობის შევსებისა და მისი გადაცემის წესი (დანართი №4)
მუხლი 6🔗
დამტკიცდეს გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №5).
მუხლი 7🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეილია ჭიაურელი
დანართი №1
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება შემუშავებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესს.
2. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა აუქციონის ფორმით და მისი მიზანია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა მიანიჭოს იმ ნებართვის მაძიებელს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში ნებართვის გამცემს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
3. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსება არ საჭიროებს გარე რეკლამის განთავსების ნებართვას.
4. ამ წესის შესაბამისად მიღებული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფუძველზე, სარეკლამო საშუალების განთავსების საკითხები რეგულირდება მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად. გარე რეკლამად ითვლება ეკონომიკური აგენტის (მეწარმე სუბიექტი) მიერ გამოყენებული ნებისმიერი ფორმის წარწერა, რომელიც აღნიშნავს, რომ შენობაში არის ესა თუ ის ობიექტი, სავაჭრო ფორმა, რესტორანი და ა. შ. და ეს წარწერა მოცილებულია ობიექტიდან არანაკლები 1,5 მეტრით.
5. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გამცემი უფლებამოსილია განსაზღვროს რეკლამის საშუალებების განთავსების ადგილები.
6. ნებართვის მაძიებლად მიიჩნევა და აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ან ამ პირთა გაერთიანებას.
7. აუქციონზე ლოტის საწყისი ფასი განისაზღვრება ნებართვის გამცემის მიერ საბაზრო ფასებიდან გამომდინარე.
8. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია განუსაზღვროს ნებართვის მფლობელს გარე რეკლამის საშუალებიდან შემოსავლის მიუღებლობის შემთხვევაში ნებართვის გაცემისათვის გადასახდელი საფასურის ოდენობა.
9. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფასურს ნებართვის მფლობელი იხდის სანებართვო პირობებით გათვალისწინებულ ვადაში და დადგენილი წესით.
მუხლი 2🔗.
აუქციონის გამართვის უფლებამოსილი ორგანო.
1. აუქციონი ცხადდება და სანებართვო პირობები დგინდება ნებართვის გამცემის ინიციატივით.
2. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადას განსაზღვრავს ნებართვის გამცემი, მაგრამ არა უმეტეს 2 წლისა.
3. ნებართვის გამცემს შეუძლია აუქციონის ორგანიზატორის ფუნქციები შეასრულოს საშუალოდ ან იმოქმედოს წარმომადგენლის ან შუამავლის მეშვეობით, რომელსაც ნებართვის გამცემის მიერ მინიჭებული ექნა სათანადო უფლებამოსილება.
4. აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია აუქციონში მონაწილეთა შესახებ (მათ შორის, აუქციონში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ) კონფიდენციალურია.
თავი II
აუქციონის ორგანიზება, მისი პირობები და ჩატარების წესი
მუხლი 3🔗.
აუქციონის ორგანიზება
1. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს ნებართვის გამცემი.
2. იმ შემთხვევაში, როცა ნებართვის გამცემი აუქციონის ორგანიზატორის ფუნქციებს გადასცემს წარმომადგენელს ან შუამავალს, მათ შორის იდგება ხელშეკრულება, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს:
ა) ლოტის (ლოტების)საწყისი ფასი;
ბ) აუქციონის ჩატარების ვადა;
გ) წარმომადგენელის ან შუამავალისათვის ავანსის ან/და საკომისიო ანაზღაურების ოდენობა და მისი გაცემის წესი;
დ) ურთიერთვალდებულებანი და მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების დარღვევისათვის;
ე) სხვა ინფორმაცია ნებართვის გამცემის შეხედულებისამებრ.
3. ნებართვის გამცემი უზრუნველყოფს ადგილობრივ ბეჭდვით ორგანოში, აგრეთვე შეხედულებისამებრ სხვა საინფორმაციო საშუალებებში აუქციონის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას.
4. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია გადაავადოს აუქციონის ჩატარება, რის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად;
5. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) ნებართვის გამცემის დასახელებას;
ბ)პირობების და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;
გ) აუქციონზე გამოტანილი ლოტის დასახელებას (აღწერას) და საწყის ფასს, რომელზედაც გაიცემა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა;
დ) ნებართვის მფლობელისათვის ნებართვის გადაცემის ვადას;
ე) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრებისა და აუქციონის ჩატარების თარიღს;
ვ) ბეს, ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს ნებართვის გამცემი;
ზ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს;
თ) ყველა სხვა ინფორმაციას,რომელსაც ნებართვის გამცემი ჩათვლის მიზანშეწონილად.
6. ნებართვის მაძიებელს უფლება აქვს მიიღოს აუქციონზე გამოტანილი ლოტის შესახებ ნებართვის გამცემის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი ინფორმაცია.
