ქ. ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირების შესახებ

მიღების თარიღი 30.05.2013
გამომცემი ორგანო ხობის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.106.016091
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/06/2013
matsne.gov.ge 106 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავა საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ქ. ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 2013 წლის 30 მაისი ქ .ხობი ქ. ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „რ’’ ქვეპუნქტის და „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. ქ. ხობში, გოგებაშვილის ქუჩის დასაწყისში დაიდგას საგზაო ნიშანი „3.4. „სატვირთო ავტომობილების მოძრაობა აკრძალულია“ (აკრძალულია სატვირთო ავტომობილისა და სატრანსპორტო საშუალების შემადგენლობების, აგრეთვე ტრაქტორისა და თვითმავალი მანქანის მოძრაობა, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება).  2. დაევალოს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობას დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საგზაო ნიშნის განთავსების უზრუნველყოფა 30 დღის ვადაში. 3. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარემამუკა ქარდავა