აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი |
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) არსებობს უმაღლესი საბჭოს წევრის პირადი განცხადება უფლებამოსილების მოხსნის თაობაზე;“;
ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 3 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა უმაღლესი საბჭოს სასესიო (პლენარული და კომისიის სხდომები) მუშაობაში;“.
ა) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) იყოს სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს ან მთავრობის წევრი, ეკავოს რაიმე თანამდებობა საჯარო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას.“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს წევრი ვალდებულია უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან შეწყვიტოს უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელი სამსახური/საქმიანობა და 10 დღის ვადაში უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას წარუდგინოს შეუთავსებელი სამსახურის/საქმიანობის შეწყვეტის დამადასტურებელი საბუთი. ამ მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს წევრს ვადამდე უწყდება უფლებამოსილება ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.“.
„1. უმაღლესი საბჭოს წევრი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს:
ა) უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, კომისიაში, ფრაქციაში, საკითხის შემსწავლელ ჯგუფში, ინტერფრაქციულ ჯგუფში საქმიანობით;
ბ) ამომრჩევლებთან შეხვედრებით, მათი მიღებით, მათ მიერ დასმულ საკითხებზე რეაგირებით;
გ) სახელმწიფო და სხვა ორგანოებთან კანონმდებლობით გათვალისწინებული ურთიერთობით.“.
„მუხლი 17
1. უმაღლესი საბჭოს წევრის დაკავების ან დაპატიმრების შემთხვევაში დაკავებულ ან დაპატიმრებულ უმაღლესი საბჭოს წევრს უმაღლესი საბჭოს დადგენილებით შეუჩერდება უფლებამოსილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების გამოტანამდე ან სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.
2. მარეაბილიტირებელი საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის ან სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს წევრს უმაღლესი საბჭოს დადგენილებით:
ა) აღუდგება სადეპუტატო უფლებამოსილება, თუ არ არის გასული იმ უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადა, რომლის წევრიც არის პირი და მიეცემა სრული კომპენსაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) თუ გასულია იმ უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადა, რომლის წევრიც იყო პირი, დაკავების ან დაპატიმრების ვადა ჩაეთვლება უმაღლესი საბჭოს წევრად ყოფნის საერთო ვადაში და მიეცემა შესაბამისი კომპენსაცია.“.
„1. კომისიის თავმჯდომარეს კომისიის წევრთაგან, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, ფარული კენჭისყრით ირჩევს უმაღლესი საბჭო.“.
„მუხლი 24
1. კომისიის წევრს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან.
2. კომისიის წევრის უფლებამოსილება წყდება:
ა) მის მიერ კომისიის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტიდან;
ბ) ფრაქციის მიერ მისი კომისიიდან გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან;
გ) იმ ფრაქციიდან გასვლის მომენტიდან, რომლის კვოტითაც იქნა იგი წარდგენილი კომისიაში;
დ) მისი, როგორც უმაღლესი საბჭოს წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან;
ე) კომისიის წევრისათვის შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევის მომენტიდან.“.
„ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას, იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს;“.
ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სხდომის გახსნისათვის (უფლებამოსილების დადგენისათვის) საჭირო ხმების ნახევრისა, გარდა ამ რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. კომისიის სხდომაზე ღია კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.“.
ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:
„91. კომისია უფლებამოსილია გამართოს გასვლითი სხდომა.“.
„მუხლი 341
ფრაქციის ამოცანებია:
ა) გამოხატოს და გაატაროს საკუთარი პოლიტიკური კურსი საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით;
ბ) მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საბჭოსა და მისი ორგანოების საქმიანობის სრულყოფაში, ხელი შეუწყოს ფრაქციის წევრთა შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენას და მათი აქტიურობის გაზრდას, აგრეთვე მათ მიერ ამ რეგლამენტის მოთხოვნათა შესრულებას;
გ) გამოხატოს ფრაქციის შეჯერებული აზრი უმაღლესი საბჭოს უმთავრესი ფუნქციის შესრულებისას - კანონშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელებისას.“.
„მუხლი 35
1. ფრაქციის შექმნის მსურველი უმაღლესი საბჭოს წევრები შეიმუშავებენ ფრაქციის პოლიტიკურ პლატფორმასა და წესდებას.
2. ფრაქციის წესდებით უნდა განისაზღვროს ფრაქციის შექმნისა და მის შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელების წესი, ფრაქციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების არჩევის წესი და მათი კომპეტენცია, ფრაქციის წევრთა უფლებამოსილება, ფრაქციის მიზნები და ამოცანები, მისი სტრუქტურა, აგრეთვე წესდების ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის პროცედურა.
3. ფრაქცია შექმნილად ითვლება მასში გაერთიანებული უმაღლესი საბჭოს არანაკლებ 3 წევრის მიერ ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმისა და წესდების მიღების მომენტიდან.
4. ახალშექმნილი ფრაქციის რეგისტრაცია სავალდებულოა.
5. უმაღლესი საბჭოს წევრთა გაერთიანება ფრაქციის სტატუსს იძენს რეგისტრაციის მომენტიდან.
მუხლი 351
1. ფრაქცია რეგისტრაციამდე თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარეს.
2. ფრაქციის რეგისტრაციისათვის, გარდა ამ რეგლამენტის მე-60 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, ფრაქციის შექმნიდან 1 კვირის ვადაში ფრაქციის თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მიმართავს განცხადებით, რომელშიც აღინიშნება ფრაქციის ოფიციალური სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, სხვა ხელმძღვანელ პირთა და წევრთა ვინაობა. განცხადებას ერთვის ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა და წესდება. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ფრაქციის რეგისტრაციისათვის წარმოდგენილ დოკუმენტაციას დაუყოვნებლივ გადასცემს უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას, რომელიც თავის დასკვნას წარუდგენს ბიუროს უახლოეს სხდომაზე. თუ ბიურო აღნიშნული კომისიის დასკვნის განხილვისას არ მიიღებს სხვა მოტივირებულ გადაწყვეტილებას, ფრაქცია რეგისტრირებულად ჩაითვლება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისათვის დოკუმენტაციის წარდგენის მომენტიდან. ბიუროს გადაწყვეტილება ეცნობება უმაღლესი საბჭოს უახლოეს პლენარულ სხდომაზე და გამოქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.
