ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 13.05.2013
გამომცემი ორგანო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.142.016061
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/05/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.05.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (14)
| საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი | საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | კანდიდატის სახელი და გვარი |
| უცხო ენები | უცხო ენების ცოდნა |
| ინგლისური | სუსტად |
| რუსული | სუსტად |
| ფრანგული | სუსტად |
| გერმანული | სუსტად |
| სხვა (მიუთითეთ რომელი) | სუსტად |
| პროგრამები | პროგრამების ცოდნის დონე |
| PC Microsoft Office | სუსტად |
| Windows | სუსტად |
| Internet Explorer | სუსტად |
| Photoshop | სუსტად |
| სუსტად განვითარებული | საშუალოდ განვითარებული |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №6
2013 წლის 13 მაისი
ქ. ნინოწმინდა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულების და „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულების შესაბამისად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს თვითმმართველი ერთეულის საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსისათვის წარსადგენი სააპლიკაციო ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს თვითმმართველი ერთეულის საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსისათვის კანდიდატთა პროფესიული უნარების შეფასების ფორმა დანართი №3-ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარესუმბატ კიურეღიანი
დანართი №1
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება
მუხლი 1🔗.
გამოყენების სფერო
ეს დებულება შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებისა და „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულების შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის თვითმმართველ ერთეულში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების პრინციპებს, პროცედურებს და ზოგად პირობებს, კანდიდატის შერჩევის მიზნით სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირის გამოვლენის და ატესტაციის ჩატარების წესს.
მუხლი 2🔗.
მიზნები და ამოცანები
1.
ამ დებულების მიზნებისათვის, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდგომში – კომისია) მიზანია ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი კანდიდატის შერჩევა.
2.
კომისიის ამოცანებია კანდიდატის პროფესიული დონის, შესაძლებლობების, პიროვნული თვისებების, კვალიფიკაციის შეფასება და დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა.
მუხლი 3🔗.
კომისიის შემადგენლობა
1.
კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც ნიშნავს საკრებულო, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები.
2.
კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას განსაზღვრავას კომისიის თავმჯდომარე.
3.
კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებებს ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
მუხლი 4🔗.
კომისიის მუშაობის წესი
1.
კომისიის მუშაობის წესს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
2.
კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა.
3.
კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა უბრალო უმრავლესობით, ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
4.
კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
მუხლი 5🔗.
კომისიის წევრთა დანიშვნის წესი
კომისიის წევრებს კომისიის თავმჯდომარე ნიშნავს შემდეგი წესით:
ა)
დაქვემდებარებაში მყოფი მოხელეები ინიშნებიან საკუთარი სურვილით და პროფესიული დონის გათვალისწინებით;
ბ)
მოხელეთა პროფესიული გაერთიანების წარმომადგენლები ინიშნებიან შესაბამისი გაერთიანების წინადადებით;
გ)
კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ მეცნიერები და დამოუკიდებელი სპეციალისტები, რომლებიც ინიშნებიან მათი თანხმობით.
დ)
ის მოხელე, რომლის ატესტირებაც უნდა მოახდინოს კომისიამ, არ შეიძლება შედიოდეს კომისიის შემადგენლობაში.
მუხლი 6🔗.
საპრეტენზიო კომისია
1.
კონკურსისა ან/და ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით იქმნება საპრეტენზიო კომისია.
2.
საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე.
3.
საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, მოადგილე და წევრები. კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა ატესტაციის/კონკურსის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში.
4.
საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
5.
საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
6.
საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით, ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
7.
საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები.
8.
საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
9.
კონკურსის შემთხვევაში პირს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების გამოცხადებიდან არა უგვიანეს 2 დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არა უმეტეს 3 დღეში. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად შედგება ოქმი გამოვლენილი ხარვეზის შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას.
10.
ატესტაციის შემთხვევაში მოხელეს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს შედეგების გამოცხადებიდან არა უგვიანეს 2 დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება სამ დღეში, მიღებული გადაწყვეტილების თანახმად შედგება ოქმი და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას.
11.
საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. საკონკურსო-საატესტაციო კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით.
მუხლი 7🔗.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის აპარატი (სამდივნო)
1.
კომისიის საქმიანობის ორგანიზებისა და მუშაობის ეფექტურად წარმართვის მიზნით კომისიის თავმჯდომარე ქმნის კომისიის აპარატს (სამდივნოს) (შემდგომში – აპარატი).
2.
