„ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესი“

მიღების თარიღი 21.05.2013
გამომცემი ორგანო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №05
სარეგისტრაციო კოდი 410040000.55.067.016042
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/05/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 784 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე ვახტანგ მიქელაიშვილი სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

„ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესი“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრო ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №05 2013 წლის 21 მაისი ქ. ბათუმი ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 31 აგვისტოს №019 ბრძანებით დამტკიცებული „ნავსადგურის წესების“ 30-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის  „დ' ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში  თევზჭერის  აკრძალვის წესი“. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში   შესაბამისი ცვლილების განხორციელებისთანავე.სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილევახტანგ მიქელაიშვილი ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში  თევზჭერის აკრძალვის წესი (შემდგომში „წესი“) ადგენს საქართველოს საზღვაო ნავსადგურის წყლებში, შიდა აკვატორიაში, ფარვატერზე, გემების ღუზაზე დგომისა და ინტენსიური მოძრაობის ადგილებში ცოცხალი რესურსების რეწვის, სათხევლის და სხვა სახის ბადის გამართვის, აგრეთვე ნავმისადგომიდან ანკესით ან სხვა საშუალებით თევზჭერის აკრძალვის წესს. 2. წესის მიზანია ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში ნაოსნობის უსაფრთხოების და უშიშროების უზრუნველყოფა. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები 1. ამ „წესში“ გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა: ა) მოლი (Breakwater) - ჰიდროტექნიკური ნაგებობა შესრულებული ქვის ლოდების ნაყარი თანსპეციალური რკინაბეტონის დიდი წონის მასივებისაგან, რომლის მთავარი დანიშნულებაა წყლის ტალღის მიმართულების და ძალის დამუხრუჭება ამ ნაგებობის შიგნით განთავსებული ნავმისადგომებისა და იქ მდგომი გემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; ბ) აკრძალული უბანი - სანაპირო წყლები ან ზღვის სივრცე, რომლის საზღვრებში გადის წყალქვეშა მილსადენები, საკომუნიკაციო კაბელები  და სხვა, რომლებიც ოფიციალურადაა აღნიშნული საზღვაო-სანავიგაციო რუკებზე. 2. ტერმინები, რომლებიც განმარტებული არ არის წინამდებარე ბრძანებით, განიმარტება „ნავსადგურის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 31 აგვისტოს  №019 ბრძანების შესაბამისად. მუხლი 3🔗. ბათუმის ნავსადგური  1. ნავსადგურის შიდა აკვატორიაზე, ფარვატერზე, ნავსადგურის შესასვლელ არხში, გემების ღუზაზე დგომის წერტილებში, უნავმისადგომო ჩამოსასხმელის გარშემო, ცოცხალი რესურსების რეწვა, სათხევლის და სხვა სახის ბადის გამართვა, აგრეთვე ნავსადგურის ნავმისადგომებიდან  ანკესითა და სხვა საშუალებებით თევზჭერა იკრძალება: ა) ნავსადგურის დაცული (სარეჟიმო) ნაწილის შიგნით არსებულ ზღვის აკვატორიაში და მასში შემავალი ნავმისადგომებიდან, მცურავი საშუალებებიდან და მოლიდან; ბ) ლოცმანის მისაღები წერტილიდან 2,5 ( ორნახევარი) კბტ რადიუსში; გ) ღუზაზე მდგომი გემიდან  3 (სამი ) კბტ რადიუსში; დ) ფარვატერის ღერძიდან 2 ( ორი ) კბტ ნაკლებ მანძილზე; ე) სპეციალური სამუშაობით დაკავებული გემიდან (ორი კორპუსით მდგომი გემებიდან)  10 (ათი) კბტ ნაკლებ მანძილზე; ვ) ზღვაოსნობის სახელმძღვანელოებისა და მეზღვაურთა უწყებებში განცხადებულ რაიონებში, რომელიც აღნიშნულია შესწორებულ სანავიგაციო რუკებზე ან შეტყობინებით გამოცხადებულ კოორდინატებში; ზ) უნავმისადგომო ჩამოსასხმელის აღჭურვილობიდან 150 (ას ორმოცდაათი)  მეტრის რადიუსში.  