3. თუ ფრაქცია არ აკმაყოფილებს ამ რეგლამენტის 34-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებისა და 35-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, მას უარი ეთქმება რეგისტრაციაზე. ფრაქციას, რომელსაც რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, უფლება აქვს, ბიუროს გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხი დააყენოს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე.
1. ფრაქციაში გაწევრების მსურველი უმაღლესი საბჭოს წევრი წერილობითი განცხადებით მიმართავს ფრაქციის თავმჯდომარეს.
2. ფრაქცია უმაღლესი საბჭოს წევრის განცხადებას განიხილავს ფრაქციის წესდებით დადგენილი წესით და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
3. ფრაქციაში ახალი წევრის მიღების შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე 3 დღის ვადაში წერილობით ატყობინებს უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას და უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტს.
4. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს, ყოველგვარი მოტივაციის გარეშე, ნებისმიერ დროს გავიდეს ფრაქციის შემადგენლობიდან, რის შესახებაც წერილობით მიმართავს ფრაქციის თავმჯდომარეს, ატყობინებს უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას და უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტს.
5. თუ ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა 3-ზე ნაკლები უმაღლესი საბჭოს წევრი, ფრაქცია გაუქმებულად ჩაითვლება ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის შესახებ განცხადების წარდგენის დღიდან მე-7 დღეს. ამ პერიოდში ფრაქცია ინარჩუნებს ამ რეგლამენტით განსაზღვრულ უფლებებს. ფრაქციის გაუქმების შესახებ უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია აცნობებს უმაღლესი საბჭოს უახლოეს პლენარულ სხდომაზე.
6. ფრაქციას უფლება აქვს, ფრაქციის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფრაქციიდან გარიცხოს წევრი.
7. ფრაქციიდან წევრის გარიცხვის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე 3 დღის ვადაში წერილობით აცნობებს უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას და უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტს.
8. ფრაქციის თავმჯდომარისა და სხვა ხელმძღვანელი პირების არჩევის, გადაყენების, გადადგომის, აგრეთვე ფრაქციის სადამფუძნებლო დოკუმენტებში შესწორებათა შეტანის შესახებ 3 დღის ვადაში წერილობით ეცნობება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას.
9. ამ მუხლის მე-3-მე-8 პუნქტებში აღნიშნული ცვლილებების შესახებ უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია აცნობებს უმაღლეს საბჭოს. ეს ინფორმაცია ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.
1. ფრაქცია წარმომადგენლობის მეშვეობით მონაწილეობს უმაღლესი საბჭოს კომისიებისა და საკითხის შემსწავლელი ჯგუფის საქმიანობაში.
2. უმაღლესი საბჭოს ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობა განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ უმაღლესი საბჭოს წევრთა რაოდენობის პროპორციულად.
3. ფრაქციის მიერ წარდგენილი წევრი წყვეტს უმაღლესი საბჭოს ორგანოში საქმიანობას ამ რეგლამენტით დადგენილი წესით მისი ფრაქციიდან გარიცხვის, გასვლის, ფრაქციის მიერ ამ ორგანოდან გაწვევის შემთხვევაში. ფრაქციას უფლება აქვს უმაღლესი საბჭოს ორგანოებში წარადგინოს ახალი კანდიდატურა, რის შესახებაც უმაღლესი საბჭოს შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელი აცნობებს უმაღლეს საბჭოს.
4. ფრაქციათა გაუქმების, შეერთების ან ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია განსაზღვრავს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს და დასამტკიცებლად წარუდგენს უმაღლეს საბჭოს.
5. პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გაზრდის შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობის პერსონალურ საკითხებს წყვეტს შესაბამისი ფრაქცია.
6. თუ ფრაქციას შეუმცირდა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები, იგი ვალდებულია თვითონ განსაზღვროს უმაღლესი საბჭოს ამა თუ იმ ორგანოდან თავისი წევრების გამოწვევის საკითხი. ფრაქციის მიერ აღნიშნული ვალდებულების 1 კვირის ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს ამა თუ იმ ორგანოდან შესაბამისი ფრაქციის წევრის გამოწვევის საკითხს წყვეტს შესაბამისი ორგანო.“.
„მუხლი 381
1. ფრაქციის უმაღლესი ორგანოა ფრაქციის სხდომა.
2. ფრაქციის სხდომების გამართვის პერიოდულობა განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.
3. ფრაქციის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან ფრაქციის გადაწყვეტილებით შეიძლება გაიმართოს საჯარო ან დახურული სხდომა.
4. ფრაქციის სხდომა უფლებამოსილია:
ა) ფრაქციის წესდებაში შეიტანოს ცვლილებები;
ბ) აირჩიოს ფრაქციის თანამდებობის პირები;
გ) გადაწყვიტოს ფრაქციაში ახალი წევრის მიღების ან ფრაქციიდან წევრის გარიცხვის საკითხი;
დ) წარადგინოს კანდიდატურები უმაღლესი საბჭოს თანამდებობის პირთა არჩევით თანამდებობებზე;
ე) გადაწყვიტოს ფრაქციის პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გამოყენების წესი;
ვ) მიიღოს გადაწყვეტილება უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განსახილველი საკითხის შესახებ ფრაქციის ერთიანი პოზიციის გამოხატვის თაობაზე;
ზ) უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანილ კანონპროექტთან დაკავშირებით დანიშნოს გამომსვლელი, რომელიც უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე წარმოადგენს ფრაქციის პოზიციას;
თ) გადაწყვიტოს ფრაქციის საქმიანობასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები;
ი) ისარგებლოს ამ რეგლამენტითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული უფლებებით.
მუხლი 382
1. ფრაქციის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს ფრაქციის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს ფრაქციას უმაღლეს საბჭოში და მის გარეთ;
გ) თანამდებობრივად შედის უმაღლესი საბჭოს ბიუროს შემადგენლობაში;
დ) წარმართავს ფრაქციის სხდომებს;
ე) ახორციელებს ფრაქციის წესდებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. ფრაქციის მდივანი ფრაქციის თავმჯდომარის დავალებით ხელმძღვანელობს ფრაქციის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს და, საჭიროების შემთხვევაში, ფრაქციის წესდებით გათვალისწინებული წესით ასრულებს ფრაქციის თავმჯდომარის მოვალეობას, ხელმძღვანელობს ფრაქციის აპარატის საქმიანობას, ახორციელებს ფრაქციის წესდებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. ფრაქციის მიერ გავრცელებულ ყველა დოკუმენტს ხელს აწერს ფრაქციის ხელმძღვანელი პირი.“.
„6. ბიუროს სხდომა, როგორც წესი, საჯაროა. ბიუროს სხდომა შეიძლება დაიხუროს, თუ ამას მოითხოვს ბიუროს წევრი და მის მოთხოვნას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე ბიუროს წევრთა უმრავლესობა. ბიუროს დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს ადგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი.“.
„2. უმაღლეს საბჭოს შეუძლია გააუქმოს ბიუროს გადაწყვეტილება ან ცვლილება შეიტანოს მასში პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა.“.
„4. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რომელიმე თანამდებობის პირი არჩეული იქნება უმაღლესი საბჭოს სხვა თანამდებობაზე, უმაღლესი საბჭოს იმავე დადგენილებით მას თანამდებობრივი უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება სხვა თანამდებობაზე არჩევასთან დაკავშირებით.“.
„6. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუ რეგისტრაცია გაიარა უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ორმა მესამედმა. არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.“.
ა) „დ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) „ზ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ2“ ქვეპუნქტი:
„ზ2) საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების წარმომადგენლებისაგან საქართველოს პარლამენტში შექმნილ ერთობლივ საკოორდინაციო საბჭოში ნიშნავს უმაღლესი საბჭოს სამ წევრს;“.
გ) „პ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“ და „პ2“ ქვეპუნქტები:
„პ1) ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს საქმისწარმოების ინსტრუქციას და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესებს;
პ2) წყვეტს უმაღლესი საბჭოს ცალკეული წევრებისა და უმაღლესი საბჭოს დელეგაციების სხვა სახელმწიფოში მივლინების საკითხებს;“.
„ა) უმაღლესი საბჭოს დროებითი ხმის დამთვლელი კომისია 3 წევრის შემადგენლობით, რომელიც თავის წევრთაგან ხმათა უმრავლესობით ირჩევს თავმჯდომარესა და მდივანს. დროებითი ხმის დამთვლელი კომისია ხელმძღვანელობს ბიულეტენების მომზადებას, დარიგებასა და კენჭისყრის პროცესს, თვალყურს ადევნებს და ითვლის ხმებს ღია ან ფარული კენჭისყრის დროს;“.
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უმაღლეს საბჭოს აცნობებს არჩევნების შედეგებს და უმაღლესი საბჭოს დროებით სამანდატო კომისიას გადასცემს უმაღლესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას (საარჩევნო ოქმებს, მასალებს არჩევნების შედეგების, მათი ჩატარების სისწორის, შემოსული საჩივრების თაობაზე, განცხადებებს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების შესახებ და უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის შესახებ).“;
ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს წევრად არჩეული პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხს უმაღლესი საბჭოს დროებითი სამანდატო კომისიის დასკვნის, ხოლო საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის შექმნის შემდეგ – ამ კომისიის დასკვნის საფუძველზე უმაღლესი საბჭო განიხილავს უახლოეს პლენარულ სხდომაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირი უმაღლესი საბჭოს წევრად არჩეულად გამოცხადდა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე;
ბ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს წევრად არჩეული პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხს შეისწავლის უმაღლესი საბჭოს დროებითი სამანდატო კომისია ან საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია, რომელიც ამზადებს შესაბამის დასკვნას. აღნიშნულ დასკვნას უმაღლესი საბჭო განიხილავს უახლოეს პლენარულ სხდომაზე და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.
5. ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი შეკრება შემდგარად ჩაითვლება, თუ უმაღლესი საბჭოს წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო უმაღლესმა საბჭომ, იქნება უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა. ამ დროიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოს.“.
„3. საგაზაფხულო სესია იხსნება მარტის პირველ სამშაბათს და იხურება ივნისის მესამე ხუთშაბათს, ხოლო საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის პირველ სამშაბათს და იხურება დეკემბრის მესამე ხუთშაბათს. უმაღლესი საბჭოს სესია გახსნილად და დახურულად ცხადდება შესაბამისად ბიუროს ან პლენარულ სხდომაზე.“.
„2. უმაღლესი საბჭოს მორიგი პლენარული სხდომა იმართება, როგორც წესი, პლენარული სხდომის კვირის ხუთშაბათს 12 საათიდან 18 საათამდე (დილის სხდომა - 12 საათიდან 14 საათამდე, საღამოს სხდომა - 16 საათიდან 18 საათამდე). 14 საათიდან 16 საათამდე ცხადდება შესვენება. უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ 20 საათამდე. საჭიროების შემთხვევაში, უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია სხდომა გაგრძელდეს საკითხის ამოწურვამდე. უმაღლეს საბჭოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება პლენარული სხდომის დღეს 16 საათიდან 18 საათამდე სამთავრობო საათის გამართვის თაობაზე.“.
„ვ) ხელს აწერს სხდომაზე მიღებულ საოქმო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებს;“.
„თავი XII1
პოლიტიკური დებატები
მუხლი 701
1. ფრაქციას უფლება აქვს მოითხოვოს პოლიტიკური დებატების დღის დანიშვნა. პოლიტიკური დებატების დღე, როგორც წესი, პლენარული სამუშაო ციკლის განმავლობაში ინიშნება ორჯერ. პოლიტიკური დებატების დღის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დადგენილებით.
2. პოლიტიკურ დებატებში გამოსვლებისათვის ფრაქციასა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს (სხდომის თავმჯდომარეს) ეძლევა თითოეულს 30 წუთი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს – 20 წუთი, უმაღლესი საბჭოს წევრს, რომელიც არ არის გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში – 10 წუთი. ფრაქცია მისთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავს გამომსვლელთა რაოდენობასა და მათზე დროის გადანაწილების სქემას. პოლიტიკურ დებატებში გამომსვლელთათვის გამოყოფილი დროის გაზრდა დაუშვებელია. გამომსვლელთა თანმიმდევრობას განსაზღვრავს ბიურო.
3. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს უფლება აქვს, პოლიტიკური დებატების ბოლოს ისარგებლოს ამ რეგლამენტით მისთვის გათვალისწინებული დროის ლიმიტით და განხილული საკითხი დააყენოს კენჭისყრაზე.“.
ა) „ა“-„ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) კანონპროექტი რეგისტრაციისათვის გადაეცემა უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტს;
ბ) უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტი კანონპროექტს გადასცემს უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და საკადრო საკითხთა დეპარტამენტს ამ რეგლამენტის მე-80 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის მოსამზადებლად. ამის შემდეგ კანონპროექტს უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და საკადრო საკითხთა დეპარტამენტის დასკვნასთან ერთად საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტი გადასცემს ბიუროს უახლოეს სხდომას, თუ იგი წარდგენილია ბიუროს სხდომის წინა კვირის პარასკევამდე. ამ ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი კანონპროექტი ბიუროს მომდევნო სხდომას გადაეცემა;
გ) ბიურო უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ, ამასთანავე, კანონპროექტს გადასცემს წამყვან კომისიას, სხვა კომისიებს, ფრაქციებს, უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და საკადრო საკითხთა დეპარტამენტს, აგრეთვე მთავრობას;
დ) წამყვანი კომისია კანონპროექტს მიღებიდან 14 დღის ვადაში განიხილავს კომისიის სხდომაზე, რის შემდეგაც კანონპროექტი შესაბამისი დასკვნებით გადაეცემა ბიუროს, პირველი მოსმენით განხილვისა და კენჭისყრისათვის უმაღლესი საბჭოს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად;
ე) უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისა და მიღების შემდეგ კანონპროექტი გადაეცემა წამყვან კომისიას პირველი მოსმენისას გათვალისწინებული შენიშვნების ასახვისათვის და უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისა და კენჭისყრისათვის მოსამზადებლად;“;
ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი
„ე1) პირველი მოსმენით მიღებიდან 10 დღის ვადაში წამყვანი კომისია კანონპროექტს განიხილავს კანონპროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის მოსამზადებლად, ქვეპუნქტების, პუნქტების, მუხლების ან/და თავების მიხედვით;“.
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტმა კანონპროექტი შეიძლება წარადგინოს, როგორც დამოუკიდებელი კანონპროექტის სახით, ისე კანონში ცვლილების შეტანის ან კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების სახით.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. კანონი ძალადაკარგულად ცხადდება კანონით, რომლის პროექტიც მიიღება ხმათა იმავე რაოდენობითა და იმავე წესით, რომლებითაც მიღებული იყო შესაბამისი კანონის პროექტი, ან უპირატესი იურიდიული ძალის მქონე კანონით.“.
„მუხლი 79
1. საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტი კანონპროექტს ამზადებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
2. კანონპროექტს უნდა დაერთოს განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება:
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ. მასში აღინიშნება:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი;
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი;
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება. მასში აღინიშნება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო;
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
ბ.დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალი ფინანსური ვალდებულებები;
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება;
გ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში აღინიშნება:
გ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
გ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) კანონპროექტის ავტორი;
ე) კანონპროექტის ინიციატორი.
3. კანონპროექტს ასევე უნდა დაერთოს დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
4. თუ კანონპროექტი იწვევს სხვა საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანას, მას უნდა დაერთოს შესაბამისი პროექტი ამ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ და ისინი წარდგენილი უნდა იქნეს საკანონმდებლო პაკეტის სახით.
5. კანონპროექტს ასევე უნდა დაერთოს იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება.
6. კომისიის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტს უნდა დაერთოს კომისიის სხდომის ოქმის ამონაწერი, რომელშიც მითითებულია მისი წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.
7. მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტს უნდა დაერთოს მთავრობის სხდომის ოქმის ამონაწერი, რომელშიც მითითებულია მისი წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.
1. საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტის მიერ უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენილი კანონპროექტი გადაეცემა უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტს, რომელიც აღრიცხავს და რეგისტრაციაში ატარებს წარდგენილ კანონპროექტს. კანონპროექტის უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენის თარიღად მიიჩნევა მისი უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტში რეგისტრაციის თარიღი. დაუშვებელია ბიუროს სხდომაზე განსახილველად იმ კანონპროექტის გატანა, რომელიც არ არის რეგისტრირებული უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტში და რომელსაც არ ახლავს უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და საკადრო საკითხთა დეპარტამენტის დასკვნა.
2. უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტი კანონპროექტს დარეგისტრირებისთანავე გადასცემს უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და საკადრო საკითხთა დეპარტამენტს. უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტი კანონპროექტს იურიდიული და საკადრო საკითხთა დეპარტამენტის დასკვნასთან ერთად და ბიუროს სხდომის დღის წესრიგის პროექტს ბიუროს წევრებს გადასცემს ბიუროს სხდომამდე, როგორც წესი, არაუგვიანეს წინა დღისა.
3. უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტის მიერ ამ რეგლამენტის 77-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბიუროსთვის გადაცემულ კანონპროექტს უნდა ერთოდეს უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და საკადრო საკითხთა და საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტების მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ ბიუროს გადაწყვეტილების პროექტი, რომელშიც მითითებულია:
ა) კანონპროექტის დასახელება;
ბ) კანონპროექტის ინიციატორი;
გ) კანონპროექტის ავტორი;
დ) კანონპროექტის უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენის თარიღი;
ე) წამყვანი კომისია;
ვ) კანონპროექტის კომისიის სხდომაზე განხილვის სავარაუდო თარიღი;
ზ) სხვა კომისიები, რომელთა დასკვნებიც უნდა ერთოდეს კანონპროექტს;
თ) კანონპროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვის სავარაუდო თარიღი.
4. ბიურო იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ და ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“–„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკითხების თაობაზე.
5. უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და საკადრო საკითხთა დეპარტამენტი ამოწმებს წარდგენილი კანონპროექტის ამ რეგლამენტის 79-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“–„ე“ ქვეპუნქტებსა და მე-3-მე-7 პუნქტებთან შესაბამისობას. თუ წარდგენილი კანონპროექტი არ შეესაბამება ამ რეგლამენტის 79-ე მუხლის ზემოაღნიშნული პუნქტების მოთხოვნებს, ბიურო უფლებამოსილია უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და საკადრო საკითხთა დეპარტამენტის მოტივირებული დასკვნის საფუძველზე კანონპროექტი ხარვეზის გამოსასწორებლად დაუბრუნოს მის ინიციატორს.
6. ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კანონპროექტი განსახილველად გადაეცემა წამყვან კომისიას, სხვა კომისიებს, ფრაქციებს, უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და საკადრო საკითხთა დეპარტამენტს, ასევე მთავრობას. კანონპროექტი უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე განთავსების მიზნით ასევე გადაეცემა უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურს.
7. კანონპროექტი, რომელიც იწვევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას, უმაღლესმა საბჭომ შეიძლება მიიღოს მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემდეგ, ხოლო მომავალ საფინანსო წელთან დაკავშირებული ზემოაღნიშნული კანონპროექტები მთავრობის მიერ უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებული რესპუბლიკური ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების ფარგლებში.“.
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე წარდგენილ კანონპროექტს უნდა ერთოდეს უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტის ინფორმაცია და უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და საკადრო საკითხთა დეპარტამენტის დასკვნა.“;
ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საჭიროა თუ არა ახალი კანონის მიღება ან კანონში ცვლილების განხორციელება;“.
„მუხლი 82
1. საკანონმდებლო წინადადება არის საკანონმდებლო ინიციატივის უფლების არმქონე სუბიექტის მიერ უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენილი, დადგენილი წესით გაფორმებული, დასაბუთებული მიმართვა ახალი კანონის მიღების, კანონში ცვლილების შეტანის ან კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.
2. საკანონმდებლო წინადადების წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, სახელმწიფო ორგანოებს (გარდა აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა), ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, კანონით დადგენილი წესით საქართველოში რეგისტრირებულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებს, ასევე სხვა იურიდიულ პირებს.
3. საკანონმდებლო წინადადება შეიძლება წარდგენილ იქნეს კანონპროექტის ან/და მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითადი პრინციპების ან კონკრეტული წინადადებების სახით. საკანონმდებლო წინადადება უნდა შეიცავდეს მისი საჭიროების ავტორისეულ დასაბუთებას, ავტორის ხელმოწერას და მისამართს.
4. საკანონმდებლო წინადადება წარედგინება ბიუროს, რომელიც 5 დღის ვადაში გადასცემს წამყვან კომისიას. წამყვანი კომისია მას 10 დღეში განიხილავს კომისიის სხდომაზე ამ რეგლამენტის 84-ე მუხლის შესაბამისად და იღებს გადაწყვეტილებას საკანონმდებლო წინადადების მიღებულად ან უარყოფილად ცნობის თაობაზე, რასაც აცნობებს ბიუროს უახლოეს სხდომას.
5. თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითადი პრინციპების ან კონკრეტული წინადადებების სახით და წამყვანმა კომისიამ მისაღებად ცნო იგი, კომისია ბიუროსთან შეთანხმებით, განსაზღვრულ ვადაში შეიმუშავებს კანონპროექტს და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით გადასცემს ბიუროს.
6. თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია კანონპროექტის სახით და წამყვანმა კომისიამ მისაღებად ცნო იგი, კანონპროექტი ამ რეგლამენტით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ვადაში გადაეცემა ბიუროს.
7. საკანონმდებლო წინადადების ავტორს უფლება აქვს, გამოითხოვოს იგი კომისიაში განხილვამდე.
8. საკანონმდებლო წინადადების მიღების შემთხვევაში საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტად ითვლება წამყვანი კომისია.“.
ა) პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ ბიუროს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში სხვა კომისიები, ფრაქციები, მთავრობა, უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და საკადრო საკითხთა დეპარტამენტი წამყვან კომისიას გადასცემენ თავიანთ შენიშვნებს კანონპროექტთან დაკავშირებით. თუ აღნიშნული სუბიექტები მითითებულ ვადაში არ წარმოადგენენ შენიშვნებს კანონპროექტის თაობაზე, კანონპროექტი მათ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.
