„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 55) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 1341 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1341. ანგარიშსწორების წესი დათხოვნისას
2004 წლის 1 იანვრამდე განთავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე დაწესებულებიდან კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა განხორციელდეს დაცულ მუხლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად.“.
2. 137-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 42-ე და 47-ე მუხლების, 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის (გარდა „საქართველოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა) და 109-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების მოქმედება შეჩერდეს 2004 წლის 1 იანვრამდე.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტიედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 29 იანვარი.
№1947-რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.01.2003.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.01.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1947. სარეგისტრაციო კოდი — 010.320.000.05.001.001.204.
- სად არის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.01.2003 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №1947, 29.01.2003, სარეგისტრაციო კოდი 010.320.000.05.001.001.204 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.01.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1930/