აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 08.05.2013
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 470010000.32.057.016121
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/05/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,228 სიტყვა · ~16 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №4 2013 წლის 8 მაისი ქ. ბათუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის 34-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტისა და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად:  1. დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანდართული დებულება. 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობა განისაზღვროს 61 (სამოცდაერთი) საშტატო ერთეულით. 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ' აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის   №39 დადგენილება  (გაზეთი ,,აჭარა', 2007 წლის 6 აპრილი, №54 (22.798), გვ. 11-13). 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე დანართი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში - სამინისტრო) არის ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ' საქართველოს კონსტიტუციური კანონის, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ორგანული კანონისა და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ' აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად შექმნილი სამთავრობო დაწესებულება. 2. სამინისტრო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციის, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, ამ დებულებისა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტების საფუძველზე. 3. სამინისტრო ანგარიშვალდებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებების წინაშე და ასრულებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ ამოცანებს. 4. სამინისტრო არის ერთმმართველობის პრინციპზე დაფუძნებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება და შედის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა სისტემაში. 5. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხაზინაში, ხარჯთაღრიცხვა და ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის გამოსახულებითა და თავისი სახელწოდების აღნიშვნით. 6. სამინისტრო ფინანსდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან. იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისათვის. 7. სამინისტროს ადგილსამყოფელია ქ. ბათუმი, აკადემიკოს მამია კომახიძის ქუჩა №119. მუხლი 2🔗. სამინისტროს ამოცანები და ფუნქციები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს წარმოადგენს: ა) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, დასაქმების, დევნილთა და განსახლების სფეროში საქართველოს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება; ბ) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამედიცინო დახმარების ერთიანი წესების, პირობებისა და ნორმატივების დანერგვისა და გამოყენების ხელშეწყობა; გ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დარგში პრიორიტეტულ ღონისძიებათა შემუშავება; დ) სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების საქმიანობაზე ზედამხედველობა და კოორდინაცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ე) სამედიცინო დაწესებულებათა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისა და განვითარების ხელშეწყობა; ვ) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა, დაავადებათა და მართვად ინფექციათა მიმართულებით პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება; ზ) გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლი, ეპიდაფეთქებების, ეპიდემიების მიზეზების დადგენა, ეპიდსაწინააღმდეგო და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; თ) იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა, მისი ლოჯისტიკური უზრუნველყოფა და განხორციელების ზედამხედველობა (მონიტორინგი, შეფასება); ი) ცხოვრების ჯანსაღი წესის და ჯანმრთელობის ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა; კ) სამედიცინო სტატისტიკის წარმოება, სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი კომპეტენციის ფარგლებში; ლ) მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სამედიცინო-პროფილაქტიკური პროგრამების შემუშავება, მართვა, განხორციელება და კონტროლი; მ) მოსახლეობის დასაქმების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, საჭირო წინადადებათა მომზადება; ნ) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დასაქმების სისტემისა და მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა; ო) პენსიონერების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და მოსახლეობის სოციალურად დაუცველი სხვა ფენებისათვის სოციალური დახმარების პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, განხორციელება და მათ შესრულებაზე ზედამხედ­ველობა, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; პ) მოსახლეობის სოციალური გარანტიების განმტკიცების მიზნით სახელმწიფო სოციალური, კერძო, ნებაყოფლობითი და, ასევე, სამედიცინო დაზღვევის სხვა ფორმების განვითარებისათვის ხელშეწყობა; ჟ) საინფორმაციო საშუალებების გამოყენებით მოსახლეობის დროული ინფორმირება და კონსულტაციების გაწევა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში არსებული კანონებით, კანონქვემდებარე აქტებით დაწესებული შეღავათებისა და სოციალური დაცვის სხვა გარანტიების