7. ნებართვის გამცემი აუქციონიოს ორგანიზების მიზნით ქმნის სააუქციონო კომისიას, რომელშიც შედიან კომისიის თავჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი,კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის წევრები. აღნიშნული კომისია ადგენს აუქციონში გამარჯვებულის დამადასტურებელ ოქმს.
მუხლი 4🔗.
აუქციონში მონაწილეობების პირობები
1. აუქციონში მონაწილეობაზე განცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღესა და საათს. დადგენილი ვადის გასავლის შემდეგ შემოსული განაცხადები არ მიიღება.
2. აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან მეთხუთმეტე კალენდარულ დღეს. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ საათამდე. იმ შემთხვევაში ,როდესაც ოცდამეათე კალენდარული დღე ემთხვევა დასვენების დღეს, მაშინ განაცხადების მიღება გრძელდება და შეწყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე.
3. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში – მონაწილე) აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:
ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე, აუქციონზე გამოტანილი ლოტის დასახელებას და მონაწილის თანხმობას ნებართვის გამცემის მიერ დადგენილი პირობების შესრულებაზე;
ბ) ბეს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთის და ბეს საფასურის გადახდა უნდა მოხდეს ნებართვის გამცემის მიერ მითითებულ ანგარიშზე);
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
დ) ნოტარიულად დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა ფიზიკური პირის სახელით;
ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში), ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან (არასამეწარმეო იურიდიული პირის და უცხო ქვეყნის არასაწერმეო იურიდიული პირის ფილიალისათვის).
4. თუ ყველა წარმომადგენელი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნას, რეგისტრატორი მონაწილე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს ,,აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში’’, იტოვებს წარმომადგენელ დოკუმენტაციას და მონაწილეს გადასცემს აუქციონში მონაწილის ბილეთს. მონაწილის ბილეთით მონაწილე ღებულობს აუქციონში მონაწილის სტატუსს.
5. მონაწილეს უფლება აქვს ბეს დაუკავებლად უარი აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადოს მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში.
6. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადოს მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში.
ა) განაცხადის წარმომადგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს ნებართვის მაძიებლად;
ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტის მოთხოვნები.
მუხლი 5🔗.
აუქციონის ჩატარების წესი
1. აუქციონში მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში სადაც ტარდება, აუქციონი, აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.
2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას შემოსული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას.
3. აუქციონს ატარებს აუქციონატორი.
4. ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს ლოტის დასახელებას, მის საწყის ფასს და ბიჯს.
5. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილდება.
6. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას). აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს, გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ფასის სამჯერ გამოცხადებისა და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ გარე რეკლამის ნებართვა ითვლება გაცემულად აუქციონის იმ მონაწილეზე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა.
7. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება.
8. თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეებს შეტანილი ბე არ დაუბრუნდებათ.
9. სააუქციონო კომისია აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდალური დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს, უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბეს ოდენობა. მოხსენებით ბარათს ხელს აწერს სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
თავი III
ოქმის გაფორმების წესი. კონტროლი სანებართვოს პირობების შესრულებაზე და ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა
მუხლი 6🔗.
ოქმის გაფორმების წესი
1. ოქმში დაფიქსირებული უნდა იყოს აუქციონში გამარჯვებულის მონაცემები.
2. აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას.
3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა დადგენილი სანებართვო ფორმის სახით ნებართვის გამცემის მიერ ნებართვის მფლობელს გადაეცემა ოქმის ხელმოწერის მომენტისთანავე, ხოლო სანებართვო ფორმის მეორე ეგზემპლარი რჩება ნებართვის გამცემს.
მუხლი 7🔗.
კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე და ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა
1. კონტროლი სანებართვოს პირობების შესრულებაზე ნებართვის გამცემის მიერ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი 2
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის პირობები
გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის პირობები
1. აუქციონზე გამოტანილია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა ერთ ლოტად.
2. აუქციონზე გამარჯვებული (ნებართვის მფლობელი) გამოვლინდება აუქციონზე ყველაზე მაღალი ფასის დაფიქსირების შედეგად.
3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა ნებართვის მფლობელზე გაიცემა 2 წლის ვადით. აღნიშნული ვადის დინება დაიწყება ნებართვის მფლობელისათვის სანებართვო მოწმობის გადაცემის დღიდან.
4. აუქციონზე გამოტანილი ლოტის საწყისი ფასი განისაზღვროს ნებართვის მფლობელის მიერ, არსებული საბაზრო ფასებიდან გამომდინარე, მაგრამ არანაკლები არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე “საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საწყისი ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ” საგარეჯოს მინიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით არსებული ნორმატიული ფასისა.
5. ნებართვის გაცემის უფლება აქვს, ნებართვის მფლობელის მიერ საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში მიღებული შემოსავლის ოდენობით დადგენის მიზნით, მოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა.
6. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია განახორციელოს გარე რეკლამის განთავსების საფასურის გადახედვა 6 თვეში ერთხელ, საბაზრო ფასის ცვლილებების გათვალისწინებით.
7. ნებართვის მფლობელი ნებართვის საფასურს გადაიხდის სამ თვეში ერთხელ, საანგარიშგებო პერიოდის მესამე თვის მომდევნო 10(ათი) სამუშაო დღის ვადაში, ნებართვის გამცემის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე. საანგარიშო პერიოდის ათვლა იწყება ნებართვის მფლობელის მიერ პირველი სარეკლამო საშუალების/საშუალებების განთავსების დღიდან:
8. აუქციონში მონაწილეთათვის განისაზღვროს:
ა) ბეს სიდიდე თითოეულ ლოტზე საწყისი ფასის 10%–ის ოდენობით;
ბ) ბიჯის სიდიდე თითოეულ ლოტზე საწყისი ფასის 10%–ით;
გ) აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასი 20 ლარის ოდენობით.
9. განცხადების წარმოდგენის ადგილია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობა.
10. აუქციონში მონაწილეობაზე განცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით, 12 საათამდე;
11. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:
ა) განაცხადს,რომელიც შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს:
ა.ა. ინფორმაციას მონაწილეზე (მისი ვინაობა,მისამართი);
ა.ბ. აუქციონზე გამოტანილი ლოტის დასახელებას და მონაწილის თანხმობას ნებართვის გამცემის მიერ დადგენილი პირობების შესრულებაზე;
ა.გ. განაცხადის წარდგენის თარიღსა და განმცხადებლის ხელმოწერას.
ბ) ბეს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთის და ბეს გადახდა უნდა მოხდეს ნებართვის გამცემის მიერ მითითებულ ანგარიშზე);
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს(ფიზიკური პირის შემთხვევაში);
დ) ნოტარიულად დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა ფიზიკური პირის სახელით;
ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან(იურიდიული პირის შემთხვევაში) ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან(არასამეწარმეო იურიდიული პირის და უცხო ქვეყნის არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალისათვის).
12. აუქციონის დღე განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.
13. აუქციონის გამართვის ადგილი: საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული შენობა. (მისამართი ქ. საგარეჯო დავით აღმაშენებლის ქ №9).
14. მონაწილე ვალდებულია აუქციონის და მისი წინამოსამზადებელი სამუშაოების მსვლელობისას დაიცვას ეთიკის ნორმები.
15. კომისიაში გაყალბებული დოკუმენტის წარმოდგენა ან მონაწილის მხრიდან ჩადენილი არაკეთილსინდისიერი ქმედება გახდება მონაწილის აუქციონიდან მოხსნის საფუძველი.
16. წამოდგენილ დოკუმენტებში დაშვებული ტექნიკური ხასიათის შენიშვნებზე იმსჯელებს კომისია და გადაწყვეტს, შეიძლება ,თუ არა ის გახდეს მონაწილის აუქციონიდან მოხსნის საფუძველი.
17. ამ პირობების მე-14 და მე-15 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მონაწილის აუქციონიდან მოხსნის გადაწყვეტილებას კომისია იღებს წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით, რაც ფორმდება შესაბამისი ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს სააუქციონო კომისიია თავმჯდომარე და მდივანი.
18. აუქციონის შედეგად მიღებული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფუძველზე სარეკლამო საშუალების განთავსების საკითხი რეგულირდება მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად.
19. ნებართვის მაძიებელს უფლება აქვს მიიღოს აუქციონზე გამოტანილი ლოტოს შესახებ ნებართვის გამცემის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი ინფორმაცია.
20. ნებართვის მფლობელს ეკისრება ვალდბულება განახორციელოს გარე რეკლამის საშუალებების მოვლა–პატრონობა და სწორი ექსპლუატაცია.
დანართი №3
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეგარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობა
ნ ე ბ ა რ თ ვ ა №
ეძლევა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ნებართვის მიმღები და მისი მისამართი
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
საფუძველი --------------------------
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ნებართვის მოქმედების ვადა
––––––––––––––––––––––––––დან
––––––––––––––––––––––––– მდე
ნებართვა შედგენილია ორ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მიმღებს, ხოლო მეორე ეგზემპლარი ინახება ნებართვის გამცემთან..
შენიშვნა: სანებართვო პირობები წარმოადგენს ნებართვის განუყოფელ ნაწილს.
