შპს „სასტუმრო ანაკლიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 17.05.2013
ძალაში შესვლა 20.05.2013
ძალის დაკარგვა 21.05.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №122
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.017284
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/05/2013
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | კომპიუტერული მომსახურება |
| 2 | კარტრიჯების აღდგენა-დამუხტვა |
| 3 | პროგრამული უზრუნველყოფა |
| 4 | განცხადებების და ინფორმაციის გამოქვეყნება |
| 5 | რადიო და სატელევიზიო მომსახურებები |
| 6 | საინფორმაციო მომსახურება |
| 7 | ინტერნეტსაიტის დამზადება |
| 8 | ინტერნეტმომსახურება |
| 9 | თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება |
| 10 | საპროექტო მომსახურება |
| 11 | სანოტარო მომსახურება |
| 12 | აუდიტორული მომსახურება |
| 13 | იურიდიული მომსახურება |
| 14 | საკონსულტაციო მომსახურება |
| 15 | სადეზინფექციო მომსახურება |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
შპს „სასტუმრო ანაკლიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №122
2013 წლის 17 მაისი
ქ. თბილისი
შპს „სასტუმრო ანაკლიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს თანდართული შპს „სასატუმრო ანაკლიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 20 მაისიდან.
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია ამოქმედებიდან 2 წლის განმავლობაში.
პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი
შპს „სასტუმრო ანაკლიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. შპს „სასტუმრო ანაკლიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში ‑ წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს „სასტუმრო ანაკლიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალურ წესს. ამ წესის მიზანია განსახორციელებელი მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების პროცედურების გამარტივება, კომპანიის მიზნების შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფა.
2. შპს „სასატუმრო ანაკლიის“ მიერ სამუშაოების შესყიდვაზე ვრცელდება საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“.
3. შესყიდვის განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, სხვა დონორი (დამფინანსებელი) ორგანიზაციებისა და ქვეყნების მიერ განსაზღვრული შესყიდვის პროცედურები, თუ შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილე რომელიმე ზემოაღნიშნული სუბიექტია. იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტები არ არიან შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი, მათი, აგრეთვე სხვა სუბიექტების შესყიდვის პროცედურები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.
4. საქონლისა და მომსახურების შესყიდვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის შესაბამისად.
5. წესი არ მოქმედებს იმ შესყიდვებზე, რომლებზეც არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები/მოქმედება.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) შესყიდვა ‑ შპს „სასტუმრო ანაკლიის“ მიერ ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა;
ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია ‑ შპს „სასტუმრო ანაკლია“;
გ) შესყიდვის ობიექტი ‑ შესასყიდი საქონელი ან/და მომსახურება;
დ) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტი ‑ იდენტური, ასევე არაიდენტური, მაგრამ მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მაჩვენებლების (მახასიათებლების) ან/და ფუნქციების მქონე შესყიდვის ობიექტები. შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნება დგინდება „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ ‑ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით;
ე) საქონელი ‑ ნებისმიერი სახისა და აღწერილობის ქონება (გარდა უძრავი ქონებისა) როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში, აგრეთვე საქონლის მიწოდების თანმდევი მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას;
ვ) მომსახურება ‑ შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სამუშაოს გარდა. ამასთან, ამ წესის მიზნებისათვის ტერმინი ‑ მომსახურება მოიცავს იჯარას, ქირავნობასა და ლიზინგს;
ზ) გამარტივებული შესყიდვა ‑ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის საშუალება, როდესაც დასაშვებია მიმწოდებლის პირდაპირი (გამარტივებული) შერჩევა;
თ) პირობათა გამოკითხვა ‑ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის გამარტივებული საშულება;
ი) გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ‑ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესყიდვის საშუალება;
კ) ელექტრონული ტენდერი ‑ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესყიდვის საშუალება;
ლ) პრეტენდენტი ‑ შესყიდვის მონაწილე პირი, რომელიც წარადგენს პირობათა გამოკითხვის წინადადებას;
მ) მიმწოდებელი ‑ პირი, რომელიც შპს „სასტუმრო ანაკლიას“ აწვდის საქონელს ან/და უწევს მომსახურებას ამ წესის შესაბამისად;
ნ) გადაუდებელი აუცილებლობა ‑ ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას და რომელიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო წინასწარ განსაზღვრული ან/და რომლის დადგომა არ არის გამოწვეული შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედებით ან რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს შემსყიდველი ორგანიზაციის ქონებას;
ო) კომისია ‑ შპს „სასტუმრო ანაკლიის“ ხელმძღვანელის ბრძანებით შექმნილი კომისია, რომელიც იღებს ამ წესით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს.