აპარატი კომისიის საქმიანობის ორგანიზების მიზნით:
ა)
უზრუნველყოფს კონკურსისა და ატესტაციასთან დაკავშირებით გამოცემული სამართლებრივი აქტების საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას;
ბ)
კონკურსანტების განცხადებების მიღებას;
გ)
ამოწმებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას;
3.
აპარატი კომისიის საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით:
ა)
ტექნიკურად უზრუნველყოფს კომისიის სხდომების მომზადებას;
ბ)
თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და წევრების ცალკეულ დავალებებს;
გ)
უზრუნველყოფს საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვას და სათანადო კომპიუტერული მონაცემთა ბაზის შექმნას.
4.
აპარატის შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. აპარატის საქმიანობას ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.
5.
აპარატის უფროსი პასუხისმგებელია აპარატის საქმიანობისთვის კომისიის თავმჯდომარის წინაშე.
6.
კონკურსის ან ატესტაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ აპარატი წყვეტს საქმიანობას.
მუხლი 8🔗.
კონკურსის მიზნები და ამოცანები
1.
კონკურსის მიზნებია:
ა)
ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი კანდიდატის შერჩევა;
2.
კონკურსის ამოცანებია:
ა)
კანდიდატის კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შეფასება;
ბ)
კანდიდატის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა.
მუხლი 9🔗.
კონკურსის პრინციპები
კონკურსის პრინციპებია:
ა)
ობიექტურობა - კონკურსის პროცედურები უნდა იყოს არადისკრიმინაციული და მაქსიმალურად გამოირიცხოს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა;
ბ)
გამჭვირვალობა - გამოყენებული პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს ნათლად ფორმულირებული, გასაგები და აღქმადი ყველა პრეტენდენტისათვის;
გ)
არადისკრიმინაციულობა - კონკურსის პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქეთა თანასწორობას განურჩევლად რასის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, საზოგადოებაში მათი მდგომარეობის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა;
დ)
საჯაროობა - კონკურსის პროცედურასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმები და კონკურსის შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის;
ე)
კოლეგიურობა - კონკურსის ეტაპები უნდა ჩაატარდეს და შედეგები უნდა დამტკიცდეს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ;
ვ)
კორექტულობა - კონკურსის ჩატარების ფორმები და მეთოდები, დასმული შეკითხვები უნდა იყოს კორექტული, საკონკურსო-საატესტაციო კომისია უნდა იყოს კეთილგანწყობილი და არ ახდენდეს კანდიდატზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას.
მუხლი 10🔗.
კონკურსის გამოცხადება
1.
საჯარო კონკურსს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად აცხადებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელმძღვანელი საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.
2.
კანდიდატებს განცხადების შესატანად ეძლევათ არანაკლებ 10-დღიანი ვადა შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან.
3.
კონკურსის გამოცხადების ხარჯებს ანაზღაურებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი.
4.
შეტყობინება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს:
ა)
დაწესებულების დასახელებას, კონკურსის წესით შესავსები თანამდებობების დასახელებას და რაოდენობას;
ბ)
კანდიდატისათვის წაყენებულ მოთხოვნებს;
გ)
შესაბამისი თანამდებობისათვის გათვალისწინებულ მოვალეობებს;
დ)
თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;
ე)
აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალს და წარდგენის ვადას;
ვ)
საკონკურსო კომისიის მისამართს.
მუხლი 11🔗.
კონკურსისათვის წარსადგენი საბუთები
1.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარადგინოს:
ა)
განცხადება კომისიის სახელზე;
ბ)
შევსებული სააპლიკაციო ფორმა (დანართი №2) (რომელიც შეიცავს კანდიდატის Curriculum Vitae (CV)-ს);
გ)
განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
დ)
ორი ფერადი ფოტოსურათი (ზომა 3X4);
ე)
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ვ)
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის დოკუმენტები (მოთხოვნის შემთხვევაში).
2.
განცხადების წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: www.hr.gov.ge.
მუხლი 12🔗.
მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება კანდიდატს
1.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს. კანდიდატთა ზღვრული ასაკი განისაზღვრება 65 წლით.
2.
საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად.
მუხლი 13🔗.
კონკურსის პირობები
1.
კონკურსს ატარებს საკონკურსო კომისია.
2.
კონკურსი შეიძლება ჩატარდეს გასაუბრების ან/და ტესტირების ფორმით, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
3.
ტესტირების ან/და გასაუბრების თემატიკა უნდა გამოქვეყნდეს კონკურსის ჩატარებამდე ორი კვირით ადრე მაინც.
