საქართველოში სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის ხელშემწყობი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.05.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №127
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.017292
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/05/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 823 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოში სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის ხელშემწყობი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №127 2013 წლის 22 მაისი    ქ. თბილისი საქართველოში სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის ხელშემწყობი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქ­მიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქ­ტი­სა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეიქმნას საქართველოში სპო­რტის სახე­ლმწიფო პოლიტიკის ხელშემწყობი უწყებათაშორისი საკოორ­დი­ნაციო საბ­ჭო (შემდგომში - საკოორდინაციო საბჭო) შემდეგი შემადგენ­ლო­ბით: ლევან ყიფიანი - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინი­სტრი, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე; თამაზ თევზაძე – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინის­ტ­რის მოადგილე, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; ირაკლი დოლაბერიძე – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი, საკოორდინაციო საბჭოს მდი­ვანი; ქეთევან ბოჭორიშვილი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; გიორგი ჯავახიშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;  შოთა მურღულია - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე; დავით ჯანდიერი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე; ალუდა გოგლიჩიძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; ზაზა ბროლაძე - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე; ლევან იზორია - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; გიორგი ხელაია - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; ალექსანდრე მარგიშვილი - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე; დავით ლომიძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე; არჩილ თალაკვაძე - საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე; შალვა ამირეჯიბი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე; მარიამ რაქვიაშვილი - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტე­გრა­ციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო  მინისტრის მოადგილე; ზაალ სარაჯიშვილი - დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინი­ს­ტ­რის პირველი მოადგილე.   მუხლი 2🔗 საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოს ლერი ხაბე­ლოვს - საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ სა­ქ­მეთა კო­მი­ტეტის თავმჯდომარეს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომი­ტე­ტის პრეზიდენტს. მუხლი 3🔗 ეთხოვოთ საქართველოს პარლამენტის წევრებს და სხვადასხვა ორგა­ნი­­ზაციების წარმომადგენლებს მონაწილეობა მიიღონ საკოორდინაციო საბჭოს მუ­შაობაში (დებულების თანახმად). მუხლი 4🔗 დამტკიცდეს საკოორდინაციო საბჭოს თანდართული დებულება. მუხლი 5🔗 საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის საორგანიზაციო უზრუნველ­ყო­­ფა განახორციელოს საქართველოს  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამი­ნისტრომ. მუხლი 6🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი საქართველოში სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის ხელშემწყობი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗 1. საქართველოში სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის ხელშემწყობი უწ­ყე­­ბა­თაშორისი საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში - საკოორდინა­ციო საბ­ჭო)  შექმნილია საქართველოს მთავრობის  დადგენილებით. 2. საკოორდინაციო საბჭოს  უფლებამოსილება და საქმიანობის წესი გა­ნი­­სა­ზღვრება ამ დებულებით. მუხლი 2🔗 1. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება საქართვე­ლოს მთავრობის დადგენილებით. 2. გარდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წევ­რე­ბისა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,  საკოორ­დი­ნა­ციო საბჭოს შემადგენლობაში (კენჭისყრაში მონაწილეობის უფლე­ბით)  შეიძლება შედიოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, საქა­რ­თ­ვე­ლოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და ეროვნული სპორ­ტუ­­ლი ფე­დერაციების, სპორტის სფეროში საქმიანობის განმახორციე­ლებელი სხვა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდი­ული პირების, აგრეთვე სა­ქართველოში მოქმედი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგა­ნი­ზა­ციების წარმომადგენლები. 3. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაში (კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების გარეშე), საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით მიიღებენ მონაწილეობას სახელმწიფო უწყებათა და სხვადასხვა ორგა­ნი­ზაციის წარმომადგენლები, შესაბამის სფეროში მომუშავე ექსპერ­ტები/სპეციალისტები. 4. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობიდან წევრის გამოწვევა ხდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ან საკოორდინაციო საბჭოს წევრის წარმდგენი ორგანოს წინადადებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 3🔗 საკოორდინაციო საბჭოს ძირითადი ამოცანებია: ა) სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიის ჩამოყალიბება, ოლიმპიური მოძრაობისა და სპორტის სფეროში კანონმდებლობასთან თან­მხ­ვედრი პოლიტიკის განსაზღვრა, მასობრივი სპორტის („სპორტი ყველა­სათვის“), უმაღლესი მიღწევების სპორტისა და პროფესიული სპორ­ტის  განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავება; ბ) ქვეყნის ზოგადი განათლების სისტემაში ფიზიკური განათლებისა და სპორტის განვითარების სახელმწიფო სტრატეგიული მიზნებისა და ამო­­­­ცა­ნების განხორციელების ხელშეწყობა და ამ მიზნით შესაბამისი სა­ხე­­­ლ­­მწიფო ორგანოებისათვის განსაზღვრული ფუნქციების ეფექტუ­რა­დ გა­ნ­ხორციელება და მათი საქმიანობის კოორდინაცია; გ) ქვეყანაში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების უზრუ­ნ­­ვე­­­­­­­ლ­­­ყოფა, ცენტრალური ქალაქებისა და რეგიონების მცხოვრებლების, მა­თ შორის, ეროვნული უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებ­ლო­­­­­­­­ბების მქონე პირთა, სოციალური კონტაქტებისა და სამოქალაქო ინ­ტე­­­­­გ­რაციის ხელშეწყობა; დ) საქართველოში სპორტული განათლებისა და მეცნიერების (მათ შო­რის მედიცინის) შემდგომი განვითარება, ამ მხრივ გრძელვადიანი  პრო­­გ­­რამის  შემუშავებასთან  დაკავშირებული საკითხების განხილვის პრო­ცე­სში მჭიდრო თანამშრომლობა შესაბამის ორგანიზაციებთან, აგრე­თვე ერთო­ბლივი წინადადებების შემუშავება საქართველოს მთავრობი­სა­თ­ვის წარსადგენად; ე) ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით არსებული საკანონ­მ­დე­ბლო ბაზის შეფასება და ხელშემშლელი მიზეზების გამოვ­ლენა, სა­ხელმწიფო ვალდებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რე­კო­მენდაციების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობისათვის გა­ნ­სახი­ლველად რეკომენდაციების მომზადება და შესაბამისი საკანო­ნმ­დე­ბლო ცვლილებების შემუშავება ევროპულ კანონმდებლო­ბას­თან ჰარ­მო­ნიზაციის მიზნით. მუხლი 4🔗 1. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობას ხელმძღვანელობს და საკოო­რ­დი­ნაციო საბჭოს სხდომებს წარმართავს საკოორდინაციო საბჭოს თავმ­ჯდომარე. 2. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის მომზადებას უზრუნველყოფს საკოორდინაციო საბჭოს მდივანი. 3. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის დავალე­ბით, ახორციელებს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგი­ლე. 4. საკოორდინაციო საბჭოს სხდომები, როგორც წესი, ტარდება თვეში ერთხელ. 5. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ შეიძლება საკოორდინაციო საბჭოს სხდომები საჭიროებისამებრ მოიწვიოს დადგენილ ვადაზე ადრე. 6. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საკოო­რდინაციო საბჭოს თავმჯდომარე. 7. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარესა და საკოორდინაციო საბჭოს წევრებს. 8. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკო­ორდინაციო საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი. 9.  საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრ­თა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთ­ხვე­­ვაში  გადამწყვეტია საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 10. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხე­ლს აწერენ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.  მუხლი 5🔗 1. საკოორდინაციო საბჭო  თავისი ამოცანების შესრულების მიზნით ქმ­ნის საკოორდინაციო საბჭოს აპარატს. 2. საკოორდინაციო საბჭოს აპარატის საქმიანობას წარმართავს საკო­ო­რ­­დი­ნაციო საბჭოს მდივანი. 3. საკოორდინაციო საბჭოსთან შეიძლება შეიქმნას თემატური ჯგუ­ფე­­ბი (მათ შორის - საკოორდინაციო საბჭოს წევრების მონაწილეობით), რო­­­­მე­­­ლთა მუშაობასაც უხელმძღვანელებენ კოორდინატორები. 4. საკოორდინაციო საბჭოს აპარატისა და თემატური ჯგუფების შემა­­დგე­ნლობას, ფუნქციებსა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს საკო­ო­­რ­დინაციო საბჭო. მუხლი 6🔗   საკოორდინაციო საბჭოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შე­ტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.