„პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №97 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№109
სარეგისტრაციო კოდი
100020020.22.038.016169
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/05/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის

ბრძანება  №109

2013 წლის 20 მაისი

ქ. თბილისი

 

„პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №97 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №97 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებებში (სსმ, 100020020.22.038.016117, 03/06/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების  28-ე  მუხლის მე-6 მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ბრალდებულს ამბულატორიული დახმარება აღმოეჩინება საკანში ან საექიმო-სამედიცინო პუნქტში.

7. ბრალდებულისათვის მედიკამენტების გაცემა ხდება ექიმის დანიშნულებით, მინისტრის მიერ განსაზღვრული პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის ბაზისური მედიკამენტების ნუსხის ფარგლებში.

8. გამონაკლისის სახით, აუცილებელი სამედიცინო საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულების მთავარი ექიმის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, რომელსაც თან უნდა ერთოდეს პაციენტის ფორმა № IV- 100/ა  და მკურნალი ექიმის მიერ გაცემული რეცეპტი, სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის თანხმობით, ბრალდებული შესაძლებელია უზრუნველყოფილ იქნეს იმ მედიკამენტებით, რომლებიც მითითებული არ არის პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის ბაზისური მედიკამენტების ნუსხაში, მაგრამ გათვალისწინებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ან აღიარებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტით (პროტოკოლით). შესაბამის დაწესებულებას ამგვარი პროცედურით დანიშნული მედიკამენტებით უზრუნველყოფს სამინისტრო.

9. პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის ბაზისური მედიკამენტების ნუსხა განისაზღვრება    მინისტრის ბრძანებით.

10. ბრალდებულისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ან სპეციალური სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად, რომლის განხორციელებაც დაწესებულებაში შეუძლებელია, ბრალდებული კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაიყვანება დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებულ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში (შემდგომში – სამკურნალო დაწესებულება) ან საერთო პროფილის საავადმყოფოში.“.

2. მე-2 მუხლით დამტკიცებული დებულების 29-ე მუხლის მე-6 მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მსჯავრდებულს ამბულატორიული დახმარება აღმოეჩინება საკანში, საექიმო -სამედიცინო პუნქტში.

7. მედიკამენტების გაცემა ხდება ექიმის დანიშნულებით, მინისტრის მიერ განსაზღვრული  პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის ბაზისური მედიკამენტების ნუსხის ფარგლებში.

8. გამონაკლისის სახით, აუცილებელი სამედიცინო საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულების მთავარი ექიმის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, რომელსაც თან უნდა ერთოდეს პაციენტის ფორმა № IV- 100/ა  და მკურნალი ექიმის მიერ გაცემული რეცეპტი, სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის თანხმობით, მსჯავრდებული შესაძლებელია უზრუნველყოფილ იქნეს იმ მედიკამენტებით, რომლებიც მითითებული არ არის პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის ბაზისური მედიკამენტების ნუსხაში, მაგრამ გათვალისწინებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ან აღიარებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტით (პროტოკოლით). შესაბამის დაწესებულებას ამგვარი პროცედურით დანიშნული მედიკამენტებით უზრუნველყოფს სამინისტრო.

9. პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის ბაზისური მედიკამენტების ნუსხა განისაზღვრება    მინისტრის ბრძანებით.

10. მსჯავრდებულსთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ან სპეციალური სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად, რომლის განხორციელებაც დაწესებულებაში შეუძლებელია, მსჯავრდებული კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაიყვანება დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებულ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში (შემდგომში – სამკურნალო დაწესებულება) ან საერთო პროფილის საავადმყოფოში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრისოზარ სუბარი