7. საქართველოს მთავრობამ 2007 წლის 1 თებერვლამდე განსაზღვროს ის ქონება, რომელსაც კულტურისა და ხელოვნების მხარდაჭერის მიზნით ხელოვნების მუშაკებს უსასყიდლოდ გადასცემს საქართველოს პრეზიდენტი.
საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3884-სსმI, №48, 22.12.2006წ., მუხ.3
მთავარი მონაცემები
ვადა6 თვის ვადაში
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(4)
საქმე №ბს-85-85(2კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.12.2008
…აბათილებს საჯარო რეესტრის მონაცემთა შესაძლო უსწორობის მდგომარეობას. ამასთანავე, მხვედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სადავო ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, კერძოდ, “შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ” კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტი(გაუქმებულია 08.12.06წ. კანონით შეტანილი ცვლილებით) ითვალისწინებდა შემოქმედებითი…
საქმე №ბს-289-228-კ-05 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.03.2006
…¹50 განკარგულება, რომლის საფუძველზეც მწერალთა კავშირის ორივე შენობა გადაეცა კულტურის სამინისტროს. მოსარჩელის განმარტებით, მითითებული განკარგულება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, კერძოდ, განკარგულება ეწინააღმდეგება ,,შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ" საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტს, რომლის შესაბამისადაც, ის ქონება, რომელიც ადრე ირიცხებოდა ამა თუ იმ…
საქმე №ას-958-1235-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.10.2005
…საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ თბილისის საოლქო სასამართლომ არასწორად განმარტა „შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტი. კასატორის მოსაზრებით, სკ-ის ამოქმედებამდე ის უკვე იყო სადავო შენობის მესაკუთრე,…
საქმე №3გ-ად-240-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.12.2002
…აქტის გამოცემაზე უარის თქმით მოპასუხემ დაარღვია კავშირისათვის კანონით მინიჭებული უფლებები და ინტერესები. მოპასუხე საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და, მიუთითა, რომ “შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს ასეთი კავშირების საკუთრებაში ქონების გადაცემას…