„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№18
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.158.016130
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/05/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №18

2013 წლის 15 მაისი

ქ. ბოლნისი

 

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 იანვრის № 2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისადб „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის  დამტკიცების შესახებ" ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 იანვრის   №2  დადგენილებით (სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.158.016114) დამტკიცებულ  წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :

მუხლი 1
1.  დებულების   პირველი  მუხლის   მესამე  პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობისათვის 300( სამასი) ლარის ოდენობით, ხოლო 300 (სამასი) ლარიდან ზემოთ  გადასახდელი თანხის 70%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1500 (ერთიათას ხუთასი) ლარისა;“     

2.     დებულების   პირველი  მუხლის   მეოთხე  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4.დიაგნოსტიკური კვლევის  500 ( ხუთასი) ლარისა  და  სტაციონარული მკურნალობისათვის 1000 (ერთიათას) ლარამდე   დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით,  მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის დასკვნის საფუძველზე. სტაციონარული და ამბოლატორიული მკურნალობისათვის 1000 (ერთიათასი)   ლარიდან 1500 (ერთიათასხუთას) ლარამდე დახმარება გაიცემა  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით მუნიციპალიტეტის   გამგეობის სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის დასკვნის საფუძველზე.“

3.   დებულების   მეორე   მუხლის   მეორე  პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) სტაციონარული მკურნალობისათვის 300 ლარის ოდენობით, ხოლო 300 ლარიდან ზემოთ გადასახდელი  თანხის 70%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1500  (ერთიათასხუთასი) ლარისა.“ 

4.    დებულების   მეორე  მუხლის   მეხუთე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. სტაციონარული მკურნალობისათვის 1000 (ერთათას ) ლარამდე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა  საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის  დასკვნის საფუძველზე.“

5.  დებულების   მეორე  მუხლის   მეექვსე  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     ,,6. სტაციონარული მკურნალობისათვის 1000 (ერთიათასი)   ლარიდან 1500 (ერთიათას ხუთას) ლარამდე  დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით მუნიციპალიტეტის  გამგეობის სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის  დასკვნის საფუძველზე.“

6.  დებულების   მესამე  მუხლის   პირველი  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ქრონიკული დაავადებების მქონე მოსახლეობის უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფის კუთხით  დასაფინანსებელ ბენეფიციართა კონტინგენტია:

ა) მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები;

ბ) მუნიციპალიტეტში მცხოვრები პარკინსონიზმით დაავადებული პაციენტები.

გ) მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბრონქიალური ასთმით დაავადებული პაციენტები.

დ) მუნიციპალიტეტში მცხოვრები ონკოლოგიური დაავადებებით დაავადებული პაციენტები;

ე) ზემოთ ჩამოთვლილი ქრონიკული დაავადებებით დაავადებული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები – დევნილები.“

7.  დებულების   მეოთხე  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, 4. ფსორიაზით დაავადებული პირების დახმარება

1. ფსორიაზით დაავადებული სოციალურად დაუცველი პირების, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება  100 000-ს და ფსორიაზით დაავადებული იძულებით გადაადგილებული პირების მედიკამენტური დახმარება  მოხდება ერთჯერადად, არა უმეტეს 1500 (ერთიათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) გამცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

დ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა აფთიაქიდან მედიკამენტების ჩამონათვალის, ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა;

ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი;

ზ) იძულებით გადაადგილებული პირის  დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე.

4. ფსორიაზით დაავადდებულთათვის 1000 (ერთიათას ) ლარამდე დახმარება გაიცემა

მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა  საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

5. ფსორიაზით დაავადებულთათვის 1000 (ერთათას )   ლარიდან 1500 (ერთიათას ხუთას) ლარამდე  დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის  დასკვნის საფუძველზე.“

8.   დებულების   მეხუთე  მუხლი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

,, 5. ლეიშმანიოზით დაავადებული  მოქალაქეების  დახმარება

1. ლეიშმანიოზით დაავადებული  მოქალაქეები (6 დან 60 წლამდე ასაკის მოქალაქეები, გარდა ბავშვობიდან  ინვალიდებისა) დახმარება მოხდება ერთჯერადად:

ა) სტაციონარული მკურნალობისათვის 300 ლარის ოდენობით, ხოლო 300 ლარიდან ზემოთ გადასახდელი  თანხის 70%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს  1500 (ერთიათასხუთასი) ლარისა.

