საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2008 წლის პროგრამა „ბავშვზე ზრუნვის“ ფარგლებში „ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სკოლისშემდგომი განათლების“ ქვეპროგრამაში ჩართული სტუდენტების სწავლის ღირებულების დაფინანსების შესახებ

მიღების თარიღი 28.05.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №130
სარეგისტრაციო კოდი 430030000.10.003.017295
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/05/2013
matsne.gov.ge 176 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2008 წლის პროგრამა „ბავშვზე ზრუნვის“ ფარგლებში „ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სკოლისშემდგომი განათლების“ ქვეპროგრამაში ჩართული სტუდენტების სწავლის ღირებულების დაფინანსების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №130 2013 წლის 28 მაისი ქ. თბილისი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2008 წლის პროგრამა „ბავშვზე ზრუნვის“ ფარგლებში „ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სკოლისშემდგომი განათლების“ ქვეპროგრამაში ჩართული სტუდენტების სწავლის ღირებულების დაფინანსების შესახებ მუხლი 1🔗 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2008 წლის პროგრამა ,,ბავშვზე  ზრუნვის“ ფარგლებში ,,ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სკოლისშემდგომი განათლების“ ქვეპროგრამაში ჩართული სტუდენტების (შემდგომში – სტუდენტები) სწავლის ღირებულების დაფინანსების მიზნით: 1. დააფინანსოს იმ სტუდენტთა სწავლის ღირებულება, რომლებიც ამ დადგენილების ძალაში შესვლის დროისათვის სწავლობენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატისა და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამებით, აგრეთვე დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამებით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სტუდენტთა სწავლის ღირებულება დაფინანსდეს ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო  სასწავლო,  სამაგისტრო  გრანტების,  დოქტორანტურის  პროგრამებისა და ახალგაზრდების წახალისების (პროგრამული კოდი 32 04 04) ფარგლებში, მათი ჩარიცხვის მომენტისათვის მოქმედი, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი