ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის შრომის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 17.05.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს დედაქალაქი თბილისი (სამგორის რაიონის გამგეობა)
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 010260020.53.101.016022
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/05/2013
matsne.gov.ge 1,030 სიტყვა · ~5 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (2)
ანაზღაურებადი მივლინება
მივლინება მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად
მუხლი 10
აუნაზღაურებადი მივლინება
მივლინება იმავე დასახლებულ პუნქტში, სადაც მდებარეობს დასაქმებული პირის სამუშაო ადგილი. 3. მივლინებაში ყოფნის პერიოდში სამსახურში დასაქმებულ პირს უნარჩუნდება დაკავებული თანამდებობა და ანაზღაურება.
მუხლი 10
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ხახნელიძე ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის შრომის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის ბრძანება №2 2013 წლის 17 მაისი ქ. თბილისი ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის შრომის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 72–ე და 73–ე მუხლების, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 30–ე მუხლის მე–4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2013 წლის 28 თებერვლის №13 ბრძანების მე–4 მუხლის 1–ლი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის შრომის შინაგანაწესი დანართის თანახმად. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ხახნელიძე დანართი ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის შრომის შინაგანაწესი თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. შრომის შინაგანაწესის რეგულირების სფერო     წინამდებარე შრომის შინაგანაწესი (შემდგომში – შინაგანაწესი) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე არეგულირებს ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობაში დასაქმებულ პირთა შრომით ურთიერთობებს. მუხლი 2🔗. შრომის შინაგანაწესის მიზანი შრომის შინაგანაწესის მიზნებია: ა) ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობაში დასაქმებულ პირთა შრომითი და მისი თანმდევი ურთიერთობის მოწესრიგება და კონტროლი; ბ) შრომის დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა; გ) სამუშაო დროის რეგულირება და რაციონალური გამოყენება; დ) ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის გამართული მუშაობის ხელშეწყობა. მუხლი 3🔗. შინაგანაწესის მოქმედების სფერო 1. შინაგანაწესის მოქმედება ვრცელდება ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობაში დასაქმებულ ნებისმიერ პირზე, მიუხედავად მისი თანამდებობრივი მდგომარეობისა. 2.  შინაგანაწესის მოთხოვნათა შესრულება სავალდებულოა ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობაში დასაქმებული ნებისმიერი პირისათვის და მათი დარღვევა იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას.  თავი II შრომითი ურთიერთობანი მუხლი 4🔗. სამსახურში მიღება და სამსახურიდან გათავისუფლება სამსახურში დასაქმებულ პირთა თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება ხორციელდება ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგებლის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად. მუხლი 5🔗.  სამსახურში ქცევის ზოგადი წესები 1. დასაქმებული პირი ვალდებულია დროულად გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე. 2. დასაქმებული პირი ვალდებულია სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციასთან მიმართებაში დაიცვას კონფიდენციალურობის პრინციპი. 3. ტექნიკური საშუალებების და სხვა ფასეულობების დასაქმებულ პირზე გადაცემა–დაბრუნება დასტურდება შესაბამისი აქტით და მოვლა–პატრონობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მის მიმღებს. 4. სამსახურში თამბაქოს მოწევა აკრძალულია, გარდა ამისთვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილისა, სადაც უნდა განთავსდეს შესაბამისი აბრა. მუხლი 6🔗. დავის გადაწყვეტა ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობასა და დასაქმებულ პირს შორის სადავო საკითხები განიხილება საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი წესით. თავი III სამუშაო, შესვენების და დასვენების დრო მუხლი 7🔗. სამუშაო დრო 1. ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობაში სამუშაო დრო განისაზღვრება ხუთდღიანი სამუშაო კვირით, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. სამუშაო დროის ხანგრძლივობა კვირის განმავლობაში არის 40 (ორმოცი) საათი. 2. სამუშაო დღე იწყება 10.00 სთ–ზე და სრულდება 19.00 სთ–ზე. 3. შესვენების დაწყებისა და დამთავრების დრო განისაზღვრება 14.00 სთ–დან 15.00 სთ–მდე. 4. ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობაში დასაქმებულ პირს უფლება აქვს შესვენების დროის განმავლობაში დატოვოს სამუშაო ადგილი. 5. ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობაში დასაქმებული პირები სარგებლობენ დასვენების დროით. 6. დასვენების დრო განისაზღვრება დასვენებისა და უქმე დღეებით. დასვენების დღეებია შაბათი და კვირა, უქმე დღეები განისაზღვრება საქართველოს შრომის კოდექსით. მუხლი 8🔗. სამსახურში გამოუცხადებლობა 1. დროებითი შრომისუუნარობის გამო სამსახურში გამოუცხადებლობისას დასაქმებულმა პირმა აღნიშნულის შესახებ შესაძლო მოკლე ვადებში უნდა აცნობოს უშუალო უფროსს. 2. დროებითი შრომისუუნარობის გამო სამსახურში გამოუცხადებლობისას დასაქმებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტი. 3. თუ დასაქმებული პირი წარმოადგენს სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ დოკუმენტს, გაცდენილი დღეები ჩაითვლება საპატიოდ და ანაზღაურდება. 4. თუ დასაქმებული პირი უშუალო უფროსთან შეთახმების გარეშე არ გამოცხადდა სამსახურში ზედიზედ ორი დღე და არ წარმოადგინა სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, გაცდენილი დღეები ჩაითვლება არასაპატიოდ და არ ანაზღაურდება. თავი IV შვებულება მუხლი 9🔗. შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი 1. ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობაში დასაქმებულ პირს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით წელიწადში 30 სამუშაო დღით. 2. შვებულებაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი, შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო. 3. დასაქმებულ პირს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა სამსახურში მუშაობიდან 11 თვის შემდეგ. ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგებელს (მისი არყოფნისას მისი მოვალეობის შემსრულებელს) უფლება აქვს აღნიშნული ვადის გასვლამდე, სამსახურში დასაქმებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში მისცეს მას შვებულება. 4. დასაქმებულ პირს მუშაობის მეორე წლიდან ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგებელთან (მისი არყოფნისას მისი მოვალეობის შემსრულებელთან) შეთანხმებით, ანაზღაურებადი შვებულება შეიძლება მიეცეს ნებისმიერ დროს. 5. დასაქმებულ პირს უფლება აქვს, ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგებელთან (მისი არყოფნისას მისი მოვალეობის შემსრულებელთან) შეთანხმებით, შვებულება გამოიყენოს ნაწილ–ნაწილ. თავი V მივლინება მუხლი 10🔗. მივლინების ცნება და სახეები 1. მივლინებად ითვლება სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგებლის (მოვალეობის შემსრულებლის) მიერ გამოცემული ინივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის საფუძველზე დასაქმებული პირის სამუშაო ადგილის დროებით შეცვლა. 2 . მივლინების სახეებია: ა) ანაზღაურებადი მივლინება – მივლინება მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად; ბ) აუნაზღაურებადი მივლინება – მივლინება იმავე დასახლებულ პუნქტში, სადაც მდებარეობს დასაქმებული პირის სამუშაო ადგილი. 3. მივლინებაში ყოფნის პერიოდში სამსახურში დასაქმებულ პირს უნარჩუნდება დაკავებული თანამდებობა და ანაზღაურება. თავი VI შრომის ანაზღაურება მუხლი 11🔗. შრომის ანაზღაურების ოდენობა და გაცემის წესი 1. ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის მოსამსახურეების შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თანამდებობრივი სარგოსაგან და სხვა დანამატებისაგან, რომელიც გათვალისწინებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით. 2. ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებსა და თანამდებობათა დასახელებას ამტკიცებს ქალაქ თბილისის საკრებულო. 3. ხელფასი გაიცემა ყოველი თვის ბოლოს საბანკო მომსახურებით. თავი VII დისციპლინური პასუხისმგებლობა მუხლი 12🔗. დისციპლინური გადაცდომა დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა, არაჯეროვანი შესრულება ან მათდამი დაუდევარი დამოკიდებულება; ბ) საქართველოს კანონმდებლობის, ამ შინაგანაწესის, ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგებლის ბრძანებების და განკარგულებების, ხელმძღვანელობის მითითებების და სამუშაო ინსტრუქციების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; გ) ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა; დ) ზოგადი ზნეობრივი ნორმების დარღვევა, გამგეობაში დასაქმებული პირის ან სამსახურის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ. მუხლი 13🔗. დისციპლინური პასუხიმგებლობა და მისი ზომები 1. ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგებელმა დისციპლინური გადაცდომისათვის დასაქმებული პირის მიმართ შეიძლება გამოიყენოს შემდეგი პასუხისმგებლობის ზომები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) არა უმეტეს ათი სამუშაო დღის შრომის ანაზღაურების დაკავება; დ) დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა  –  არა უმეტეს ერთი წლისა; ე) სამსახურიდან გათავისუფლება. 2.  ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა. მუხლი 14🔗. დისციპლინური პასუხიმგებლობის გაქარწყლება და მოხსნა 1. დისციპლინური პასუხისმგებლობა გაქარწყლებულად  ჩაითვლება, თუ დასაქმებულ პირს, რომელსაც შეფარდებული აქვს დისციპლინური პასუხისმგებლობა, ექვსი თვის განმავლობაში არ შეეფარდება დისციპლინური პასუხისმგებლობის ახალი ზომა. 2. დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგებელი თავისი ინიციატივით, უშუალო უფროსის წინადადების ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომელსაც შეფარდებული ჰქონდა დისციპლინური პასუხისმგებლობა. თავი VIII დასკვნითი დებულებები მუხლი 15🔗. დასკვნითი დებულებები 1. შინაგანაწესის შესრულება სავალდებულოა ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობაში დასაქმებული ყველა პირისათვის. 2. გამგეობის აპარატი ვალდებულია მიღებისას მოსამსახურეს გააცნოს შრომის შინაგანაწესი (ხელწერილის დადებით). 3. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში მოსამსახურეს ეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.