უნავმისადგომი ნავმისადგომის აღჭურვილობაში შედის: გემის მისაბმელი კასრები, თხევადი ნავთობის უკანმომავალი გაზის მცურავი მილების წყლის ზედაპირზე დამაფიქსირებელი კასრები, წყალქვეშა სატვირთო მილების ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი კასრები და გემის ფაქტობრივი დგომის ღერძის გარშემო სივრცე; თ) აკრძალულ უბანზე. 2. ბათუმის ნავსადგურის დაცული (სარეჟიმო) ნაწილი შემოიფარგლება შემდეგი საკონტროლო წერტილებით: ა) დასაწყისი: ჩრდილოეთ დამცავი მოლის დასაწყისი (დასავლეთი უკიდურესი წერტილი)  განედი  41-38'97 N გრძედი 041-38'93 E; ბ) დასასრული :N9 ნავმისადგომის დასაწყისი  (დასავლეთი უკიდურესი წერტილი ) განედი  41-38'91 N  გრძედი 041-38'80 E; 3. ნავსადგურის  დაცულ (სარეჟიმო) ნაწილში შედიან შემდეგი ნავმისადგომები: N1, N2, N3 (ნავთობ ტერმინალის ნავმისადგომები), N4,N5 (საკონტეინერო ტერმინალის ნავმისადგომები), N6 (საბორნე გადასასვლელის ტერმინალი), N7, N8, N9 (შერეული, მშრალი და ნაყარი ტვირთის ნავმისადგომები). 4. ბათუმის ნავსადგურის N10 და N11 სამგზავრო დანიშნულების ნავმისადგომები წარმოადგენენ ნავსადგურის გახსნილ (ღია) ნაწილს და არ შედიან ნავსადგურის დაცულ (სარეჟიმო) ნაწილში. 5. ბათუმის ნავსადგურის N10 და N11 სამგზავრო დანიშნულების ნავმისადგომებიდან სამოყვარულო თევზჭერა დასაშვებია. მუხლი 4🔗. ფოთის ნავსადგური ნავსადგურის შიდა აკვატორიაში, ნავსადგურის შესასვლელ არხში, ფარვატერზე, გემების ღუზაზე დგომისა და ინტენსიური მოძრაობის ადგილებში ცოცხალი რესურსების რეწვის, სათხევლის და სხვა სახის ბადის გამართვის, აგრეთვე ნავმისადგომებიდან ანკესით ან სხვა საშუალებებით თევზჭერა იკრძალება: ა) ნავსადგურის დაცული (სარეჟიმო) ნაწილის შიგნით არსებული ზღვის აკვატორიაში შემავალი ნავმისადგომებიდან, მცურავი საშუალებებიდან და მოლიდან; ბ) რუკაზე დატანილი გემების ინტენსიური მოძრაობის ადგილებში (მოძრაობის გამყოფ ზონაში), ნავსადგურში შესასვლელ არხში და ფარვატერზე; გ) გემების ღუზაზე დგომის (№200 და №300) რაიონებში, როდესაც ღუზაზე დგას თუნდაც ერთი გემი; დ) რეიდზე (ღუზაზე მდგომი, სპეციალურად გამოყოფილი N1 და N2 საღუზე წერტილებში) სატვირთო ოპერაციებით დაკავებული გემებიდან ერთი საზღვაო მილის რადიუსში; ე) ზღვაოსნობის სახელმძღვანელოებსა და მეზღვაურთა უწყებებში განცხადებულ რაიონებში, რომელიც აღნიშნულია შესწორებულ სანავიგაციო რუკებზე ან შეტყობინებით გამოცხადებულ კოორდინატებში; ვ) აკრძალულ უბანზე. მუხლი 5🔗. სუფსის ნავსადგური 1. ‘SPM’-იდან 500 (ხუთასი) მეტრი რადიუსის საზღვაო სივრცე წარმოადგენს უსაფრთხო ნაოსნობის ზონას, სადაც აკრძალულია ყველა სახის თევზჭერა. 2. ‘SPM’-ი ნაპირთან დაკავშირებულია წყალქვეშა მილსადენით, რომლის აზიმუტი არის 242​0 – 62​0. წყალქვეშა მილსადენის გასწვრივ თითოეულ მხარეს მდებარე 250 მეტრის სიგანის საზღვაო სივრცეში აკრძალულია ყველა სახის თევზჭერა. მუხლი 6🔗. ყულევის ნავსადგური ნავსადგურების დაცულ (სარეჟიმო) ნაწილში შემავალი ნავმისადგომებიდან, მცურავი საშუალებებიდან და მოლიდან ცოცხალი რესურსების რეწვის, სათხევლის და სხვა სახის ბადის გამართვა, აგრეთვე ნავმისადგომიდან ანკესით ან სხვა საშუალებით თევზჭერა აკრძალულია. მუხლი 7🔗. პასუხისმგებლობა ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის ზომები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.