⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (08.02.2024)
გაუქმებულია:

სსიპ - გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვის და კადეტის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.05.2013
ძალის დაკარგვა 08.02.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №512
სარეგისტრაციო კოდი 120170020.22.026.016186
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/05/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 567 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.05.2013 მიღება
08.02.2024 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლევან დოლიძე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ - გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვის და კადეტის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №512 2013 წლის 29 მაისი ქ. თბილისი სსიპ - კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვის და კადეტის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ტ​5' ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტის საფუძვლებზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ,,სსიპ - კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვის და კადეტის სტატუსის შეჩერების წესი” თანდართული რედაქციით. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლევან დოლიძე სსიპ - კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვის და კადეტის სტატუსის შეჩერების წესი მუხლი 1🔗. რეგულირების საგანი ეს წესი განსაზღვრავს ,,სსიპ-კადეტთა სამხედრო ლიცეუმში (შემდგომ – ლიცეუმი) მოსწავლის ჩარიცხვის და კადეტის სტატუსის შეჩერების წესს“. მუხლი 2🔗. ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვა 1. ლიცეუმში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობა და მიღების ვადები დგინდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. ლიცეუმში მიიღებიან ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულების მოსწავლე ვაჟები, რომლებიც მიმდინარე სასწავლო წელს დაამთავრებენ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურს  (IX კლასი) და დააკმაყოფილებენ შესარჩევი  კონკურსის პირობებს. 3, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან მოსწავლის  ლიცეუმში თავისუფალი გადაადგილება  სასწავლო პროცესში მონაწილეობის მისაღებად დაუშვებელია.  4. კონკურსში მონაწილეობისათვის ლიცეუმის დირექტორის (შემდგომ - დირექტორი) ადმინისტრაციული სამართებლივი აქტით შექმნილ მოსწავლეთა შერჩევისა და მიღების კომისიაში  (შემდგომ - მიმღები კომისია) წარდგენილ  უნდა იქნეს  შემდეგი დოკუმენტები: ა) მშობლის /კანონიერი წარმომადგენლის  განცხადება მოსწავლის მიღების შესახებ; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) დაბადების მოწმობის დედანი და ასლი; დ)  ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა №100); ე) ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის (IX კლასი) მიმდინარე წელს დამთავრების შესახებ; ვ) დახასიათება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან; ზ) მოსწავლის ავტობიოგრაფია; თ) ფერადი ფოტოსურათი 3X4-ზე, 2 (ორი) ცალი. 5. მიმღები კომისიის მიერ რეგისტრირებული მოსწავლეები  (შემდგომ - კანდიდატები) გაივლიან: ა) ზოგადი უნარების ტესტირებას (საბაზო საფეხურის დონე); ბ) ფიზიკურ ტესტირებას; ბ.ა) სირბილი 60 მეტრ დისტანციაზე; ბ.ბ) ღერძზე მიზიდვა; ბ.გ) სირბილი 2000 მეტრ დისტანციაზე. 6. სსიპ - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში (შემდგომ - ჰოსპიტალი)  სამედიცინო შემოწმებას ექვემდებარებიან კანდიდატები, რომლებიც ზოგადი უნარების ტესტირების  შედეგების მიხედვით მოხვდებიან მინისტრის მიერ დადგენილ ლიცეუმში ჩასარიცხ მოსწავლეთა  რიცხობრივ კვოტაში. 7. ზოგადი უნარების ტესტირებაში ერთნაირი შედეგების მქონე კანდიდატებიდან, ლიცეუმში ჩაირიცხება ფიზიკური მომზადების ტესტირებაში უმაღლესი შედეგის მქონე.  8. ლიცეუმში ჩარიცხვას არ ექვემდებარებიან მოსწავლეები, რომლებიც ჰოსპიტალის სამედიცინო კომისიის (შემდგომ - სამედიცინო კომისია) მიერ ლიცეუმში სწავლისათვის უვარგისად იქნებიან ცნობილი. 9. სამედიცინო კომისიის მიერ ლიცეუმში სწავლისათვის უვარგისად ცნობილი მოსწავლის ჩანაცვლება ხდება მომდევნო მაღალი შედეგების  მქონე მოსწავლეებით, ამ მუხლის მე-5, მე-6, მე-7 პუნქტების გათვალისწინებით. 10. ზოგადი უნარების ტესტირებას და ფიზიკური ტესტის ჩაბარებას უზრუნველყოფს ლიცეუმი. 11. მიმღები კომისიის მიერ ლიცეუმში ჩასარიცხ კადეტთა სია გამოქვეყნდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. 12. მიმღები კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია ლიცეუმში დირექტორის ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით შექმნილ სააპელაციო კომისიაში.  13. სააპელაციო კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ლიცეუმის დირექტორის სამართლებრივი აქტით. მუხლი 3🔗. კადეტის  სტატუსის მინიჭება 1. მიმღები კომისიის მიერ ტესტირებისა და ჰოსპიტლის სამედიცინო შემოწმების საფუძველზე, შერჩეული მოსწავლეები ლიცეუმში ჩაირიცხებიან დირექტორის ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით  და ენიჭებათ კადეტის სტატუსი. 2. კადეტის მშობელთან /კანონიერ წარმომადგენელთან ან კადეტთან ფორმდება ხელშეკრულება დირექტორის ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ნიმუშის შესაბამისად.      მუხლი 4🔗. კადეტის  სტატუსის შეჩერება 1.  ლიცეუმი  უფლებამოსილია კადეტს  სტატუსი შეუჩეროს იმ შემთხვევაში, თუ: ა) ლიცეუმის მხრიდან კადეტის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/  გაფრთხილების მიუხედავად,  კადეტი 5  დღის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ ცხადდება ლიცეუმში; ბ) კადეტი უვარგისია ლიცეუმში სწავლისათვის (ჰოსპიტლის სამედიცინო კომისიის გადაწყვეტილება); გ) კადეტი ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმითა და ლიცეუმის სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგანმანათლებლო პროგრამას; დ) კადეტი უხეშად არღვევს ლიცეუმის შინაგანაწესს; 2. კადეტის სტატუსის შეჩერება ხდება დირექტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით. 3. კადეტის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, კადეტის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მიმართავის საფუძველზე, კადეტის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს გადაეცემა კადეტის დოკუმენტები და ენიჭება უფლება ლიცეუმიდან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებაში თავისუფალი გადაადგილების.