მუხლი 3🔗. შპს „სასტუმრო ანაკლიის“ უფლება-მოვალეობები
1. შპს „სასტუმრო ანაკლია“ უფლებამოსილია:
ა) ამ წესის შესაბამისად შეარჩიოს პრეტენდენტები;
ბ) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი;
გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა, თუ აღნიშნული შესყიდვა შპს „სასტუმრო ანაკლიისათვის“ წამგებიანი აღმოჩნდება;
დ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა;
ე) შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობისას.
2. შპს „სასტუმრო ანაკლია“ ვალდებულია განახორციელოს შესყიდვის პროცედურები კომპანიის შესყიდვებისათვის გამოყოფილი თანხის ფარგლებში, ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით.
მუხლი 4🔗. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები
1. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები ეხება შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ ისეთ საქმიანობას, როგორიცაა საკვალიფიკაციო მონაცემებისა და პირობათა გამოკითხვის წინადადების განხილვა, შერჩევა და შეფასება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ პირს ექნება ინტერესთა კონფლიქტი პრეტენდენტთან ან მიმწოდებელთან, თუ მათ შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები.
3. დაუშვებელია, პრეტენდენტმა ან მიმწოდებელმა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ პირზე პირდაპირ ან არაპირდაპირ მოახდინოს ზეგავლენა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
4. მას შემდეგ, რაც ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის ცნობილი გახდება პრეტენდენტის ან მიმწოდებლის ვინაობა, იგი ვალდებულია წერილობით დაადასტუროს, რომ ამ შესყიდვის განხორციელებაში მისი მონაწილეობა არ იწვევს ინტერესთა კონფლიქტს.
5. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ პირს წარმოეშობა ინტერესთა კონფლიქტი, მან დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს აღნიშნულის თაობაზე და უნდა შეწყვიტოს მონაწილეობა ამ შესყიდვის განხორციელებაში.
მუხლი 5🔗. შესყიდვების დაგეგმვა
1. შპს „სასტუმრო ანაკლია“ შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ განსაზღვრული წლიური გეგმის შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს შპს „სასტუმრო ანაკლიის“ დირექტორი.
2. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ერთი საბიუჯეტო (საფინანსო) წლის განმავლობაში შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად.
მუხლი 6🔗. შესყიდვის საშუალებები და მათი განსაზღვრის წესი
1. შესყიდვის საშუალებებია:
ა) გამარტივებული შესყიდვა;
ბ) პირობათა გამოკითხვა;
გ) გამარტივებული ელექტრონული ტენდერი;
დ) ელექტრონული ტენდერი.
2. შესყიდვა ხორციელდება პირობათა გამოკითხვის საშუალებით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, შემდეგი პირობებიდან ერთ-ერთის არსებობისას:
ა) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტის სავარაუდო ღირებულება ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში არ აღემატება 100 000 ლარს;
ბ) საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა არის მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლება;
გ) მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია შესყიდვა იმავე მიმწოდებლისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განსახორციელებელი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება თავდაპირველი მიწოდების ღირებულებას;
დ) ხორციელდება ერთი ან ერთზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების, კომპიუტერული ტექნიკის ან ნებისმიერი სიმძლავრისა და ტიპის ელექტროგენერატორის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ერთი ან ერთზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალებით, კომპიუტერული ტექნიკით ან/და ნებისმიერი სიმძლავრისა და ტიპის ელექტროგენერატორით ჩანაცვლება; ასეთ შემთხვევაში ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალების, კომპიუტერული ტექნიკის ან/და ნებისმიერი სიმძლავრისა და ტიპის ელექტროგენერატორის ღირებულების ნაწილი ანაზღაურდება ჩასანაცვლებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების, კომპიუტერული ტექნიკის ან/და ნებისმიერი სიმძლავრისა და ტიპის ელექტროგენერატორის მიმწოდებლისათვის დაბრუნებით ან სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემით, რომელიც ახდენს მსგავსი პროდუქციის (საქონლის) რეალიზაციას;
ე) საქონლის ან მომსახურების შესყიდვა ხორციელდება კომპანიის პარტნიორისაგან ან კომპანიის პარტნიორის მიერ მართვის უფლებით გადაცემული წილის მფლობელისაგან;
ვ) ხორციელდება წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული შესყიდვა. ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით წარმომადგენლობითი ხარჯები განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით;
ზ) შესყიდვა ხორციელდება საქართველოს ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდელების გადახდის გზით;
თ) ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წლოვანების ან/და პირობების მქონე გარანტიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების ან/და საცხებ-საპოხი მასალების სახელმწიფო შესყიდვა;
ი) არსებობს ამ წესის მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაუდებელი აუცილებლობა, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს შემსყიდველი ორგანიზაციის დირექტორი ან კომისია.
