ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 23.05.2013
გამომცემი ორგანო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.169.016118
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/05/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.05.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ნატროშვილი | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 31.03.2011
დოკუმენტის ტექსტი
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2013 წლის 23 მაისი
ქ. დედოფლისწყარო
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი პუნქტისა და 204-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის).
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 მარტის №15 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.საკრებულოს თავმჯდომარელევან ნატროშვილი
დანართი
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები
მუხლი 1🔗
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 (ერთი) პროცენტი, ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:
ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;
ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე– 2- ჯერ;
გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე –1,5-ჯერ;
დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს–3-ჯერ.
მუხლი 2🔗
1.
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, გარდა ამ მუხლის მე–2 პუნქტში გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1(ერთი) პროცენტი.
2.
სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი განისაზღვროს, ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0,6 პროცენტი.
მუხლი 3🔗
ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია:
ა) 100000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის–საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,05 პროცენტი;
ბ) 100000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის–საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,8 პროცენტი;
მუხლი 4🔗
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე ქონების გადასახადი ერთ ჰექტარზე განისაზღვროს:
ა) სათიბებზე–20 (ოცი) ლარი;
ბ) საძოვრებზე–7 (შვიდი) ლარი;
გ) სახნავი- 87 (ოთხმოცდაშვიდი) ლარი;
მუხლი 5🔗
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებულ ტყის მიწებზე ქონების გადასხადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს მე-4 მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი შესაბამისი ოდენობით ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით.
მუხლი 6🔗
ამ დადგენილების მიზნებისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ტერიტორიული კოეფიციენტი შეადგენს
ა) ქ.დედოფლისწყაროში–0,3;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გარდა მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტერიტორიისა –0,15;
მუხლი 7🔗
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი (ერთ კვადრატულ მეტრზე განისაზღვროს ამ დადგენილების მე-5 მუხლში მითითებული
ტერიტორიული კოეფიციენტების გამრავლებით საბაზისო განაკვეთზე–0,24 ლარი) წელიწადში შეადგენს
ა) ქ.დედოფლისწყაროში–0,072 ლარს;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გარდა მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტერიტორიისა –0,036 ლარს;
მუხლი 8🔗
ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს 3 ლარით.
მუხლი 9🔗
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია:
ა) ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40000 ლარს;
ბ) საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.