სს „პარკ-პლეისი“-ს აქციონერთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/05/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შეტყობინება

სს „პარკ-პლეისის” აქციონერთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

 

სს „პარკ-პლეისის” (საიდენტიფიკაციო კოდი 204868492) (შემდგომში „საზოგადოება”) აქციონერთა რიგგარეშე კრება მოიწვევა საზოგადოების აქციების უმრავლესობის მესაკუთრე აქციონერის მოთხოვნით, რომელსაც აღნიშნული უფლება გააჩნია საზოგადოების წესდების შესაბამისად.

საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს მიერ აქციონერთა რიგგარეშე კრების სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2013 წლის 23 მაისი.

აქციონერთა რიგგარეშე კრება ჩატარდება 2013 წლის 13 ივნისს, ი.ჭავჭავაძის გამზ. № 49 ბ, 12:00 საათზე.

აქციონერთა რიგგარეშე კრებაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

1 . საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დათხოვა და სამეთვალყურეო საბჭოს, როგორც საზოგადოების მართვის ორგანოს გაუქმება;

2. საზოგადოების წესდებაში ცვლილების განხორციელება ან წესდების ახალი რედაქციით მიღება;

3. სხვადასხვა.

 

სამეთვალყურეო საბჭო მხარს უჭერს დღის წესრიგში მოცემულ საკითხებს.

საზოგადოების აქციონერებს, რომლებიც ასეთებად ირიცხებიან აქციონერთა რიგგარეშე კრების სააღრიცხვო თარიღზე, უფლება აქვთ, დაესწრონ კრებას პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით. პირადად დასწრების შემთხვევაში აქციონერს თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. წარმომადგენლის მეშვეობით დასწრების შემთხვევაში, წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს აქციონერის მიერ გაცემული წერილობითი მინდობილობა.

 

დირექტორი                                                          ჯუმბერ ხატიაშვილი

 

23 მაისი, 2013 წელი