1. შემოქმედებითი კავშირის საქმიანობის წესი და ძირითადი მიმართულებები განსაზღვრულია კავშირის
წესდებით.

2. შემოქმედებითი კავშირის
წესდება უნდა შეიცავდეს:

ა) შემოქმედებითი კავშირის სრულ სახელწოდებას, ასევე
შემოკლებულ სახელწოდებას (მისი არსებობის შემთხვევაში);

ბ) შემოქმედებითი კავშირის საქმიანობის მიზნებსა და ამოცანებს;

გ) შემოქმედებით კავშირში გაწევრების, კავშირიდან
გასვლისა და გარიცხვის წესებ
ს;

დ) შემოქმედებითი კავშირის წევრთა უფლებებსა და მოვალეობებს;

ე) შემოქმედებითი კავშირის მართვის ორგანოთა შექმნისა და საქმიანობის საფუძვლებს, მათ უფლებამოსილებებს და მათი
გადაწყვეტილებებ
ის მიღების წესს;

ვ) შემოქმედებითი კავშირის საქმიანობის
კონტროლის წესს;

ზ) შემოქმედებითი კავშირის რეორგანიზაციის ან
ლიკვიდაციი
ს შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი ორგანოს/პირის დასახელებას და ამ გადაწყვეტილების მიღების წესს, თუ იგი განსხვავდება ამ პუნქტის „ე“
ქვეპუნქტით დადგენილი წესისაგან;

თ) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის შესახებ მონაცემებს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი). თუ შემოქმედებით კავშირს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი ორი ან მეტი პირი ჰ
ყავს, სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში უნდა მიეთითოს,როგორ არის მათ შორის უფლებამოსილებანი
გადანაწილებული;

ი) მასში ცვლილებისა და დამატების შეტანის წესს.

3. შემოქმედებითი კავშირის წესდებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სხვა საკითხებიც, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №501
5
- ვებგვერდი, 14.07.2011წ.

თავი

V

შემოქმედებითი

კავშირის

მართ