2. წამყვანი კომისია კანონპროექტს მიღებიდან 14 დღის ვადაში იხილავს კომისიის სხდომაზე. წამყვანი კომისიის სხდომა მოწვეულ უნდა იქნეს მას შემდეგ, რაც ბიუროს მიერ განსაზღვრული ის კომისიები, რომელთა დასკვნებიც უნდა ერთოდეს კანონპროექტს, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში წამყვან კომისიას გადასცემენ თავიანთ დასკვნებს კანონპროექტის თაობაზე.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. წამყვანი კომისიის დასკვნის გარეშე დაუშვებელია კანონპროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე გატანა. თუ ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 14 დღის ვადაში წამყვანი კომისია არ გამართავს სხდომას და არ გამოხატავს თავის პოზიციას კანონპროექტთან დაკავშირებით, კანონპროექტის ინიციატორი უფლებამოსილია მიმართოს წამყვან კომისიას მისი განხილვის მოთხოვნით ან ბიუროს წინაშე დასვას წამყვანი კომისიის დასკვნის გარეშე კანონპროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის საკითხი.“;
გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. ბიუროსათვის წარდგენილ კანონპროექტს უნდა ერთოდეს წამყვანი კომისიის დასკვნა, ასევე სხვა კომისიების, ფრაქციების, უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და საკადრო საკითხთა დეპარტამენტისა და სხვა უფლებამოსილი სუბიექტების დასკვნები და მათი შენიშვნების პროექტში გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი.“.
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კომისიის სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს განსახილველად წარადგენს ინიციატორი უმაღლესი საბჭოს წევრი, მთავრობის თავმჯდომარის, მთავრობის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს – მთავრობის თავმჯდომარის, მთავრობის უფლებამოსილი წარმომადგენელი, ფრაქციის ან კომისიის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს – შესაბამისად ფრაქციის ან კომისიის თავმჯდომარე ან/და ფრაქციის ან კომისიის მიერ დანიშნული წარმომადგენელი, ხოლო ამომრჩეველთა მიერ ინიციირებულ კანონპროექტს – ამ კანონპროექტზე ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ არჩეული საინიციატივო ჯგუფის წევრი.“;
ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
„1. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვა იწყება მისი პირველი მოსმენით, გარდა ამ რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
„ა) კანონპროექტის (ალტერნატიული კანონპროექტიდან ერთ-ერთის საფუძვლად) პირველი მოსმენით მიღების შესახებ;“.
„მუხლი 90
1. კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ იგი მასზე გამოთქმული და გათვალისწინებული შენიშვნების პროექტში ასახვისა და მეორე მოსმენით განხილვისათვის მომზადების მიზნით გადაეცემა წამყვან კომისიას, რომელიც კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებიდან 10 დღის ვადაში განიხილავს მას. წამყვანი კომისიის სხდომაზე კანონპროექტი განიხილება თავების, მუხლების, პუნქტების ან/და ქვეპუნქტების მიხედვით და კენჭი ეყრება ერთიანად. საჭიროების შემთხვევაში კენჭი ეყრება შენიშვნებს. თუ ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში წამყვანი კომისია ვერ მოახერხებს კანონპროექტის განხილვას, იგი შეიძლება გაგრძელდეს კომისიის თავმჯდომარის მოტივირებული წინადადების საფუძველზე, ბიუროს გადაწყვეტილებით. წამყვანი კომისიის მიერ კანონპროექტის განხილვისათვის დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში ბიურო უფლებამოსილია განიხილოს აღნიშნული ფაქტი და დასვას შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი.
2. უმაღლესი საბჭოს მიერ პირველი მოსმენით განხილვისას გათვალისწინებული შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებული კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებიდან 2 კვირის ვადაში კომისიის თავმჯდომარის, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოადგილის ხელმოწერით, წერილობითი ფორმით ეგზავნება უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისა და კენჭისყრისათვის. ამასთანავე, კანონპროექტის თითოეული გვერდი ვიზირებულ უნდა იქნეს კომისიის აპარატის უფროსის მიერ.
1. უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომისათვის მეორე მოსმენით წარდგენილ კანონპროექტს უნდა ერთოდეს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისას კანონპროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნების პროექტში გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი, წამყვანი კომისიის დასკვნა, ასევე ალტერნატიული წინადადებები, რომლებიც წამყვან კომისიას წარედგინა.
2. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა იწყება მომხსენებლის გამოსვლით, რომელიც კანონპროექტს სხდომას გააცნობს ამ რეგლამენტის 87-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს, ამ რეგლამენტის 87-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად (შესაბამის ქვეპუნქტთან, პუნქტთან, მუხლთან, თავთან დაკავშირებით), შეკითხვისა და დაზუსტებისათვის გამოვიდეს თითოჯერ. თითოეული შეკითხვის ავტორისათვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს. ამასთანავე, მას შეუძლია დაზუსტებისათვის ისარგებლოს არაუმეტეს 1 წუთით. სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ცალკეულ შემთხვევებში, კანონპროექტის განხილვის დაწყებამდე, უმაღლესი საბჭოს წევრის მოთხოვნის საფუძველზე შეკითხვისათვის დამატებით გამოყოს 2 წუთი, ხოლო დაზუსტებისათვის – 1 წუთი. სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება შეკითხვების დასმის შეწყვეტის შესახებ.
3. შეკითხვების დასრულების შემდეგ მომხსენებელს უფლება აქვს, ყველა დასმულ შეკითხვას ერთობლივად უპასუხოს. მისი პასუხის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს.
4. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდის თანამომხსენებელი. მისი გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. თანამომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ, კანონპროექტის თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას. თითოეული შეკითხვის ავტორს შეუძლია გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ, არაუმეტეს 1 წუთით. შეკითხვების დასრულების შემდეგ თანამომხსენებელს უფლება აქვს, ყველა დასმულ შეკითხვას ერთობლივად უპასუხოს. მისი პასუხის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს.
5. თანამომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდის უმაღლესი საბჭოს ის წევრი, კომისიის, ფრაქციის წარმომადგენელი, რომლის ალტერნატიული წინადადებაც გამოტანილ იქნა უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე. ალტერნატიული წინადადების ავტორის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს. უმაღლესი საბჭოს წევრს შეუძლია ალტერნატიული წინადადების ავტორს 1-წუთიან რეჟიმში დაუსვას შეკითხვა მხოლოდ ერთხელ. ფრაქციას უფლება აქვს, ერთხელ ისარგებლოს 1-წუთიანი გამოსვლით პროცედურულ საკითხზე.
