⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (04.12.2014)
გაუქმებულია:

ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.05.2013
ძალის დაკარგვა 04.12.2014
გამომცემი ორგანო ახმეტის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.162.016181
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/05/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,016 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.05.2013 მიღება
04.12.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე ზაქარია ქინქლაძე საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება  №21 2013 წლის 24 მაისი ქ. ახმეტა ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ    ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“ თანდართული რედაქციით. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეზაქარია ქინქლაძე დანართი ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. საერთო მოთხოვნები წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების მოხელის თანამდებობის დასაკავებლად, რომელიც თანამდებობათა რანგების მიხედვით მოიცავს: ა) უმაღლეს/საშუალო განათლებას და სამუშაო გამოცდილებას; ბ) ნორმატიული აქტების ცოდნას; გ) ელექტრონული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის მეშვეობით საქმისწარმოებას (დოკუმენტის მიღება, დოკუმენტის შედგენა/გადაგზავნა); დ) ქართულ ენაზე გამართულ ზეპირ და წერილობით კომუნიკაციას; ე) პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამის მენეჯერულ უნარებს. მუხლი 2🔗. მინიმალური და სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები 1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები შედგება მინიმალური და სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნებისაგან. 2. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები საერთოა თვითმმართველობის ყველა მოხელისათვის. 3. საკვალიფიკაციო მოთხოვნები წესდება თანამდებობრივი რანგებისა და თანამდებობრივი ინსტრუქციებით განსაზღვრული ფუნქციების შესაბამისად. მუხლი 3🔗. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების კომპონენტები მოხელის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:    ა) პროფესიული ცოდნის მოთხოვნები;    ბ) ზოგადი უნარების მოთხოვნები;    გ) პროფესიული უნარების მოთხოვნები. მუხლი 4🔗. მინიმალური დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების სფეროში 1. მუნიციპალიტეტის ყველა მოხელისათვის (გარდა გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის სპეციალისტებისა) სავალდებულოა შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:    ა) საქართველოს კონსტიტუცია;    ბ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;    გ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“;    დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;    ე) ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №10 დადგენილება;    ვ) ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №36 დადგენილება.    2. თვითმმართველობის მოხელეებს მოეთხოვებათ:    ა) საშუალო განათლება;    ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office Word, Microsoft office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.    3. საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის” XXVII თავით განსაზღვრულ მთავარ და წამყვან საჯარო თანამდებობებზე, აგრეთვე საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა:    ა) უმაღლესი განათლება;    ბ) არანაკლებ 2 წლის სამუშაო გამოცდილება.      მუხლი 5🔗. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნა ზოგადი უნარების სფეროში მოხელის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.          მუხლი 6🔗. სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული უნარების სფეროში მოხელის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა, საქმისწარმოებაში გამოყენებულ დოკუმენტებთან ელექტრონული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების მეშვეობით, მუშაობის (დოკუმენტის მიღება, დოკუმენტის შედგენა და გადაგზავნა) პროფესიული უნარები. თავი II ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა სპეციალური დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 7🔗. სპეციალური მოთხოვნები პროფესიული ცოდნის სფეროში 1. საკრებულოს აპარატის მოხელის თანამდებობის დასაკავებლად (გარდა საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწისა), თანამდებობრივი ინსტრუქციებით განსაზღვრული ფუნქციების შესაბამისად, სავალდებულოა შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“; ბ) საქართველოს კანონი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“; გ) საქართველოს კანონი ,,ნორმატიული აქტების შესახებ“; დ) “საქმისწარმოების ერთიანი წესები” - საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414  ბრძანებულება; ე) ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №74 დადგენილება. 2. საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების ცოდნა. თავი III ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ტერიტორიული ორგანოების მოხელეთა სპეციალური დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 8🔗. სპეციალური მოთხოვნები მუნიციპალიტეტის გამგებლისა და გამგებლის მოადგილეებისათვის ნორმატიული აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც დამატებით მოეთხოვებათ მუნიციპალიტეტის გამგებელს და გამგებლის მოადგილეებს (თანამდებობრივი ინსტრუქციებით განსაზღვრული ფუნქციების შესაბამისად):    ა) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი (თავი I, თავი X);    ბ) საქართველოს კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“;    გ) საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო ქონების შესახებ”;    დ) საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;    ე) საქართველოს კანონი ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“;    ვ) საქართველოს კანონი ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“;    