წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის შექმნისა და შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.05.2013
ძალის დაკარგვა 01.08.2014
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016126
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/05/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,246 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.05.2013 მიღება
01.08.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბელქანია საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის შექმნისა და შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №19 2013 წლის 23 მაისი ქ.წალენჯიხა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის შექმნისა და შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 შეიქმნას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახური. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულება, თანახმად დანართისა. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარედავით ბელქანია დანართი წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის გამგეობების შიდა აუდიტის სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს დებულება განსაზღვრავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. სამსახური არის წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში – გამგეობა) სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფას, ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრასა და პრევენციას. 3. სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი სამსახურის სრული სახელწოდების აღნიშვნით. 4. სამსახური ანგარიშვალდებულია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის (შემდგომში  – გამგებელი) წინაშე, მოქმედებს „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“  საქართველოს კანონის და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის ცალკეული დავალებების  შესაბამისად. მუხლი 2🔗. სამსახურის მიზნები სამსახური საქმიანობის ძირითადი მიზნებია: ა) საკითხების სისტემური, კომპლექსური შესწავლისა და რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების შეფასების გზით გამგეობის საქმიანობის სრულყოფა, ფინანსების მართვის გაუმჯობესება, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა, გამგეობის ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია; ბ) გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებსა და ტერიტორიულ ორგანოებში, ამასთან, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შექმნილ კერძო სამართლის იურიდიულ პირებში საკრებულოს დავალებით საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების  მოთხოვნათა  შესრულებაზე კონტროლის განხორციელება. მუხლი 3🔗. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმიანობის სრულყოფა, ფინანსების მართვის გაუმჯობესება, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა; ბ) მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია; გ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების შიდა აუდიტორული შემოწმება; დ) მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა, ანალიზი და მათი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით გამგებლისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა; ე) გამგეობის სტრუქტურულ ორგანოებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა; ვ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და გამგებლისათვის წარდგენა. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მათ მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება; ზ) გამგეობის საქმიანობის საჯაროობისა და გამჭირვალობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი კონტროლის მექნიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მხარდაჭერა, კანონიერების დაცვის სფეროში საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოპოვება; თ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; ი) წალენჯიხი მუნიციპალიტეტის გამგეობის წინაშე არსებული ფინანსური რისკების დადგენა და შეფასება; კ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურებში, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; ლ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიული პირების საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი; მ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეფექტურობისა და ეკონომიურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; ნ) შიდა აუდიტი/ინსპექტირება გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი უფლება-მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებით მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, დისციპლინური გადაცდომისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ფაქტებზე; ო) სხვა საქმიანობები, რომელიც გამომდინარეობს გამგეობის საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს. მუხლი 4🔗. სამსახურის უფლებამოსილებები 1. დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია: ა) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებს, ტერიტორიულ ორგანოებს, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შექმნილ იურიდიულ პირებს  მიმართოს  წერილობითი ან ზეპირი ფორმით მისთვის აუცილებელი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ადგილზე გაცნობისათვის პირობების შექმნის ან წარდგენის თაობაზე, აგრეთვე სამსახურში (უფლებამოსილ მოსამსახურესთან) გამოცხადების ან/და ახსნა-განმარტების მიცემის თაობაზე; ბ) ჩაატაროს შიდა აუდიტი/ინსპექტირება გამგეობის, მისი  სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოების,  ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შექმნილი იურიდიული პირების ფუნქციებს მიკუთვნებულ საქმიანობასთან დაკავშირებით; გ) შიდა აუდიტის/ინსპექტირების პროცესში მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), შიდა აუდიტის ობიექტს მოსთხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა; დ) შიდა აუდიტის/ინსპექტირების წარმოებისას, განსახილველ საკითხებზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად, მოითხოვოს გამგეობის თანამშრომლების ან მოწვეული სპეციალისტების/ექსპერტების მონაწილეობა, აგრეთვე ისარგებლოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით დადგენილი წესით; ე) შიდა აუდიტის/ინსპექტირების შედეგებზე დაყრდნობით, გამგებელს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგინოს წინადადება გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ; ვ) განახორციელოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. 2. შიდა აუდიტორს შიდა აუდიტის/ინსპექტირების განხორციელების ფარგლებში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვებისა, შეუზღუდავი დაშვება აქვს ამ დებულებით განსაზღვრულ ნებისმიერ ორგანოში მათ საქმიანობასა და დოკუმენტაციასთან მხოლოდ შიდა აუდიტის პროგრამის წარდგენის შემთხვევაში. 3. გამგეობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შექმნილი იურიდიული პირების მოსამსახურეები ვალდებულნი არიან ითანამშრომლონ შიდა აუდიტორებთან  მისი  საქმიანობის განხორციელების დროს და უზრუნველყონ მათ კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციისა და დოკუმენტის ხელმისაწვდომობა ან/და ქმედების განხორციელება. მუხლი 5🔗. სამსახურის ვალდებულებები სამსახური ვალდებულია: ა) დაიცვას აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის/ინსპექტირების მარეგულირებელი კანონმდებლობა, შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდოლოგია; ბ) ჩაატაროს გამგეობის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შექმნილი იურიდიული პირების საქმიანობის შემოწმება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით; გ) შიდა აუდიტის/ინსპექტირების დაწყებამდე შიდა აუდიტის/ინსპექტირების ობიექტს წარუდგინოს შიდა აუდიტის/ინსპექტირების განხორციელების შესახებ ადმინისტრაციული აქტი, შესაბამისი აუდიტის პროგრამა, ასევე უფლება-მოვალეობათა ნუსხა; დ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის/ინსპექტირების ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შემოწმების მიზნებიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით; ე) შიდა აუდიტორული დასკვნის შედგენამდე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტის შედეგები; ვ) წელიწადში ერთხელ (წლის ბოლოს) გამგებელს   წარუდგინოს წლიური ანგარიში გაწეული საქმიანობის და მიღწეული შედეგების შესახებ; ზ) შეასრულოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოვალეობები. მუხლი 6🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები 1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებია: ა) სამსახურის უფროსი; ბ) შიდა აუდიტის განყოფილების უფროსი; გ) სამსახურის უმცროსი საჯარო თანამდებობის პირები. 2. სამსახურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, რომელიც მტკიცდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 7🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს  სამსახურის  უფროსი. 2. სამსახურის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის და საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე. 4. სამსახურის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს  სამსახურის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს სამსახურს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ამზადებს და გამგებელს შესათანხმებლად წარუდგენს შიდა აუდიტის საქმიანობის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს; დ) ახორციელებს  სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის  კოორდინირებას, უნაწილებს მათ ფუნქციებს, აძლევს  მითითებებსა და დავალებებს; ე) გამგებელს შესათანხმებლად წარუდგენს შიდა აუდიტორული დავალების გეგმას; ვ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე; ზ) ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტაციას; თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის  კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; ი) აკონტროლებს სამსახურის მოსამსახურეების  მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას; კ) შუამდგომლობს სამსახურისათვის იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; ლ) შუამდგომლობს სამსახურის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; მ) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს  მუშაობის ორგანიზაციის, სამსახურის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით; ნ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა  უფლებამოსილებებს. მუხლი 8🔗. დასკვნითი დებულებანი 1. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება იმავე წესით როგორც მისი მიღება.