6. ამ მუხლის მე-2–მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული პირების გამოსვლების დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან წამყვანი კომისიის წარმომადგენელი, თუ წამყვანი კომისიის წარმომადგენელი არ არის თანამომხსენებელი, და სხვა კომისიების წარმომადგენლები. წამყვანი კომისიის წარმომადგენლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, ხოლო სხვა კომისიის წარმომადგენლის გამოსვლისა – 5 წუთს.
7. წამყვანი კომისიისა და სხვა კომისიების წარმომადგენლების გამოსვლების დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან უმაღლესი საბჭოს ის წევრები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არ ერთ ფრაქციაში. თითოეული მათგანის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. ამისათვის უმაღლესი საბჭოს წევრები მომხსენებლის გამოსვლის დასრულებამდე პირადად ეწერებიან გამომსვლელთა სიაში, რომელიც დგება სხდომის სამდივნოში და წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს. სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე გამოსვლა დაუშვებელია. ამასთანავე, უმაღლესი საბჭოს წევრს შეუძლია გამომსვლელთა სიაში ჩაეწეროს მხოლოდ ერთხელ. უმაღლესი საბჭოს წევრს, რომელიც ჩაწერილია გამომსვლელთა სიაში და სიტყვის მიცემის მომენტისათვის ესწრება სხდომას, უფლება არა აქვს, მისი გამოსვლისათვის განკუთვნილი დრო უმაღლესი საბჭოს სხვა წევრს დაუთმოს. თუ უმაღლესი საბჭოს წევრი სიტყვის მიცემის მომენტისათვის სხდომას არ ესწრება, მას აღარ აქვს ამ საკითხზე გამოსვლის უფლება.
8. უმაღლესი საბჭოს წევრების გამოსვლების დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან ფრაქციების წარმომადგენლები და სხდომას მოახსენებენ თავიანთ პოზიციას წარმოდგენილი კანონპროექტის თაობაზე. ფრაქციის წარმომადგენლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს.
9. მომხსენებელი, თანამომხსენებელი, კომისიის, ფრაქციის წარმომადგენლები სიტყვას წარმოთქვამენ სხდომათა დარბაზში პრეზიდიუმის წინ განთავსებული ტრიბუნიდან.
10. ფრაქციის წარმომადგენელთა გამოსვლების დასრულების შემდეგ დასკვნითი სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, გამოდის მომხსენებელი.
11. დასაშვებია კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღება ცალკეული მუხლების გამოკლებით. ისინი შეიძლება შემოტანილ იქნეს მესამე მოსმენისას.
12. მეორე მოსმენისას კანონპროექტს მთლიანად ეყრება კენჭი. ალტერნატიულ წინადადებას პირველ რიგში ეყრება კენჭი.
13. კანონპროექტის მეორე მოსმენის დასრულების შემდეგ უმაღლესი საბჭო კენჭისყრით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღების შესახებ;
ბ) დამატებითი დამუშავებისათვის კანონპროექტის წამყვან კომისიაში დაბრუნების შესახებ.
14. კანონპროექტი, რომელიც მეორე მოსმენით კენჭისყრისას ვერ დააგროვებს მისი მიღებისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტით დადგენილ ხმათა საჭირო რაოდენობას, ჩავარდნილად ითვლება. ასეთ შემთხვევაში ფორმდება დადგენილება კანონპროექტის მეორე მოსმენით მიუღებლობის შესახებ.
15. თუ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენისას ჩავარდნილი კანონპროექტი სასესიო პერიოდში 1 თვის განმავლობაში ინიციატორის მოთხოვნით არ დადგება პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე, იგი უარყოფილად ჩაითვლება. ამის შესახებ პლენარული სხდომის თავმჯდომარე აცნობებს უმაღლეს საბჭოს. აღნიშნული ფაქტი ფორმდება პლენარული სხდომის ოქმით.
1. კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღების შემდეგ წამყვანი კომისია 5 დღის ვადაში განიხილავს მას პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის მოსამზადებლად. კომისიის სხდომის გამართვის შემდეგ კანონპროექტი კომისიის თავმჯდომარის, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მოადგილის ხელმოწერით, წერილობითი ფორმით ეგზავნება უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტს ბიუროს უახლოესი სხდომის დღის წესრიგში შესატანად. ამასთანავე, კანონპროექტის თითოეული გვერდი ვიზირებული უნდა იქნეს კომისიის აპარატის უფროსის მიერ.
2. მესამე მოსმენისათვის უმაღლესი საბჭოს წევრებს ეგზავნება კანონპროექტის შესწორებული ვარიანტი, რომელშიც ასახულია კანონპროექტის მეორე მოსმენისას გამოთქმული და გათვალისწინებული შენიშვნები. კანონპროექტის მესამე მოსმენისას მასში შესაძლებელია მხოლოდ რედაქციული ცვლილებების შეტანა.
3. უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომისათვის მესამე მოსმენით წარდგენილ კანონპროექტს უნდა ერთოდეს წამყვანი კომისიის დასკვნა.
4. მესამე მოსმენისას კანონპროექტს წარადგენს მომხსენებელი, რომელსაც უმაღლესი საბჭოს წევრებმა კანონპროექტთან დაკავშირებით შეიძლება მისცენ რედაქციული შენიშვნები. რედაქციული შენიშვნებისათვის თითოეული გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. ამასთანავე, პირი ერთსა და იმავე საკითხზე შეიძლება გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ.
5. გამოსვლების დასრულების შემდეგ დასკვნითი სიტყვით გამოდის მომხსენებელი. მომხსენებლის დასკვნითი სიტყვის შემდეგ სხდომის თავმჯდომარე კანონპროექტის განხილვას დასრულებულად მიიჩნევს და საკითხს აყენებს კენჭისყრაზე.