4.
კონკურსის პროცედურის დაწყება შესაძლებელია არა უადრეს სამი კვირისა, კონკურსის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან.
5.
კონკურსის პროგრამას, ფორმებს, პირობებს და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს საკონკურსო კომისია საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
მუხლი 14🔗.
ტესტირება
1.
ტესტირება ტარდება წერილობითი ფორმით. ტესტირება შეიძლება მოიცავდეს როგორც ზოგადი უნარ-ჩვევების, ასევე პროფესიულ ტესტს.
2.
ტესტის ფორმას, შეფასების კრიტერიუმებს და აუცილებელ ქულათა მინიმალურ ზღვრულ ოდენობას ადგენს და ამტკიცებს კომისია.
3.
დადებითი შეფასების მისაღებად კანდიდატმა უნდა დააგროვოს კომისიის მიერ დადგენილი აუცილებელ ქულათა რაოდენობა (მინიმალური ზღვარი 75%).
მუხლი 15🔗.
გასაუბრება
1.
კომისიამ კანდიდატებთან გასაუბრებისას უნდა გამოიყენოს წინასწარ შემუშავებული კითხვარი, რომელიც საშუალებას მისცემს, მიიღოს ინფორმაცია კანდიდატის უნარ-ჩვევებზე, პროფესიულ კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე, რომელიც საჭიროა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
2.
კითხვები შეიძლება დაისვას განსაზღვრული თანმიმდევრობით. შესაძლებელია დამატებითი კითხვების დასმაც განსაზღვრული საკითხების ირგვლივ, რაც დამოკიდებულია კანდიდატის მიერ გაცემულ პასუხებზე.
3.
თითოეული კანდიდატისათვის გამოიყენება იდენტური შინაარსის წინასწარ განსაზღვრული კითხვარი.
4.
კომისიის წევრები გასაუბრებისას ავსებენ კანდიდატის პროფესიული უნარების შეფასების ფორმას (დანართი № 3).
მუხლი 16🔗.
კომისიის მიერ კანდიდატურების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება
1.
კომისია კანდიდატების გასუბრების ან/და ტესტირების შემდეგ მათ დაუსწრებლად სხდომაზე განიხილავს დასაკავებელ თანამდებობასთან თითოეული კანდიდატის შეფასებისას მიღებულ ქულებს. აუცილებლობის შემთხვევაში ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის აზრს და გამოაქვს გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2.
შეფასების საფუძველზე კომისია შესაბამის თანამდებობაზე წარადგენს ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წამოყენებაზე.
3.
კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ხოლო თანამდებობაზე დამნიშვნელ პირს – კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის შესახებ.
მუხლი 17🔗.
ჩაშლილი კონკურსი
კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საკონკურსო კომისია უარს განაცხადებას თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე.
მუხლი 18🔗.
კონკურსის შედეგების გასაჩივრება
კონკურსის პროცესთან და შედეგებთან დაკავშირებული დავა წყდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 19🔗.
ატესტაციას დაქვემდებარებული პირი
1.
ატესტაციას ექვემდებარება:
ა)
მოხელე 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი);
ბ)
მოხელე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისთვის;
გ)
კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავონ.
2.
ატესტირებას არ ექვემდებარება:
ა)
მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს ან ირჩევს შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო;
ბ)
მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ირჩევენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები;
გ)
მოხელე, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით.
მუხლი 20🔗.
ატესტაციის მიზნები
ატესტაციის მიზანია:
ა)
მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობის განსაზღვრა დაკავებული (ან დასაკავებელი) თანამდებობის მოთხოვნებთან;
ბ)
მოხელის მიერ საატესტაციო პერიოდში შესრულებული პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობის შეფასება;
გ)
საკლასო ჩინისა და სპეციალური წოდების მინიჭებასა ან ჩამორთმევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;
დ)
მოხელის პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივების განსაზღვრა;
ე)
მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადების ან გადამზადების საჭიროების დადგენა;
ვ)
მოხელის პროფესიული ზრდის სტიმულირება;
ზ)
მოხელეთა კარიერის დაგეგმვა და მართვა.
მუხლი 21🔗.