4. შესყიდვის ობიექტის ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“‑„თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შესყიდვის განხორციელებისას მისი ღირებულება არ უჯამდება ამ შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სავარაუდო ღირებულებას.
5. პირობათა გამოკითხვის პროცედურებს ახორციელებს კომისია.
6. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია საქონლისა და მომსახურების შესყიდვები ელექტრონული ტენდერისა და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 7🔗. კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი
1. პირობათა გამოკითხვას ატარებს კომისია, რომელსაც ბრძანებით ქმნის შპს „სასტუმრო ანაკლიის“ ხელმძღვანელი არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით.
2. კომისიის წევრებად ინიშნებიან შპს „სასტუმრო ანაკლიის“ თანამშრომლები.
3. კომისიას თავმჯდომარეობს შპს „სასტუმრო ანაკლიის“ ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული პირი.
4. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.
5. კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
6. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები და კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 8🔗. განცხადება პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ
1. პირობათა გამოკითხვის ჩატარებისას კომისია შპს „სასტუმრო ანაკლიის“ სახელით პირობათა გამოკითხვის დოკუმენტაციას (შემდგომში ‑ დოკუმენტაცია) უგზავნის მის მიერ შერჩეულ არანაკლებ სამ პირს. თუ ვერ მოხერხდა სამი პირის შერჩევა, ასეთ შემთხვევაში პირობათა გამოკითხვის შესახებ განცხადებას აქვეყნებს გაზეთ „24 საათში“ და/ან სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში.
2. პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს:
ა) შპს „სასტუმრო ანაკლიის“ რეკვიზიტები;
ბ) შესასყიდი საქონლისა და მომსახურების სახეობა, რაოდენობა, ხარისხი და სავარაუდო ღირებულება. იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის ობიექტის (ნავთობპროდუქცია და სხვა მსგავსი საქონელი) ღირებულება თავისი სპეციფიკის გამო დამოკიდებულია საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებულ ცვალებად ფასებზე, შესაძლებელია, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დადგენისას შპს „სასტუმრო ანაკლიამ“ გაითვალისწინოს შემსყიდველის მიერ განსაზღვრული მომენტისათვის კონკრეტულ საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებული მაჩვენებელი. ასეთ შემთხვევაში შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დასადგენად გამოიყენება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესი, მიწოდების ადგილი და ფორმა, შესრულების ადგილი, აგრეთვე სხვა მონაცემები, რომელთა მითითებას შპს „სასტუმრო ანაკლია“ საჭიროდ მიიჩნევს შესყიდვის ობიექტის აღწერის მიზნით;
გ) შესასყიდი საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის სასურველი ან სავალდებულო ვადები;
დ) პირობათა გამოკითხვის შესახებ წინადადებების წარდგენის ვადა, ადგილი და ენა;
ე) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები, ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში;
ვ) დოკუმენტაციის გატანის წესი, ვადა და ადგილი.
3. პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადებას ამტკიცებს კომისია.