შესახებ; რ) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დევნილ­თა, თავშესაფრის მაძიე­ბელ­თა, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა, რეპატ­რიან­­ტთა საგანგებო სიტუაციებით (სტიქიური უბედურებები, ეპიდემია და სხვ.) გამოწვეული მიგრაციული ნაკადის რე­გუ­ლირება, მათი დროებითი ან მუდმივი განსახლების ორგა­ნიზების, ადაპტაცია-ინტეგრაციისათვის პირო­ბე­ბის შექმნისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობა; ს) დასაქმების ხელშეწყობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების განხორციელება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს  კანონით ან ვაუჩერის საშუალებით; ტ) საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მასზე დაკისრებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება. მუხლი 3🔗. სამინისტროს კომპეტენცია საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია: ა) შეიმუშავოს და მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარადგინოს საკითხები ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, დასაქმების ხელშეწყობის, მიგრაციის სფეროში არსებული ვითარებისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ; ბ) შეიმუშაოს და მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარადგინოს სამინისტროს  პროგრამების პროექტები; გ) განსაზღვროს ვაუჩერის ფორმა, მისი გაცემისა და გამოყენების წესი; დ) ცალკეულ საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით შექმნას სათათბირო ორგანოები - კომისიები და საბჭოები; ე) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კოორდინაცია და კონტროლი გაუწიოს სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების საქმიანობას, წარუდგინოს წინადადებები მათი შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას; ვ) წარმართოს სამინისტროს სისტემის საკადრო პოლიტიკა, უზრუნველყოს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა ატესტაცია და არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარება; ზ) გამართოს თათბირები, სემინარები და კონფერენციები  თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; თ) დადგენილი წესით მიავლინოს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეები, ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ, სამსახურებრივი დავალებების შესასრულებლად,  კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გამოცდილების შესასწავლად, კონფერენციებსა და სხვა სახის შეკრებებში მონაწილეობის მისაღებად; ი) უზრუნველყოს  საზოგადოებასთან ურთიერთობა უშუალოდ ან/და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით; კ) უზრუნველყოს სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა და გაფართოება, თანამშრომელთა მატერიალური სტიმულირება, კანონმდებლობით დადგენილი წესით; ლ) აწარმოოს მოლაპარაკებები და დადოს ხელშეკრულებები საქართველოსა და უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; მ) კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში მოითხოვოს საჭირო დოკუმენტები და ინფორმაცია სახელმწიფო დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან; ნ) განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები, საჩივრები, წინადადებები და დროულად მიიღოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები; ო) გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ სასამართლოში; პ) პერიოდულად მოახსენოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას თავისი საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ; ჟ) განახორციელოს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი. მუხლი 4🔗. სამინისტროს ხელმძღვანელობა 1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელსაც  საქართველოს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. 2. მინისტრი: ა) ერთმმართველობის პრინციპით წარმართავს სამინისტროს საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებზე; ბ) პასუხისმგებელია საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე; გ) ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობაზე; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სამინისტროს  სხვა მოსამსახურეებს; ე) მთავრობას წარუდგენს წინადადებას სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის დირექტორის (შემდეგში - დირექტორი) კანდიდატურის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან  გათავისუფლების შესახებ, ხოლო დირექტორის მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების  კანდიდატურების თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ - მთავრობის თავმჯდომარეს; ვ) ამ დებულებისა და სტრუქტურის შესაბამისად, ამტკიცებს სამინისტროს საშტატო ნუსხას; ზ) ითანხმებს სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდილი პირების საშტატო ნუსხას, ხელფასის ფონდს, თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფ სახ­სრებს, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტებს; თ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, ხოლო სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებას დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას; ი) შეიმუშავებს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სამედიცინო პროფილაქტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის  პროგრამებს; კ) მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე; ლ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მთავრობას წარუდგენს