„იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ 28.12.2005
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-3 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. დამოუკიდებელი საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.“;
ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარეს, რომელიც იმავდროულად დამოუკიდებელი საბჭოს წევრია, თავისი წევრებისგან 3 წლის ვადით ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია. ერთი და იგივე პირი დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
4. დამოუკიდებელი საბჭოს 5 წევრს, რომელთაგან 1 საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრია, ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე, 3 წლის ვადით.“.
2. 31 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დამოუკიდებელი საბჭოს წევრს ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე, ხოლო დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარეს − საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია.“;
ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
1. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციამ უზრუნველყოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის არჩევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭო მისი თავმჯდომარის არჩევიდან 1 თვის ვადაში დაკომპლექტდეს ამ კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით.
3. იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის არჩევისთანავე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უწყდება ამ საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილება. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებისთანავე დამოუკიდებელი საბჭოს მოქმედ შემადგენლობას უწყდება უფლებამოსილება.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქუთაისი, 1 მაისი 2013 წ. N582-IIს |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 01.05.2013.
- როდის იქნა მიღებული „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 01.05.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №582-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 010240020.05.001.016983.
- რამდენი მუხლისგან შედგება „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.05.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №582-IIს, 01.05.2013, სარეგისტრაციო კოდი 010240020.05.001.016983 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.05.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1922267/