4. კომისიას უფლება აქვს, შეცვალოს პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია. ეს ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს იმავე საინფორმაციო საშუალებებში, რომლებშიც გამოქვეყნდა განცხადება პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ, ასევე მიეწოდოთ ინფორმაცია წერილობითი სახით იმ პრეტენდენტებს, რომელთაც დაეგზავნათ ან რომლებმაც გაიტანეს დოკუმენტაცია.
5. პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადებაში შეტანილი ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს, ასევე მიეწოდოთ ინფორმაცია წერილობითი სახით იმ პრეტენდენტებს, რომელთაც დაეგზავნათ ან რომლებმაც გაიტანეს დოკუმენტაცია გონივრულ ვადებში, შესყიდვის ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე.
მუხლი 9🔗. საკვალიფიკაციო მონაცემები
შესყიდვის მონაწილეობის მსურველთათვის საკვალიფიკაციო მონაცემების შესახებ მოთხოვნებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს კომისია.
მუხლი 10🔗. პირობათა გამოკითხვის დოკუმენტაცია
1. კომისია დოკუმენტაციას ამტკიცებს პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადების გაგზავნამდე ან მის გამოქვეყნებამდე.
2. დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:
ა) განაცხადს პირობათა გამოკითხვის პროცედურაში მონაწილეობისათვის;
ბ) ინფორმაციას ტექნიკური შესაბამისობის შესახებ (შესყიდვის ობიექტის დასახელება, შესყიდვის ობიექტის აღწერილობა);
გ) ინფორმაციას ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ;
დ) პირობათა გამოკითხვის წინადადებას;
ე) შეფასების კრიტერიუმებს.
მუხლი 11🔗. პრეტენდენტთა პირობათა გამოკითხვის წინადადების წარდგენისა და განხილვის წესი
1. პირობათა გამოკითხვის წინადადების (შემდგომში ‑ წინადადება) წარდგენა შესაძლებელია დახურული კონვერტით. შეთავაზებული წინადადებების შერჩევა ხდება პრეტენდენტთა თანდასწრებით.
2. პრეტენდენტებს უფლება აქვთ, კონვერტების გახსნამდე ნებისმიერ დროს წერილობით გამოითხოვონ ან შეცვალონ წინადადება.
3. შესული წინადადებების შერჩევა ხდება იმავე დღეს, წინადადების მიღების დამთავრებისთანავე, ხოლო გამარჯვებული გამოვლინდება შერჩევის დასრულებიდან 2 დღის ვადაში.
4. კომისია პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ახდენს იმ შემთხვევაში, თუ:
ა) პრეტენდენტის მიერ არ არის წარდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტი (თანმხლები დოკუმენტების ჩათვლით) ან/და ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში ‑ ნიმუში;
ბ) შესყიდვის პროცედურების დროს ადგილი ექნება პრეტენდენტის არაკეთილსინდისიერ ქმედებას;
გ) შესყიდვის პროცედურების მონაწილე პირის მიერ წარდგენილი მონაცემები ან/და მათი დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება.
5. შემსყიდველი იტოვებს უფლებას, წარდგენილ დოკუმენტაციაში რაიმე სახის ეჭვის გამოვლენის შემთხვევაში მოსთხოვოს პრეტენდენტს აღნიშნული დოკუმენტის ხელახალი წარდგენა.
6. წინადადების შერჩევის დროს უნდა შემოწმდეს, არის თუ არა მასში დაშვებული მექანიკური შეცდომები. შეცდომების გამოვლენის შემთხვევაში კომისიამ ამ წინადადების წარმდგენ პრეტენდენტს უნდა შესთავაზოს შეცდომის გამოსწორება.
7. კომისია ვალდებულია ზეპირ ვაჭრობაზე მოიწვიოს ის პრეტენდენტები, რომლებიც შერჩევის პროცედურების დასრულების შემდეგ დაიშვებიან შეფასებაზე. ამასთან, ზეპირი ვაჭრობის დროს დასაშვებია მხოლოდ წინადადებით წარდგენილი ფასის შეცვლა.
8. წინადადებები შეფასდება დოკუმენტაციაში მითითებული კრიტერიუმებისა და ამ კრიტერიუმების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით.
