„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№140
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.033.016539
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/05/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №140

2013 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1.       
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებით (სსმ III, 04.11.2008, №159, მუხლი 1595) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. დავების განხილვის სამსახურის,  პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის, ინფორმაციული უსაფრთხოების სამსახურის,  ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის, სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეები და ის საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც არ შედიან არც ერთი სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში

1. დავების განხილვის სამსახურის, პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის, ინფორმაციული უსაფრთხოების სამსახურის,  ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტისა და სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეებს, აგრეთვე იმ საჯარო მოსამსახურეებს, რომლებიც არ შედიან არც ერთი სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში (კონსულტანტი, თანაშემწე და სხვა) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დავების განხილვის სამსახურის, პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის, ინფორმაციული უსაფრთხოების სამსახურის,  ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტისა და სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეები ანგარიშვალდებულნი არიან, შესაბამისად, დავების განხილვის სამსახურის უფროსის, პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ინფორმაციული უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის უფროსისა და სტრუქტურული ერთეულის უფროსის წინაშე.

 3. ის საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც არ შედიან არც ერთი სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში, ანგარიშვალდებულნი არიან შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის წინაშე და ასრულებენ მათ მითითებებსა და დავალებებს და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

4. დავების განხილვის სამსახურის, პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის, ინფორმაციული უსაფრთხოების სამსახურის, ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის და სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეები ასრულებენ, შესაბამისად, დავების განხილვის სამსახურის უფროსის, პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ინფორმაციული უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის უფროსის, სტრუქტურული ერთეულის უფროსის და/ან კურატორი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილის და/ან სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მითითებებსა და დავალებებს და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.“.

2. მე-9 მუხლის „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

3. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“  „ტ“ და „უ“  ქვეპუნქტები:

„ს) ანალიტიკური დეპარტამენტი;

 ტ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;

 უ) ინფორმაციული უსაფრთხოების სამსახური.“.

4. მე-10 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 და მე-15 პუნქტები:

„14. ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადამიანური რესურსების შემადგენლობისა და მართვის სამმართველო;

ბ) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და ანალიზის სამმართველო.

15. ანალიტიკური დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) სტრატეგიული  დაგეგმვის სამმართველო;

 ბ) სექტორული პოლიტიკის ანალიზის სამმართველო.“.

5. 251 მუხლი ამოღებულ იქნეს.

6. XVIII  და XIX თავები და 62-ე - 65-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

7. დაემატოს შემდეგი შინაარსის XXI, XXII და XXIII თავები და 68-ე -75-ე მუხლები:

„თავი XXI.  ანალიტიკური დეპარტამენტი

მუხლი 68. ანალიტიკური დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება

ანალიტიკური დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ აღნიშნულ დეპარტამენტში შემავალი სამმართველოები.

მუხლი 69. სტრატეგიული დაგეგმვის სამმართველო

სტრატეგიული დაგეგმვის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:

 ა) საჯარო ფინანსების სექტორის  სტრატეგიული დაგეგმვის ერთიანი მეთოდოლოგიის და სტანდარტების შემუშავება;

 ბ) საჯარო ფინანსების სექტორის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება;

გ) სხვა ამოცანების და ფუნქციების განხორციელება, რომლებიც დაკავშირებულია საჯარო სექტორში შედეგზე ორიენტირებული მართვის სისტემის დანერგვასთან;

დ)  კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი პროექტების განხორციელება;

ე)  სამმართველოში შემოსული  კორესპონდენციიის განხილვა, დასკვნებისა და წინადადებების მომზადება.

მუხლი 70. სექტორული პოლიტიკის ანალიზის სამმართველო

 სექტორული პოლიტიკის ანალიზის სამმართველოს  ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საჯარო ფინანსების სექტორში  პოლიტიკის ანალიზის მეთოდოლოგიის და სტანდარტების შემუშავება;

ბ) საჯარო ფინანსების სექტორში პოლიტიკის ანალიზის ცოდნის და მეთოდების გამოყენების ხელშეწყობა;

გ) საჯარო ფინანსების სექტორში რისკების შეფასება და ანალიზი;

დ)  მინისტრის ან მინისტრის მოადგილეებისათვის პოლიტიკის ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციების მომზადება შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად;

ე)  კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი პროექტების განხორციელება;

 ვ)  სამმართველოში შემოსული  კორესპონდენციიის განხილვა, დასკვნებისა და წინადადებების მომზადება.

თავი XXII.  ადამიანური რესურსების მართვის სამსახური

მუხლი 71. ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება

 ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ აღნიშნულ სამსახურში შემავალი სამმართველოები.

მუხლი 72. ადამიანური რესურსების შემადგენლობისა და მართვის სამმართველო

 ადამიანური რესურსების შემადგენლობისა და მართვის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:

ა)  მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების  პროექტების მომზადება საჯარო მოსამსახურედ დანიშვნის, საჯარო მოსამსახურის გადაყვანის, დაწინაურების, გათავისუფლების, მოვალეობის დაკისრების, შვებულების, მივლინების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების (მოხსნის), სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების, სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების (ჩამორთმევის) და, კომპეტენციის ფარგლებში, სხვა სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

გ) შრომითი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;

დ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა მონაცემების ელექტრონული  აღრიცხვა, პირადი საქმეების, შრომის წიგნაკების წარმოება და დაცვა დადგენილი წესით, სამსახურის სტაჟის გამოანგარიშება და დადასტურება;

ე) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოწმობის დამზადება, გაცემა და აღრიცხვა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებების (წერილების) დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირების უზრუნველყოფა;

ზ)  ფინანსთა სამინისტროს სისტემაში არსებული ვაკანსიებისა და თანამშრომელთა მონაცემების შესახებ საჯარო სამსახურის ბიუროსათვის კვარტალური ინფორმაციის მიწოდება;

თ) თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების  შესაბამის ორგანოში წარდგენის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ი) სამინისტროს შრომის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა;

კ) სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციის გაწევის უზრუნველყოფა;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში სამოქალაქო თავდაცვისა და სამხედრო- სამობილიზაციო საქმიანობის უზრუნველყოფა.

მუხლი 73.  ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და ანალიზის სამმართველო

ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და ანალიზის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრატეგიისა და საკადრო პოლიტიკის შემუშავება;

ბ) ორგანიზაციული კლიმატის, კორპორატიული ფასეულობების ანალიზი და მართვა;

გ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის თითოეული თანამდებობის სამუშაოს აღწერებისა და ინსტრუქციების შემუშავება, ფუნქცია-მოვალეობების განსაზღვრა და დელეგირება;

დ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრის უზრუნველყოფა;

ე) სამინისტროს ცენტრალური აპარატის კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების მიზნით ვაკანტურ თანამდებობებზე პრსონალის მოზიდვა, კონკურსების ორგანიზება;

ვ) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების და კომპეტენციის ფარგლებში სხვა სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით;

ზ) პესრონალის ადაპტაციის სისტემის შემუშავება და მართვა;

თ) პერსონალის შრომითი მოტივაციის სისტემის ფაქტორების განსაზღვრა, შემუშავება და მართვა;

 ი) თანამშრომლის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასებისა და ატესტაციის ჩატარების უზრუნველყოფა;

კ) პერსონალის განვითარების, პროფესიული კომპეტენციების, კარიერული ზრდის დაგეგმვა, მართვა და ამაღლება;

ლ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ტრენინგის საჭიროებათა ანალიზის განხორციელება, სასწავლო ტურების, სემინარების, კონფერენციების ჩატარებისა და მათში  მონაწილეობის მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;            

მ) სხვადასხვა ორგანიზაციული კვლევების განხორციელება;

ნ) სამინისტროში პრაქტიკისა და სტაჟირების გავლის უზრუნველყოფა;

ო) სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომედაციების შემუშავება.

 თავი XXIII. ინფორმაციული უსაფრთხოების სამსახური

მუხლი 74.  ინფორმაციული უსაფრთხოების სამსახურის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება

ინფორმაციული უსაფრთხოების სამსახურის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ინფორმაციული უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან ერთად ახორციელებენ ინფორმაციული უსაფრთხოების სამსახურის საჯარო მოსამსახურეები.

მუხლი 75. ინფორმაციული უსაფრთხოების სამსახურის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სამინისტროს ინფორმაციული აქტივების აღწერა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად მათზე წვდომის წესების განსაზღვრა;

ბ)  სამინისტროს ინფორმაციული აქტივების დაცვა;

გ) ინფორმაციის დამუშავების ინფრასტრუქტურაში არსებული სისუსტეების მართვა;

 დ) საფრთხეების და ინციდენტების მართვა, რომლებსაც გავლენა შეუძლიათ მოახდინონ სამინისტროს ინფორმაციულ რესურსებზე;

ე) უსაფრთხოების პოლიტიკის, პროცედურების და სტანდარტების მომზადება და მათი მეშვეობით სამინისტროს საინფორმაციო რესურსების სათანადო გამოყენების უზრუნველყოფა;

ვ) ინფორმაციის დაცვის სფეროში თანამშრომლებისათვის მათი ვალდებულებების გაცნობა;

 ზ) ინფორმაციული უსაფრთხოების საბჭოსათვის ანგარიშების, სხდომების ოქმებისა და დღის წესრიგის  მომზადება.“.


მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს  2013 წლის 20 მაისიდან.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური