,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
010240060.57.069.016029
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/05/2013

დოკუმენტის ტექსტი

 

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №11

2013 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

 

 

,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით (ვებპორტალი, 08.04.2011) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) ,,ჰ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ჰ) წინადადების უზრუნველყოფის ელექტრონული გარანტია – წინადადების უზრუნველყოფის მიზნით მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის სისტემის მეშვეობით წარდგენილი გარანტირების მექანიზმი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 1 (ერთი) პროცენტის ოდენობით (შემდგომში – ელექტრონული გარანტია). ყოველი კონკრეტული ტენდერისთვის ელექტრონული გარანტიის სააგენტოსთვის წარდგენა შესაძლებელია განხორციელდეს ამ ქვეპუნქტისგან განსხვავებული მეთოდით, მხოლოდ ამ წესის მე-16 მუხლის მე-5 და 51 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;“.

ბ) 4 და 5 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ჰ4) პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება – ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების (CPV 50100000), სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების მომსახურების (CPV 55500000), შენობის ტექნიკური მოწყობილობების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების (CPV 50700000), სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებების (CPV 66500000), პერსონალური კომპიუტერების, საოფისე აპარატურის, სატელეკომუნიკაციო და აუდიო-ვიზუალური მოწყობილობების შეკეთების, ტექნიკური მომსახურებისა და მათთან დაკავშირებული მომსახურებების (CPV 50300000) სახელმწიფო შესყიდვისას, აგრეთვე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მომსახურების სახელმწიფო შესყიდვისას გასაწევი მომსახურების ერთეულის ღირებულება/ერთეულების სავარაუდო ჯამური ღირებულება;

5) პრეისკურანტის საბოლოო ღირებულება – გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების (CPV 50100000), სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების მომსახურების (CPV 55500000), შენობის ტექნიკური მოწყობილობების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების (CPV 50700000), სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებების (CPV 66500000), პერსონალური კომპიუტერების, საოფისე აპარატურის, სატელეკომუნიკაციო და აუდიო-ვიზუალური მოწყობილობების შეკეთების, ტექნიკური მომსახურებისა და მათთან დაკავშირებული მომსახურებების (CPV 50300000), აგრეთვე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მომსახურების ერთეულის ღირებულება/ერთეულების საბოლოო ჯამური ღირებულება;“.   

2. მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს 51 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,51. ტენდერისთვის საბოლოო სტატუსის მინიჭების შემდეგ სტატუსის შეცვლის საჭიროების შემთხვევაში, თუ ეს გამოწვეულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების ან/და შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შერჩევა-შეფასების წესების არასათანადო გამოყენებით გამოწვეული შედეგების გამოსწორების აუცილებლობით, ახალი ელექტრონული გარანტიის წარდგენა ხდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ან ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვადით. ასეთ შემთხვევაში, გარანტია წარდგენილ უნდა იქნეს სააგენტოში სისტემის გამოყენების გარეშე. ტენდერისათვის სტატუსის შეცვლა ხორციელდება მხოლოდ სააგენტოში ახალი გარანტიის წარდგენის შემდეგ.“.

3. 26- მუხლის:

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ტენდერის მეშვეობით ავტოსტრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო საქონლის (CPV 50100000), სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების მომსახურების (CPV 55500000), შენობის ტექნიკური მოწყობილობების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების (CPV 50700000), სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებების (CPV 66500000), პერსონალური კომპიუტერების, საოფისე აპარატურის, სატელეკომუნიკაციო და აუდიო-ვიზუალური მოწყობილობების შეკეთების, ტექნიკური მომსახურებისა და მათთან დაკავშირებული მომსახურებების (CPV 50300000) სახელმწიფო შესყიდვა, აგრეთვე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს პრეისკურანტის საფუძველზე.“;

) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. პრეისკურანტის საფუძველზე ტენდერის ჩატარებისას, შემსყიდველი ორგანიზაცია სატენდერო დოკუმენტაციაში თვითონ განსაზღვრავს პრეისკურანტში მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების (CPV 50100000), სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების მომსახურების (CPV 55500000), შენობის ტექნიკური მოწყობილობების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების (CPV 50700000), სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებების (CPV 66500000), პერსონალური კომპიუტერების, საოფისე აპარატურის, სატელეკომუნიკაციო და აუდიო-ვიზუალური მოწყობილობების შეკეთების, ტექნიკური მომსახურებისა და მათთან დაკავშირებული მომსახურებების (CPV 50300000)  ერთეულების ღირებულების დადგენის წესს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების საბოლოო ფასთან მიმართებაში.“;

) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. პრეისკურანტში ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების (CPV 50100000), სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების მომსახურების (CPV 55500000), შენობის ტექნიკური მოწყობილობების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების (CPV 50700000), სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებების (CPV 66500000), პერსონალური კომპიუტერების, საოფისე აპარატურის, სატელეკომუნიკაციო და აუდიო-ვიზუალური მოწყობილობების შეკეთების, ტექნიკური მომსახურებისა და მათთან დაკავშირებული მომსახურებების (CPV 50300000)  რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების (CPV 50100000), სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების მომსახურების (CPV 55500000), შენობის ტექნიკური მოწყობილობების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების (CPV 50700000), სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებების (CPV 66500000), პერსონალური კომპიუტერების, საოფისე აპარატურის, სატელეკომუნიკაციო და აუდიო-ვიზუალური მოწყობილობების შეკეთების, ტექნიკური მომსახურებისა და მათთან დაკავშირებული მომსახურებების (CPV 50300000) ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეტატო ურჯუმელაშვილი