9. წინადადების შეფასებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი კრიტერიუმები:
ა) წინადადების ღირებულება;
ბ) საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის ვადები;
გ) საქონლისა და მომსახურების ხარისხობრივი პარამეტრები და ფუნქციონალური მახასიათებლები;
დ) ანგარიშსწორების ფორმები და პირობები.
10. შეფასებისას გამოყენებულ თითოეულ კრიტერიუმს უნდა გააჩნდეს ციფრობრივად გამოსახული ხვედრითი წონა ჯამურ შეფასებაში (პრიორიტეტულობის მაჩვენებელი), რომელიც უნდა გამოიხატოს კოეფიციენტის სახით, ამასთან, ყველა კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტების ჯამი უნდა უდრიდეს ერთ მთელს. მათ შორის ფასთა გამოკითხვის კოეფიციენტი გათვალისწინებული იქნება არანაკლებ 0.4-ით.
11. კომისიის თითოეული წევრი წერილობითი ფორმით აფასებს ყოველი პრეტენდენტის წინადადებას ცალ-ცალკე, ყოველი კრიტერიუმის მიხედვით, ათქულიანი სისტემით. თითოეული კრიტერიუმის მიხედვით პრეტენდენტისათვის მინიჭებული ქულა მრავლდება ამ კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტზე, ხოლო მიღებული ნამრავლის დაჯამებით გამოითვლება თითოეული პრეტენდენტის წინადადების ჯამური შეფასება. კომისიის წევრის ერთ-ერთი პრეტენდენტისათვის მინიჭებული ყველაზე მაღალი ჯამური შეფასება ჩაითვლება ამ პრეტენდენტისათვის მიცემულ ერთ ხმად.
12. პრეტენდენტი გამარჯვებულად ჩაითვლება, თუ მას კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის დასკვნით მიენიჭება უპირატესობა. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის დასკვნა.
13. კომისიის გადაწყვეტილება პირობათა გამოკითხვის პროცედურაში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ ფორმდება კომისიის სხდომის ოქმით, რომელსაც თან ერთვის კომისიის წევრთა დასკვნები. ოქმში აგრეთვე მოკლედ უნდა იყოს აღწერილი პრეტენდენტების მიერ წარდგენილი წინადადებები.
მუხლი 12🔗. პირობათა გამოკითხვისას ზეპირი ვაჭრობის ჩატარების წესი და პირობები
1. ზეპირი ვაჭრობა გაიმართება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დოკუმენტაციაში მითითებულ ადგილზე.
2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შერჩევის პროცედურის დასრულებისთანავე დაადგინოს დოკუმენტაციაში მითითებულ დღეს ზეპირი ვაჭრობის დაწყების კონკრეტული დრო და ამის შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს შეფასებაზე დაშვებულ პრეტენდენტებს.
3. კომისია ვალდებულია ზეპირ ვაჭრობაზე მოიწვიოს ის პრეტენდენტები, რომლებიც შერჩევის პროცედურების დასრულების შემდეგ დაიშვებიან შეფასებაზე.
4. ზეპირ ვაჭრობაზე გამოუცხადებლობა ან/და ზეპირ ვაჭრობაში მონაწილეობაზე უარი არ გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
5. ზეპირი ვაჭრობის გამართვის დროს კომისია წარუდგენს ზეპირი ვაჭრობის მონაწილე პრეტენდენტებს მათ მიერ წინადადებებით წარდგენილ ფასებს ან/და ერთეულის ფასებს (მათი არსებობის შემთხვევაში) (შემდგომში ‑ ფასი). აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ თითოეულ მონაწილე პრეტენდენტს უფლება აქვს, სამჯერ მოახდინოს წინადადების ფასის ცვლა კლებადობის პრინციპის დაცვით.
6. ზეპირი ვაჭრობის მონაწილე პრეტენდენტების მიერ წინადადების ფასის ცვლა ხორციელდება რიგითობით. წინადადების ფასის ცვლას იწყებს შეფასებაზე დაშვებული უმაღლესი წინადადების ფასის მქონე და რიგითობის პრინციპით აგრძელებს ყოველი წინაზე უფრო დაბალი ფასის წარმდგენი.
7. ზეპირი ვაჭრობა დასრულებულად ითვლება ყოველი მონაწილის მიერ თავისი ფასის სამჯერ შეცვლის ან/და საბოლოო ფასის დაფიქსირების მომენტში. ზეპირი ვაჭრობის პროცედურა უნდა დასრულდეს მისი ჩატარების დღეს.
8. ზეპირი ვაჭრობის მსვლელობა, მათ შორის, თითოეული მონაწილე პრეტენდენტის წინადადების ფასი და ყოველ ჯერზე შეცვლილი დაფიქსირებული ფასი, უნდა აისახოს შესაბამის ოქმში, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი და მონაწილე პრეტენდენტები. ზეპირი ვაჭრობის მონაწილე პრეტენდენტების მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმა მიიჩნევა, როგორც უარი მის მიერ ზეპირ ვაჭრობაზე დაფიქსირებულ ყველა შეცვლილ ფასზე და ძალაში დარჩება მისი წინადადების პირვანდელი ფასი.
9. ზეპირ ვაჭრობაზე საბოლოო ფასების დაფიქსირების შემდეგ შეფასება ხორციელდება ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 13🔗. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება
1. ამ წესის შესაბამისად გამარჯვებული პრეტენდენტის წინადადებით განსაზღვრული პირობების საფუძველზე გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შპს „სასტუმრო ანაკლიას“ შორის იდება ხელშეკრულება.
2. გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან მის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში კომისია მიმართავს პირობათა გამოკითხვის პროცედურის მონაწილე დანარჩენ პრეტენდენტებს წინადადებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობის თაობაზე. თუ არც ერთმა პრეტენდენტმა არ გამოთქვა თანხმობა წინადადებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე, ტარდება ახალი პირობათა გამოკითხვა. თუ წინადადებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობაზე თანხმობა გამოთქვა ერთმა ან რამდენიმე პრეტენდენტმა, ხდება მათი წინადადებების ხელახალი განხილვა.
მუხლი 14🔗. ჩაშლილი პირობათა გამოკითხვა
1. პირობათა გამოკითხვა ითვლება ჩაშლილად, თუ:
ა) დადგენილ ვადებში არ იქნა წარდგენილი არც ერთი პირის საკვალიფიკაციო მონაცემები და/ან წინადადება;
ბ) არც ერთი პირის მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ან/და წინადადება არ შეესაბამებოდა შპს „სასტუმრო ანაკლიის“ მოთხოვნებს;
გ) წარდგენილი წინადადების ფასებიდან არც ერთი არ შეესაბამება შპს „სასტუმრო ანაკლიის“ ფინანსურ შესაძლებლობებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ტარდება ხელახალი პირობათა გამოკითხვა ან, კომისიის გადაწყვეტილებით, აუცილებლობის შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
მუხლი 15🔗. ხელახალი პირობათა გამოკითხვა
1. პირობათა გამოკითხვის ჩაშლილად გამოცხადების შემდეგ კომისიას შეაქვს საჭირო ცვლილებები ახალ დოკუმენტაციაში და ატარებს ხელახალ პირობათა გამოკითხვას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შპს „სასტუმრო ანაკლიის“ ხელმძღვანელს უფლება აქვს, შეცვალოს კომისიის შემადგენლობა.
მუხლი 16🔗. შესყიდვის შესახებ გარიგების (ხელშეკრულების) გაფორმების წესი
1. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) მხარეთა ზუსტ დასახელებასა და რეკვიზიტებს;
ბ) ხელშეკრულების ობიექტის დასახელებას, კლასიფიკატორის შესაბამისი კლასის, ჯგუფის ან დანაყოფის კოდს, ტექნიკურ პარამეტრებს, ძირითად მახასიათებლებს, რაოდენობას, ერთეულის და მთლიან ღირებულებას (ფასდათმობების, გადასახადების, ტრანსპორტირების, დაზღვევისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით);
გ) ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას ‑ ხელშეკრულების ღირებულებას;
დ) საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ვადასა და ადგილს;
ე) ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის პირობებს (გამოყენების შემთხვევაში);
ვ) საქონლის, მომსახურების მიღება-ჩაბარების წესს;
ზ) ანგარიშსწორების ფორმას, გრაფიკსა და ადგილს;
თ) ხელშეკრულების შესრულების კონტროლის პირობებს;
ი) ხელშეკრულების მოქმედების კონკრეტულ ვადას;
კ) ხელშეკრულების დადების სამართლებრივ საფუძველს.
2. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წარუდგინოს შემსყიდველ ორგანიზაციას წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობის გარანტია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული შესყიდვისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა.
3. ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის მოთხოვნა სავალდებულოა, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 50 000 ლარს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელშეკრულების შესრულების გარანტია ან დაზღვევა შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ხელშეკრულების ღირებულების 1%-დან 10%-მდე ოდენობით.
5. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს დამატებითი პირობები.
6. ხელშეკრულების დადება არ არის სავალდებულო:
ა) ინტერნეტით გამოწერის გზით გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვისას;
ბ) წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული შესყიდვის განხორციელებისას;
გ) საქართველოს ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდელების გადახდის გზით განხორციელებული შესყიდვისას;
დ) თუ ერთგვაროვანი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში არ აღემატება 5 000 ლარს.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხელშეკრულება შესაძლებელია ჩანაცვლდეს შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტით, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) შესყიდვის ობიექტის დასახელებას;
ბ) შესყიდვის ობიექტის ღირებულებას;
გ) შესყიდვის ობიექტის ღირებულების გადახდის დადასტურებას;
დ) მიმწოდებლის დასახელებასა და საიდენტიფიკაციო ნომერს.
8. ინტერნეტით გამოწერის გზით გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განსახორციელებელი შესყიდვის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი შესაძლებელია ჩანაცვლდეს ინტერნეტის საშუალებით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით.
9. ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა.
10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში დაუშვებელია თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა.
მუხლი 17🔗. ანგარიშის წარდგენა
შპს „სასტუმრო ანაკლიის“ მიერ განხორციელებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვებზე ინფორმაცია წარედგინება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ‑ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 18🔗. ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
დანართი
შპს „სასტუმრო ანაკლიის~ საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი
№
საქონლის დასახელება
1
სასურსათო საქონელი
2
სოფლის მეურნეობისა და ბაღჩეული პროდუქტები
3
ფერმერული, ნანადირევი და თევზის პროდუქტები
4
ცხოველური პროდუქტები, ხორცი და ხორცის პროდუქტები
5
დამუშავებული და შენახული თევზი, ზღვის პროდუქტები
6
ხილი, ბოსტნეული და მონათესავე პროდუქტები
7
სხვადასხვა საკვები პროდუქტები
8
რძის პროდუქტები
9
უალკოჰოლო სასმელები
10
ალკოჰოლური სასმელები
11
თამბაქოს ნაწარმი
12
საკანცელარიო საქონელი
13
რესტორნის, ბარის და სამზარეულოს ჭურჭელი და სხვადასხვა ინვენტარი
14
სამუშაო ტანსაცმელი, უნიფორმები, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
15
თეთრეული და სხვადასხვა აქსესუარები
16
სამკაულები, საათები და სხვა საიუველირო ნაწარმი
17
სამეურნეო საქონელი
18
სპეციალური აღჭურვილობა
19
სამუშაო იარაღები და ხელსაწყოები
20
ავტომანქანები სხვადასხვა გამავლობის
21
ავტომანქანის ნაწილები
22
საწვავი
23
ელექტროგამათბობლები
24
მაცივრები
25
ტელევიზორები
26
ტელეფონის აპარატები (მათ შორის უკაბელო ტელეფონის აპარატები)
27
კონდიციონერები
28
ვენტილატორები
29