ატესტაციის პრინციპები
ატესტაციის პრიციპებია:
ა)
ობიექტურობა – ატესტაციის პროცედურები უნდა იყოს არადისკრიმინაციული და მაქსიმალურად გამოირიცხოს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა;
ბ)
გამჭვირვალობა – გამოყენებული პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს ნათლად ფორმულირებული, გასაგები და ცნობილი ყველა მოხელისათვის;
გ)
არადისკრიმინაციულობა – ატესტაციის პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქეთა თანასწორობას განურჩევლად რასისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, საზოგადოებაში მათი მდგომარეობის, ეროვნების, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა;
დ)
საჯაროობა – ატესტაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები, საკონკურსო- საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმები და ატესტაციის შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის;
ე)
კოლეგიურობა – ატესტაციის ეტაპები უნდა ჩატარდეს და შედეგები უნდა დამტკიცდეს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ;
ვ)
კორექტულობა – ატესტაციის ჩატარების ფორმები და მეთოდები, დასმული შეკითხვები უნდა იყოს კორექტული, საკონკურსო-საატესტაციო კომისია უნდა იყოს კეთილგანწყობილი და არ ახდენდეს მოხელეზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას.
მუხლი 22🔗.
ატესტაციის დრო
1.
ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს იმ დაესებულების ხლემძღვანელი სადაც ტარდება ატესტაცია კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
2.
ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეთა სიასა და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს ამზადებს დაწესებულების საკადრო სამსახური და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელი.
3.
ატესტაციის გრაფიკი, ინფორმაცია ატესტაციის ჩატარების პრინციპების, პროცედურების, ფორმებისა და პირობების შესახებ ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს უნდა ეცნობოს ატესტაციის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც.
4.
ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 23🔗.
ატესტაციის ჩატარების პროცედურა
1.
ატესტაციას ატარებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
2.
ატესტაციის პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელი წარადგენს დახასიათებას თანდართული ფორმის მიხედვით. იგივე ფორმას ავსებს და წარადგენს ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელე.
3.
მოხელეს უფლება აქვს ატესტაციის დაწყებამდე გაეცნოს ხელმძღვანელის მიერ მასზე შედგენილ დახასიათებას.
4.
ატესტაციის ჩატარებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას უზრუნველყოფს დაწესებულების საკადრო სამსახური.
5.
ატესტაცია შეიძლება ჩატარდეს შემდეგი ფორმით: სხვადასხვა სახის ტესტირება, წერითი დავალება ან/და გასაუბრება.
6.
ატესტაციის ჩატარების ფორმებს, სატესტო მეთოდიკებსა და თემატიკას, მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო კომისია დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით.
7.
გასაუბრების პროცესში, დაკავებულ თანამდებობასთან მოხელის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის პროფესიულ დონესა და კვალიფიკაციას დადგენილ თემატიკასა და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებში.
8.
ატესტაციის დროს მოხელესთან გასაუბრების პროცესს შეიძლება დაესწროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, რომელშიც მოხელე მუშაობს.
9.
ატესტაციაზე არასაპატიო მიზეზით მოხელის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, კომისიის გადაწყვეტილებით იგი იღებს ამ დებულების 24-ე მუხლის მე-6 პუნქტის „დ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეფასებას.
მუხლი 24🔗.
მოხელის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება
1.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
2.
კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა.
3.
საჭიროების შემთხვევაში კომისია ისმენს მოხელისა და მისი უშუალო ხელმძღვანელის განმარტებებს.
4.
კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები.
5.
კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
6.
ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი შინაარსის დასკვნა:
ა)
მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას;
ბ)
მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას;
გ)
მოხელე ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას);
დ)
მოხელე არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას.
7.
საჭიროების შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას და დაწესებულების ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებას მოხელისათვის საკლასო ჩინის მინიჭების ან ჩამორთმევის შესახებ.
მუხლი 25🔗.
ატესტაციის შედეგები
1.
საკონკურსო-საატესტაციო კომისია ვალდებულია თითოეული მოხელის ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს დასკვნა, რომელიც ფორმდება სხდომის ოქმით და მას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
2.
ატესტაციის შედეგები შეტანილი უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ პირად და დახასიათებასთან ერთად თან ერთვის მოხელის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
3.
მოხელე საატესტაციო ფურცლის შევსებიდან ორ დღეში ეცნობა და ხელს აწერს მას.
4.
ატასტაციის შედეგების შესახებ კომისია დაწესებულების ხელმძღვანელს მოახსენებს ატესტაციის პროცესის დასრულებიდან ერთ კვირაში.
5.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე, დაწესებულების ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას საკლასო ჩინის მინიჭების/ჩამორთმევის, კვალიფიკაციის ამაღლების, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ან მოხელის დაწინაურება/დაქვეითების შესახებ, ატესტაციის დასრულებიდან სამი კვირის განმავლობაში.
