საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და უნგრეთის ეროვნული ეკონომიკის სამინისტროს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება

მიღების თარიღი 14.05.2013
ძალაში შესვლა 14.05.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №29/10
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016190
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/06/2013
matsne.gov.ge 476 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.05.2013 მიღება
14.05.2013 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელით უნგრეთის ეროვნული ეკონომიკის სამინისტროს სახელით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და უნგრეთის ეროვნული ეკონომიკის სამინისტროს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და უნგრეთის ეროვნული ეკონომიკის სამინისტროს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და უნგრეთის ეროვნული ეკონომიკის სამინისტრო, შემდგომში “ხელშემკვრელ მხარეებად” წოდებულნი, სურთ რა საქართველოსა და უნგრეთის ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების შემდგომი ხელშეწყობა, აცნობიერებენ რა ტურიზმის მნიშვნელობას ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარებისათვის, ასევე ორივე ქვეყნის ცხოვრების, ისტორიის და კულტურული მემკვიდრეობის უკეთესად გაგებისათვის, აღიარებენ რა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობისათვის სამართლებრივი ბაზის შექმნის მნიშვნელობას, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 ხელშემკვრელი მხარეები ეცდებიან ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას და განვითარებას ორივე ერის ისტორიის და კულტურის უკეთესად გაგების ხელშეწყობის მიზნით. ტურიზმის სფეროში წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ თანამშრომლობას ხელშემკვრელი მხარეები ახორციელებენ ამ შეთანხმების, მათი სახელმწიფოების ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის, საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპებისა და ნორმების და იმ საერთაშორისო ხელშეკრულებათა დაცვით, რომლის მონაწილე მხარეებსაც წარმოადგენენ საქართველო და უნგრეთი. მუხლი 2🔗 ხელშემკვრელი მხარეები ხელს შეუწყობენ საქართველოსა და უნგრეთის იმ მეწარმეებს და ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის დაწყებას და განვითარებას, რომლებიც მონაწილეობენ ტურიზმის განვითარებაში, ახორციელებენ ინვესტიციებს მოცემულ სფეროში და აწარმოებენ ერთობლივ საქმიანობას. მუხლი 3🔗 მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამშრომლობა განხორციელდება შემდეგი საქმიანობის მეშვეობით: ორგანიზებული ჯგუფური და ინდივიდუალური ტურიზმის წახალისებით ორ ქვეყანს შორის; ერთობლივი საქმიანობისა და პროექტების მხარდაჭერით; ექსპერტების გაცვლით; ინფორმაციის გაცვლით; ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობით. მუხლი 4🔗 ხელშემკვრელი მხარეები ხელს შეუწყობენ ინფორმაციის გაცვლას შემდეგ სფეროებში: ტურიზმის სტატისტიკა; საგანმანათლებლო პროგრამები, კონფერენციები, სემინარები და სამუშაო შეხვედრები  ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში; c)  წამახალისებელი ღონისძიებები; d) საინვესტიციო შესაძლებლობები; e)  ტურიზმის ტენდენციები და სიახლეები; f)   ტურიზმის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტები. მუხლი 5🔗 ხელშემკვრელი მხარეები ხელს შეუწყობენ ურთიერთანამშრომლობას საგანმანათლებლო ინსტიტუტებს შორის და ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში სპეციალიზირებული სტუდენტების, ექსპერტებისა და მეცნიერების ურთიერთგაცვლას. მუხლი 6🔗 ამ შეთანხმების განხორციელების უზრუნველყოფის, შესაბამის ორგანოებს შორის თანამშრომლობის კოორდინირებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების მონიტორინგის მიზნით, ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ შექმნან ტურიზმის სამუშაო ჯგუფი, საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში.  ტურიზმის სფეროზე პასუხიმგებელი ხელშემკვრელი მხარეები განსაზღვრავენ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობას. თითოეული ხელშემკვრელი მხარის წარმომადგენელი თავმჯდომარეობას გაუწევს სამუშაო ჯგუფს. ერთობლივი კომისიის შეხვედრები გაიმართება საჭიროებისამებრ, რომელიმე მხარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მონაცვლეობით, საქართველოსა და  უნგრეთის რესპუბლიკაში. ხელშემკვრელი მხარეები აცნობებენ  შესაბამის ორგანოებს  სამუშაო ჯგუფის შეხვედრების შედეგებისა და საქმიანობის შესახებ. მუხლი 7🔗 ამ შეთანხმებაში, ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ამ შეთანხმების მე-8 მუხლის თანახმად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. მუხლი 8🔗  ეს შეთანხმება ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან. ეს შეთანხმება იდება 5 (ხუთი) წლის ვადით. შეთანხმების მოქმედების ვადა ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო 5 (ხუთ)-წლიანი პერიოდებით. თუ რომელიმე ხელშემკვრელმა მხარემ, მორიგი ხუთწლიანი ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე, წერილობით არ განაცხადა თავისი განზრახვის შესახებ შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება. შესრულებულია 2013 წლის 14 მაისს ქ. ბუდაპეშტში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, უნგრულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. მხარეთა მიერ ამ შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.   საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელით უნგრეთის ეროვნული ეკონომიკის სამინისტროს სახელით                       /ხემოწერილია/                                                                             /ხემოწერილია/