⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (18.02.2014)
გაუქმებულია:

საქართველოში ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის ათვისების ძირითადი პრიციპების განმხილველი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.05.2013
ძალის დაკარგვა 18.02.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №124
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.017288
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/05/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 453 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.05.2013 მიღება
18.02.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოში ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის ათვისების ძირითადი პრიციპების განმხილველი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №124 2013 წლის 21 მაისი    ქ. თბილისი საქართველოში ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის ათვისების ძირითადი პრინციპების განმხილველი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლე­ბისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანო­ნის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეიქ­მ­ნას საქართველოში ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის ათვისების ძი­რი­­­­თადი პრინციპების განმხილველი  კომისია  (შემდგო­მში - კომისია) შემ­დე­­გი შემადგენლობით:  კახა კალაძე – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი - კომისიის თავმჯ­დომარე;  ილია ელოშვილი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე - კომისიის თავ­მჯდომარის მოადგილე; მარიამ ვალიშვილი  ­– საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოად­გილე;  ხათუნა გოგალაძე ­­– საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი;  ნინო შარაშიძე -  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე; დავით ჯანდიერი -  საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოად­გილე;  შოთა მურღულია - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე;  ილია კვიტაიშვილი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე;  მარინე მიზანდარი - საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე;  დიმიტრი  ქუმსიშვილი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის  პირველი მოადგილე;  ალექსი ბატიაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოა­დგილე;  დავით ებრალიძე -  საქართველოს ფინანსთა მინისტრის  მოადგილე;  რუსლან ახალაია - სსიპ - შემოსავლების სამსახურის უფროსის მოა­დგილე. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს კომისიის თანდართული დებულება. მუხლი 3🔗 კომისიის საქმიანობის საორგანიზაციო უზრუნველყოფა განა­ხო­­რ­ციელოს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი საქართველოში  ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის ათვისების ძირითადი პრინციპების განმხილველი კომისიის დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗 1.  საქართველოში  ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის ათვისების ძი­­­რი­­­თადი პრიციპების განმხილველი კომისია (შემდ­გომში - კომისია) შე­­ქ­­მ­ნი­ლია საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. კომისიის  უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებუ­ლებით. მუხლი 2🔗 1. კომისიის პერსონალური შემადგენლობა განისაზღვრება და მტკიც­დება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. კომისიის საქმიანობაში, კომისიის თავმჯდომარის მოწვევით, შეიძ­ლე­ბა მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, სახელ­მწიფო უწყებათა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, შესაბამის სფეროში მომუშავე ექსპერტები/სპეციალისტები. მუხლი 3🔗 კომისიის ამოცანებია:    ა) საქართველოს ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების ძირითადი პრინციპების  განხილვა, მათ შორის, ამ პროცესში გარემოსდაცვით, ასპექტების, რათა მიმდინარე და დაგეგმილი ჰიდრო­ენერგეტიკული პროექტები განხორციელდეს მაღალი საერთაშორისო სტანდარტებით;    ბ) მიმდინარე და დაგეგმილ ჰიდროენერგეტიკულ პროექტებთან დაკავ­ში­რებით  არსებული  პრობლემების (მათ შორის, გარემოსდაცვითი) გა­მო­ვ­­ლენა და ჰიდროენერგეტიკული პროექტების განხორციელების მაქსი­მა­ლუ­რად ხელშეწყობის მიზნით წინადადებების და რეკომენდაციების შე­მუ­შავება. მუხლი 4🔗 1. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს და კომისიის სხდომებს წარ­მა­რ­თავს კომისიის თავმჯდომარე.   2. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება­მო­სი­ლებას ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.   3. კომისიის სხდომა ტარდება კომისიის თავმჯდომარის ან მისი მოა­დ­გი­ლის მოწვევით.  4. კომისიის სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს კომისიის თავმჯ­დო­მარე.  5. კომისიის სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ კომისიის თავ­მჯ­­დომარეს და კომისიის წევრებს.  6. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი.  7. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.  8. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომი­სი­ის თავმჯდომარე და წევრები. მუხლი 5🔗 კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.