ნებართვის მიმღები
საკრებულოს თავმჯდომარე
ბეჭდის ადგილი
ნებართვა გაცემულია 2013 წლის –––––––––––––––––––––––––
სანებართვო პირობები
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დანართი №4
ნებართვის გამცემის მიერ სანებართვო მოწმობის შევსებისა და მის გადაცემის წესი
მუხლი 1🔗
ეს წესი განსაზღვრავს სანებართვო მოწმობის შევსებისა და მისი ნებართვის მფლობელისათვის გადაცემის სამართვლებლივ მექანიზმებს.
მუხლი 2🔗
სანებართვო მოწმობა (დანართი №3) შევსებული სახით ნებართვის გამცემის მიერ ნებართვის მფლობელს გადაეცემა ოქმის ხელმოწერისთანავე, ხოლო მისი ეგზემპლარი რჩება ნებართვის გამცემს.
მუხლი 3🔗
1. სანებართვო მოწმობის ფორმა( დანართი №3) ივსება სააუქციონო კომისიის თავმჯდომარის მიერ ლურჯი ან შავი ბურთულიანი საწერი კალმით.
2. სანებართვო მოწმობის შევსებისას მასში აღინიშნება:
ა) ნებართვის მიმღები და მისი მისამართი;
ბ) ნებართვის მიღების საფუძველი;
ნებართვის მიღების ვადა;
ნებართვის გაცემის თარიღი და წელი;
სანებართვო პირობები.
3. სანებართვო მოწმობას ხელს აწერს ნებართვის მიმღები და საკრებულოს თავმჯდომარე.
სანებართვო მოწმობა საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მოწმდება ბეჭდით.
უფლებამოსილ სამსახურს შესაბამისი მონაცემები ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36–ე მუხლის მე–3 პუნქტის თანახმად შეაქვს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო რეესტრში.
დანართიN5
სანებართვო მოწმობის წარმოების და აღრიცხვა–ანგარიშგების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს სანებართვოს მოწმობის წარმოების და აღრიცხვა–ანგარიშგების წესს.
2. სანებართვო მოწმობის წარმოება და აღრიცხვა–ანგარიშგება ხორციელდება ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე–8 მუხლის საფუძველზე.
მუხლი 2🔗.
სანებართვო მოწმობის დამზადება და დამცავი ნიშნები
1. სანებართვო მოწმობა მზადდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში –სამართალსუბიექტი) შეკვეთის საფუძველზე, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე–8 მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად.
2. სანებართვო მოწმობებით მომარაგებას სამართალსუბიექტი ახორციელებს დამოუკიდებლად.
3. სანებართვო მოწმობის ბოლო გვერდის უკანა კუთხეში დაიტანება სანებართვო მოწმობის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს, დამკვეთის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელწოდება ინიციალებით, რეგისტრაციის ნომერი და სანებართვო მოწმობის ფორმის ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ 6 ციფრი).
4. სანებართვო მოწმობის დამცავ ნიშნებად გამოყენებულ იქნეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გერბი მკრთალ ფერში, გამოსახული სანებართვო მოწმობის ბლანკის მთლიან ფონზე.
5. დამზადებულ სანებართვო მოწმობის ბლანკების პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სამართალსუბიექტის მიერ გაცემული სათანადო მინდობილობა.
მუხლი 3🔗.
სანებართვო მოწმობის შეუვსებელი ფორმების შენახვა.
1. სანებართვო მოწმობის შეუვსებელი ფორმების შენახვა ხორციელდება ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. სანებართვო მოწმობის შეუვსებელი ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში, ამასთანავე უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და დაცული დაზიანებისაგან.
3. სანებართვო მოწმობის შეუვსებელი ფორმები ინახება ამ ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა–ანგარიშგებაზე სამართალსუბიექტის მიერ განსაზღვრულ პასუხისმგებელ პირთან.
მუხლი 4🔗.
სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალი
1. სანებართვო მოწმობის ფორმების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი პირები თავის მხრივ ვალდებულნი არიან სანებართვო მოწმობის ფორმების გაცემა აღრიცხონ ზონარგაყრილი, ბეჭედდარტყმულ, დანომრილ და სათანადო უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერით დადასტურებულ სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალში.
2. სანებართვო მოწმობა, მისი შედეგიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, უნდა წარედგინოს სანებართვო მოწმობის ფორმების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელსაც დაუყოვნებლივ შეაქვს მონაცემები სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალში.
3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული სანებართვო მოწმობის წარდგენის ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, სანებართვო მოწმობის წარდგენა უნდა მოხდეს მომდევნო სამუშაო დღეს.
მუხლი 5🔗.
გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ჩამოწერა
1. სანებართვო მოწმობა გამოსაყენებლად უვარგისად ჩაითვლება:
ა) შევსების დროს დამუშავებული შეცდომების გამო;
ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო
2. გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობა ჩამოიწერება ჩამოწერის აქტის შესაბამისად.
3. გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.