დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და დმანისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 16.05.2013
ძალის დაკარგვა 29.06.2018
გამომცემი ორგანო დმანისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.156.016136
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/05/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ ადუაშვილი | დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და დმანისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №18
2013 წლის 16 მაისი
ქ. დმანისი
დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და დმანისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,პ' ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული წესის საფუძველზე, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და დმანისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი (დანართი №1-ის შესაბამისად).
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ჩამოსაწერი ქონების პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ღირებულების დადგენის აქტის ფორმა (დანართი №2-ის შესაბამისად).
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ჩამოსაწერი ქონების აქტიური ნაწილის (მანქანა-დანადგარებისა და სხვ.) ღირებულების დადგენის აქტის ფორმა (დანართი №3-ის შესაბამისად).
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს ქონების ლიკვიდაციის აქტის ფორმა (დანართი №4-ის შესაბამისად).
მუხლი 5🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ ადუაშვილი
დანართი №1
დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და დმანისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
ეს წესი განსაზღვრავს დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და დმანისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
1. ქონება – დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის, მის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის ბალანსზე რიცხული ქონება.
2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონება.
3. დაწესებულება – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან მის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირი.
4. საინვენტარიზაციო კომისია – ქონების ინვენტარიზაციის მიზნით დაწესებულებაში შექმნილი კომისია.
მუხლი 3🔗.
ინვენტარიზაციის ჩატარება
1. დაწესებულებაში ინვენტარიზაცია ტარდება „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული წესის თანახმად.
2. დაწესებულების ბალანსზე რიცხული ქონების ჩამოწერა ხდება ყოველი წლის ბოლოს ჩატარებული აქტივებისა და ვალდებულებათა ინვენტარიზაციის საფუძველზე, ხოლო ჩამოწერის შედეგები აისახება დაწესებულების წლიურ ბალანსზე. გამონაკლის შემთხვევებში, თუ ამას დაწესებულების ინტერესები მოითხოვს, ქონების ჩამოწერა შეიძლება განხორციელდეს წლის სხვა პერიოდშიც.
მუხლი 4🔗.
საინვენტარიზაციო კომისია
საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია) იქმნება დაწესებულების ხელმძღვანელის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი.
კომისია შედგება თავმჯდომარის, მოადგილის, მდივნის და სხვა წევრებისაგან.
საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულების ხელმძღვანელმა კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მოიწვიოს დარგის სხვა სპეციალისტებიც. მოწვეული სპეციალისტები არ იღებენ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით; ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
მუხლი 5🔗.
ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი
1. კომისია სწავლობს ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, ასაბუთებს მისი დაწესებულების ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ადგენს ლიკვიდაციის (ჩამოწერის) აქტს ყველა ქონებაზე ცალ-ცალკე. კომისია ასევე ამზადებს ჩამოსაწერი ქონების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტს, ამ წესზე თანდართული ტიპური აქტების ფორმის შესაბამისად (დანართი №2, დანართი №3) და, საჭიროების შემთხვევაში, ქონების ლიკვიდაციის აქტს (დანართი №4), რომელსაც წარუდგენს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც, თავის მხრივ, წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს.
2. ქონების ინვენტარიზაციასა და ჩამოწერასთან დაკავშირებით შექმნილი დოკუმენტაცია (აქტები), რომლის გამოყენების აუცილებლობაც წარმოიქმნება კომისიას მუშაობის პროცესში, უნდა შეესაბამებოდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 28 ივლისის №511 ბრძანების მოთხოვნებს.
3. დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებლის წარდგენის საფუძველზე, უზრუნველყოფს ჩამოსაწერი ქონების ნარჩენი ღირებულებისა და მათი ლიკვიდაციის შედეგად მიღებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ღირებულებების დადგენის აქტების შემოწმებასა და დადასტურებას შესაბამისი აუდიტორის მიერ, რის შემდეგაც იგი ამტკიცებს კომისიის მიერ ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებულ ყველა აქტს.
4. აუდიტის დასკვნაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოსაწერი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა.
5. დაუმთავრებელი მშენებლობის ან ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი შენობა-ნაგებობის ჩამოწერისას საჭიროა საექსპერტო დასკვნა.
6. დაწესებულების ბალანსზე რიცხული ქონების ჩამოწერის პროცედურის დასრულების შემდეგ და ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ქონება (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) აისახება ბალანსში მარაგების სახით კომისიის მიერ დადგენილი ღირებულების შესაბამისად.
მუხლი 6🔗.
ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების განადგურება და განკარგვა
1. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენებაც შეუძლებელია, გამგებლის წარდგინებით, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ექვემდებარება განადგურებას.
2. ქონების განადგურების პროცესს ესწრებიან საკრებულოს თავმჯდომარის მიერ კომისიის შემადგენლობიდან განსაზღვრული პირები.
3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს დაწესებულება, რომელსაც ეკუთვნის გასანადგურებელი ქონება.
4. ქონება უნდა განადგურდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ადგილებში.
5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ განადგურების პროცესის დამსწრე პირები.
6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ.
7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია დაწესებულების ხელმძღვანელი.
მუხლი 7🔗.
ჩამოწერილი ძირითადი საშუალებების რეალიზება
ჩამოწერილი ქონების რეალიზება ხორციელდება ელექტრონული აუქციონის ფორმით, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.
მუხლი 8🔗.
დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ქონების ჩამოწერის წესი
თვითმმართველი ერთეულის – დმანისის მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) და დმანისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირების საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული ქონების ჩამოწერის საკითხს წყვეტს შესაბამისი იურიდიული პირის ხელმძღვანელი, საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
მუხლი 9🔗.
დაწესებულების წიგნადი ფონდის, გამოცემების და საბიბლიოთეკო დოკუმენტაციის ჩამოწერის და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი
1. დაწესებულების წიგნადი ფონდის, გამოცემების და საბიბლიოთეკო დოკუმენტაციის ჩამოწერის საფუძვლებია:
ა) შინაარსობრივად (მორალურად) მოძველებული წიგნები და სხვა მასალები;
ბ) ზედმეტი და არაპროფილური გამოცემები;
გ) პოლიტიკურად აქტუალობადაკარგული გამოცემები;
დ) ფიზიკურად მოძველებული (გაცვეთილი) მასალები;
ე) მკითხველთა მიერ დაკარგული წიგნები და სხვა სახის მასალები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ჩამოსაწერი ქონების გამოსავლენ კრიტერიუმებს, დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეთანხმებით, ადგენს იმ დაწესებულების ხელმძღვანელი, რომლის ბალანსზეც იმყოფება ეს ქონება.
3. დაწესებულების წიგნადი ფონდის, გამოცემების და საბიბლიოთეკო დოკუმენტაციის ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების რეალიზება ხორციელდება ელექტრონული აუქციონის ფორმით, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.