2. მუნიციპალიტეტში წრმოსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის(პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

დ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების საბანკო  ანგარიშზე.

4. ლეიშმანიოზით დაავადებული ბავშვებისათვის  1000 (ერთიათას) ლარამდე დახმარება გაიცემა  მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის  სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

5. ლეიშმანიოზით დაავადებული ბავშვებისათვის  1000 (ერთიათას )   ლარიდან 1500 (ერთი ათასხუთას) ლარამდე დახმარება გაიცემა  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით  მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.“

9. დებულების   მეშვიდე მუხლის   მეორე  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,2.  მეორე ჯგუფის ინვალიდებს სტაციონარში მოთავსების შემთხვევაში დახმარება გაეწევა ერთჯერადად სტაციონარში მკურნალობისათვის 300 ლარის ოდენობით, ხოლო 300 ლარიდან ზემოთ გადასახდელი თანხის – 70%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1500 (ერთია ათას ხუთასი) ლარისა.“

 10.  დებულების   მეშვიდე  მუხლის   მეოთხე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

   ,,4. მეორე ჯგუფის ინვალიდებს სტაციონარული მკურნალობისათვის 1000 (ერთიათას) ლარამდე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ  საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.“

11.  დებულების   მეშვიდე მუხლის   მეხუთე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი      რედაქციით:

  ,,5. მეორე ჯგუფის ინვალიდებს სტაციონარული მკურნალობისათვის 1000 (ერთიათას ხუთასი)  ლარიდან 1500 (ერთიაათასხუთას) ლარამდე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით  მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.“

12.   დებულების   მეცხრე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   ,,9. დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება

   1. დედ-მამით ობოლ პაციენტს (6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებს, გარდა ბავშვობიდან ინვალიდებისა) დახმარება გაეწევა ერთჯერადად:

ა) სტაციონარული მკურნალობისათვის – 300 ლარის ოდენობით, ხოლო 300 ლარიდან ზემოთ გადასახდელი  თანხის – 70%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს  1500  (ერთიაათასხუთასი)  ლარისა.

2. დედ-მამით ობოლი ბავშვის მეურვემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს განყოფილებიდან ბავშვის მეურვის ვინაობის შესახებ;

დ) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან ბავშვის და მისი მეურვის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;

ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

ვ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა;

ზ) ბავშვის ან/და ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების  საბანკო ანგარიშზე.

4. სტაციონარული მკურნალობისათვის  1000 (ერთიათას ) ლარამდე დახმარება გაიცემა

მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

5. სტაციონარული მკურნალობისათვის 1000 (ერთიათას )   ლარიდან 1500 (ერთიათასხუთას) ლარამდე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის  დასკვნის საფუძველზე.“

13. დებულების   მეთერთმეტე მუხლის   მეორე  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    ,, 2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ” და „ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კატეგორიები დახმარებას  მიიღებენ:

ა) სოხუმის დაცემის დღეს – 27 სექტემბრისათვის ერთჯერადად 200 ლარის ოდენობით;

ბ) სტაციონალური მკურნალობისათვის 300 ლარის ოდენობით, ხოლო 300 ლარიდან ზემოთ გადასახდელი თანხის  – 70%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1500(ერთიათასხუთასი) ლარისა.“

14.  დებულების   მეთერთმეტე მუხლის   მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორია  დახმარებას მიიღებს  სტაციონალური მკურნალობისათვის 300 ლარის ოდენობით, ხოლო 300 ლარიდან ზემოთ გადასახდელი  თანხის   – 70%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1500(  ერთიათას ხუთასი) ლარისა.“