კომპიუტერული ტექნიკა და აქსესუარები
30
საოფისე ავეჯი
31
გაზეთები, სამეცნიერო ჟურნალები, პერიოდიკა და ჟურნალები
32
ინტერნეტმოდემები
33
წარმომადგენლობითი ხარჯები
34
ორგანიზაციის ბეჭდები
35
სახანძრო უსაფრთხოების სტენდები (კომპლექტი)
36
ავტომანქანების ზეთები, ფილტრები
37
სატელიტური ანტენები
38
ავტომანქანის რეცხვის ტალონები
39
სამშენებლო მასალები
40
ფოტოაპარატები და ვიდეოკამერები
41
დროშა
42
აბრები, ფირნიშები და ბანერები
43
ქვითრები და ბლანკები
44
ავეჯი
45
რაციები
46
ქიმიური ხსნარები და სარეცხის ფხვნილები
47
სხვადასხვა ჭურჭელი-რეზერვუარები
48
განათების სისტემები
49
სასწორები
50
ელექტრომოწყობილობები და ელექტროაპარატურა
51
თხილის ნაჭუჭი
52
სამედიცინო ხარჯები (ფარმაცევტული პროდუქტი - პირველადი დახმარების საგნები)
53
სამედიცინო მომსახურება
54
საღებავები და პიგმენტები
55
ელექტროენერგიის გამანაწილებელი და საკონტროლო აპარატურა
56
იზოლირებული მავთული და კაბელი
57
აკუმულატორები, პირველადი ელემენტები და პირველადი ბატარეები
58
გასანათებელი მოწყობილობები და ელექტონათურები
59
სატელეკომუნიკაციო მოწყობილობები და მარაგები
60
მუსიკალური ინსტრუმენტები და ნაწილები
61
სპორტული საქონელი და მოწყობილობები
62
თამაშები და სათამაშოები, ატრაქციონები
63
სხვადასხვა ტუმბო ძრავები
64
დეკორაციული მცენარეები
65
ეზოს მცენარეები
66
ფეერვერკები
67
ბასეინის მოწყობილობები, „შეზლონგები“, საცურაო კამერები, ლეიბები და სხვა
68
პარფიუმერული ნივთები და პირადი ჰიგიენის პროდუქტები
№
მომსახურების დასახელება
1
კომპიუტერული მომსახურება
2
კარტრიჯების აღდგენა-დამუხტვა
3
პროგრამული უზრუნველყოფა
4
განცხადებების და ინფორმაციის გამოქვეყნება
5
რადიო და სატელევიზიო მომსახურებები
6
საინფორმაციო მომსახურება
7
ინტერნეტსაიტის დამზადება
8
ინტერნეტმომსახურება
9
თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება
10
საპროექტო მომსახურება
11
სანოტარო მომსახურება
12
აუდიტორული მომსახურება
13
იურიდიული მომსახურება
14
საკონსულტაციო მომსახურება
15
სადეზინფექციო მომსახურება
16
უძრავი ქონების რეგისტრაცია
17
დასაქმებულთა დაზღვევა
18
ავტომანქანების დაზღვევა
19
კავშირგაბმულობა
20
საფოსტო და საკურიერო მომსახურება
21
დასუფთავება
22
სატელეკომუნიკაციო მომსახურება
23
დაცვის მომსახურება
24
სარეკლამო მომსახურება (მათ შორის, ბეჭდვა)
25
დიზაინი
26
სამეურნეო რემონტი
27
თარგმანი
28
ბეჭდვა
29
სასტუმროს მომსახურება
30
რესტორნის მომსახურება
31
ბანკეტის მუსიკალური გაფორმება
32
გასართობი ღონისძიებების მომსახურებები
33
საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურება
34
ყავის აპარატებით მომსახურება
35
სწრაფი ჩარიცხვის აპარატებით მომსახურება
36
თხევადი აირით მომსახურება
37
ელექტრონული გასაღებები და პლასტიკური ბარათები
38
სასტუმროს ავეჯისა და ინვენტარის მიმდინარე საექსპლუატაციო ხარჯი
39
ლიფტების ტექნიკური მომსახურება
40
საკასო აპარატის ტექნიკური მომსახურება
41
სამოგზაურო სააგენტოების, ტუროპერატორებისა და ტურისტების დახმარების მომსახურება
42
ლიზინგი
43
წყლის განაწილება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
44
ელექტროენერგიის განაწილება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
45
საბანკო და საინვესტიცო მომსახურებები
46
სახაზინო მომსახურებები
47
არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
48
საინჟინრო მომსახურებები
49
მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
50
უსაფრთხოების სისტემების დაყენება
51
მიწის აზომვითი სამუშაოები
52
საკანალიზაციო სისტემების ტექნიკური მომსახურება
53
კონდიციონერების სისტემის მომსახურება
54
ტექნიკური საშუალებების შეკეთების მომსახურებები
55
კონსტრუქციული სამუშაოების მომსახურებები
56
სკვერის, ბაღის, ეზოს მოწყობის მომსახურებები