ანგარიშს  სამინისტროს საქმიანობის შესახებ; მ) უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტს - ბრძანებას; ნ) ამტკიცებს სამინისტროს შინაგანაწესს; ო) დადგენილი წესით, იღებს გადაწყვეტილებას სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; პ)  წარმოადგენს სამინისტროს სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობაში; ჟ) ანაწილებს ფუნქციებს მოადგილეებსა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირებს შორის; რ) შეაქვს წინადადებები მთავრობაში იმ საკითხებზე, რომლებიც სამინისტროს მმართველობის სფეროს განეკუთვნება; ს) კანონით დადგენილი წესით ადგენს საკონკურსო და საატესტაციო მოთხოვნებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეებისადმი; ტ) წყვეტს სამართლებრივ დავას სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის; უ) ასრულებს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. მინისტრს ჰყავს 4 მოადგილე (მათ შორის ერთი პირველი მოადგილე), რო­მ­ლე­ბ­საც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამ­დე­ბო­ბი­დან ათა­ვი­სუ­ფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. 4. მინისტრის მოადგილე კოორდინაციას უწევს  სამინისტროს ცალკეული სტრუქ­ტუ­­რული ქვედანაყოფების (ერთეულების) საქმიანობას, ახორციელებს და კონტ­როლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და სხვა დავალებების შეს­რუ­ლე­ბას. 5. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებანი და კომპეტენციის სფერო განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 6. მინისტრის არყოფნისას, უფლებამისილების განხორციელების შეუძლებლობისას ან მინისტრის უფლებამისილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მინისტრის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მინისტრის პირველი მოადგილის არყოფნისას, უფლებამისილების განხორციელების შეუძლებლობისას ან მინისტრის პირველი მოადგილის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მინისტრის მოვალეობას დროებით ასრულებს მინისტრის მიერ წინასწარ განსაზღვრული მისი ერთ-ერთი მოადგილე. მუხლი 5🔗. სამინისტროს სისტემა და სტრუქტურა 1. სამინისტროს სისტემაში შედის:  ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფები;  ბ) სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები. 2. სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; ბ) ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი; გ) სოციალური დაცვის დეპარტამენტი; დ) დევნილთა და განსახლების დეპარტამენტი; ე) სამედიცინო მედიაციის დეპარტამენტი; ვ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი; ზ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი; თ) ბიუჯეტის დაგეგმისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი; ი) იურიდიული დეპარტამენტი. 3. სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებია: ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო. 4. სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მმართველობის სფერო, უფლებამოვალეობანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება დებულებით, რომელსაც მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს მთავრობა. მუხლი 6🔗. ადმინისტრაციული დეპარტამენტი ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყო­ფების უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის საჭირო საინფორმაციო - ტექნიკური, ორგანიზაციული და სხვა სახის მომსახურების უზრუნველყოფა; ბ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-განახ­ლების უზრუნველყოფა; გ) სამინისტროს საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან შემოსული კორესპოდენციების, აგრეთვე სხვა საკონტროლო დავალებების შესრულების ანალიზი და კონტროლი; დ) სამინისტროს საიდუმლო საქმისწარმოების უზრუნველყოფა; ე) მინისტრის თათბირების, მინისტრის მიერ შექმნილი კომისიების/საბჭოების სხდომების ორგანიზება და შესაბამისი ოქმების წარმოება, მიღებულ დავალებათა რეგისტრაცია და კონტროლი; ვ) მინისტრსა და მინისტრის მოადგილეებთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზება; ზ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების, შესაბამისი წარდგინებების მომზადება, სამინისტროს მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა და საკადრო საკითხებთან დაკავშირებულ ღონისძიებათა უზრუნველყოფა; თ) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსისა და ატესტაციის გამართვის ორგანიზება, აგრეთვე სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფა; ი) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზა­დე­ბას­თან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზაციულ საკითხთა უზრუნველყოფა; კ) სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლის განხორციელება, სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლი; ლ) კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა; მ) მინისტრისა და სამინისტროს წარმომადგენლებთან მასობრივი ინფორმაციის საშუა­ლებების წარმომადგენელთა ურთიერთობის ხელშეწყობა, საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე; ნ) საინფორმაციო მასალების მომზადების, პრესრელიზების გავრცელების, ინტერვი­უე­ბის, პრესკონფერენციებისა და მედიაბრიფინგების ორგანიზება; ო) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში არსებული კომპიუტერული ქსელის სისტემის ადმინისტრირება და მართვა; პ) სამინისტროს ვებ-გვერდის საინფორმაციო უზრუნველყოფა, ინფორმაციის განახლება და ვებ-გვერდის მართვა; ჟ) აღმასრულებელ ორგანოებსა და სხვა ორგანიზაციებთან (მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციები) სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია; რ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვული სხვა უფლებამოსილების  განხორ­ციელება. მუხლი 7🔗. ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი      ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმ­წიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; ბ)  სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების, პროგრამებით განსაზღვრული მომსახურების შესრულების, აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ანაზღაურების წესის პროექტების შემუშავება; გ) ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების მართვა და შედეგების მონიტორინგი; დ) სამინისტროს პროგრამების განხორციელებაზე კონტროლი; ე) ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახუ­რების განხორციელებასთან დაკავშირებით ვაუჩერის ფორმის, მისი გაცემისა და გამოყენების წესის პროექტის მომზადება;    ვ) სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან წარმოდგენილი პროგ­რამების განხილვა და ანალიზი;  ზ) კომპეტენციის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სამედიცინო დაწესებულებებისათვის მოსახლეობის სამედიცინო მომსახუ­რე­ბის  შიდა სტანდარტების შემუშავებაში  მეთოდური დახმარება; თ) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი განხორციელებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება; ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჯანმრთელობის დაცვის სახელმ­წიფო პროგრამების განხორციელებაში ხელშეწყობა; კ) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების პროცესში მონაწილეობის მიღება; ლ) სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის საფუძველზე მოსახლეობის ჯანმრთე­ლობის დაცვის პროგრამების პერიოდული კორექტირება და სამინისტროს ხელმძღვანე­ლობისათვის შესაბამისი წინადადებიბის წარდგენა; მ) კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა; ნ) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საკითხებით დაინტერესებულ საჯარო და კერძო დაწესებულებებთან თანამშრომლობა, შესაბამისი პროექტების მომზადებასა და განხორციელებაში ხელშეწყობა; ო) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვული სხვა უფლებამოსილების  განხორციე­ლება. მუხლი 8🔗. სოციალური დაცვის დეპარტამენტი ა) კომპეტენციის ფარგლებში მოსახლეობის სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; ბ) სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად სოციალური დაცვის და სამედიცინო-პროფილაქტიკური პროგრამების პროექტების შემუშავება; გ)  სოციალური დაცვის სფეროში მარეგულირებელი სამართლებრივი აქტე­ბის პროექტე­ბის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; დ) პროგრამებით განსაზღვრული მომსახურების შესრულების, აღრიცხვის, ანგარიშგე­ბისა და ანაზღაურების წესის პროექტების შემუშავება; ე) სოციალური დაცვის და სამედიცინო-პროფილაქტიკური პროგრამების მართვა და შედეგების მონიტორინგი; ვ) სოციალური დაცვის პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების განხორციე­ლებასთან დაკავშირებით ვაუჩერის ფორმის, მისი გაცემისა და გამოყენების წესის პროექტების მომზადება;    ზ) სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან წარმოდგენილი პროგ­რამების განხილვა და ანალიზი;  თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა; ი) კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა; კ) მოსახლეობის სოციალური დაცვის საკითხებით დაინტერესებულ საჯარო და კერძო დაწესებულებებთან თანამშრომლობა, შესაბამისი პროექტების მომზადებასა და განხორციელებაში ხელშეწყობა; ლ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების  განხორ­ციელება. მუხლი 9🔗. დევნილთა და განსახლების დეპარტამენტი დევნილთა და განსახლების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) მიგრაციული პროცესების მართვის სახელმწიფოებრივი სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე პოლიტიკური, სოციალ-ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა (შემდგომში – დევნილთა), რეპატრიანტთა და სტიქიური მოვლენებით გამოწვეული მიგრაციული ნაკადების რეგულირების, მათი დროებითი ან მუდმივი განსახლების ორგანიზების, ადაპტაცია-ინტეგრაციისათვის პირობების შექმნისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობა; გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიგრაციული ნაკადების აღრიცხვა, მართვა და კონტროლი; დ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დევნილთა და სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა  სოციალურ-ეკონომიკური, მათ შორის საყოფაცხოვრებო მდგომარეობის შესწავლა, მონიტორინგი და მათი უფლებების დაცვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ შესაბამისი წინადადებების მომზადება; ე) დევნილთა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა სოციალური და სამართლებრივი უფლე­ბების დაცვის მიზნით სამართლებრივი ბაზის მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ვ) შესაბამის ორგანოებთან ერთად დევნილთა და სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მიღების, განსახლების, გადაუდებელი დახმარების, დასაქმებისა და ადაპტაცია-ინტეგრაციის ორგანიზების ხელშეწყობა; ზ)  დევნილთა, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა, ასევე დროე­ბით ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა მუ­დ­მივ საცხოვრებელ ად­გილებზე დაბრუნების ორგანიზების ხელშეწყობა და ამ მიმართუ­ლებით საჯარო და კერძო დაწესებულებებთან თა­ნამშრომლობა; თ) კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა; ი) მიგრაციული პროცესების მართვით დაინტერესებულ საჯარო და კერძო  დაწესებუ­ლებებთან თანამშრომლობა, შესაბამისი პროექტების მომზადებასა და განხორ­ციე­ლებაში ხელშეწყობა; კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვული სხვა უფლებამოსილების  განხორციე­ლება. მუხლი 10🔗. სამედიცინო მედიაციის დეპარტამენტი სამედიცინო  მედიაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში შრომითი, ჯანმრთელობისა და სოციალური უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა და შესაბამისი რეაგირება; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სახელმწიფო/ადგილობრივი/ ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების/ჯანმრთელობის დაზღვევის შესაბამისი პროგრამის ფარგლებში პაციენტსა და სადაზღვევო ორგანიზაციას შორის, სადაზღვევო ორგანიზაციასა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის, პაციენტსა და სამედიცინო მომსახურების მიმწო­დებელს შორის წარმოშობილი დავის განხილვა, მედიატორის ფუნქციის განხორციელება და შესაბამისი რეკომენდაციების გაწევა; გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო დაწესებუ­ლე­ბებში კონფლიქტების არსებობის შემთხვევაში მედიატორის ფუნქციის განხორციე­ლება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; დ) პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა და შესაბამისი რეკომენდაციების გაწევა; ე) მედიაციის  პროცესში ჩართული ნებისმიერი მხარისათვის მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი და დასაბუთებული რეკომენდაციის შემუშავება; ვ) სახელმწიფო/ადგილობრივი/ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან მოსახლეობი­სათვის სამედიცინო მომსახურების/ჯანმრთელობის დაზღვევის შესაბამისი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა; ზ) სახელმწიფო სამედიცინო/სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში მზღვეველსა და სამედიცინო პროვაიდერს შორის სწორი კომუნიკაციის ხელშეწყობა, მედიატორის ფუნქციის განხორციელებისათვის სხვა ღონისძიებების გატარება; თ) სამედიცინო საქმიანობაში ჩართულ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობა და მათი სისტემატური ინფორმირება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებულ კანონმდებლობასა და მიზნობრივი პროგრამების თაობაზე; ი) მოსახლეობის სისტემატური ინფორმირება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში არსებული სამართლებრივი აქტებით მინიჭებული შეღავათებისა და პრივილეგიების შესახებ; კ) კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობა საჯარო და კერძო  დაწესებულებებთან ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით; ლ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების  განხორციელება. მუხლი 11🔗. შიდა აუდიტის დეპარტამენტი 1. შიდა აუდიტის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების წინაშე არსებული რისკების დადგენა და მათი მართვის ხარისხის შეფასება; ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;    გ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების საქმიანობის საქართვე­ლოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი; დ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების საქმიანობის ეკონო­მიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; ე) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება; ვ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების აქტივების, სხვა რესურ­სე­ბისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება; ზ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და  „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მიზნებსა და შიდა აუდიტო­რის დამოუკიდებლობის პრინციპებს. 2. შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს სამინისტროს სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო. მუხლი 12🔗. ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი  ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;  ბ) სამინისტროს კვარტალური და წლიური ბალანსების შედგენა; გ) სამინისტროს საბუღალტრო საქმიანობის ანალიზი, საბუღალტრო საქმიანობის სრულყოფისა და გაუმჯობესების შესახებ ღონისძიებათა გეგმის შემუშავება; დ) სამინისტროსათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების მიზნობრივი დანიშნუ­ლებით გამოყენებაზე კონტროლი; ინვენტარიზაციის შედეგების განსაზღვრა და აღრიცხვა; ე) სამინისტროს პროგრამების შესრულების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური  ფინანსური ანგარიშების შედგენა და წარდგენა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსადმი; ვ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროს მიერ განხორციელებულ სახელმ­წიფო შესყიდვებთან დაკაშირებული ანგარიშების მომზადებასა და უფლებამო­სილი ორგანოსათვის წარდგენაში მონაწილეობის მიღება; ზ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების, პრემიების და სხვა გასაცემი თანხების თავისდროული აღრიცხვა და გაცემა; თ) სამინისტროს ფინანსური ვალდებულებათა დამოწმების დოკუმენტაციის მომზადება და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახაზინო სამსახურში წარდგენის უზრუნველყოფა; ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვული სხვა უფლებამოსილების  განხორციელება. მუხლი 