⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (30.09.2015)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის შესახებ

მიღების თარიღი 15.05.2013
ძალის დაკარგვა 30.09.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №33
სარეგისტრაციო კოდი 270090000.22.023.016158
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/05/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 304 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.05.2013 მიღება
30.09.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №33 2013 წლის 15 მაისი ქ. თბილისი დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის შესახებ „ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტისა  და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად,  ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესი. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს  „დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის №25 ბრძანება. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესი მუხლი 1🔗. რეგულირების საგანი დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების პროცესში ჩართულ დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. მუხლი 2🔗. დამოუკიდებელი ექსპერტი 1. დამოუკიდებელი ექსპერტი არის  გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გამცემ ორგანოსთან –  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან (შემდგომში – სამინისტრო) შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურაში მონაწილე ფიზიკური პირი, რომელიც  კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრში. 2. დამოუკიდებელი ექსპერტი შეიძლება იყოს მხოლოდ შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საჯარო მოსამსახურე. მუხლი 3🔗. დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების პროცედურა 1. ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება შესაბამისი საექსპერტო კომისია. 2. საჭიროების შემთხვევაში, საექსპერტო კომისიის მუშაობაში მონაწილეობისათვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტრომ შეიძლება მოიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტები. 3. დამოუკიდებელი ექსპერტი ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცესში მონაწილეობს სამინისტროს მიერ მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურებას სამინისტრო ახორციელებს მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. 4. დამოუკიდებელ ექსპერტებთან შრომით ხელშეკრულებას აფორმებს მინისტრი ან კურატორი მინისტრის მოადგილე, რომლის დაქვემდებარებაშიც იმყოფება გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტი. მუხლი 4🔗. დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების ოდენობა 1. დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურება ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცესში მონაწილეობისათვის განისაზღვრება 300 ლარის ოდენობით. 2. დამოუკიდებელ ექსპერტის, როგორც საექსპერტო კომისიის თავმჯდომარის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება 400 ლარის ოდენობით.