6. მეორე მოსმენისას დამატებითი განხილვისათვის გადადებული მუხლები კენჭისყრაზე ცალკე დგება. შეიძლება კანონპროექტის მიღება ამ მუხლების გარეშეც, თუ ისინი არ არის კანონპროექტის პრინციპული დებულებები.
7. მესამე მოსმენისას კანონპროექტის საბოლოო რედაქტირებულ ვარიანტს მთლიანად ეყრება კენჭი.
8. კანონპროექტი, რომელიც მესამე მოსმენით კენჭისყრისას ვერ დააგროვებს მისი მიღებისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტით დადგენილ ხმათა საჭირო რაოდენობას, ჩავარდნილად ითვლება. ასეთ შემთხვევაში ფორმდება დადგენილება კანონპროექტის მესამე მოსმენით მიუღებლობის შესახებ.
9. თუ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენისას ჩავარდნილი კანონპროექტი სასესიო პერიოდში 1 თვის განმავლობაში ინიციატორის მოთხოვნით არ დადგება პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე, იგი უარყოფილად ჩაითვლება. აღნიშნული ფაქტი ფორმდება პლენარული სხდომის ოქმით.
10. მეორე და მესამე მოსმენებისას უარყოფილ კანონპროექტს უმაღლესი საბჭო განიხილავს ახალი საკანონმდებლო ინიციატივის წესით მისი წარდგენის შემთხვევაში.
11. დაუშვებელია მესამე მოსმენით კენჭისყრის შემდეგ კანონპროექტში რაიმე შესწორების შეტანა.“.
„1. კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ კანონპროექტი, აგრეთვე კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განიხილება და მიიღება გამარტივებული წესით – ერთი მოსმენით, ამ რეგლამენტის 88-ე მუხლით დადგენილი წესით.
2. დაუშვებელია გამარტივებული წესით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა და მიღება.
3. კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ბიურო კანონპროექტის ინიციატორის ან წამყვანი კომისიის წინადადების საფუძველზე. კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ კანონპროექტი გამარტივებული წესით განიხილება ბიუროს გადაწყვეტილების გარეშე.“.
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ნორმატიული ხასიათის მქონე დადგენილების პროექტი, უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიძლება განხილული იქნეს 2 მოსმენით. პირველი მოსმენით დადგენილების პროექტის განხილვის შემდეგ, კენჭისყრის საფუძველზე უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას წარმოდგენილი პროექტის მიღების ან უარყოფის შესახებ.“.
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მეორე მოსმენით დადგენილების პროექტის განხილვის შემდეგ, კენჭისყრის საფუძველზე უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას წარმოდგენილი პროექტის მთლიანად მიღების ან უარყოფის შესახებ.“.
„მუხლი 941
1. ამ რეგლამენტის 94-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურებს არ საჭიროებს უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი, რომელიც ეხება საკადრო და პერსონალურ საკითხებს. აღნიშნული წესი მოქმედებს უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით, მე-17 მუხლით, 811 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით, 86-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 89-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 95-ე მუხლის 41 პუნქტით, 1051 მუხლის პირველი პუნქტით, 113-ე მუხლის მე-4 პუნქტით, 117-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 123-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 124-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 131-ე მუხლით, 135-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 138-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 145-ე მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე, შესაბამისი დადგენილების პროექტს ამზადებს და უმაღლეს საბჭოს წარუდგენს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია. ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომაზე ზემოაღნიშნულ უფლებამოსილებას საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის შექმნამდე ახორციელებს უმაღლესი საბჭოს დროებითი სამანდატო კომისია.“.
„41. უმაღლესი საბჭოს თანხმობა, როგორც წესი, მიიღება დადგენილებით.“.
„3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი წარედგინება უმაღლეს საბჭოს, რომელიც აქვეყნებს მას საჯარო განხილვისათვის. უმაღლეს საბჭოში კანონპროექტის განხილვა იწყება მისი გამოქვეყნებიდან ორი კვირის შემდეგ.“.
„მუხლი 106
საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს უფლება აქვს საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგინოს საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს კანონის პროექტები.“.
„2. საქართველოს პარლამენტისათვის საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით კანონპროექტის წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება უმაღლესი საბჭოს დადგენილებით, რომელიც მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობა, მაგრამ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა.“.
„1. საქართველოს პარლამენტისათვის საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით წარსადგენი კანონპროექტი უმაღლეს საბჭოში განიხილება კანონპროექტის განხილვისათვის, ხოლო უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე - კანონპროექტის პირველი მოსმენისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად.“.
„მუხლი 113
1. უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას.
2. მთავრობისათვის უნდობლობის საკითხის აღძვრის უფლება აქვს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს.
3. უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის წერილობითი მოთხოვნა მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე წარედგინება ბიუროს. ბიურო უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მიერ წარდგენილი წერილობითი მოთხოვნის თაობაზე ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების მიზნით აღნიშნულ მოთხოვნას გადასცემს უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას, რომელიც 5 დღის ვადაში ამოწმებს და დასკვნას წარუდგენს ბიუროს. დადებითი დასკვნის შემთხვევაში ბიუროს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნა მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე შეაქვს უმაღლესი საბჭოს უახლოესი სხდომის დღის წესრიგში.
4. უმაღლესი საბჭოს მიერ მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის ორი მესამედით ღებულობს დადგენილებას უნდობლობის გამოცხადების თაობაზე.
5. თუ უმაღლესი საბჭო მთავრობას უნდობლობას ვერ გამოუცხადებს, საკითხის მომდევნო 6 თვის განმავლობაში დასმა დაუშვებელია.“.
ჩაქვი, 16 მაისი 2013 წ. N54-უ.ს.გ.ს. |