,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№10
სარეგისტრაციო კოდი
270070000.35.169.016117
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/05/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №10

2013 წლის 23 მაისი

ქ. დედოფლისწყარო

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
1. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების  მინიმალური სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამის“ დანართი 1-ის  მე-2 თავის  მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი, რომლის ორივე მშობელი ან დედა (მარტოხელა დედის შემთხვევაში) რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.“

2. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების  მინიმალური სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამის“ დანართი 1-ის  მე-3 თავის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი:

ა) განცხადება;

ბ) მშობლების პირადობის მოწმობები ან დედის (მარტოხელა დედის შემთხვევაში) პირადობის მოწმობა;

გ) დედის დაბადების მოწმობა (მარტოხელა დედის შემთხვევაში);

დ) ბავშვის დაბადების მოწმობა ან ბავშვების დაბადების მოწმობები (ტყუპების დაბადების შემთხვევაში).“

3. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების  მინიმალური სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამის“ დანართი 1-ის მე-3 თავის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი, რომლის ორივე მშობლის ან დედის (მარტოხელა დედის შემთხვევაში) ასაკი არ აღემატება 25 წელს, რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე - 400 (ოთხასი) ლარი თითოეულ ახალდაბადებულ ბავშვზე.“

4. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების  მინიმალური სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამის“ დანართი 1-ის  მე-3 თავის მე-10 მუხლს დაემატოს 51 პუნქტი:

„51. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი, რომლის ორივე მშობლის  ან დედის (მარტოხელა დედის შემთხვევაში) ასაკი 25 წლის ზევითაა, რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე - 300 (სამასი) ლარი თითოეულ ახალდაბადებულ ბავშვზე.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარელევან ნატროშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.05.2013.
როდის იქნა მიღებული „,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 23.05.2013. მიმღები ორგანო — დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №10. სარეგისტრაციო კოდი — 270070000.35.169.016117.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.05.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №10, 23.05.2013, სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.169.016117 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.05.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1929166/