1.
კომისიის საქმიანობის ორგანიზებისა და მუშაობის ეფექტურად წარმართვის მიზნით კომისიის თავმჯდომარე ქმნის კომისიის აპარატს (სამდივნოს) (შემდგომში – აპარატი).
2.
აპარატი კომისიის საქმიანობის ორგანიზების მიზნით:
ა)
უზრუნველყოფს კონკურსისა და ატესტაციასთან დაკავშირებით გამოცემული სამართლებრივი აქტების საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას;
ბ)
კონკურსანტების განცხადებების მიღებას;
გ)
ამოწმებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას;
3.
აპარატი კომისიის საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით:
ა)
ტექნიკურად უზრუნველყოფს კომისიის სხდომების მომზადებას;
ბ)
თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და წევრების ცალკეულ დავალებებს;
გ)
უზრუნველყოფს საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვას და სათანადო კომპიუტერული მონაცემთა ბაზის შექმნას.
4.
აპარატის შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. აპარატის საქმიანობას ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.
5.
აპარატის უფროსი პასუხისმგებელია აპარატის საქმიანობისთვის კომისიის თავმჯდომარის წინაშე.
6.
კონკურსის ან ატესტაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ აპარატი წყვეტს საქმიანობა