სს "საქელექტრომანქანის" აქციონერთა საერთო კრების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/05/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

სს „საქელექტრომანქანის” აქციონერთა საერთო კრების შესახებ

 

2013 წლის 10 ივნისს, 15:00 საათზე შედგება სააქციო საზოგადოება „საქელექტრომანქანის” აქციონერთა რიგითი საერთო კრება. კრება ჩატარდება სს „საქელექტრომანქანის” მისამართზე: თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის III შეს. № 4.

საერთო კრების დღის წესრიგშია:

1. 2012 წლის მუშაობის ანგარიში.

2. ცვლილებები მოქმედ წესდებაში.

3. აქციონერთა და მათ წარმომადგენელთა განცხადებების განხილვა.

4. სხვადასხვა.

 

გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭო დღის წესრიგის საკითხებთან დაკავშირებით საერთო კრებას აძლევენ შემდეგ რეკომენდაციებს:

1. დამტკიცდეს 2012 წლის მუშაობის ანგარიში.

2. სს-ის წესდების მე-5 მუხლში რეკომენდებულია შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: პუნქტ 5.8.-ის ა) და გ) ქვეპუნქტებში სიტყვა „2/3-ზე”, ხოლო დ) და ე) ქვეპუნქტებში სიტყვა „3/4-ზე” ყველგან შეიცვალოს სიტყვით „50%-ზე”. ასევე, რეკომენდებულია მიმდინარე კრებაზე მიღებული ცვლილებების უშუალოდ სს-ის წესდების ტექსტში შეტანა და აღნიშნულის გათვალისწინებით წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება.

3. აქციონერთა და მათ წარმომადგენელთა განცხადებებში აღძრული საკითხების შესწავლის მიზნით, ჩაითვალოს მიზანშეწონილად შეიქმნას კომისია (სამუშაო ჯგუფი) ბატონ გ. გაგულიძის (უფროსის) ხელმძღვანელობით, ქალბატონ ლ. მჭედლიშვილის, ბატონების ზ. დარჩიაშვილის, ნ. ბარელაძისა და ზ. ხუბაშვილის შემადგენლობით, რომელიც მოამზადებს შესაბამის წინადადებებს. ამასთანავე, სასურველია აქციონერთა აქტიური მონაწილეობა ხსენებული კომისიის (სამუშაო ჯგუფის) საქმიანობაში.

 

საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2013 წლის 27 აპრილი.

საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება აქციონერებს შეუძლიათ შეამოწმონ 2010 წლის 31 მაისიდან ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა), 10:00- 17:00 სთ-მდე სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან ბატონ გ. გაგულიძესთან სს “საქელექტრომანქანის” ოფისში მისამართზე: თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის III შეს. № 4.

 

 

სს „საქელექტრომანქანის” სამეთვალყურეო საბჭო