,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2013-2016 წ.წ.“ დოკუმენტის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
- მოქმედი 86%
- მოქმედი 86%
- მოქმედი 86%
- მოქმედი 86%
- მოქმედი 86%
- მოქმედი 85%
- მოქმედი 85%
- მოქმედი 85%
- მოქმედი 85%
- მოქმედი 84%
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №331 |
|
2013 წლის 23 მაისი
ქ. თბილისი |
|
📎 დანართები (1)
331-1.doc DOC ⬇
დანართი
,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2013-2016“ დოკუმენტი
შესავალი
„თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2013-2016” („თსმ 2013-2016“) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების ძირითად მიმართულებებს 2016 წლის ჩათვლით და მიზნად ისახავს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაზრდასა და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად შეცვლილმა უსაფრთხოების გარემომ ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკისა და თავდაცვის დაგეგმვის გადახედვის აუცილებლობა გამოიწვია. 2009 წელს, საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუციონალიზაციისა და მთავრობის ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბების მიზნით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინაციით დაიწყო ეროვნული უსაფრთხოების მიმოხილვის პროცესი. ,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2013-2016” დოკუმენტით თავდაცვის სამინისტროს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ხსენებულ პროცესში.
2009 წელს დაწყებული ეროვნული უსაფრთხოების მიმოხილვის პროცესის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ,,ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციისა” და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, განახორციელა თავდაცვის სისტემის კომპლექსური
ანალიზი, რომელიც მოიცავდა არსებული შესაძლებლობების შეფასებას, პოლიტიკური და სამხედრო ვარაუდების ჩამოყალიბებას, შეიარაღებული ძალების მისიების, ამოცანებისა და ძალთა სტრუქტურის განსაზღვრას, აგრეთვე, ნაკლოვანებების დადგენასა და რესურსების ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას. აღნიშნული შეფასების პროცესის დასრულება გათვალისწინებული იყო 2012 წლის ბოლოსათვის.
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის ინიციირებით, განხორციელდა „თსმ 2013-2016” დოკუმენტის პროექტის გადახედვა სამთავრობო უწყებების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით. კონსულტაციების შედეგად, განხორციელდა გარკვეული ცვლილებები და მომზადდა დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი.
„თსმ 2013-2016“ განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების მიმართულებებს 2013-2016 წლებისათვის. დოკუმენტში ასახული რეკომენდაციები, არსებული შესაძლებლობების შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, აყალიბებს ხედვებს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების შემდგომი გაუმჯობესებისათვის, რომელთა განხორციელება უზრუნველყოფილ იქნება ,,თსმ-2013-2016 იმპლემენტაციის გეგმის” შესაბამისად.
2013-2016 წლების განმავლობაში თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის რეკომენდაციების განხორციელება წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უმთავრეს ამოცანას. შეზღუდული რესურსები და ცვლადი უსაფრთხოების გარემო კვლავ გამოწვევად რჩება. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიზანია მაქსიმალურად დაბალანსებულად და გეგმაზომიერად განახორციელოს თსმ-ის რეკომენდაციები.
თსმ-ის რეკომენდაციების განხორციელება განაპირობებს ეფექტიანი მართვისა და სტრუქტურის მქონე, პროფესიული, მობილური, სათანადოდ აღჭურვილი და ნატოსთან თავსებადი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას, რომელიც შესძლებს უზრუნველყოს ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობას და სამოქალაქო ხელისუფლების დახმარებას ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების დროს.
თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2007
2004 წელს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან (ნატო) კონსულტაციების შედეგად, ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის ფარგლებში (IPAP), განხორციელდა პირველი თსმ-ის პროცესის ინიციირება. 2006 წელს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ თსმ-ის დოკუმენტის შუალედური ანგარიში შეაჯამა. მოგვიანებით, 2007 წელს, დოკუმენტი დამტკიცდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ. ,,თსმ 2007-ის” შემუშავების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ ნატოს ექსპერტები და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება.
„საქართველოს საფრთხეების შეფასების 2007-2009 წწ. დოკუმენტში” ასახული საფრთხეების ანალიზის შედეგად და შესაძლებლობებზე დაფუძნებული მეთოდოლოგიის გათვალისწინებით, „თსმ 2007“ დოკუმენტმა ჩამოაყალიბა ხელმისაწვდომ ძალთა სტრუქტურის ვარიანტები, რომლის სრული განხორციელება შეაფერხა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა.
თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2013-2016
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად შეცვლილმა უსაფრთხოების გარემომ ,,თსმ 2007-ის” გადახედვის აუცილებლობა განაპირობა. „თსმ 2013-2016” დოკუმენტი შემუშავებულია საფრთხეებზე დაფუძნებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, მოიცავს 2013-2016 წლების პერიოდს და განსაზღვრავს შეიარაღებული ძალების თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და „ძალთა სტრუქტურა 2016-ის” ჩამოყალიბებას. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს 2008 წლის რუსული სამხედრო აგრესიის დროს მიღებულ გამოცდილებას.
„თსმ 2013-2016” დოკუმენტი შემუშავდა საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით, სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობით და ნატოს ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით.
„თსმ 2013-2016” დოკუმენტის თანახმად, გაგრძელდება თავდაცვის სისტემის ტრანსფორმაცია და განხორციელდება აუცილებელი თავდაცვითი შესაძლებლობების შემდგომი გაუმჯობესება, ცვლადი უსაფრთხოების გარემოდან მომდინარე გამოწვევებზე საპასუხოდ.
თავი I. უსაფრთხოების გარემო და თავდაცვის სექტორი
მოცემული თავი მიმოიხილავს უსაფრთხოების არსებული გარემოდან მომდინარე საფრთხეებს და თავდაცვის სექტორის წინაშე მდგარ გამოწვევებს
გეოპოლიტიკური მდებარეობიდან და რეგიონში ცვლადი უსაფრთხოების გარემოდან გამომდინარე, საქართველო რიგი საფრთხეების და რისკების წინაშე დგას. სწორედ ამ საფრთხეებსა და რისკებზე საპასუხოდ, 2009 წელს დაიწყო ეროვნული უსაფრთხოების მიმოხილვის პროცესი, რომელიც ახდენს უსაფრთხოების უზრუნველმყოფ ინსტიტუტებს შორის უფრო მჭიდრო კოორდინაციას, უზრუნველყოფს სამხედრო და სამოქალაქო კომპონენტების ურთიერთქმედების ხარისხის გაუმჯობესებას და შესაძლებელს ხდის სახელმწიფო უსაფრთხოების სექტორში ჩართული ინსტიტუტების შესაბამისი უწყებრივი სტრატეგიების შემუშავებას.
თავდაცვის სისტემის ტრანსფორმაცია ეფუძნება „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციით“ განსაზღვრულ ეროვნულ ღირებულებებს, ინტერესებსა და უსაფრთხოების პოლიტიკას და მიმართულია იმ საფრთხეებსა და გამოწვევებზე საპასუხოდ, რომლებიც განსაზღვრულია ,,საქართველოს საფრთხეების შეფასების 2010-2013 წწ. დოკუმენტით’’.
გლობალიზაციის ეპოქაში საქართველოს უსაფრთხოების გარემო დამოკიდებულია როგორც ეროვნულ, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო ფაქტორებზე.
ტერიტორიული უსაფრთხოება - რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილების ოკუპაცია საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს, სახელმწიფოებრიობას და პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური დესტაბილიზაციის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს.
ევროატლანტიკური ინტეგრაცია - ნატოში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ქვეყნის ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში შექმნის ეროვნული უსაფრთხოების მყარ გარანტიებს და ხელს შეუწყობს მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას სამხრეთ კავკასიაში. საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით, საქართველო იზიარებს კოლექტიური უსაფრთხოების პასუხისმგებლობას და შესაბამისად წარმოადგენს არა მხოლოდ უსაფრთხოების მომხმარებელს, არამედ აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. საქართველო აქტიურად არის ჩართული და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების (ISAF) ოპერაციაში.
კავკასიაში არსებული კონფლიქტები - კავკასიაში არსებული კონფლიქტები ნეგატიურ გავლენას ახდენს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე. ზემოაღნიშნული კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირება საქართველოს ინტერესს წარმოადგენს.