13🔗. ბიუჯეტის დაგეგმვისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი ბიუჯეტის დაგეგმვისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის  ძი­რი­თა­დი ფუნქციები და ამოცანებია: ა) სამინისტროს საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობის წარმართვა; ბ) სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება; გ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინე­ბული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების უზრუნველყოფა; დ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პროექტების მომზადება; ე) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროს მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ანგარიშების მომზადება და უფლებამოსილი ორგანოსათვის წარდგენის უზ­რუნ­ველყოფა; ვ) სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად პროგრამების შემუშავება, ანგარიშის მომზადება და ანალიზი; ზ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან  წარმოდგენილი პროგ­რამების განხილვა და ანალიზი;  თ)  საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვული სხვა უფლებამოსილების  განხორ­ციე­ლება. მუხლი 14🔗. იურიდიული დეპარტამენტი იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, შესაბამისი კანონქვემდე­ბარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და მათი სამართლებრივი ექსპერტიზა; ბ) სამინისტროს მიერ გამოცემული ინდივიდუალური და ნორმატიული ხასიათის სამართლებრივი აქტების შესაბამისობის დადგენა უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან; გ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებიდან, სამინისტ­როს სისტემის დაწესებულებებიდან, სხვადასხვა უწყებებიდან შემოსული სამართ­ლებრივი აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება; დ)  საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტში შემოსული კორესპოდენციის (წერილი, განცხადება, მიმართვა, საჩივარი და სხვა) განხილვა და შესაბამისი პროექტების მომზადება; ვ) სამინისტროს ხელმძღვანელობის ინფორმაციულ-ანალიტიკური უზრუნველყოფა საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემ­დებარე აქტების თაობაზე; ზ) სამინისტროს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში; თ)  საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვული სხვა უფლებამოსილების  განხორ­ციე­ლება. მუხლი 15🔗. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელობა 1. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი უშუალოდ ემორჩილება მინისტრს, მინისტრის პირველ მოადგილეს ან მინისტრის მოადგილეს. 2. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი: ა) ანაწილებს ფუნქციებს მისდამი დაქვემდებარებულ საჯარო მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს; ბ) ხელს აწერს და ვიზას ადებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს, აგრეთვე სხვა დოკუმენტებს სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციის ფარგლებში; გ) აბარებს ანგარიშს სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს (მინისტრი, პირველი მოადგილე, მოადგილე) სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის შესახებ; დ) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს თავისი მოვალეობის შესრულებისას და სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით წარუდგენს დასკვნებს მინისტრს ან მინისტრის მოადგილეს, რომელიც მინისტრის ბრძანების შესაბამისად ხელმძღვანელობს ამ სტრუქტურულ ქვედანაყოფს; ე) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს ქვედანაყოფის სტრუქ­ტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებ­ლობის დაკისრების შესახებ; ვ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქ­ტუ­რული ქვედანაყოფის ამოცანების შესასრულებლად; ზ) ასრულებს ამ დებულებით, სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის ან მინისტრის მოადგილის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრულ ამოცანებს. 3. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 4. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების უფლებამოვალეობანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. 5. სტრუქტურული ქვედანაყოფი შეიძლება დაიყოს განყოფილებებად და სხვა სტრუქტურულ ერთეულებად. მუხლი 16🔗. მინისტრის სათათბირო ორგანოები 1. მინისტრს უფლება აქვს თავის კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების შესწავლისა და მომზადების მიზნით შექმნას სათათბირო ორგანოები _ კომისიები და საბჭოები. 2. სათათბირო ორგანოს ამოცანებს, აგრეთვე მისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესს ამ ორგანოს შექმნისას განსაზღვრავს მინისტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში. 3. სათათბირო ორგანოს უფლება აქვს სახელმწიფო დაწესებულებებისაგან მიიღოს თავისი მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტები, ცნობები და სხვა მონაცემები. 4. სათათბირო ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნები და წინადადებები განსაზღვრულ ვადაში უნდა წარედგინოს მინისტრს. 5. სახელმწიფო მოხელე ან სხვა პირი, რომელიც სახელმწიფო მოხელე არ არის, სათათბირო ორგანოს წევრად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით. მუხლი 17🔗. სამინისტროს რეორგანიზაციისა  და ლიკვიდაციის წესი სამინისტროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კა-ნონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 18🔗. ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით.