საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.05.2013
ძალის დაკარგვა 23.04.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/122
სარეგისტრაციო კოდი 010320000.22.024.016277
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/05/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება
№1-1/122
2013 წლის 22 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის “რ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 23 აგვისტოს №1-1/1692 ბრძანება ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
დანართი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
1.
სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება ავიაციის ან საზღვაო სფეროში (უპირატესობა ენიჭება პილოტის, ბორტინჟინრის, გემის კაპიტნის ან უფროსი მექანიკოსის სპეციალობას);
ბ)
სამოქალაქო ავიაციისა ან/და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
გ)
საქართველოს საჰაერო კოდექსის, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციისა და მისი 1-18 დანართების, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) დოკუმენტებისა და ცირკულიარების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 19 აგვისტოს №96 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის ,,საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის წესების“, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 2 აგვისტოს №88 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის ,,საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების“, საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001 წლის 8 ოქტომბრის №88 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესების“, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის 2003 წლის 16 დეკემბრის №8 ბრძანებით დამტკიცებული ,,საავიაციო სამუშაოების სახელმძღვანელოს“, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 16 დეკემბრის №5 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ეკიპაჟების სამუშაო დროის ნორმების“, საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2002 წლის 27 ნოემბრის №70 ბრძნებით დამტკიცებული ,,საქართველოს საჰაერო სივრცეში მოძრაობის მომსახურების სახელმძღვანელოს“, საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003 წლის 8 აგვისტოს №48 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის სახელმძღვანელოს“, საქართველოს საზღვაო კოდექსის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2009 წლის 15 სექტემბრის №123 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის “საზღვაო ინციდენტების სამსახურებრივი გამოკვლევის წესის”, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეის 1997 წლის A.849(20) რეზოლუციის „საზღვაო უბედური შემთხვევისა და ინციდენტების გამოკვლევის კოდექსი“ (რეზოლუცია A.849(20)), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს 2012 წლის 31 აგვისტოს №019 ბრძნებით დამტკიცებული ,,ნავსადგურის წესების“, გემებიდან ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ (MARPOL 1973) საერთაშორისო კონვენციის დებულებების, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 1997 წლის 27 ნოემბრის A.861(20) რეზოლუციის, ,,საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 2008 წლის 16 მაისის MSC.255(84) რეზოლუციის „საზღვაო უბედური შემთხვევებისა და საზღვაო ინციდენტების უსაფრთხოების გამოკვლევის საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის კოდექსი“ (უბედური შემთხვევების გამოკვლევის კოდექსი), ევროპული პარლამენტისა და ევროპის საბჭოს 2009 წლის 23 აპრილის 2009/18/EC დირექტივის „საზღვაო ტრანსპორტის სფეროში ინციდენტების გამოკვლევის ძირითადი პრინციპების დაფუძნების და 1999/35/EC და 2002/59/EC დირექტივებში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ზოგადი ცოდნა;
დ)
ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
ე)
ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
2.
სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება ავიაციის სფეროში;
ბ)
მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება (უპირატესობა ენიჭება საფრენოსნო/საჰაერო მოძრაობის მართვის ან საინჟინრო-ტექნიკურ სფეროში გამოცდილებას);
გ)
სერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციისა და მისი 1-18 დანართების, იკაოს დოკუმენტებისა და ცირკულიარების, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) დოკუმენტებისა და ცირკულიარების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 19 აგვისტოს №96 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის ,,საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის წესების“, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 2 აგვისტოს №88 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის ,,საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების“, საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001 წლის 8 ოქტომბრის №88 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესების“, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის 2003 წლის 16 დეკემბრის №8 ბრძანებით დამტკიცებული ,,საავიაციო სამუშაოების სახელმძღვანელოს“, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 16 დეკემბრის №5 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ეკიპაჟების სამუშაო დროის ნორმების“, საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2002 წლის 27 ნოემბრის №70 ბრძნებით დამტკიცებული ,,საქართველოს საჰაერო სივრცეში მოძრაობის მომსახურების სახელმძღვანელოს“, საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003 წლის 8 აგვისტოს №48 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის სახელმძღვანელოს“ ზოგადი ცოდნა;
დ)
ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
ე)
ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
3.
სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება საზღვაო სფეროში;
ბ)
საზღვაო სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება საზღვაო-სანაოსნო გამოცდილებას);
გ)
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1982 წლის 10 დეკემბრის საერთაშორისო საზღვაო კონვენციის მე-2 მუხლის, ზღვაზე სიცოცხლის უსაფრთხოების შესახებ 1974 წლის 1 ნოემბრის კონვენციის I/21 წესის (SOLAS 74), დატვირთვის ხაზების შესახებ (LL 1966) 1966 წლის 5 აპრილის საერთაშორისო კონვენციის, გემებიდან ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ (MARPOL 1973) საერთაშორისო კონვენციის იმ დებულებების, რომლებიც განსაზღვრავენ სანაპირო სახელმწიფოს პასუხისმგებლობას საზღვაო ინციდენტების და უბედური შემთხვევის გამოკვლევის პროცესში, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეის 1997 წლის A.849(20) რეზოლუციის „საზღვაო უბედური შემთხვევისა და ინციდენტების გამოკვლევის კოდექსი“ (რეზოლუცია A.849 (20)), საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 1997 წლის 27 ნოემბრის A.861(20) რეზოლუციის, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის საზღვაო უსაფრთხოების კომიტეტის 2004 წლის 17 მაისის რეზოლუციის MSC.163(78), რომელიც განსაზღვრავს „გემის საბორტო თვითჩამწერს” (Voyage Data Recorder) (MSC.163(78), საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 2008 წლის 16 მაისის MSC.255(84) რეზოლუციის „საზღვაო უბედური შემთხვევებისა და საზღვაო ინციდენტების უსაფრთხოების გამოკვლევის საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის კოდექსის (უბედური შემთხვევების გამოკვლევის კოდექსი), საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 2007 წლის 29 ნოემბრის A.996(25) რეზოლუციის დანართის „საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის სავალდებულო ინსტრუმენტების იმპლემენტაციის კოდექსის“ (A.996(25) რეზოლუციის დანართი), ევროპული პარლამენტისა და ევროპის საბჭოს 2009 წლის 23 აპრილის 2009/18/EC დირექტივის „საზღვაო ტრანსპორტის სფეროში ინციდენტების გამოკვლევის ძირითადი პრინციპების დაფუძნების და 1999/35/EC და 2002/59/EC დირექტივებში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საერთაშორისო ინსტრუმენტების, საქართველოს საზღვაო კოდექსის, „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონის, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2009 წლის 15 სექტემბრის №123 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საზღვაო ინციდენტების სამსახურებრივი გამოკვლევის წესის”, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს 2012 წლის 31 აგვისტოს №019 ბრძნებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „ნავსადგურის წესების”, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 ივნისის №380 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში გემების მოძრაობის გამყოფი სქემების, საზღვაო დერეფნებისა და სპეციალური საზღვაო რაიონების დადგენის შესახებ” დებულების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 18 ოქტომბრის №004 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის ,,სალოცმანო სამსახურის საქმიანობის და ლოცმანის სერტიფიცირების წესის“ ზოგადი ცოდნა;
დ)
ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
ე)
ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.