⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (15.09.2014)
გაუქმებულია:

საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესის და პირობების განისაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 22.05.2013
ძალის დაკარგვა 15.09.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №477
სარეგისტრაციო კოდი 120140000.22.026.016185
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/05/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 410 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.05.2013 მიღება
15.09.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლევან დოლიძე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესის და პირობების განისაზღვრის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №477 2013 წლის 22 მაისი ქ. თბილისი საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესის და პირობების განსაზღვრის შესახებ ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესი და პირობები'. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლევან დოლიძე საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესი და პირობები მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი  ეს დებულება განსაზღვრავს საქარველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სისტემის საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა  კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის საკვალიფიკაციო გამოცდების (შემდეგში გამოცდა)  ჩატარების წესსა და პირობებს. მუხლი 2🔗. გამოცდის ჩატარების პრინციპები 1. გამოცდის ჩატარების პრინციპებია: ა) ობიექტურობა - გამოცდის ჩატარებისას უნდა გამოირიცხოს სუბიექტური გადაწყვეტილების შესაძლებლობა; ბ) გამჭვირვალეობა - გამოყენებული პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს ნათლად ფორმულირებული, გასაგები და აღქმადი ყველა მოსამსახურისათვის; გ) არადისკრიმინაციულობა - საგამოცდო პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს მოსამსახურეთა თანასწორობას; დ) საჯაროობა - საგამოცდო პროცედურასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები, კომისიის სხდომის ოქმები და შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის; ე) კორექტულობა - გამოცდის ჩატარების ფორმები და მეთოდები, დასმული შეკითხვები უნდა იყოს კორექტული, კომისია უნდა იყოს კეთილგანწყობილი და არ უნდა ახდენდეს მოსამსახურეზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას. მუხლი 3🔗. გამოცდის ჩატარების წესი და პირობები 1.  გამოცდის ჩატარების დრო და ადგილი განისაზღვრება საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის (შემდგომში - გაერთიანებული შტაბი) უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით. 2. შეტყობინება გამოცდის ჩატარების შესახებ ეგზავნება სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს და სამინისტროს სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს. 3. შეტყობინება საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების შესახებ უნდა შეიცავდეს: ა) მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომელიც განისაზღვრება მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის სამართლებრივი აქტით; ბ) გამოცდის ჩატარების დროსა და ადგილს. 4. გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს გაერთიანებული შტაბი. 5. გამოცდა შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს: ა) წერითი დავალება ან/და; ბ) ტესტირება ან/და; გ) გასაუბრება. 6. გამოცდის პროგრამას, ეტაპებს და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს გაერთიანებული შტაბის უფროსი. მუხლი 4🔗.  საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების/რეკომენდაციის მიმღები ორგანო 1. გამოცდის  შედეგებიდან გამომდინარე და დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით, მოსამსახურის საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას/რეკომენდაციას იღებს საქართველოს შეიარაღებული ძალების  შერჩევის საბჭო (შემდეგ - საბჭო). 2. საბჭოს ფუნქციები, შემადგენლობა და მუშაობის წესი  განისაზღვრება მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით. მუხლი 5🔗. გამოცდის შედეგების გასაჩივრება სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს გამოცდის შედეგები გაასაჩივროს შერჩევის საბჭოს დებულებით განსაზღვრული წესით.