ზ) საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“;    თ) საქართველოს  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;    ი) საქართველოს საგადასახადო კოდექსი (თავი XXIX);    კ) საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ (თავი IV);    ლ) საქართველოს კანონი ,,ნორმატიული აქტების შესახებ“;   მ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის    შესახებ“;    ნ) ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულება;    ო) ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ”  საქართველოს  მთავრობის  2009  წლის  24 მარტის  №57 დადგენილება;    პ) ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება. მუხლი 9🔗. სპეციალური მოთხოვნები მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწისათვის  ნორმატიული აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც დამატებით მოეთხოვება მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწეს:    ა) საქართველოს კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“;    ბ) საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;    გ) საქართველოს კანონი ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“. მუხლი 10🔗. სპეციალური მოთხოვნები გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მოხელეებისათვის 1. ნორმატიული აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც დამატებით მოეთხოვებათ სამსახურის მოხელეებს:    ა) საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;    ბ) საქართველოს კანონი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“;    გ) “საქმისწარმოების ერთიანი წესები” – საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414  ბრძანებულება;    დ) ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება.    2. სამსახურის იურიდიული განყოფილების მოხელეებს დამატებით მოეთხოვებათ შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:    ა) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი (კარი IV);    ბ) საქართველოს კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“;    გ) საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;   დ) საქართველოს კანონი ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“;   ე) საქართველოს კანონი ,,ნორმატიული აქტების შესახებ”;    ვ) საქართველოს  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;    ზ) საქართველოს საგადასახადო კოდექსი (თავი XXIX).   3. ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მოხელეებს დამატებით მოეთხოვებათ შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:    ა) საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;   ბ) ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება. მუხლი 11🔗. სპეციალური მოთხოვნები გამგეობის საფინანსო სამსახურის მოხელეებისათვის  ნორმატიული აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც დამატებით მოეთხოვებათ სამსახურის მოხელეებს:   ა) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი (კარი IV);   ბ) საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;   გ) საქართველოს კანონი ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“;   დ) საქართველოს კანონი ,,ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის  შესახებ“;   ე) ,,საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №70 ბრძანებულება;   ვ) ,,სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანება;   ზ) ,,ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება;   თ) ,,საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება;   ი) ,,სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №637 ბრძანება;   კ) ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულება. მუხლი 12🔗. სპეციალური მოთხოვნები გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მუნიციპალური შესყიდვების  სამსახურის მოხელეებისათვის    1. ნორმატიული აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც დამატებით მოეთხოვებათ სამსახურის მოხელეებს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მოხელეებისა):   ა) საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“;   ბ) საქართველოს კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“;  გ) ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულება;   დ) ,,თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სახელმწიფო ქონებაზე (წიაღის ჩათვლით) დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებული მიწების, აგრეთვე იმ მიწების, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე დამაგრებას, განსაზღვრისა და გამიჯვნის წესის დამტკიცების შესახებ”  საქართველოს მთავრობის  2007 წლის 24 ოქტომბრის  №233  დადგენილება;   ე) ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო შემოსულობისა და იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას მიწის ნაკვეთის საწყისი საპრივატიზებო თანხის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით დამტკიცების და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (რომელიც არ ექვემდებარება პრივატიზებას) აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის წლიური საწყისი საფასურის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის №15 დადგენილება;   ვ) „თვითმმართველი ერთეულის – ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 5 აგვისტოს №22 დადგენილება;   ზ) ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასურისა და სარგებლობის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 19 აპრილის №15 დადგენილება;  თ) ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის დებულება.   2. სამსახურის მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილების მოხელეებს დამატებით მოეთხოვებათ შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:   ა) საქართველოს კანონი ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“;    ბ) საქართველოს კანონი ,,სამშენებლო საქმიანობის შესახებ“;    გ) საქართველოს კანონი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“;   დ) საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ (თავი IV);   ე) ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ”  საქართველოს  მთავრობის  2009  წლის  24 მარტი  №57  დადგენილება;   ვ) ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 ნოემბრის №46 დადგენილება;   ზ) ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 დეკემბრის №58 დადგენილება.   3. სამსახურის მუნიციპალური შესყიდვების განყოფილების მოხელეებს დამატებით მოეთხოვებათ შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:    ა) საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;    ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსი (თავი  XXIX);    გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი (კარი IV);   დ) ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება. მუხლი 13🔗. სპეციალური მოთხოვნები გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მოხელეებისათვის  ნორმატიული აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც დამატებით მოეთხოვებათ სამსახურის მოხელეებს:    ა) საქართველოს  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;    ბ) საქართველოს კანონი ,,გარემოს დაცვის შესახებ”;    გ) საქართველოს კანონი ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“;    დ) საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ (თავი IV);    ე) ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ”  საქართველოს  მთავრობის  2009  წლის  24 მარტის  №57 დადგენილება;    ვ) ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 ნოემბრის №45 დადგენილება;    ზ) ,,ახმეტის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ამ დოკუმენტების ფორმებისა და ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 დეკემბრის №56 დადგენილება;   თ) ,,თვითმმართველი ერთეულის – ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (საჯარიმო ქვითრის) შედგენაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 დეკემბრის №57 დადგენილება;    ი) ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 დეკემბრის №58 დადგენილება;    კ) ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულება. მუხლი 14🔗. სპეციალური მოთხოვნები გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, სოციალურ და  ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის მოხელეებისათვის ნორმატიული აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც დამატებით მოეთხოვებათ სამსახურის მოხელეებს:      ა) საქართველოს კანონი ,,სოციალური დახმარების შესახებ”;    ბ) საქართველოს კანონი  ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ”;    გ) საქართველოს კანონი ,,სპორტის შესახებ”;    დ) საქართველოს კანონი ,,კულტურის შესახებ”;    ე) საქართველოს კანონი ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ”;    ვ) ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, სოციალურ და  ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის დებულება. მუხლი 15🔗. სპეციალური მოთხოვნები გამგეობის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის, საზოგადოებასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის  მოხელეებისათვის ნორმატიული აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც დამატებით მოეთხოვებათ სამსახურის მოხელეებს:    ა) საქართველოს კანონი  ,,ტურიზმისა და კურორტების შესახებ“;    ბ) საქართველოს კანონი ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“;    გ) საქართველოს კანონი ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“;    დ) საქართველოს კანონი ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“;    ე) საქართველოს კანონი ,,თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“;    ვ) ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის, საზოგადოებასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის დებულება. მუხლი 16🔗. სპეციალური მოთხოვნები გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო  სამსახურის  მოხელეებისათვის ნორმატიული აქტების ნუსხა, რომლის ცოდნაც დამატებით მოეთხოვებათ სამსახურის მოხელეებს (გარდა სპეციალისტებისა):    ა) საქართველოს კანონი ,,სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“;  ბ) საქართველოს კანონი ,,ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ;  გ) „საქართველოში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 27 მარტის №449 ბრძანება;  დ) ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულება;  ე) ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 19 აპრილის №18 დადგენილება. მუხლი 17🔗. სპეციალური მოთხოვნები გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის  სამსახურის  მოხელეებისათვის ნორმატიული აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც დამატებით მოეთხოვებათ სამსახურის მოხელეებს:      ა) საქართველოს კანონი ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ”;   ბ) საქართველოს კანონი ,,სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ”;    გ) საქართველოს კანონი ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ”;   დ) ,,მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 10 იანვრის №11 ბრძანებულება;    ე) ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება. მუხლი 18🔗. სპეციალური მოთხოვნები მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების მოხელეებისათვის ნორმატიული აქტების ნუსხა, რომლის ცოდნაც დამატებით მოეთხოვებათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს (რწმუნებულებს) და სხვა მოხელეებს:    ა) საქართველოს კანონი ,,ნოტარიატის შესახებ” (38-ე, 41-ე მუხლები);    ბ) საქართველოს კანონი ,,სამოქალაქო აქტების შესახებ” (23-ე, 71-ე, 72-ე მუხლები);    გ)  ,,თვითმმართველი ერთეულის – ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 სექტემბრის №32 დადგენილება;   დ) ,,თვითმმართველი ერთეულის – ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულთა მიერ ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 სექტემბრის №33 დადგენილება.