კიბერუსაფრთხოება - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა ცხადყო, რომ საქართველოს კიბერსივრცე მოწყვლადია არსებული საფრთხის წინაშე და მისი ხელყოფა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისათვის საფრთხის შემცველი ფაქტორია. საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცდა საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში კიბერუსაფრთხო გარემოს შექმნისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარებას.
ტერორიზმი და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული - საქართველო, საერთაშორისო ტერორიზმის პოტენციური საფრთხის წინაშე დგას. ქვეყნის ტერიტორიაზე ოკუპირებული რეგიონების არსებობა და რეგიონში არსებული კონფლიქტები ხელსაყრელ გარემოს ქმნის საერთაშორისო ტერორიზმისა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულისთვის. არსებობს საშიშროება, რომ ოკუპირებული ტერიტორიები გამოყენებულ იქნეს ისეთი არალეგალური საქმიანობისათვის, როგორიცაა ნარკოტიკების, შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის კომპონენტების უკანონო გადაზიდვა და ვაჭრობა, ადამიანთა ტრეფიკინგი და სხვა.
1 სშძ-ის ამოცანები და შესაძლებლობების გაუმჯობესება
საქართველოს შეიარაღებული ძალების ამოცანაა ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში (საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის ჩათვლით), აგრეთვე, ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების დროს სამოქალაქო ხელისუფლების დახმარება.
დასახული ამოცანების შესასრულებლად და არსებული უსაფრთხოების გარემოდან გამომდინარე, აუცილებელია თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესება შეიარაღებული ძალების უფრო მობილურ და პროფესიულ, ნატოსთან თავსებად ძალებად გარდაქმნის გზით.
სშძ-ის შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და ოპტიმიზაციისათვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს რესურსების მართვისა და ძალთა დაგეგმვის ეფექტიანი სისტემების განვითარებას, რაც გადამწყვეტ როლს თამაშობს თავდაცვითი შესაძლებლობების ზუსტ განსაზღვრაში. აღნიშნული სისტემების ეფექტურად დანერგვისთვის მნიშვნელოვანია თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების დაფინანსების გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმების შემუშავება.
,,თსმ 2013-2016-ით” განსაზღვრული რეკომენდაციები გვთავაზობს ოპტიმალურ ბალანსს პირად შემადგენლობას, წვრთნებს, ოპერაციებს (მათ შორის - საერთაშორისო ოპერაციებს), შენარჩუნებას, შესყიდვებს და ინფრასტრუქტურის მშენებლობასა თუ შეკეთებას შორის.
2 სშძ-ის მოდერნიზაციის გამოწვევები
არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს შეიარაღებული ძალების თავდაცვითი სისტემების მოდერნიზაცია. ამ მიმართულებით, სშძ-ისთვის ძირითად დაბრკოლებად რჩება თავდაცვის შეზღუდული რესურსები. აღნიშნული წინააღმდეგობის გადასალახად აუცილებელია შესაბამისი მოდერნიზაციის გეგმების შემუშავება, ქვეყნის თავდაცვითი მრეწველობის განვითარების ხელშეწყობა და არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაუმჯობესება. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება აშშ-საქართველოს შორის გაფორმებულ ქარტიას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.
3 თავდაცვის რესურსების მართვის სისტემის შემდგომი განვითარება
2006 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო მუშაობა თავდაცვის რესურსების მართვის სისტემის ჩამოსაყალიბებლად. აღნიშნულ პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ ექსპერტები ნატოს წევრი ქვეყნებიდან, რომელთა რეკომენდაციების გათვალისწინებით საფუძველი ჩაეყარა დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სისტემის (PPBS) დანერგვას. რეფორმის ფარგლებში, განხორციელდა შესაბამისი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება, შემუშავდა ხედვები და საბაზისო სახელმძღვანელო დოკუმენტები; აგრეთვე, ჩამოყალიბდა შესაბამისი მართვისა და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმები. მიუხედავად გაწეული სამუშაოებისა, კვლავ გამოწვევად რჩება სისტემის სრულყოფილად დანერგვა, რისი ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორებია შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალის ნაკლებობა, შესყიდვების სისტემისა და ორგანიზაციულ-სტრუქტურული ნაკლოვანებები.
თავდაცვის რესურსების მართვის სისტემაში ხარვეზების აღმოსაფხვრელად და აღნიშნული სისტემის სრულად დასანერგად, საჭიროა არსებული სისტემის სიღრმისეული შესწავლა და შესაბამისი ცვლილებების ასახვა სახელმძღვანელო დოკუმენტებში, არსებულ სტრუქტურასა და პროცედურებში. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს მრავალწლიან პროგრამებზე დაფუძნებული თავდაცვის ბიუჯეტის შემუშავებაზე, აღსრულებასა და მონიტორინგის პროცედურებზე, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სშძ-ის დაკომპლექტების, წვრთნისა და აღჭურვისათვის აუცილებელი რესურსების ეფექტიანი განაწილება. აღნიშნული სისტემა ასევე მოიცავს თავდაცვის შესყიდვების სისტემის შემდგომ გაუმჯობესებას.
4 ლოგისტიკური მოთხოვნების განსაზღვრა
სშძ-ის ოპერატიული მოთხოვნების უზრუნველსაყოფად ლოგისტიკური შესაძლებლობების შემდგომი განსაზღვრა დეტალურ ანალიზს მოითხოვს. ლოგისტიკური შესაძლებლობების მხარდასაჭერად აუცილებელი თანამედროვე აღჭურვილობის შეძენა შეფერხებულია ფინანსური რესურსების სიმცირის გამო.
ლოგისტიკური უზრუნველყოფისათვის საჭირო მართვის მექანიზმების განვითარება მიმდინარეობს ნელი ტემპებით და, შესაბამისად, ლოგისტიკურ შესაძლებლობებში არსებული ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად, საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.
5 სამომავლო ძალთა სტრუქტურის მხარდასაჭერად წვრთნებისა და განათლების სისტემების შემდგომი ინსტიტუციონალიზაცია
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინსტიტუციური წვრთნებისა და განათლების სისტემას. სამხედრო განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თავდაცვის განათლებისა და პროფესიული განვითარების სისტემის ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის შემდგომი განვითარებაა.
6 ადამიანური რესურსების მართვის სისტემა
ადამიანური რესურსებისა და განათლების სისტემა მოექცევა ერთიანი მართვის ქვეშ, რომელსაც უშუალო ზედამხედველობას გაუწევს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე. სისტემის ამგვარი მოწყობა ხაზს უსვამს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ადამიანური რესურსების მართვის საკითხის პრიორიტეტულობას.
მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პერსონალის მართვის სისტემების განვითარების კუთხით. შემუშავებულია ადამიანური რესურსების მართვის კონცეფციისა და სტრატეგიის პროექტები, სტრუქტურული ერთეულების ორგანიზაციული და თანამდებობათა სამუშაო აღწერები და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
ადამიანური რესურსების მართვის სისტემის სრულყოფისათვის აუცილებელია შემდეგი კომპონენტების გაუმჯობესება: შეფასების, პროფესიული სპეციალიზაციის, წახალისების, განაწილებისა და დანიშვნის, ანგარიშვალდებულების, რეკრუტირების, კადრების შენარჩუნების, კომპენსაციისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამები და ინფორმაციული მართვის სისტემა. აღნიშნული კომპონენტები მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სშძ-ის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად შესაბამისი უნარებისა და ცოდნის მქონე კვალიფიციური კადრების შერჩევის პროცესში.
აღნიშნულ ეტაპზე განხორციელდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამხედრო სამსახურის შემცირება 12 თვემდე ვადით და საქრთველოს თავდაცვის სამინისტრო გეგმავს სრულ პროფესიულ სამხედრო სამსახურზე გადასვლას იმპლემენტაციის გეგმის შესაბამისად, სადაც გათვალისწინებული იქნება განხორციელების ეტაპები და მხარდამჭერი ღონისძიებები. ასევე შემუშავდება არსებული თანამდებობრივი ანაზღაურების სისტემიდან წოდებრივი ანაზღაურების სისტემაზე გადასვლის გეგმა.