6.
თუ ატეტსაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად მოხელე არ შეესაბამება ან ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და იგი სხვა თანამდებობის დაკავებაზე ან კვალიფიკაციის ამაღლებაზე უარს აცხადებს, დამნიშვნელ პირს უფლება აქვს მოხელე გაათავისუფლოს თანამდებობიდან.
მუხლი 26🔗.
ატესტაციის შედეგების გასაჩივრება
ატესტაციის პროცესთან და შედეგებთან დაკავშირებული დავა წყდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი №2
ფოტოსურათი
სააპლიკაციო ფორმა
პირადი ინფორმაცია
სახელი და გვარი
დაბადების რიცხვი, თვე, წელი და ადგილი:
ოჯახური მდგომარეობა:
მისამართი რეგისტრაციის მიხედვით:
საცხოვრებელი (ფაქტობრივი) მისამართი:
სახლის ტელეფონი/მობილური:
პირდი მოწმობის №:
პირდი №, გაცემულია/გაცემის თარიღი:
სამხედრო სამსახურისადმი დამოკიდებულება და სამხედრო წოდება:
ელ-ფოსტა:
განათლება
№
სასწავლებლის დასახელება
სწავლების წლები
ფაკულტეტი
კვალიფიკაცია
და დიპლომი №
კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები (ტრენინგები)
№
ტრენინგის დასახელება
ტრენინგის ჩატარების ადგილი, პერიოდი
ორგანიზაციის დასახელება (ვის მიერ იყო ორგანიზებული)
რა სახის ცოდნა და გამოცდილება მიიღეთ
უცხო ენები (მიუთითეთ რომელ უცხო ენებს ფლობთ და რა დონეზე)
უცხო ენები
უცხო ენების ცოდნა
ინგლისური
სუსტად
საშუალოდ
კარგად
ძალიან კარგად
რუსული
სუსტად
საშუალოდ
კარგად
ძალიან კარგად
ფრანგული
სუსტად
საშუალოდ
კარგად
ძალიან კარგად
გერმანული
სუსტად
საშუალოდ
კარგად
ძალიან კარგად
სხვა (მიუთითეთ რომელი)
სუსტად
საშუალოდ
კარგად
ძალიან კარგად
დამატებითი ინფორმაცია თქვენ შესახებ (ჯილდოები, სამეცნიერო ხარისხი და წოდება, მეცნიერული შრომები და გამოგონებები)
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (მიუთითეთ რომელი პროგრამები იცით)
პროგრამები
პროგრამების ცოდნის დონე
PC Microsoft Office
სუსტად
საშუალოდ
კარგად
ძალიან კარგად
Windows
სუსტად
საშუალოდ
კარგად
ძალიან კარგად
Internet Explorer
სუსტად
საშუალოდ
კარგად
ძალიან კარგად
Photoshop
სუსტად
საშუალოდ
კარგად
ძალიან კარგად
სხვა (მიუთითეთ რომელი)
სუსტად
საშუალოდ
კარგად
ძალიან კარგად
შრომითი საქმიანობა /სტაჟირება (გთხოვთ, ჩამონათვალში გაითვალისწინოთ ერთსა და იმავე ორგანიზაციაში თანამდებობის შეცვლის პროცესიც და მიუთითოთ ამ შენაცვლების (დაწინაურება, დაქვეითება) მიზეზი. წარმოების და დაწესებულების დასახელება უნდა ჩაიწეროს ისე, როგორც ეწოდებოდა მოცემულ ორგანიზაციაში თქვენი მუშაობის პერიოდში).
№
ორგანიზაციის
დასახელება
თანამდებობა (ორგანიზაციის უწყების ჩვენებით)
მუშაობის წლები
სამუშაოდან წამოსვლის მიზეზი
ვადასტურებ, რომ ჩემ მიერ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია შეესაბამება სინამდვილეს, თანახმა ვარ გადამოწმდეს აღნიშნული ინფორმაცია.
შევსების თარიღი _______________________
პირადი ხელმოწერა ________________________
დანართი №3
კანდიდატთა პროფესიული უნარების შეფასების ფორმა
___________________________________ შესარჩევი კონკურსი
(თანამდებობის დასახელება)
№
კანდიდატის
სახელი და გვარი
პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასება
შემფასებლის კომენტარი
სუსტად განვითარებული
საშუალოდ
განვითარებული
კარგად განვითარებული
1
2
3
4
5
შემფასებლის სახელი, გვარი:
ხელმოწერა: