შპს „ტუნაძე და კომპანიის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№06
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/05/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

შპს „ტუნაძე და კომპანიის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ

 

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ტუნაძე და კომპანია“(საიდენტიფიკაციო ნომერი 245421789), როგორც სააქციო საზოგადოების „ბათუმის ფეხსაცმლის ფაბრიკის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 245400819), ჩვეულებრივი სახელობითი აქციების 98.55129 პროცენტის მფლობელი, მოქმედებს რა საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“ 534 მუხლით მინიჭებული აქციათა სავალდებულო მიყიდვის (გამოსყიდვის) უფლებით, აცხადებს დანარჩენი (მინორიტარი) აქციონერებისაგან მათ საკუთრებაში არსებული სს „ბათუმის ფეხსაცმლის ფაბრიკის” ჩვეულებრივი სახელობითი აქციების სამართლიან ფასად გამოსყიდვის შესახებ.

ამ განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ (ნებისმიერ პერიოდში), „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 534 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV2 თავით დადგენილი ნორმების შესაბამისად, შპს „ტუნაძე და კომპანია“ განცხადებით მიმართავს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აქციათა სავალდებულო მიყიდვისა და, შესაბამისად, აქციათა სამართლიანი ფასისა და გამოსყიდვის სააღრიცხვო დღის დადგენის შესახებ.

სს „ბათუმის ფეხსაცმლის ფაბრიკის“ აქციების სავალდებულო მიყიდვის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, შპს „ტუნაძე და კომპანია“ ყველა დარჩენილი აქციის გამოსასყიდ თანხას განათავსებს „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 534 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტთან, სს „ბათუმის ფეხსაცმლის ფაბრიკის“ სხვა აქციონერთა სასარგებლოდ გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე. აღნიშნულის შესახებ სს „ბათუმის ფეხსაცმლის ფაბრიკის“ აქციონერებს ეცნობებათ კანონით გათვალისწინებული წესით და მათ შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მათ საკუთრებაში არსებული აქციების შესაბამისი თანხა, სასამართლოს მიერ დადგენილ აქციათა სამართლიანი ფასის შესაბამისად.

აქციათა გამოსყიდვის მიზეზებია: შპს „ტუნაძე და კომპანიისა“ და სს „ბათუმის ფეხსაცმლის ფაბრიკის“ რესტრუქტურიზაცია, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის რეორგანიზაცია, მართვის ოპტიმიზაცია და, შესაბამისად, მმართველობითი ხარჯების მინიმიზაცია.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ შპს „ტუნაძე და კომპანიას“ ქ. ბათუმში, პ. მელიქიშვილის ქ., №83, ტელეფონი: 599504013, ან მის წარმომადგენელს – სს „ინდუსტრია-ინვესტს“ ქ. ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქ., №37, ოფისი 19, ტელეფონი 27 05.96.

აქციონერებს აქციებზე საკუთრების უფლება შეუძლიათ დააზუსტონ სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელ რეგისტრატორთან“ თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირი, 74, ტელეფონი 2225351, 2251560, ან ქ. ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქ., 37, ოფისი 19, ტელეფონი 599158806.

 

თამაზ ტუნაძე

შპს „ტუნაძე და კომპანიის“

დირექტორი