15.   დებულების   მეთერთმეტე მუხლის   მეოთხე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა“ და „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიები  დახმარებას მიიღებენ  სტაციონალური მკურნალობისათვის 300 ლარის ოდენობით, ხოლო 300 ლარიდან ზემოთ გადასახდელი  თანხის  – 70%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1500(ერთიათასხუთასი) ლარისა.“

16.  დებულების   მეთერთმეტე მუხლის   მეშვიდე  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. სტაციონარული მკურნალობისათვის 1000 (ერთიათას ხუთას) ლარამდე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.“  

 17.  დებულების   მეთერთმეტე მუხლის   მერვე  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. სტაციონარული მკურნალობისათვის 1000 (ერთიათას)   ლარიდან 1500 (ერთიათასხუთას) ლარამდე დახმარება გაიცემა  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.“

 18.  დებულების   მეთორმეტე   მუხლის   პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

,,1.მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ერთჯერადად იძულებით გადაადგილებულ პირთა და მათი ოჯახის ორსული წევრების სამედიცინო (სტაციონარული) მომსახურება 300 ლარის ოდენობით, ხოლო 300 ლარიდან ზემოთ გადასახდელი თანხის – 70%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს  1500 (ერთიათასხუთასი)  ლარისა.“

 19. დებულების   მეთორმეტე  მუხლის   მეოთხე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,4.სტაციონარული მკურნალობისათვის 1000 (ერთიათას ) ლარამდე დახმარება გაიცემა

მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა   საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.“

 

20.დებულების   მეთორმეტე  მუხლის   მეხუთე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. სტაციონარული მკურნალობისათვის 1000 (ერთიათასი)   ლარიდან 1500 (ერთიათას ხუთას) ლარამდე დახმარება გაიცემა  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.“

21. დებულების   მეცამეტე  მუხლი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,13. ერთჯერადი სოციალური ( ფულადი  და სამედიცინო) დახმარება

1. მუნიციპალიტეტში  მცხოვრები ოჯახები, რომლებიც ამ წესში მოყვანილ არც ერთ კატეგორიას არმიეკუთვნება და დახმარების მოთხოვნის მომენტში სხვადასხვა მიზეზების გამო განიცდიან უკიდურეს  გასაჭირს, დახმარებას მიიღებენ გამგეობის შესაბამისი სამსახურის ადგილზე შესწავლის აქტის საფუძველზე, რომლის შედგენა ხდება სამსახურის წარმომადგენლებისა და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ, დახმარებაზე გადაწყვეტილებას 1000 (ერთიათას) ლარამდე იღებს მუნიციპალიტეტის გამგებელი, ხოლო 1000 (ერთიათასი) ლარიდან 1500 (ერთიათასხუთას) ლარამდე გადაწყვეტილებას  იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს  თავმჯდომარე.

2. ოჯახმა, რომელიც დახმარების გაცემის მომენტში განიცდის ეკონომიკურ სიდუხჭირეს მუნიციპალიტეტში  უნდა წარმოადგინოს  შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

გ)ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან/და   შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.“

22. დებულების   მეთექვსმეტე  მუხლი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,16.  გარდამავალი დებულებები

გადაუდებელი აუცილებლობისას, სტიქიის, უბედური და სხვა ფორს-მაჟორული შემთხვევებისას  ნატურალური თუ  ფულადი ფორმით დახმარებაზე გადაწყვეტილებას 1000 (ერთიათას) ლარამდე  იღებს  მუნიციპალიტეტის გამგებელი გამგეობის შესაბამისი სამსახურის ადგილზე შესწავლის (აქტის) საფუძველზე,  რომლის  შედგენა ხდება სამსახურის წარმომადგენლებისა და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს  რწმუნებულის მიერ,  ხოლო 1000 (ერთიათასი) ლარიდან 1500  (ერთიათასხუთას) ლარამდე გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გამგეობის  შესაბამისი სამსახურის ადგილზე შესწავლის (აქტის) საფუძველზეც  რომლის  შედგენა ხდება სამსახურის წარმომადგენლებისა და შესაბამისი ტერიტორიული ორგანო რწმუნებულის მიერ.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემალხაზ ერაძე