„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საერთო სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე

მიღების თარიღი 08.05.2013
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
ნომერი №29-პ
სარეგისტრაციო კოდი 010320000.31.060.016002
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/05/2013
matsne.gov.ge 313 სიტყვა · ~2 წთ
📜 ცვლილებების ისტორია (1)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საერთო სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საერთო სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს: 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის 98-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 110-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საერთო სახალხო განხილვისათვის გამოქვეყნდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პრეზიდიუმის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი (პრეზიდიუმის სხდომის 2013 წლის 8 მაისის №10 ოქმი,) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი. 2. ამ დადგენილების პირველი პუნქტიდან გამომდინარე, შეიქმნას საერთო სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით: ა) ანზორ წოწონავა – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; ბ) როსტომ შამუგია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე; გ) ჯემალ გამახარია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებული საკითხების, დიასპორასთან ურთიერთობის, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე; დ) თეიმურაზ მჟავია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „დემოკრატიული რეფორმებისათვის“ თავმჯდომარე; ე) რაისა ქარაია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი; ვ) აკაკი გასვიანი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი; ზ) ვახტანგ თორდია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან შექმნილი სამეცნიერო-საკონსულტაციო კომისიის თავმჯდომარე; თ) თამაზ სანიკიძე – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიული განყოფილების უფროსი. 3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის აღნიშნული დადგენილება ეცნობოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს უახლოეს პლენარულ სხდომაზე. 4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატმა უზრუნველყოს: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომის ოქმის ამონაწერის ფრაქციებისა და კომისიებისათვის დაგზავნა; ბ) დადგენილების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის მეშვეობით. 5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე                                                                 ელგუჯა გვაზავა     თბილისი, 08 მაისი 2013 წ. №29-პ