7 რეზერვის სისტემის ტრანსფორმაცია
2006 წელს საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში ტოტალური და უპირობო თავდაცვის პრინციპის შემოღებით. იმავე წელს, თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო სამხედრო რეზერვის სისტემის ჩამოყალიბება. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა გამოავლინა სამხედრო რეზერვის სისტემაში არსებული ხარვეზები. თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის შემუშავების პროცესში განხილულ იქნა გასული წლების გამოცდილება და ფაქტორები. მიმდინარეობს არსებული რეზერვის სისტემის კონცეფციის გადახედვა/განახლება, რომელიც, დაკისრებული ამოცანების შესაბამისად, უკეთ განსაზღვრავს რეზერვის ტიპებს. განახლებული რეზერვის კონცეფცია დაეყრდნობა შემდეგ პრინციპებს:
• რეზერვის სისტემის მაქსიმალურად მარტივად და მოქნილად ორგანიზება და დაკომპლექტება;
• მატერიალური, ფინანსური და ადამიანური რესურსების ხელმისაწვდომობა;
• ეფექტიანი მობილიზაციის სისტემა:
• სათანადო აღჭურვა და წვრთნები;
• რეზერვის სისტემის მართვისა და კონტროლის თავსებადობა შეიარაღებულ ძალებთან;
• ოპერატიული დაგეგმვის პროცესში რეზერვის ამოცანების განსაზღვრა.
8 უსაფრთხოების დაგეგმვის პროცესში უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაღრმავება
ეროვნული უსაფრთხოების მიმოხილვის პროცესი ითვალისწინებს უწყებათაშორისი კოორდინაციის გაუმჯობესებას. აღნიშნული პროცესის მიზანია უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების ინსტიტუციონალიზაცია და სტრატეგიული სახელმძღვანელო დოკუმენტების განახლება.
ეროვნული უსაფრთხოების მიმოხილვის პროცესმა მნიშვნელოვნად გააღრმავა უწყებათაშორისი თანამშრომლობა და დიალოგი. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის გაუმჯობესებული კოორდინაცია. მომავალშიც, აღნიშნულ სტრუქტურულ ერთეულებს შორის დაგეგმილი ერთობლივი წვრთნები გააუმჯობესებს მათზე დაკისრებული ამოცანების შესრულების შესაძლებლობას. ეროვნული უსაფრთხოების მიმოხილვის პროცესის ფარგლებში ჩამოყალიბებული რეკომენდაციები მოიცავს ყველა სახელმწიფო უწყებას.
9 სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა
თავდაცვის სისტემის ტრანსფორმაციის პროცესში მნიშვნელოვანია შესაბამის დონეზე იქნეს უზრუნველყოფილი საქართველოს პარლამენტთან ანგარიშვალდებულება და მიმდინარე პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უნდა გააუმჯობესოს პარლამენტთან ურთიერთობების მექანიზმები და ანგარიშვალდებულების ფორმები, რეგულარული მოხსენებებისა და ანგარიშების საშუალებით.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, გამჭვირვალობისა და გარე ექსპერტიზის მოზიდვის მიზნით, უნდა უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობების ინტენსიფიკაცია, არსებული სამუშაო ფორმატების დახვეწა და მათთან ერთობლივი პროექტების განხორციელება თავდაცვისა და უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებზე.
უნდა შემუშავდეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია, რომელიც მოიცავს სხვადასხვა აუდიტორიასთან ურთიერთობის ფორმებს. ასევე, მომზადდეს საზოგადოებასთან ურთიერთობის წლიური გეგმა, სადაც გაწერილი იქნება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის აქტივობები და შეიარაღებული ძალების იმიჯის ამაღლებისაკენ მიმართული ღონისძიებები.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, რეფორმებისა და მათი განხორციელების შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, იგეგმება ,,თეთრი წიგნის” გამოქვეყნება, რომელშიც აღწერილ იქნება თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმების პროცესი.
თავი II. თავდაცვის დაგეგმვა
მოცემული თავი მიმოიხილავს თავდაცვის დაგეგმვის პრინციპებს და პროცედურებს.
2.1. შესავალი
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას: თავდაცვის სისტემის ტრანსფორმაციასთან ერთად, საქართველოს შეიარაღებული ძალები მზად უნდა იყოს შესაძლო სამხედრო აგრესიის გასანეიტრალებლად, საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიებზე შესაძლო პროვოკაციებზე საპასუხოდ და ასევე, განაგრძოს ქვეყნის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება.
ტრანსფორმაციის პროცესი ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:
• ხელმძღვანელ პირთა პასუხისმგებლობა – პასუხისმგებლობის აღება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებასა და მათ განხორციელებაზე;
• თავდაცვის ერთობლივი დაგეგმვა – თავდაცვის დაგეგმვისა და მართვის პოლიტიკის და პროცედურების შიდაუწყებრივი კოორდინაციისა და სინქრონიზაციის გაუმჯობესება;
• გამჭვირვალობა – თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
• ანგარიშვალდებულება – მიღებულ გადაწყვეტილებებსა და მათ შესრულებაზე სამოქალაქო და სამხედრო ხელმძღვანელობისა და მათდამი დაქვემდებარებული პირების ანგარიშვალდებულება;
• სიმტკიცე – მნიშვნელოვანი ცვლილებების დროს სიმტკიცისა და მოთმინების გამოჩენის აუცილებლობა.
2.2. თავდაცვის დაგეგმვა
2.2.1. ეროვნული კანონმდებლობა და სახელმძღვანელოები
საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა წარმოადგენს სამოქალაქო და სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ საქართველოს შეიარაღებული ძალების ორგანიზებისა და კონტროლისათვის აუცილებელ ძირითად სახელმძღვანელოს. ამასთანავე, აყალიბებს იმ კონკრეტულ პრინციპებს და მექანიზმებს, რომელთა მიხედვითაც ხორციელდება თავდაცვის სისტემის დაგეგმვა და მართვა.
2.2.2. საქართველოს კანონი ,,თავდაცვის დაგეგმვის შესახებ” [1]
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიურად მონაწილეობს უწყებათაშორის სამუშაო პროცესში, რომლის ფარგლებშიც ერთობლივად მუშავდება ,,თავდაცვის დაგეგმვის შესახებ” საქართველოს კანონში გაწერილი სტრატეგიული სახელმძღვანელო დოკუმენტები. აღნიშნული კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2006 წლის აპრილში მიიღო, წარმოადგენს თავდაცვის დაგეგმვის საფუძველს და განსაზღვრავს კონკრეტულ მოთხოვნებსა და პასუხისმგებლობებს. კანონი ითვალისწინებს, როგორც თავდაცვის დაგეგმვის სტრატეგიული დონის სამართლებრივი აქტების შემუშავებას და მათ პერიოდულ გადახედვას, ასევე, თავდაცვის დაგეგმვის უწყებრივი დონის სამართლებრივი აქტების მომზადებას.
• თავდაცვის დაგეგმვის სტრატეგიული დონის სამართლებრივი აქტებია:
o საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია;
o საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი;
o საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია.
• თავდაცვის დაგეგმვის უწყებრივი დონის სამართლებრივი აქტებია:
o თავდაცვის დაგეგმვის სახელმძღვანელო;
o სამხედრო განვითარების ძირითადი პროგრამები;
o წლიური პროგრამა;
o ოპერატიული გეგმები, კონცეფციები, დოქტრინები, დებულებები და საქართველოს თავდაცვის მინისტრის დირექტივები;
o თავდაცვის დაგეგმვის დებულება.
2.3. ეროვნული უსაფრთხოების მიმოხილვის პროცესი
2009 წელს, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინაციით, დაიწყო ეროვნული უსაფრთხოების მიმოხილვის პროცესი (სქემა № 1) ,,მთავრობის ერთიანი მიდგომის” ჩამოყალიბებისა და საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუციონალიზაციის მიზნით, რომელიც მოიცავს კონცეპტუალური და სტრატეგიული დოკუმენტების პაკეტის შემუშავებას.
• ფუნდამენტური სტრატეგიული დოკუმენტებია:
o ,,საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია”;
o ,,საქართველოს საფრთხეების შეფასების 2010-2013 წწ. დოკუმენტი”.
• სტრატეგიული დოკუმენტებია:
o ,,საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია”;
o ,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა”.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ასევე შეიმუშავებს შიდაუწყებრივ სახელმძღვანელო დოკუმენტებს.
[pic]
2.3.1. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია
,,საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია” პირველად 2005 წელს დამტკიცდა, საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით საქართველოს პარლამენტის მიერ. დოკუმენტი განსაზღვრავს სახელმწიფოს ფუნდამენტურ ეროვნულ ღირებულებებს, ეროვნულ ინტერესებს, საფრთხეებს, რისკებსა და გამოწვევებს. ,,საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია”, ასევე, ადგენს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის და მისი საგარეო, სოციალური და ეკონომიკური პრიორიტეტების ძირითად მიმართულებებს. 2011 წლის დეკემბერში დამტკიცდა განახლებული ,,საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია”.
2011 წლის ,,საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია”, უსაფრთხოების არსებულ გარემოზე დაყრდნობით, ხაზს უსვამს სშძ-ის თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდის მნიშვნელობას და საგარეო აგრესიისაგან საქართველოს დაცვის საჭიროებას. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მიღებული გამოცდილების საფუძველზე, მიმდინარე რეფორმების პრიორიტეტებს წარმოადგენს:
• თანამედროვე განათლების, წვრთნებისა და პერსონალის მართვის სისტემების დანერგვა;
• მართვისა და კონტროლის სისტემის გაუმჯობესება;
• თავდაცვის ეფექტიანი დაგეგმვისა და აღსრულების წარმართვა;
• კრიტიკული მნიშვნელობის მქონე სამხედრო შესაძლებლობების განვითარება;
• ეფექტიანი დოქტრინული ბაზის ჩამოყალიბება;
• საფრთხეებსა და სცენარებზე დაფუძნებული წვრთნებისა და საბრძოლო მომზადების წარმოება;
• რესურსების მართვის სისტემის გაუმჯობესება;
• ნატოსთან თავსებადობის ზრდა.
2.3.2. საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი
საქართველოს კანონის ,,თავდაცვის დაგეგმვის შესახებ” თანახმად, საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის გადახედვა ყოველწლიურად მიმდინარეობს. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო კოორდინაციას უწევს დოკუმენტის გადახედვის უწყებათაშორის პროცესს. 2010 წელს დოკუმენტი განახლდა და მოიცავს 2010-2013 წლებისათვის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო და ტრანსნაციონალურ საფრთხეებს. ,,საქართველოს საფრთხეების შეფასების 2010-2013 წწ. დოკუმენტში” ასახული სამხედრო საფრთხეები საფუძვლად დაედო ,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2013-2016” დოკუმენტს.
ქვემოთ ჩამოყალიბებული დასკვნები ეყრდნობა ,,საქართველოს საფრთხეების შეფასების 2010-2013 წწ. დოკუმენტს”, რომელშიც შეფასებულია საქართველოს წინაშე მდგარი სამხედრო ხასიათის პოტენციური საფრთხეები:
• რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს. რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სამშვიდობო ძალების არყოფნა და ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაცია ზრდის პროვოკაციების რისკს და ახალი სამხედრო აგრესიის ალბათობას;
• საქართველოს მისწრაფება გაერთიანდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მიუღებელია რუსეთის ფედერაციისთვის, რაც ზრდის სამომავლო საფრთხის რისკს;
• რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უკანონობა, მარიონეტული რეჟიმების უკანონო შეიარაღებული და სხვა კრიმინალური დაჯგუფებების არსებობა ხელს უწყობს კონტრაბანდის, ნარკოტრეფიკინგისა და სხვა სახის ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის ზრდას, განსაკუთრებით საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს;
• ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული დაძაბულობის შესაძლო ესკალაცია კვლავ წარმოშობს საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო კონფლიქტის გადმოდინების რისკს;
• მზარდი დამოკიდებულება კიბერტექნოლოგიებზე ზრდის ეროვნული კიბერსივრცისა და კიბერუსაფრთხოების დაცვის მნიშვნელობას.
2.3.3. საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია
,,საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში” მოცემული პოლიტიკური მითითებებისა და ,,საქართველოს საფრთხეების შეფასების 2010-2013 წწ. დოკუმენტში” აღწერილი საფრთხეების გათვალისწინებით, ,,საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია”, არსებულ მდგომარეობაზე დაყრდნობით, აყალიბებს სშძ-ის სამხედრო მიზნებსა და ამოცანებს, თავდაცვის პრინციპებსა და საჭირო სამხედრო შესაძლებლობებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ეროვნული უსაფრთხოების მიმოხილვის პროცესის ფარგლებში გეგმავს ,,საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგიის” განახლებას არსებული უსაფრთხოების გარემოს, საფრთხეებისა და რისკების გათვალისწინებით.
2.4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდაუწყებრივი დაგეგმვის დოკუმენტები
თავდაცვის დაგეგმვის, მართვისა და კოორდინირების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო პერიოდულად შეიმუშავებს და/ან განაახლებს შიდაუწყებრივ დოკუმენტებს (მინისტრის ხედვა, თავდაცვის დაგეგმვის სახელმძღვანელო). თავდაცვის დაგეგმვისა და მართვის პროცესს წარმართავს გადაწყვეტილების მიმღები საბჭო, რომელიც შედგება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის[2] ხელმძღვანელი პირებისაგან. გადაწყვეტილების მიმღებ საბჭოს ექვემდებარება და მის წინაშე ანგარიშვალდებულია მართვის ჯგუფი, რომელიც განსახილველ საკითხებს, რეკომენდაციებთან ერთად, წარუდგენს გადაწყვეტილების მიმღებ საბჭოს შემდგომი განხილვისა და გადაწყვეტილებისათვის. მართვის ჯგუფის დაქვემდებარებაშია ხუთი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი (სქემა № 2), რომლებიც დაკომპლექტებულია ფუნქციური ექსპერტებით. ზემოაღნიშნული სისტემის ფარგლებში მოხდება თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის იმპლემენტაცია.
[pic]
2.4.1. მინისტრის ხედვა
მინისტრის ხედვის დოკუმენტი პირველად 2006 წელს გამოიცა, რომელმაც განსაზღვრა მოკლევადიანი პრიორიტეტები საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრატეგიულ სახელმძღვანელოებზე დაყრდნობით. ,,მინისტრის ხედვა” არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმძღვანელო დოკუმენტი და ასახავს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების განვითარების ძირითად მიმართულებებს მოკლევადიანი დაგეგმვის პერიოდისთვის. დოკუმენტი ითვალისწინებს საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესებას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, სუვერენიტეტის განმტკიცება და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება.
2.4.2. თავდაცვის დაგეგმვის სახელმძღვანელო
„თავდაცვის დაგეგმვის სახელმძღვანელო“ წარმოადგენს საშუალოვადიანი დაგეგმვის დოკუმენტს, რომლის მიზანია სტრატეგიული დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფები უზრუნველყოს საჭირო მითითებებითა და რეკომენდაციებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების პროგრამების შემუშავებისათვის.
2.4.3. სამხედრო განვითარების ძირითადი პროგრამები
,,თავდაცვის დაგეგმვის სახელმძღვანელოზე” დაყრდნობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში იწყება თავდაცვის განვითარების პროგრამების შემუშავების პროცესი. გადაწყვეტილების მიმღები საბჭოსა და მართვის ჯგუფის მიერ განხილვის შემდეგ აღნიშნული პროგრამები ქმნიან თავდაცვის ერთიან ინტეგრირებულ პროგრამას, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
2.4.4. ოპერატიული გეგმები, კონცეფციები, დოქტრინები, დებულებები და საქართველოს თავდაცვის მინისტრის დირექტივები
აღნიშნული დოკუმენტები, ძირითად სახელმძღვანელოებზე დაყრდნობით, განსაზღვრავენ სპეციფიკურ გეგმებსა და ოპერატიულ პროცედურებს. სშძ-ის ოპერატიული გეგმები და კონცეფციები შესაბამისობაშია ოპერატიულ გარემოსთან და დოქტრინებთან. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სშძ-ის წვრთნები ძირითადად ორიენტირებულია კონვენციურ თავდაცვით ოპერაციებზე.
თავი III. პოლიტიკური და სამხედრო ვარაუდები
მოცემული თავი ასახავს იმ პოლიტიკურ და სამხედრო ვარაუდებს, რომლებიც განსაზღვრავს სამომავლო სამხედრო შესაძლებლობების განვითარებას.
3.1. შესავალი
ძალთა სამომავლო სტრუქტურის დაგეგმვისა და საჭირო სამხედრო შესაძლებლობების განსაზღვრისას, თავდაცვის დაგეგმვა ითვალისწინებს სამხედრო და პოლიტიკურ ვარაუდებს. აღნიშნულ თავში განხილულია სშძ-ის ძალთა სამომავლო სტრუქტურის შემუშავებისათვის საჭირო ვარაუდები.
ვარაუდების ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია მაქსიმალურად ადეკვატური შეფასების განხორციელება, სავარაუდო პოლიტიკური და სამხედრო ფაქტორების შეძლებისდაგვარად ზუსტი პროგნოზირება, რომლის საფუძველზეც მოხდება ძალთა შესაძლებლობებისა და რისკების შეფასება. დაგეგმვის ვადების (2013-2016 წწ.) განსაზღვრის ძირითად მიზეზს საქართველოს წინაშე არსებული რისკების ცვალებადი ბუნება წარმოადგენს. 2016 წლის შემდგომი ძალთა დაგეგმვა ასახული იქნება თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის მომდევნო დოკუმენტში.
3.2. პოლიტიკური ვარაუდები
• საქართველო:
o გრძელდება დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების პროცესი და უმჯობესდება შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო და დემოკრატიული კონტროლი;
o უმჯობესდება ეკონომიკის მდგრადი განვითარების პირობები, რაც დადებითად აისახება თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებაზე.
• საქართველო-ნატო:
o 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გზით ხელისუფლების გადაცემა, ამასთან ერთად დემოკრატიის შემდგომი გაძლიერება და სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარება ხელს უწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას;
o საქართველო განაგრძობს აქტიურ მონაწილეობას საერთაშორისო სამშვიდობო და სტაბილურობის შენარჩუნების მისიებში;
o ალიანსის მხარდაჭერა ქვეყნის უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გატარების საკითხებში კვლავ კრიტიკული მნიშვნელობის მატარებელია;
o ნატო-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა და ნატოსთან თანამშრომლობის სხვა მექანიზმები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციას.
• საქართველო-ევროკავშირი:
o საქართველოს და ევროკავშირს შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობა ხელს უწყობს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას;
o ევროკავშირის მონიტორინგის მისია (EUMM) განაგრძობს მანდატით მინიჭებული უფლებამოსილებების შესრულებას საქართველოში, რაც კრიტიკული მნიშვნელობის მატარებელია შეიარაღებული კონფლიქტების ესკალაციის თავიდან ასაცილებლად;
o ევროკავშირის ქვეყნებთან ინტენსიური ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები განამტკიცებს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას.
• საქართველო-აშშ:
o გრძელდება თანამშრომლობა საქართველოს და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, რომელიც ეფუძნება ორ სახელმწიფოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის პრინციპებს, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვევობის მხარდაჭერას, დემოკრატიისა და სტაბილურობის განმტკიცებას;
o საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობა განამტკიცებს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას.
• რეგიონული ურთიერთობები:
o საქართველო აღრმავებს თანამშრომლობას სამხრეთ კავკასიის, შავი ზღვის რეგიონისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან;
o საქართველო ცდილობს არ დაიშუროს ძალისხმევა რეგიონული კონფლიქტების მოგვარების საკითხებში პოზიტიური როლის შესასრულებლად;
o ირანის ბირთვული პროგრამის საკითხთან დაკავშირებული დაძაბულობა უარყოფით ზეგავლენას ახდენს რეგიონის უსაფრთხოებაზე.
• საქართველო-რუსეთის ფედერაცია:
o რუსეთის ფედერაცია, საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით, აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6-პუნქტიანი შეთანხმების პირობების შეუსრულებლობას და ოკუპირებული ტერიტორიების ლეგიტიმაციის მიღწევის მცდელობას;
o რუსეთის შეიარაღებული ძალების შენაერთების არსებობა საქართველოს ტერიტორიაზე საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს;
o რუსეთის ფედერაცია ცდილობს საქართველოს საერთაშორისო მხარდაჭერის შესუსტებას;
o რუსეთის ფედერაცია განაგრძობს პოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებას, რათა საქართველოს შეუზღუდოს თანამედროვე, დასავლური წარმოების თავდაცვითი აღჭურვილობის შეძენის შესაძლებლობა;
o გამოწვევად რჩება რუსეთის ფედერაციასთან კონსტრუქციული დიალოგის გზით უსაფრთხოების საკითხებზე სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში პროგრესის მიღწევის შესაძლებლობა, თუმცა, საქართველოს მთავრობის პრაგმატული მიდგომა რუსეთის მიმართ და მხარეებს შორის 2012 წლის დეკემბერში დაწყებული კონსულტაციები აჩენს გარკვეული პოზიტიური შედეგების მოლოდინს;
o ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები რჩება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგების განხილვის ერთადერთ ფორმატად.
• ენერგეტიკული საკითხები:
o საქართველო განაგრძობს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განმტკიცებას, თვითუზრუნველყოფის გაზრდისა და ენერგიის მიწოდების წყაროების შემდგომი დივერსიფიკაციის გზით;
o საქართველო ავითარებს ენერგეტიკული რესურსების მნიშვნელოვან სატრანზიტო შესაძლებლობებს;
o რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიზნად რჩება რეგიონის ენერგორესურსებსა და მათი განაწილების სისტემებზე კონტროლის მოპოვება და შენარჩუნება.
3.3. სამხედრო ვარაუდები
• საქართველოს შეიარაღებული ძალები:
o საქართველოს შეიარაღებული ძალები ძირითადად ორიენტირებულია თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე;
o საქართველოს შეიარაღებული ძალები განაგრძობს საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობისათვის აუცილებელი შესაძლებლობების განვითარებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას;
o საბრძოლო მზადყოფნის გაუმჯობესების მიზნით, ყურადღება მახვილდება პროფესიული სამეთაურო პროგრამებისა და დოქტრინების განვითარებაზე, წვრთნებისა და განათლების სტანდარტების გაუმჯობესებასა და აღჭურვილობის მოდერნიზებაზე.
• საქართველო-ნატო:
o ნატოსთან მჭიდრო თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებასა და მოდერნიზებას;
o საქართველოს შეიარაღებული ძალები განაგრძობს მონაწილეობას ISAF-ის ოპერაციაში და მონაწილეობას მიიღებს პოსტ-ISAF-ის მისიაში;
o საქართველო უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ წარმოებულ საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად.
• საქართველო-ევროკავშირი:
o ვითარდება საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.
• საქართველო-აშშ:
o გრძელდება და ღრმავდება თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების მიზნით.
• რეგიონი:
o ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში დაძაბულობის ესკალაციამ შესაძლოა გამოიწვიოს საქართველოში კონფლიქტის გადმოდინება;
o მთიანი ყარაბაღის მოუგვარებელი კონფლიქტი მაღალი რისკის შემცველია რეგიონული უსაფრთხოებისათვის;
o უცვლელი რჩება რუსეთის ფედერაციის პოლიტიკა, შეინარჩუნოს და გააძლიეროს საკუთარი შეიარაღებული ძალების ყოფნა რეგიონში;
o ირანის ბირთვული პროგრამის განვითარებასთან დაკავშირებული დაძაბულობა და მისი შესაძლო სამხედრო ესკალაცია მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის.
• საქართველო-რუსეთის ფედერაცია:
o კვლავ შენარჩუნდება ფართომასშტაბიანი რუსული აგრესიის განხორციელების ალბათობა;
o ოკუპირებული რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვართან დაძაბულობისა და სამხედრო ინციდენტების რისკი კვლავ მაღალი რჩება;
• ტრანსნაციონალური:
o საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხე საქართველოში კვლავ შენარჩუნდება;
o ქართული კიბერსივრცის უსაფრთხოება კვლავ მოწყვლადი რჩება.
თავი IV. უსაფრთხოების გამოწვევები
მოცემული თავი ასახავს საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებს და რისკების შეფასებისა და დაგეგმვის სცენარების მეთოდოლოგიას.
4.1. შესავალი
,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2013-2016” დოკუმენტის შექმნისას გათვალისწინებულ იქნა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული საფრთხეების ფართო სპექტრი, რომლებიც რეგიონულ და გლობალურ ფაქტორებთან ერთად მიმოხილულია ,,საქართველოს საფრთხეების შეფასების 2010-2013 წწ. დოკუმენტში”.
თავდაცვის მოთხოვნების შემუშავებისას გათვალიწინებულ იქნა სშძ-ის შესაძლებლობები, რომლებიც საჭიროა როგორც სამხედრო, ასევე არასამხედრო საფრთხეებზე საპასუხოდ და ეფუძნება შემდეგ ძირითად ფაქტორებს:
• სამხედრო აგრესიის განახლება რუსეთის ფედერაციის მხრიდან;
• ინციდენტები ან პროვოკაციები საოკუპაციო ზოლის სიახლოვეს;
• ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტების საქართველოში გადმოდინება;
• კიბერთავდასხმები;
• საერთაშორისო ტერორიზმი;
• ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფები;
• ტრანსნაციონალური დანაშაული;
• რეგიონული კონფლიქტების ესკალაცია.
4.2. დაგეგმვის სცენარები
საფრთხეების სცენარის განვითარების საფუძველზე, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა საბრძოლო მოდელირებისათვის შეიმუშავა დაგეგმვის სცენარები. თითოეული შემთხვევის ანალიზის შესაბამისად, საბრძოლო მოდელირების მეშვეობით, ჩამოყალიბდა სპეციფიკური სამხედრო შესაძლებლობების მოთხოვნები.
თავი V. შესაძლებლობების შეფასება
მოცემული თავი განსაზღვრავს საქართველოს შეიარაღებული ძალების აუცილებელ შესაძლებლობებს.
5.1. შესავალი
საქართველოს შეიარაღებული ძალების აუცილებელი შესაძლებლობების კატეგორიებად დაყოფა, არსებულ დოქტრინებზე დაყრდნობით, საბრძოლო მოდელირების პროცესში განხორციელდა. ამავდროულად, განხორციელდა ინსტიტუციური წვრთნებისა და განათლების საკითხების ანალიზიც.
5.2. მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე მოთხოვნები
დაგეგმვის სცენარების ანალიზის შედეგად დადგინდა სპეციფიკური შესაძლებლობების მოთხოვნები საქართველოს შეიარაღებული ძალების ძირითადი სტრუქტურული ერთეულებისთვის გაერთიანებული შტაბი, სახმელეთო ჯარების სარდლობა[3], სპეციალური ოპერაციების ძალები, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა, სამხედრო პოლიციის, სამხედრო დაზვერვისა და ეროვნული გვარდიის დეპარტამენტები.
5.3. საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების შეფასება
საქართველოს შეიარაღებული ძალების ძირითადი სტრუქტურული ერთეულებისათვის მოთხოვნების განსაზღვრის შემდეგ, ანალიზის მომდევნო ეტაპი ითვალისწინებს თითოეული სტრუქტურული ერთეულისთვის დასახული მიზნებისა და ამოცანების შესრულების შესაძლებლობების დადგენას. შესაძლებლობების დამაკმაყოფილებელი დონე განისაზღვრება დაკისრებული ამოცანის შესასრულებლად აუცილებელი სტრუქტურული ერთეულების რაოდენობით და სათანადოდ აღჭურვილი და გაწვრთნილი პირადი შემადგენლობით.
ანალიზის პროცესში დადგინდა განსაზღვრული და კატეგორიებად დაყოფილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებების სახეები. ამ პროცესში განსახორციელებელი ღონისძიებები დაყოფილია შემდეგი კოდირებით:
D = დოქტრინა;
O = სტრუქტურა;
T = წვრთნები;
M = მატერიალური საშუალებები/აღჭურვილობა;
L = სამეთაურო რგოლის განვითარება;
P = პირადი შემადგენლობა;
F = ინფრასტრუქტურა.
ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად გასატარებელი ღონისძიებების კატეგორიებად დაყოფა საჭიროა, რათა უკეთ დავრწმუნდეთ, რომ ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად გასატარებელი ღონისძიებები სრულად მოიცავს ყველა პრობლემურ საკითხს. მაგალითად, შესაძლებლობათა ზოგიერთი ნაკლოვანება შესაძლოა აღმოიფხვრას მხოლოდ დოქტრინის შემუშავებით, საშტაბო წვრთნების ჩატარებით ან სტანდარტული დაგეგმვის პროცედურების გამოყენებით. თუმცა, სხვა ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად შესაძლოა, საჭირო გახდეს ახალი ქვედანაყოფის ჩამოყალიბება, აღჭურვილობის შესყიდვა ან ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა.
5.4. შესაძლებლობათა ნაკლოვანებების შეფასება
საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა ძირითადი სტრუქტურული ერთეულის შეფასების შემდეგ შეიქმნა შესაძლებლობათა ნაკლოვანებების ერთიანი სია. აღნიშნული სია მოიცავს გაერთიანებულ შტაბს, სახმელეთო ჯარებს, სპეციალური ოპერაციების ძალებსა და სხვა სტრუქტურულ ერთეულებს.
თავი VI. თავდაცვის ტრანსფორმაცია და ,,ძალთა სტრუქტურა 2016”
მოცემული თავი ასახავს თავდაცვის ტრანსფორმაციასა და ,,ძალთა სტრუქტურა 2016-ის’’ განვითარებას.
6.1. შესავალი
მოცემულ თავში ასახული რეკომენდაციები მიზნად ისახავს თავდაცვის ტრანსფორმაციასა და ,,ძალთა სტრუქტურა 2016-ის’’ განვითარებას. აღნიშნული რეკომენდაციები ეყრდნობა გარემოებებს, რომელთაც გავლენა აქვს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციის პროცესზე.
6.2. სშძ-ის სამომავლო სტრუქტურის დაგეგმვისას გასათვალისწინებელი ფაქტორები
თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის შემუშავების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა რიგ ფაქტორებს, რომლებიც ემსახურება ნატოსთან თავსებადი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას:
• შეიარაღებული ძალების იდენტური სტრუქტურული ორგანიზება მშვიდობისა და ომის დროს;
• შეიარაღებული ძალების ზევიდან-ქვევით დაგეგმვის სცენარული მეთოდი (ცენტრალიზებული დაგეგმვა დეცენტრალიზებული აღსრულებით);
• აქცენტირება მეთაურთა განვითარების პროგრამებზე;
• მობილური, კარგად ორგანიზებული, გაწვრთნილი და თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვილი შეიარაღებული ძალები.
6.3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სშძ-ის ანალიზი და რეკომენდაციები
მოცემული ქვეთავი მოიცავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სშძ-ის ძირითადი კომპონენტების ანალიზსა და რეკომენდაციებს, აგრეთვე, მიმოიხილავს ძალთა რესტრუქტურიზაციას განახლებული სტრატეგიული მართვისა და კონტროლის კონცეფციის შესაბამისად.
6.3.1. სტრატეგიული მართვისა და კონტროლის განახლებული კონცეფცია
სშძ-ის სტრატეგიული მართვისა და კონტროლის განახლებული კონცეფცია ასახავს გაერთიანებული შტაბისა და ძირითადი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებსა და ვალდებულებებს.
აღნიშნული კონცეფციის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების მართვა ხორციელდება პრეზიდენტის მიერ, საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მეშვეობით. გაერთიანებული შტაბი, შტაბის უფროსის ხელმძღვანელობით, ახორციელებს სტრატეგიულ დაგეგმვას, ახდენს ძალთა მზადყოფნის მონიტორინგს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად კოორდინაციას უწევს სშძ-ის დაკომპლექტებას, წვრთნასა და აღჭურვას.
6.3.2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და საქართველოს შეიარაღებული ძალების
გაერთიანებული შტაბი
6.3.2.1. ფუნქციები და ამოცანები
ეროვნული უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს სშძ-ის პოლიტიკურ და სტრატეგიულ ხელმძღვანელობას. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განსაზღვრავს თავდაცვის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, შეიმუშავებს თავდაცვის დაგეგმვის, პერსონალის მართვის პოლიტიკისა და თავდაცვის რესურსების გამოყენების მითითებებს, უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას და ახორციელებს უწყებათაშორის კოორდინაციას თავდაცვის საკითხებში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პოლიტიკის საფუძველზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი ამზადებს სტრატეგიული დონის სამხედრო მითითებებს. აღნიშნული მითითებები მიეწოდება სახმელეთო ჯარების სარდლობას, რომელიც მათ საფუძველზე შეიმუშავებს ოპერატიულ გეგმებსა და ბრძანებებს.
6.3.2.2. არსებული შესაძლებლობების ანალიზი
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (სქემა №3) და გაერთიანებული შტაბი (სქემა №4) უზრუნველყოფს ქვეყნის თავდაცვისათვის ძალთა მზადყოფნას, ტრანსფორმაციის პროცესის გაგრძელებას და საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულებას. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სრულფასოვან ფუნქციონირებას ხელს უშლის კვალიფიციური კადრების სიმცირე და თავდაცვის დაგეგმვისა და მართვის არასრულყოფილი სისტემა. აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად, თავდაცვის სამინისტრო და გაერთიანებული შტაბი აგრძელებენ თავდაცვის დაგეგმვისა და მართვის სისტემების გაუმჯობესებას და ახორციელებენ პროფესიული განვითარების პროგრამებს როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო პერსონალისთვის. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის თანამედროვე თავდაცვით ინსტიტუტებად საბოლოოდ გარდაქმნისათვის აუცილებელია მოხდეს ამ გამოწვევების დაძლევა.
[pic]
[pic]
6.3.2.3. სშძ-ის სტრუქტურა, შესაძლებლობათა მოთხოვნები და რეკომენდაციები
• საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა და პრინციპების გათვალისწინებით, რომლებიც არ განიხილავს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად (და ამის უკეთ ხაზგასმის მიზნით), მიზანშეწონილია განხილულ იქნეს საკითხი, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დაერქვას საქართველოს თავდაცვის ძალები;
• საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სტრუქტურული ცვლილებების გათვალისწინებით და მართვისა და კონტროლის მექანიზმების ოპტიმიზაციის მიზნით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის რეორგანიზაცია და მისი გარდაქმნა გენერალურ შტაბად (სქემა № 5);
[pic]
• გენერალურ შტაბში შეიქმნას შემდეგი სტრუქტურული ერთეულები:
o J4 დეპარტამენტი ჩამოყალიბდეს J4/8 დეპარტამენტად, რომელიც, დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციების განხორციელებასთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს თავდაცვის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში და ამასთანავე, განახორციელებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სისტემის განხორციელების მონიტორინგს;
o შეიქმნას J5/9 დეპარტამენტი, რომელიც განახორციელებს:
- სტრატეგიულ/ოპერატიულ დაგეგმვას;
- შესაბამისი დოქტრინებისა და კონცეფციების შემუშავებას;
- სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების კოორდინაციას;
- სშძ-ის რეფორმების დაგეგმვასა და მისი იმპლემენტაციის მონიტორინგს.
o შეიქმნას შძ-ის საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველო, რომელიც განახორციელებს შძ-ში საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებას;
o გენერალურ შტაბში შეიქმნას საზღვაო თავდაცვის დეპარტამენტი, რომელიც განახორციელებს:
- საქართველოს საზღვაო სივრცეში სუვერენული უფლებების დაცვისა და შავ ზღვაზე ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველმყოფ შესაბამის უწყებებთან ურთიერთქმედებას;
- სამხედრო-საზღვაო ოპერაციების დაგეგმვაში მონაწილეობას;
- შესაბამისი საფრთხეების გასანეიტრალებლად ოპერაციების დაგეგმვაში მონაწილეობას;
- საერთაშორისო სამხედრო-საზღვაო თანამშრომლობის მხარდაჭერას.
• განხორციელდეს ქვემოთ მოცემული შიდაუწყებრივი კონცეფციების, გეგმებისა და სისტემების შემუშავება და დამტკიცება:
o ადამიანური რესურსების მართვა;
o ლოგისტიკის მართვა;
o სამხედრო დაზვერვა;
o ძალთა მართვის სისტემა;
o თავდაცვის რესურსების მართვის სისტემა;
o შესყიდვების მართვის სისტემა;
o კრიზისების მართვის სისტემა;
o საბრძოლო მომზადების სისტემა;
o წვრთნებისა და განათლების სისტემა;
o დოქტრინების შემუშავება;
o მობილიზაციის ქმედითი სისტემის ჩამოყალიბება;
o რეზერვის კონცეფცია და დოქტრინა.
• განხორციელდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული რეორგანიზაცია, რათა ოპტიმიზებულ იქნეს როგორც დაგეგმვის, მართვისა და კონტროლის მექანიზმები, ასევე გაუმჯობესდეს ურთიერთქმედება შტაბსა და სამოქალაქო ოფისს შორის.
• ეროვნული თავდაცვისა და საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის გაგრძელება, მათ შორის:
o ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებში მონაწილეობა;
o ორმხრივი ურთიერთობების განვითარება;
o თავდაცვის საკითხებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაუმჯობესება;
o რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის ინიციატივების მხარდაჭერა;
o ავღანეთში ნატოს ოპერაციის მხარდაჭერის გაგრძელება;
o პოსტ-ISAF-ის მისიაში ქართული მხარის მონაწილეობა.
6.3.3. სახმელეთო ჯარები
ომის ან/და კრიზისების დროს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრატეგიული მითითებებისა და თავდაცვის გეგმის შესაბამისად, სახმელეთო ჯარები პასუხისმგებელია სშძ-ის შესაბამისი საბრძოლო მომზადების დონის შენარჩუნებაზე, გეგმების შემუშავებაზე, ძალთა განთავსებასა და ოპერაციების მართვაზე.
6.3.3.1. არსებული სტრუქტურა
სქემაზე მოცემულია სახმელეთო ჯარების არსებული სტრუქტურა (სქემა № 6), რომლის დაქვემდებარებაშიცაა საქართველოს შეიარაღებული ძალების შემდეგი ქვედანაყოფები: 5 ქვეითი, 2 საარტილერიო, 1 საინჟინრო, 1 საჰაერო თავდაცვის და 1 საავიაციო ბრიგადა და სხვა ცალკეული ქვედანაყოფები.
[pic]
6.3.3.2. შესაძლებლობათა ანალიზი
თავდაცვითი ოპერაციების განსახორციელებლად სახმელეთო ჯარებს ესაჭიროება დამატებითი შესაძლებლობები. მიღებულმა გამოცდილებამ ცხადყო, რომ სახმელეთო ჯარები არსებული სტრუქტურის გათვალისწინებით მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას, როგორიცაა ომის დროს თავდაცვითი ოპერაციების დეცენტრალიზებული აღსრულება. თავდაცვითი ოპერაციების ეფექტიანი განხორციელებისათვის საჭიროა ძალების ინტეგრაცია მიმართულებების მიხედვით და მათი საბრძოლო გამოყენების პროცესის დეცენტრალიზების ხარისხის ამაღლება, ასევე ძალთა მართვის მოქნილობის გაზრდა და პასუხისმგებლობის არეალში არსებული რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანი გადანაწილება და გამოყენება.
6.3.3.3. რეკომენდაციები
• სახმელეთო ჯარების სარდლობის გაუქმება და მის ნაცვლად აღმოსავლეთ და დასავლეთ ოპერატიული სარდლობების შექმნა (სქემა № 7), რომლებიც მათდამი დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებზე საკუთარი პასუხისმგებლობის რაიონებში განახორციელებენ ოპერატიულ მართვასა და კონტროლს, სამობილიზაციო რესურსის უკეთ შესწავლასა და ლოგისტიკური უზრუნველყოფის ეფექტურ გადანაწილებას.
[pic]
• შეიქმნას შემდეგი სტრუქტურული ერთეულები:
o რესურსების ოპტიმიზირების, საფრენი აპარატებისა და საჰაერო თავდაცვის საშუალებების ერთიან დაქვემდებარებაში მოქცევის მიზნით, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ჩამოყალიბება, რაც გაზრდის მომზადების, წვრთნების შენარჩუნება/შეკეთების, მართვისა და კონტროლის ეფექტურობას;
o აღმოსავლეთ და დასავლეთ ოპერატიული სარდლობების მხარდასაჭერად ცალკეული დაზვერვისა და სამედიცინო ბატალიონების ჩამოყალიბება;
• მობილურობის, საჰაერო თავდაცისა და ტანკსაწინააღმდეგო შესაძლებლობების, მართვისა და კონტროლის, კავშირგაბმულობის საშუალებების, სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებისა და ლოგისტიკური უზრუნველყოფის გაუმჯობესება;
• გაგრძელდეს მშვიდობის დროს წვრთნების ხარისხის (თანამედროვე საწვრთნელი ტექნოლოგიების ჩათვლით) გაუმჯობესება, აუცილებელ დავალებათა ნუსხის შესაბამისი პროგრამებისა და სშძ-ის საჭიროებებზე მორგებული დოქტრინების განვითარება, სერჟანტებისა და ოფიცრების პროფესიული განვითარების პროგრამის დახვეწა.
6.4. თავდაცვის ბიუჯეტი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გათვლებზე დაყრდნობით, მომდევნო ცხრილი ასახავს (სქემა № 8) თავდაცვის ბიუჯეტს 2004-დან 2016 წლის ჩათვლით. არსებული ანალიზის საფუძველზე მოსალოდნელია, რომ თავდაცვის ბიუჯეტი, თსმ-ის დაგეგმვის პერიოდის მანძილზე მიახლოებული იქნება ნატოს მიერ რეკომენდირებულ დონესთან (2.0%).
თავდაცვის ბიუჯეტი (ლარებში)
|წელი |მშპ |თავდაცვის ბიუჯეტი |მშპ % |
|2004 |9 824 300 000 |172 177 721 |1,8% |
|2005 |11 620 900 000 |366 765 145 |3,2% |
|2006 |13 789 900 000 |684 039 590 |5,0% |
|2007 |16 993 800 000 |1 494 535 313 |8,8% |
|2008 |19 074 900 000 |1 547 183 106 |8,1% |
|2009 |17 986 000 000 |869 015 694 |4,8% |
|2010 |20 743 400 000 |728 007 459 |3,5% |
|2011 |24 344 000 000 |728 427 012 |3,0% |
|2012 |26 308 500 000 |728 500 000 |2,8% |
|2013 |28 863 100 000 |660 000 000 |2,3% |
|2014 |32 430 600 000 |720 000 000 |2,2% |
|2015 |36 095 200 000 |770 000 000 |2,1% |
|2016 |40 174 000 000 |880 000 000 |2,2% |
6.5. ხარჯთა მოდელის ზოგადი აღწერა
თსმ-ის მთავარი ამოცანაა ,,ძალთა სტრუქტურა 2016-ისათვის” ხელმისაწვდომობის გაანალიზება, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს სშძ-ის მოთხოვნების სწორად გადანაწილებასა და პროგრამული ბიუჯეტის შემუშავებას.
აღნიშნული ანალიზი მოითხოვს ხარჯთა მოდელის გამოყენებას, რომელიც მოიცავს სშძ-ზე სპეციალურად მორგებულ ინფორმაციას. თსმ-ის შესაძლებლობათა ანალიზის პროცესი უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სისტემის პროცესის ინსტიტუციონალიზაციის მიმდინარე ინიციატივის მხარდაჭერას.
ხარჯთა მოდელი შედგება ურთიერთდაკავშირებული ცხრილებისაგან, რომლებიც სამ სხვადასხვა დონეზე შეიმუშავებს მონაცემებს.
პირველი დონე გამოიყენება სშძ-ის თითოეული ქვედანაყოფისათვის სათანადო ნიმუშის შესაქმნელად, რომელსაც ენიჭება შესაბამისი ორგანიზაციული ცხრილი და აღჭურვილობის ნომერი. აღნიშნულ დონეზე მიმდინარეობს პერსონალის, ლოგისტიკისა და წვრთნების, სხვადასხვა ფაქტორებისა და სტანდარტების შესახებ დეტალური მონაცემების შემუშავება.
მეორე დონე ორგანიზებას უკეთებს მონაცემებს ინდივიდუალური ქვედანაყოფების ნიმუშებიდან და უფრო მაღალ დონეზე ასახავს საორგანიზაციო მონაცემებს (შტაბი, ბრიგადა, ბატალიონი). ეს დონე ძირითადად გამოიყენება კადრების დაკომპლექტებისა და საბრძოლო მზადყოფნის შესაბამისი პროცენტულობის მისანიჭებლად, კადრების ნებადართულ რაოდენობასა და საწვრთნელ სტანდარტებთან მიმართებაში და აფასებს თითოეული ვარიანტის მიზანშეწონილობას.
მესამე დონეზე აისახება თავდაცვის ერთიანი ბიუჯეტი, რომელიც თანხვედრაშია მთლიანი შიდა პროდუქტის სავარაუდო პროცენტულობასთან. აღნიშნულ დონეზე მიმდინარეობს მეორე დონეზე არსებული მონაცემების თავმოყრა და მხარდაჭერის სხვა არაპირდაპირი დანახარჯების, კაპიტალური ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის გეგმური ხარჯების იდენტიფიცირება.
6.5.1. რესურსების განაწილება 2013 წლის თავდაცვის ბიუჯეტში
[pic]
მოცემული სქემა (სქემა № 9) ასახავს 2013 წლის თავდაცვის ბიუჯეტს (660 მილიონი ლარი), რომელშიც 68.8% გადანაწილებულია პირადი შემადგენლობის ხარჯებზე.
6.5.2. რესურსების განაწილება 2014 წლის თავდაცვის ბიუჯეტში
[pic]
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2014 წლის ბიუჯეტი სავარაუდოდ გაიზარდება 9%-ით. სქემის თანახმად (სქემა № 10), 2014 წლის ბიუჯეტის 66,7% გადანაწილდება პერსონალთან დაკავშირებულ ხარჯებზე და, შესაბამისად, გაიზრდება ხარჯების განაწილება მხარდაჭერასა და კაპიტალურ ხარჯებზე.
6.5.3. რესურსების განაწილება 2015 წლის თავდაცვის ბიუჯეტში
[pic]
2015 წლის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი სავარაუდოდ გაიზრდება 7%-ით. სქემის თანახმად (სქემა № 11), 2015 წლის ბიუჯეტის 64,1% გადანაწილდება პერსონალთან დაკავშირებულ ხარჯებზე და, შესაბამისად, გაიზრდება ხარჯების გადანაწილება შესყიდვებსა და მშენებლობაზე.
6.5.4. რესურსების განაწილება 2016 წლის თავდაცვის ბიუჯეტში
[pic]
2014-2016 წლებში, თავდაცვის ბიუჯეტის (სქემა № 12) ეტაპობრივი ზრდა საშუალებას იძლევა გაიზარდოს ოპერაციებისა და მხარდაჭერის და კაპიტალური ხარჯებისათვის გათვალისწინებული თანხები. 2016 წლისათვის თავდაცვის ბიუჯეტიდან ოპერაციებსა და მხარდაჭერაზე გამოიყოფა 23,9%, ხოლო შესყიდვებზე, სამხედრო მშენებლობაზე, სამეცნიერო კვლევაზე და განვითარების ხარჯებზე კი – 17%. 2013 წლის თავდაცვის ბიუჯეტში პერსონალთან დაკავშირებული არსებული 68,8%-იანი ხარჯები 2016 წლისათვის შემცირდება 59,1%-მდე.
თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის განხორციელება
,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2013–2016-ში” განსაზღვრული რეკომენდაციები განხორციელდება იმპლემენტაციის გეგმის შესაბამისად. თსმ-ის წარმატებული განხორციელებისათვის, პირველი თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის პროცესის შედეგად მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, გამოყენებული იქნება მართვის მექანიზმი. აღნიშნული მოიცავს მკაფიო მითითებების გაცემას, სამუშაო ჯგუფების როლებისა და პასუხისმგებლობების ზუსტ განსაზღვრას, რესურსების განაწილებას, რისკების მენეჯმენტსა და შედეგების შეფასებას. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში თსმ-ის იმპლემენტაციას უხელმძღვანელებს და მონიტორინგს გაუწევს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მართვის ორგანოები.
დასკვნა
,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2013–2016” წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების დაგეგმვის ძირითად დოკუმენტს, რომელსაც შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი ეროვნული უსაფრთხოების მიმოხილვის პროცესში და საქართველოს თავდაცვის სტრატეგიული დაგეგმვის ინსტიტუციონალიზაციის პროცესისათვის კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ელემენტია. თსმ-ის შემუშავებისას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობდა სხვა სამთავრობო უწყებებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ასევე ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან. აღნიშნულმა თანამშრომლობამ დადებითი გავლენა იქონია, გააღრმავა რა თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესისა და მოთხოვნების განსაზღვრაზე მიღებული გამოცდილება და ცოდნა.
-----------------------
[1] დაგეგმილია,,თავდაცვის დაგეგმვის შესახებ” საქართველოს კანონის გადახედვა და ცვლილებების შეტანა.
[2] კონსტიტუციური ცვლილების თანახმად (2013 წლის ნოემბრიდან) გენერალური შტაბი.
[3] ახალი სტრუქტურის თანახმად, აღმოსავლეთ და დასავლეთ ოპერატიული სარდლობები.
-----------------------
სქემა № 1
სქემა № 2
სქემა № 3
სქემა № 4
სქემა № 5
სქემა № 6
სქემა № 7
სქემა № 8
სქემა № 9
სქემა № 10
სქემა № 11
სქემა № 12